საქართველოს ნაკრებისა და რუმინეთის "გაზმეთანის" 24 წლის ცენტრალური მცველი კარიერას თურქეთის სუპერლიგაში გააგრძელებს
საქართველოს ნაკრებისა და რუმინეთის "გაზმეთანის" ცენტრალური მცველი, 24 წლის აკაკი ხუბუტია კარიერას თურქეთის სუპერლიგის "სამსუნსფორში" გააგრძელებს.

ეს ამბავი 4 სექტემბერს შევიტყვეთ - მართალია, ხუბუტია დაშავებული იყო და ამის გამო საქართველოს ნაკრების შეკრებაზე ვერ გამოცხადდა, მაგრამ ტრავმა მოლაპარაკებაში ხელს არ უშლიდა, სამი დღის წინ თურქეთში გაემგზავრა და სუპერლიგის დაწყებამდე (პირველი ტური 10 სექტემბერს გაიმართება) "სამსუნსფორს" მოელაპარაკა.

ქართველ მცველს რუმინულ კლუბთან კონტრაქტი მომავალი წლის ზაფხულში უმთავრდებოდა, მაგრამ რუმინელები აკაკის იჯარით გაშვებას დათანხმდნენ, ხელშეკრულება კი გუშინ, 4 სექტემბერს ოფიციალურად გაფორმდა.

ტრანსფერი ცნობილმა ჩეხმა მენეჯერმა დალიბორ ლასინამ და მისმა ქართველმა პარტნიორმა სერგო ქუთათელაძემ განახორციელეს.

იჯარა ერთწლიანია, ამასთან, "სამსუნსფორს" ხუბუტიას ტრანსფერის გამოსყიდვის უფლებაც აქვს. ახალ კლუბში რა ნომრით ითამაშებს, მალე გაირკვეა - ეს ჯერ არ გადაუწყვეტია.

რაც შეეხება ტრავმას: ხუბუტიას კუნთი ჰქონდა დაჭიმული, სერიოზული არაფერია და უკვე მსუბუქადაც იტვირთება, თუმცა ჯერ კლუბთან ვერ ვარჯიშობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა