ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

არჩევანი სირაძესა და გოგუას შორის

არჩევანი სირაძესა და გოგუას შორის

ქართველთა შვიდი გასროლა

ქართველთა შვიდი გასროლა

გასულ უქმეებზე 7 ქართული გოლი გავიდა ევროპის ლიგებში. ყველაზე მეტად თავი ნალჩიკის "სპარტაკის" ნახევარმცველმა გოგიტა გოგუამ გამოიჩინა, რომელიც ეროვნულ ნაკრებშიც ლიდერად ჩამოყალიბდა.

მართალია, ინგლისშიც გაგორდა ბურთი, მაგრამ ჩვენს ეულ ლეგიონერს "ნისლიან ალბიონზე" კვლავ არ დაადგა საშველი. ზურაბ ხიზანიშვილს "ბლექბერნის" შემადგენლობაში თამაშის შანსი არა აქვს და ვერც სხვაგან გადადის. ზურაბს ჩაეშალა "რედინგში" გადასვლის კარგი ვარიანტი, თურქულ კლუბზე (როგორც ინგლისელები წერენ) კი თავად თქვა უარი. "ბლექბერნმა" პირველ ტურში 1:0 მოუგო "ევერტონს", სემ ელერდაისმა კი "პირობა" შეასრულა - ქართველი მცველისთვის ადგილი განაცხადშიც კი არ გამოიძებნა. დრო მიდის, მალე სანაკრებო ბატალიები გვეწყება და ათენში ორი უთამაშებელი მცველით თამაში (მეორე კახა კალაძეა) არას გვარგებს...

29 წლის ხიზანიშვილისთვის მხოლოდ პირველი ინგლისური სეზონი გამოდგა წარმატებული, როცა მან პრემიერლიგაში 24 თამაში ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. მას შემდეგ დაღმასვლა აშკარაა: 17 თამაში 2006/07 წლებში, 10 თამაში 2007/08 წლებში, 3 თამაში 2008/09 წლებში და არც ერთი მატჩი შარშან!

საფრანგეთიდან არ გვაქვს ცუდი სიახლეები: საწყისი ტურის წინ სარეზერვო გუნდში გადასროლილმა გიორგი მაკარიძემ კარგად ითამაშა ამ გუნდის შემადგენლობაში და ისევ დაიბრუნა "ლე მანის" მე-2 მეკარის სტატუსი, ის "რეიმსთან" 2:2 დასრულებულ მატჩში სათადარიგოთა სკამზე იჯდა, თანაც შეცდომებით ითამაშა დიდიე ოვონომ... რაც შეეხება "ლე მანის" მეორე ქართველ ამირან სანაიას, ერთ-ერთი ფრანგული საიტი მის მომავალს ლიგა 1-ის კლუბ "სოშოს" უკავშირებს.

ერთ კვირაში დაიწყება იტალიის სერია ბ, სადაც ლევან მჭედლიძე თამაშობს. საიტი "ალტარიმინი" მიიჩნევს, რომ ახალ სეზონში "ემპოლი" ერთი გამოკვეთილი თავდამსხმელით ითამაშებს და ის 27 წლის კლაუდიო კორალი იქნება, რომელსაც პერიოდულად 18 წლის ნიკოლაო დუმიტრუ შეცვლის ხოლმე, მჭედლიძეს კი სათადარიგო სკამისთვის იმეტებენ.

სომხეთის ჩემპიონატის მე-17 ტურში ქართული გოლი აუსტაიდერთა დაპირისპირებაში გავიდა: "განძასარმა" 2:0 მოუგო სტუმრად "შირაკს". მატჩის 86-ე წუთზე თავი კაპანელთა 28 წლის ნახევარმცველმა დავით ხანიშვილმა გაიტანა. "განძასარი" 19 ქულით მე-6 ადგილზეა 8-გუნდიან ჩემპიონატში. ტურის ცენტრალურ მატჩში ქართული კვარტეტის (თენგიზ უგრეხელიძე, გიორგი კრასოვკსი, გაგა თიბილაშვილი, შოთა ჯიქია) "ულისმა" შინ ლიდერი "ბანანცი" 1:0 დაამარცხა. "ულისი" 38 ქულით მე-2 ადგილზეა და "ბანანცს" უკვე მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. გუნდის მიერ 29 გატანილი ბურთიდან 6 ქართულია (3 - ჯიქია, 2 - თიბილაშვილი, 1 - კრასოვსკი).

აზერბაიჯანში II ტურის მატჩები გაიმართა. ნუგზარ კვირტიას აზალ-მა "თურანს" 1:0 მოუგო. კვირტია მოედანზე 71-ე წუთზე გამოჩნდა. წაგებულთა გუნდში ითამაშა ექს-სამტრედიელმა შალვა ფირცხალავამ. ზაქათალის ოლიმპიურ კომპლექსში "სიმურგი" 0:2 დამარცხდა "ხაზართან". მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ბაჩანა ცხადაძემ, გამარჯვებულთა შორის არ უთამაშია დავით იმედაშვილს. დავით სვანაძის "მუღანმა" მოულოდნელად მოუგო ვინფრედ შეფერის "ბაქის" - 1:0, ქართველმა 90 წუთი ითამაშა. "აზერბაიჯანული არმიის გმირი გვენცაძე" - ასე დაასათაურა სტატია "აზერისპორტმა" "ინტერისა" და მოიკ-ის მატჩის შესახებ. არმიელთა კარს ამირან გვენცაძე იცავდა და მეტად საიმედოდაც. კახა ცხადაძის შეგირდთაგან ვალერი აბრამიძე და დავით ოდიკაძე აქტიურობდნენ, საბოლოოდ მატჩი მაინც 1:0 მორჩა, გოლი პენალტით ინტერელმა მარიო სოუზამ გაიტანა.

დანიის ვიასატდივიზიონში თავისი პირველი გოლი გაიტანა დავით დევდარიანმა, რომლის "ორჰუსმა" "ბრიონშიოის" აჯობა - 3:1. ქართველმა 29-ე წუთზე გამოიჩინა თავი, დევდარიანი 79-ე წუთზე შეცვალეს. გიორგი ფოფხაძის "ვიბორგი" შინ 1:2 დამარცხდა "ვესტსიელანდთან". ქართველი მცველი 57-ე წუთზე შეცვალეს.

ესტონურ მეისტრილიგაში "ფლორამ" "ლოტუსი" 5:0 გაანადგურა, ზაქარია ბეგლარიშვილი მეორე ტაიმის დასაწყისში შემოვიდა და 58-ე წუთზე გუნდის მე-2 გოლი გაიტანა. ეს ქართველი ლეგიონერის მე-4 გოლია ჩემპიონატში, "ფლორა" 54 ქულით მე-2 ადგილზეა.

უნგრეთის ჩემპიონატის II ტურში "ეტო" "ვაშაშთან" სტუმრად 1:2 დამარცხდა. ამ თამაშში დიორელთაგან ერთადერთმა ჩვენებურმა ითამაშა - რატი ალექსიძემ 90 წუთში 5 ბალი დაიმსახურა. სხვათა შორის, ყოფილი ეტოელი ვახტანგ ფანცხავა "ვაშაშში" ირიცხება, მაგრამ ამ თამაშში მას მონაწილეობა არ მიუღია.

ისრაელში ტოტოს თასზე ჰაიფურ დერბიში "მაქაბიმ" "ჰაპოელი" 3:0 დაამარცხა. ანგარიში ამ შეხვედრაში ლადო დვალიშვილმა პენალტით გახსნა. ფინეთის იკონენლიგაში გოლი გაიტანა ანზორ კალაძემ, მაგრამ მისი გუნდი პოპა მაინც 1:2 დამარცხდა "კოტეპესთან".

ყაზახურ პრემიერლიგაში გიორგი ფეიქრიშვილის "ატირაუმ" ახლხან საქართველოს ჩემპიონის დამმარცხებელ "აქტობეს" მოუგო - 2:1, ქართველს არ უთამაშია.

ქართული გოლი გავიდა ლატვიურ ვირსლიგაშიც, "ოლიმპსი" სტუმრად "ტრანზიტსს" ესტუმრა და 2:2 დაუზავდა. რიგელთა 20 წლის მცველმა ლაშა ღონღაძემ ჩემპიონატში მე-3 გოლი გაიტანა. მოლდოვის ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში "დაჩია" და "შერიფი" 0:0 დაზავდნენ. კიშინიოველთა შორის 90-90 წუთი ითამაშეს მამუკა ლომიძემ და დავით გამეზარდაშვილმა, ხოლო ტირასპოლელYთა შორის - ვაჟა თარხნიშვილმა.

უკრაინულ ვიშალიგაშUი VI ტურის მატჩები გაიმართა, ვასილ გიგიაძემ მეორე ტაიმი ითამაშა და "ტავრიას" მიერ "კრივბასის" რბევაში თავისი წვლილიც შეიტანა - 4:1. "კრივბასის" ქართველები (ბექა გოცირიძე, სანდრო კობახიძე) კვლავ ვერ ხვდებიან ძირითად გუნდში.

აქამდე დაუმარცხებელმა "დნიპრომ" კი შინ 0:1 წააგო ხარკოვის "მეტალისტთან". მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა უჩა ლობჟანიძემ. სანდრო გურულს არ უთამაშია დონეცკში "შახტართან" მატჩში, რომელიც "კარპატიმ" 0:1 დათმო.

რუსეთის ჩემპიონატში ულამაზესი გოლი გაიტანა გოგიტა გოგუამ. ქართველმა ლეგიონერმა წერტილი დაუსვა "სპარტაკი"-"სიბირის" მატჩს - 4:2. გოგიტა 71-ე წუთზე შემოვიდა და გოლი სტუმართა კარში ბოლო წუთზე გაიტანა. სრულად ითამაშა დავით სირაძემ, რომელმაც პირველი გოლის ასისტენტობა იკისრა. ორივე ჩვენებურს "ჩემპიონატმა" 6,5-6,5 ბალი დაუწერა. თამაშის შემდეგ იური კრასნოჟანს ყველა ეკითხებოდა, თუ რატომ არ დააყენა თავიდანვე გოგუა. რაზეც ნალჩიკელთა მწვრთნელმა განაცხადა, რომ მიზეზი ლეგიონერთა კვოტაა: "პრინციპში, ასეთი არჩევანი მქონდა - ან გოგუა ან სირაძე. პირველს შემცვლელი, ასე თუ ისე, ჰყავს, მეორეს კი - არა".

მახაჭყალის "ანჟი" ცსკა-სთან დაპირისპირებაში განადგურდა - 0:4. ჩვენებურები, ნუკრი რევიშვილი, ოთარ ხიზანეიშვილი და გიორგი ილურიძე სათადარიგოთა სკამზე ისხდნენ. ასევე სათადარიგოთა სკამზე იყვნენ "ტერეკისა" და "რუბინის" ქართველები, ლევან გვაზავა და ლაშა სალუქვაძე, თამაში 1:1 მორჩა. მოსკოვურ დერბიში ("ლოკომოტივი"-"სპარტაკი") მალხაზ ასათიანი სასტარტოში იყო, ხოლო ჯანო ანანიძე სათადარიგო. თუმცა კარპინმა 88-ე წუთზე მაინც ათამაშა ჩვენებური, რომელმაც იბსონი შეცვალა. "სპარტაკმა" ველიტონის ჰეტ თრიკის წყალობით დაამარცხა "ლოკომოტივი" - 3:2. მალხაზს არ ჰქონია საუკეთესო საღამო: მან ყვითელი ბარათი მიიღო და ველიტონის ორ გოლში მიუძღვოდა "წვლილი".

ლელო

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე

L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა