ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო VII ტურის მატჩი არმიელებმა "აიასთან" ჩაატარეს და დაძაბული ბრძოლა მხოლოდ 2 ქულით დათმეს
კი, მაგრამ "არმია" რა შუაშიაო, იკითხავთ, ალბათ. საქმე ისაა, რომ ჩემპიონატის პირველი წრის ბოლო VII ტურის მატჩი არმიელებმა გათამაშების ლიდერ "აიასთან" ჩაატარეს და დაძაბული ბრძოლა მხოლოდ 2 ქულით (15:17) დათმეს. მას შემდეგ ჩემპიონატის განახლებამდე და მომდევნო VIII ტურის მატჩამდე ზუსტად 65 დღე გავიდა. ვინ როგორ გამოიყენა შუალედი, გარკვეულწილად შემოდგომის პირველ უიქენდზე გამოჩნდა.

ტურის ცენტრალურ მატჩს ავჭალის სტადიონმა უმასპინძლა, სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ "არმია" - მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი ლიდერი და "ლოკომოტივი" - წინა გათამაშების ჩემპიონი. ასე რომ, იყო გაზრდილი ინტერესი და სწორედ ამ ინტერესმა მიიზიდა მატჩზე არმიელთა უამრავი მხარდამჭერი, თუმცა არც "ლოკომოტივი" ყოფილა უგულშემატკივროდ.

თამაში კარგა ხანს "მშრალად" მიმდინარეობდა, ვიდრე მე-17 წუთზე არმიელებმა ჯარიმის შესრულების უფლება არ მოიპოვეს. ეს შანსი ბახვა კობახიძემ ზუსტად გამოიყენა და გუნდს პირველი 3 ქულა შესძინა. ამის მერე "არმიას" მეტი სტიმული მიეცა, უკეთ ათამაშდა და ლელოს დადებაც მოახერხა ფლანგიდან, ტაიმის ბოლოს, კობახიძემ კი ზუსტად გარდასახა. შესვენების წინ მორიგი ჯარიმის რეალიზაციით ანგარიში 13:0-მდე გაიზარდა.

მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ლოკომოტიველმა ბობა კვინიხიძემ ზუსტად გამოიყენა ჯარიმა. მერე თამაში გათანაბარდა. 50-ე წუთზე კაპიტნებს კვინიხიძეს (ლოკომოტივი) და უდესიანს (არმია) ნერვებმა უმტყუნეს - მსაჯმა მოკამათეები "გააყვითლა", თანაც დროებით მოედანი ორივეს დაატოვებინა, "არმია" კი დაჯარიმდა, რაც გენებაშვილმა უშეცდომოდ გამოიყენა.

არმიელებმა შეძლეს თამაშის დალაგება, 55-ე წუთზე ტუჩაშვილმა მეტოქის ხაზი გაჭრა და ლელო დადო, კობახიძემ კი ზუსტად გარდასახა. ტაიმის მიწურულს რკინიგზელთა გამოცოცხლება არმიელთა 22-ში წარმატებულ "ანექსიაში" გადაიზარდა, თუმცა ლელოს გატანა ვერ მოხერხდა. მეტოქემ ჯარიმის წყალობით ბურთი კი მოიპოვა, მაგრამ ფინალურმა სასტვენმა უწია. საბოლოოდ 26:6 არმიელთა სასარგებლოდ. რორც ჩანს, გუნდს კარგად გამოუყენებია საჩემპიონატო არდადეგები გასაძლიერებლად.

ამ შეხვედრის შემდეგ "არმიამ" ლიდერთა ოთხეულში ადგილის დასამკვიდრებლად პოზიცია საგრძნობლად გაიმყარა, ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს კი მდგომარეობა უფრო დაუმძიმდა.

საქართველოს ჩემპიონატი

3 სექტემბერი. VIII ტური

თბილისი. "ავჭალა". 1500 მაყურებელი

არმია (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 23:6 (13:0)

არმია: 15. ბ. კობახიძე, 14. ტუჩაშვილი, 13. გაბროშვილი, 12. მჭედლიძე (გაგოშვილი 24), 11. შკინინი, 10. ელიზბარაშვილი, 9. ზაბახიძე; 1. კაკოვინი (ქორიძე 50), 2. მეკოკიშვილი, 3. დონაძე, 4. ბუჯიაშვილი (კ. კობახიძე 69), 5. ცხადაძე (ბიეაძე 50), 6. თავართქილაძე (თხილაიშვილი 56), 7. კალმახელიძე, 8. უდესიანი.

2 ლელო: ელიზბარაშვილი, ტუჩაშვილი

2 გარდასახვა: კობახიძე

3 ჯარიმა: კობახიძე

2 სინბინი: უდესიანი, გაგოშვილი

ლოკომოტივი: 15. კობერიძე (კავთიძე 69), 14. ქავთარაძე, 13. გოგიშვილი, 12. ბერძენიშვილი, 11. ჟამუტაშვილი, 10. კვინიხიძე, 9. ღვინჯილია; 1. ელოშვილი, 2. ზარიძე, 3. ვეფხვაძე, 4. ჩიტიძე (ნადირაძე 58), 5. ნიშნიანიძე, 6. გენებაშვილი, 7. შიოშვილი (გუნიავა 60), 8. ახვლედიანი.

2 ჯარიმა: კვინიხიძე, გენებაშვილი

2 სინბინი: კვინიხიძე, ნიშნიანიძე

თბილისი. "ვისოლი". 15:30 საათი

აკადემია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 19:19

თბილისი. "შევარდენი". 17:00 საათი

არმაზი (თბილისი) - ლელო (თბილისი) 22:17

რუსთავი. ტექნიკუმი. 17:00 საათი

ხარები (რუსთავი) - აია (ქუთაისი) 9:27

1. აია 8 8 0 0 211-96 16

2. არმია 8 5 1 2 176-140 11

3. აკადემია 8 3 3 2 162-154 9

4. ლელო 8 4 0 4 195-164 8

5. ლოკომოტივი 8 4 0 4 153-148 8

6. არმაზი 8 3 1 4 158-184 7

7. ხარები 8 2 0 6 85-162 4

8. ყოჩები 8 0 1 7 117-209 1

მომდევნო ტური

10 სექტემბერი: ხარები - არმია, ლელო - ლოკომოტივი, ყოჩები - არმაზი, აია – აკადემია.

თორნიკე გაჩეჩილაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[ეროვნული ლიგა] ...ეს იქნება სწორი გადაწყვეტილება! ანუ, გვჭირდება თუ არა "გაზაფხული-შემოდგომის" სისტემა?
U21 | საბერძნეთი V საქართველო - პირველი ვარჯიში ათენში
16-წლამდელებმა ნოემბრის შეკრება გამარჯვებით დაასრულეს
ლევანდოვსკიმ შეიძლება კარიერა დაასრულოს
18 წ. | ჩეხეთისთვის 26 შეირჩა
დე ლა ფუენტეს იამალის ნაცვლად თბილისში 28 წლის თავდამსხმელი მოჰყავს
"მილანი" მოდრიჩთან კონტრაქტის გაგრძელებას აპირებს
"ბარსელონამ" მწვრთნელი გაათავისუფლა - პასკუალის დაბრუნება?
“ა” ლიგის საკვალიფიკაციო ტურნირისთვის რეგისტრაცია დაიწყო
"ჩვენ ერთად თამაშიც შეგვიძლია" - ეკიტიკემ ისაკის შესახებ ისაუბრა
[VIDEO] გამარჯვების მომტანი ორქულიანი 00.4 წამში - "მაიამი ჰიტმა" ოვერტაიმში გაიმარჯვა
"პრემიერლიგის სეზონის საუკეთესო ტრანსფერია" - უეინ რუნიმ "სანდერლენდის" ფეხბურთელი გამოარჩია
[VIDEO] ბითაძის 18 წუთი - "ორლანდო მეჯიქმა" "პორტლენდ ტრეილ ბლეიზერსი" დაამარცხა
კომისარ-მსაჯები განაწილდნენ: რატიშვილი სკოპიეში, თვაური და შალამბერიძე – ბაქოში
საქართველო 10:1 ესტონეთი
საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის მატჩებისთვის მზადება დაიწყო
[VIDEO] შეიძლებოდა, გოლი ეგოიანისთვისაც ჩაეთვალათ, მაგრამ შერჩა... საგოლე პასი
უჭირს - ფრანგული მედია ზაბარნის თამაშს უარყოფითად აფასებს
[VIDEO] აშორტიას გოლი, გაფრინდაშვილის საგოლე პასი...
"ბორჯღალოსნები" | ნამატით კანადასთან