ნოვაკ ჯოკოვიჩმა US Open 2026-ზე გამოსვლა პირველივე წრეში დაასრულა. 24-გრანდ სლემის ჩემპიონი არგენტინელ მარიანო ნავონესთან 6:7, 7:5, 6:4, 2:6, 1:6 დამარცხდა. მატჩი 4 საათსა და 36 წუთს გაგრძელდა.

ჯოკოვიჩს შეხვედრის განმავლობაში ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა, სერბმა რამდენჯერმე მოითხოვა სამედიცინო დახმარება, აღენიშნებოდა ზურგისა და მხრის ტკივილი, კრუნჩხვები და ასევე ღებინება.

"კორტზე ყოფნის თითქმის ყოველი წამი მეზიზღებოდა. გულშემატკივრების მხარდაჭერა კი წარმოუდგენელი იყო. ბოდიში, რომ ისე ვერ ვითამაშე, როგორც უნდა მეთამაშა ან როგორც თავად მინდოდა.

ეს პრობლემა თითქმის ყველა მატჩში მაქვს წელს. გულისრევის შეგრძნება მაქვს, ვაღებინებ და ეს სერიოზული პრობლემაა. ამის შემდეგ მთელი სხეული მეკეტება, მეწყება კრუნჩხვები და ტკივილი.

არ ვიცი, შევძლებ თუ არა ამის ატანას. ვცდილობ. ვნახოთ", - განაცხადა ჯოკოვიჩმა.

სერბისთვის ეს განსაკუთრებით მძიმე შედეგია. მან კარიერაში პირველად წააგო US Open-ის პირველი წრის მატჩი. ასევე, 2006 წლის ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ პირველად მოხდა, რომ ჯოკოვიჩი დიდი სლემის ტურნირიდან პირველივე წრეში გავარდა.

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
[VIDEO] ბასილაშვილმა ბელგიელ მეტოქეს სძლია - ქართველმა წლის ბოლო დიდი სლემი წარმატებულად დაიწყო
პაზის დამატებას "მანჩესტერ იუნაიტედი" აპირებს - საბოლოო სიტყვა "რეალმა" უნდა თქვას
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩებს თელავში გამართავს
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
"კრიშტიანოსა და ზლატანს ეს მსგავსება აქვთ" - პიოლი ყოფილ შეგირდებზე
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
"ბორჯღალოსნები" | მსოფლიო რაგბის ერთა თასისთვის მზადება დაიწყო
ფიბა-ს ქართველი მსაჯებისა და კომისრის ევროგრაფიკი ცნობილია
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
ამასაც "მოხერხება" უნდა - "ბარნლიმ" ინგლისში ანტი-რეკორდი დაამყარა
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
"ბოლო 7-8 წელია რონალდო სათანადო დონეს ვეღარ აჩვენებს" - ტენ ჰაგმა კრიშტიანოზე ისაუბრა
"ბეშიქთაშისა" და "ჰაპოელის" მატჩი ბათუმში ჩატარდება
"შესაძლოა, თბილისში კვარაცხელიასთან ერთად პიცერია გავხსნა" - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი თავის გეგმებზე
"მილანს" ახალი სპორტული დირექტორი ჰყავს
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
ჩაკვეტაძეს სავარაუდოდ, ახალი მწვრთნელი ეყოლება - რუნიაიჩს ნდობის მარაგი ამოეწურა
ბორჟესი გაუშვეს - “სპორტინგს” ფონსეკას ჩააბარებენ
[VIDEO] დონჩიჩის 45 და მამუკელაშვილი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ლეიკერსმა" "ტორონტო" დაამარცხა
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
ნოვაჯ ჯოკოვიჩი ცინცინატის მასტერსზე პირველივე წრეში დამარცხდა
[VIDEO] მისთვის ასაკი მხოლოდ ციფრებია - 38 წლის ნოვაკ ჯოკოვიჩმა იანიკ სინერი ხუთ სეტში დაამარცხა!
[VIDEO] კარლოს ალკარასმა ნოვაკ ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის ფინალში დაამარცხა!
"ნეტავ მეც ასე შემეძლოს" - ჯოკოვიჩმა უიმბლდონის ნახევარფინალში გასვლის შემდეგ მესიზე იხუმრა
"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა