ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე 2023 წლის შემდეგ პირველად იასპარეზებს. 39 წლის სერბმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ კარიერის ამ ეტაპზე ოჯახს მის ცხოვრებაში უფრო მნიშვნელოვანი როლი უკავია, ვიდრე წარსულში.

"ბევრი რამ შეიცვალა. ყველაფერი ახლა ჩემს ოჯახზე, ჩემს ცხოვრებაზე და იმ გარემოებებზეა დამოკიდებული, რომლებიც ჩემს ყურადღებას მოითხოვს. ბოლო პერიოდში ევროპაში ხშირად ვმოგზაურობ, რათა ოჯახთან ვიყო და სხვადასხვა საკითხში დავეხმარო, ისევე როგორც ჩემი ოჯახი მეხმარებოდა მთელი ამ წლების განმავლობაში.

ადრე, ჩემი კარიერისა და ცხოვრების დიდი ნაწილის განმავლობაში, ოჯახში ყველაფერი ჩემს გარშემო ტრიალებდა. ახლა ასე აღარ არის და ეს მომწონს, რადგან მეც უნდა გამოვიდე ამ როლიდან.

ვცდილობ, ერთმანეთთან დავაბალანსო პროფესიონალი ჩოგბურთელის, მამის, მეუღლის, შვილისა და ძმის როლები და თითოეულში მაქსიმალურად კარგი ვიყო. ამას დრო და ძალისხმევა სჭირდება და ეს პროცესი ჯერ კიდევ გრძელდება.

ბოლო წლებში სათანადოდ ვერ ვაფასებდი ჩემი ოჯახის წევრების მხარდაჭერასა და მსხვერპლს. სწორედ ისინი მეხმარებოდნენ 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში, რომ ჩემი ბიზნესისთვის საჭირო სივრცე შემექმნა.

ტურნირის დასრულების შემდეგ ვისვენებ. შემდეგ ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, როგორ აღვიდგენ ძალებს და რა მდგომარეობაში ვიქნები ვარჯიშის დაწყებისას. ეს ნორმალურია, ნებისმიერი ადამიანის, მათ შორის პროფესიონალი სპორტსმენის, ცხოვრების ბუნებრივი ნაწილია. დღეს ახალგაზრდა სპორტსმენების უმეტესობა ასე ცხოვრობს და მეც იგივე გზა გავიარე.

ბევრი რამ იცვლება და აღარ მინდა მხოლოდ ერთ როლში ყოფნა", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსის პირველი ტურის მატჩს დღეს, თბილისის დროით 20:30 საათზე, არგენტინელი ტიაგო აგუსტინ ტირანტეს წინააღმდეგ გამართავს.

"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"გალათასარაიმ" ბატრაკოვის დუბლით "შტუტგარტს" სძლია - "შახტარი" აზაროვის გარეშე "სპორტინგთან" დამარცხდა
[VIDEO] ტრაგედია ესპანეთში - მატჩისას მიღებული ტრავმის შედეგად ფეხბურთელი გარდაიცვალა
კრიშტიანო რონალდოს ვაჟი პორტუგალიის 17-წლამდელთა ნაკრებში პირველად გამოიძახეს
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
თორნიკე შენგელიას პირადი რეკორდი და "დუბაის" მორიგი გამარჯვება ადრიატიკის ლიგაში
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
შოთა არველაძე "აიაქსის" რიგებში "ბარსელონას" ლეგენდების წინააღმდეგ ითამაშებს
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
"მანჩესტერ იუნაიტედიდან" ინტერესი არსებობს - "ასტონ ვილას" უნაი ემერის გაშვება არ უნდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"კორტზე" ყოფნის ყოველი წამი მეზიზღებოდა" - ჯოკოვიჩი US Open-ის პირველივე წრეში დამარცხდა