თბილისის "დინამოს" ჰქონდა შანსი, მოეგო ლიდერისთვის და თავად გადასულიყო პირველ ადგილზე. მაგრამ "ჰქონდა შანსი", ეს მხოლოდ თამაშამდე, თორმე თამაშმა აჩვენა, რომ არავითარი შანსიც არ ჰქონია.

სრულიად გაუგებარია, როგორი განწყობით გავიდა ქეცბაიას გუნდი მოედანზე ესოდენ მნიშვნელოვან თამაზე - "დინამოს" თამაშში არ ჩანდა მოტივაცია, მაშინ, როცა "რუსთავი" მიზანდასახული იყო თავისი ყველა კოზირი პირველივე ტაიმში გამოიყენა.

ქეცბაიამ შესვენებისას სამი ფეხბურთელი შეცვალა. "დინამო" მეორე ტაიმში უკეთესი იყო, უპირატესობას დაეუფლა და მომენტებიც შექმნა, მაგრამ არა იმდენი, რუსთაველთა მყარ დაცვას და საიმედოდ მოთამაშე მეკარეს რომ გატეხავდა.

ამრიგად, ცეცაძის გუნდმა სრულიად დამსახურებულად მოიგო და საჩემპიონო ამბიცია გამოაჩინა.

დინამო (თბ)-რუსთავი 0:3

გოლები: 0:1 ალმეიდა (28), 0:2 პ. ოსეი (39, ნაკანოს პასით), 0:3 კესი (45+1, სეიხასის პასით)

დინამო: მაქაცარია, სანტუსი, კურდიჩი, კალანდაძე, ხარაბაძე, ბარნს ოსეი (კობა კაკაშვილი 71), ნინუა, ჰური (კანკავა 46), უელტონ კარვალიო (დოლტმურზიევი 46), ტეიშეირა (კვარაცხელია 46), ვაწაძე

რუსთავი: ბერუაშვილი, კაპანაძე, ოლივეირა, ფაცაცია, ჩიქოვანი, გუჯაბიძე, სეიხასი (ჯაფარიძე 89), ნაკანო (კახა კაკაშვილი 67), კესი (იაკობიძე 78), ალმეიდა (პარკაძე 67), პრინს ოსეი (ჩხეიძე 46)

არბიტრი: გოგა კიკაჩეიშვილი

გი დე მოპასანი
მესამე საჩემპიონო ტიტული მოდის!
giga
სომერსეტ მოემი 80 წლის რომ გახდა დაწერა 'შეჯამება', ნუ თავის ცხოვრებას უყრიდა თავს. ჩვენ რახან კლასიკოსი მწერლები არ ვართ, 'მიაწექი ქეცბას' ბოლო 2 მატჩის 'შეჯამება' რომ გავაკეთოთ. ჟალგირისმა და ცეცაძემ ამ დიდი ფეხბურთის ზვიგენს 10 გოლი აუგროვეს? თვლაში ხომ არ შემეშალა? ისე, სხვათა შორის, ნიუკასლში დალგლიში რომ ბევრს არ ათამაშებდა (მისი აზრით), იქ მოხდა 2 საოცარი ინციდენტი, 1ხელ შემოვიდა ბოლო წუთზზე გოლი გაიტანა და ნახევარ სტადიონზე სარეკლამო ბილბორდები დაანგრია და მეორედ მსგავს სიტუაციაში მუხლებზე დადგა და .... ბალახის ძოვა დაიწყო, პირდაპირი მნიშვნელობით. მე მესმის, რომ ჩვენ და რუსები ყველაზე ადამიანური ადამიანები ვართ, მაგრამ იქნება დაგაინტეროთ (ინგლისში ვმუშაობდი მაშინ), მეორე დღე რა დაწერეს უსულგულო ინგლისურმა (ლატენტურმა გარყვნილმა გეებმა) გაზეთებმა? დაწერეს აი ეს: ეტყობაო, ჩვენს ფეხბურთში რაღაცა ისე არ ხდება და ფეხბურთელების უფლებებზე და ფსიქოლოგიურ წონასწორობაზე მეტი უნდა ვიზრუნოთო, რადგან ადამიანი ასე იქცევაო ....
Lelo
ქეცბაიას არაფერი სასაყვედურო არ აქ, ნაგავი გუნდი Ჩაიბარა და დრო უნდა ფეხზე აუცილებლად დააყენებს დინამოს, უნდა აცადონ ყველამ, 3 ᲗვეᲨი გუნდი არ კეᲗდება. აქ ერᲗი რამ მინდა ვიკიᲗხო, მარᲗლა ვინ არი პასუხის მგებული ყოფილი დინამოელები დინამოდან გაᲨვების მერე სხვა კლუბებᲨი მაგრად რო ᲗამაᲨობენ??? ასე არაერᲗჯერ მომხდარა მაგალიᲗად მამარდაშვილის და ხვიᲩას მაგალიᲗიც კმარა,ვინ არიან ის ხალხი ვინც ამ გადაწყვეტილებებს იღებენ, საერᲗოდ ფეხბურᲗი იციან??? ეს პრობლემაა ზუსტად ქარᲗული საკლუბო ფეხბურᲗის აქილევსის ქუსლი, მარტო დინამოᲨი კი არა სხვა კლუბებᲨი ასეᲗი არაფროფესიონალები მუᲨაობენ, ფეხბურᲗელების გაᲨვება მოყვანაზე არიან პასუხის მგებულები და ამ დროს ფეხბურᲗის გაგებაᲨი არ არიან!! ხო წარმოგიდგენიაᲗ. ყველაზე კარგად დᲦეს ბაᲗუმის დინამოᲨი მუᲨაობენ სწორად არᲩევენ ფეხბურᲗელების და გასაᲨვებსაც სწორად უᲨვებენ.
ლაშა
მე მაინტერესებს რო ლაპარაკობს ქეცბაია მეკარეზე დაცმცველწბზე იცის მაინც?ფიფიას ბრალი იცით რაარის ბატონო თემურ? პასუხს რო არავის თხოვს. ბერუაშვილი რო გაუშვით გუნდიდან და ლორია დაიტოვეთ ვინ აგებს პასუხს? მცველები ჩიქოვანი და იაკობიძე თქვენწბი არიყვნენ?ვინ გაუშვა ვინ სადარის იმ ხალხის პასუხისმგებლობა ბატონო რომან? კიდე რამდენი გყავთ გაგდებული დგეს რო მაგრად თამაშობენ. სანამ პასუხს არ აგებენ ეგრე იქნება სულ
Dima
პირადად ცხადია ქეცბაიას არაფერს ვერჩი, მაგრამ ასეთი ნერვული სისტემით მწვრთნელად როგორ უნდა იმუშაო, ნამდვილად არ მესმის. 2-3 თამაში კი ბატონო, მაგრამ 2-3 წელი 'დვიჟენია გააკეთეთ' სტილში კოლექტივი როგორ უნდა მართო წარმატებით, მართლა სასწაულია.
ალფას
რუსთავი მაგრად გაძლიერდება და იქით დააყრის შავ დღეს მოწინააღმდეგეებს!მინიმუმ კონფერენს ლიგის ჯგუფში გავა რუსთავი
Kesha
აი როგორი არ უნდა იყო მწვრთნელი ქეცბაიაა ნათელი მაგალითი! მისი მატჩის დემდეგ კომენტარი ნახეთ? ეს არის სამარცხვინო რაც მაგან იკადრა, ესე ცალსახად მეკარეზე დაბრალება და კიდე სადღაც მცველებიც ჩააკვეხა როგორ შეიძლება? ყველამ დავინახეთ მეკარის პირველ გოლზე შეცდომა და მერე რა მაგით? ესე უნდა მოიხსენიო ბიჭი? და არავითარი პასუხიამგებლობა შენ მწვრთნელმა არ უნდა აიღო შენ თავზე? არ შეიძლება ესე სულ ამ კაცის დამცველი ვიყავი ხისტია ესაა ისაა მაგრამ გუშინ რაც იკადრა ეს ყველაფერს ცდება, ფეხბურთელები კიდე ამას რომ აიტანთ მანდ მაშინ მეტის ღირსები იქნებით მომავალში.
ehhh
რა არის ახლა ეს? რუსთავს თავი ჟალგირისი ჰგონია? ანდა ამ წაქცეულს რომ ურტყაამთ ხოლმე, სადაა ჰუმანიზმი, კაცთმოყვარეობა, ან როგორც მინიმუმ 'აქედანაც იქედან და მერე იქედანაც აქედანიზმი'??? აფერუმ თქვენი მოყვასის სიყვარულის გრძნობას ..... :))))
Berzena
Cud dxehia dinamo.zaan cud dxehi.sircxvili.
100%
სერიოზულად გამაკვირვა, ,,რუსთავმა,,. ყოჩაღ! ეს მეორე გუნდი, რომ ფარჩაკია ვიცით ყველამ, უბრალოდ რუსთაველების მიზანმიმართულებამ. ცეცაძეს მადლობა. მასე გაგრძელებას გისურვებთ.
ალფა
ცუდად იკვეთება რუსთავი და ტორპედო. რუსთავი თუ გაჩემპიონდა იქნება განუთესავი, არც ბირთვის შემნარჩუნებელი და გამძლიერებელი არიან. გამოვარდებიან ხელათში ჩემპიონთა ლიგიდან და ცალკე კონფერენს ლიგაზე დააყრიან შავ დღეს. ტორპედოზე აღარაფერს ვამბობ. ამაში დიდი წვლილი უდევს გაზაფხული-ზაფხულის სეზონს, ეხმარება ევროთასების მიღმა მყოფ გუნდებს. საერთოდ რას აკეთებენ ამ ფედერაციაში ლოგიკურს, ჰო შეიძლება შემთხვევითობის პრინციპით მაინც რაღაც სწორი გააკეთონ კობის კანტორაში, მაგრამ არა.
კონტეს მამა
მგზავრობამ დაღალა დინამო. ეხუმრებით თბილისიდან რუსთავში ჩასვლას?
რამაც ყურადღება მიიპყრო:
რუსთავის შემადგენლობაში ითამაშა ექვსმა უცხოელმა და აქედან ხუთი მონაწილეობდა საგოლე აქტივობებში, ანუ გოლი + საგოლე პასი . ჰოდა, ეს ერთი მხრივ იმიდ მაჩვრნებელია, რომ კლუბს, სამწვრთნელო შტაბს სეორად ჰყავს შერჩეული ლეგიონერები და სწორად იყენებს მათ, ანუ ის შემთხვევაა, როცა ლეგიონერების მოწვევა და თამაში, გამართლებულია (სხვა საქმეა, რომ სამწუხაროა რომ სამივე გოლი მხოლოდ უცხოელების დამსახურებაა ...). აი, თბილისის "დინამოში" 6 უცხოელი დავთვალე (ჩვენს(!) ინგუშს, დოლტმურზიევს რა თქმა უნდა არ ვთვლი ! ) , ჰოდა , იქნებ გადასახედია გუნდის დამომპლექტების საკითხი ზოგადად და განსაკუთრებით, უცხოელების მოწვევის საკითხი ... კეთილი სურვილებით,

უყურებ დინამოს დამცველების თამაშს და ფიქრობ:ასე ყველაფრის გაშვებას ხომ მეც შევძლებ!დამცველები კი არა,მიცვალებულთან დაყენებული საპატიო ყარაულები არიან,ყველას რომ ატარებენ და უბრალოდ, თავის ყოფნას აფისირებენ.
ტრიბუნა A
აშკარაა რომ ჩვენი ფეხბურთი, კვალიფიციური მწვრთნელების უკმარისობას განიცდის. იმიტომაც გარბიან ნიჭიერი ბავშვები საზვარგარეთ.
დდდ
რა ხდება, ისევ ხელოვნურ საფარზე ათამაშეს?!...
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
კბილაშვილმა და ორჯონიკიძემ ევროპის თასზე პირველი ეტაპი წარმატებით გადალახეს
ისევ ევროზე გასასვლელად ვიწყებთ! - ყველაფერი პირველ მატჩზე
"შავი ლომი" | შემადგენლობა სამხრეთ აფრიკის ჩემპიონთან
"შანსის გამოყენება აუცილებელია". საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია | 24 სექტემბრის განრიგი
მამარდაშვილი: იმედი მაქვს, ოთხივე შეხვედრას წარმატებით ჩავატარებთ
უკრაინელი ექსპერტები: საქართველომ ცოტა მოუკლო - ჩვენ ბოლო 25-30 წელიწადში ყველაზე სუსტი ნაკრები გვყავს
L'Équipe: კვარაცხელიასთან კონკურენციისთვის შეძენილი გოდტსი იმედებს ვერ ამართლებს
"ვალენსიას" გადასარჩენად აგირეს უხმეს
"დილამ" ნახევარმცველი დაიმატა, რომელსაც ისრაელის ნაკრებში უთამაშია
ალეგრი კედელზე მუშტებს ურტყამდა - რატომ აკვირდება "ნაპოლი" კვერნაძეს?
გადაიხდის "ბაიერნი" ჰოლანში 220 მილიონს?
"ვფიქრობ, კერიკი თავს მოტყუებულად გრძნობს" - პოლ სქოულზი
"იმედი გამიცრუვდება, მე რომ ვერ მოვიგო" - კილიან მბაპე "ოქროს ბურთზე"
დუდუ დადიანის მემორიალი კსუ-კავკასიამ მეორედ მოიგო
"ცნობილმა ფეხბურთელმა ერთი ღამის სანაცვლოდ 100 000 ფრანკი შემომთავაზა, ჩემი პასუხი კი ასეთი იყო..." - ალიშა ლემანი
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი სწორედ ამიტომ ვთქვი" - ნიკო უილიამსი
ფეხბურთის პირველი მილიარდერი — როგორ დაწერა კრიშტიანო რონალდომ ფინანსური ისტორია
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-1 რუსთავი. ლიდერმა დაამუხრუჭა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-4 დილა. ფეხბურთი, რომელიც ერთ ტაიმს ეყო
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 2-1 დილა. დამსახურებული 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-1 დინამო (ბთ). ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის 3 ქულა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-2 ტორპედო. გოლებით, მწვავე მომენტებით, მაყურებლის ყიჟინით...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 მეშახტე. დაკარგული თუ გადარჩენილი?
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 1-1 დინამო (თბ). მე-100 და სამართალი!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 1-1 რუსთავი. ლიდერი წყალტუბოში შეაჩერეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 დილა. 3 ქულა და მესამე ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-0 გაგრა. როგორც ლიდერს ეკადრება...
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"