საქართველოს უმაღლეს ლიგაში შესვენებაა და გუნდებიც, შეძლებისდაგვარად, საკონტროლო მატჩებს ატარებენ
საქართველოს ჩემპიონატში (უმაღლეს ლიგას ვულისხმობთ) შესვენებაა და გუნდებიც, შეძლებისდაგვარად, საკონტროლო მატჩებს ატარებენ. ერთ-ერთი ასეთი სპარინგ-შეხვედრა გუშინ თბილისში, "ოლიმპიკის" სტადიონზე ჩატარდა: ერთმანეთს ბოლნისის "სიონი" და ცხინვალის "სპარტაკი" დაუპირისპირდნენ.

შეგახსენებთ, რომ ორივე გუნდმა სეზონი წარუმატებლად დაიწყო: "სიონიც" და "სპარტაკიც" 2-2 ქულით სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფებიან. რაც შეეხება გუშინდელ საკონტროლო მატჩს, "სპარტაკმა" მეტოქეს 3:1 მოუგო; პირველ ტაიმში ანგარიში თემურ შონიამ გახსნა, მეორე ტაიმში კი "სპარტაკელთა" ახალგაზრდა ფორვარდებმა ზვიად ქანთარიამ და დავით გელაშვილმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს. ერთადერთი, "სიონმა" რაც მოახერხა, პრესტიჟის ბურთი იყო, - შეხვედრის მიწურულს გუნდის ახალწვეულმა, გიორგი ნუგზარის ძე ჭელიძემ რომ გაიტანა.

"სპარტაკმა" ამ მატჩში ორი შემადგენლობით ითამაშა და გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ბადრი კვარაცხელიამ პირველ ტაიმში მეტ-ნაკლებად ოპტიმალური შემადგენლობა თუ გამოიყვანა, შესვენების შემდეგ დუბლშემადგენლობის რამდენიმე ფეხბურთელსაც მისცა თავის გამოჩენის საშუალება.

სპარტაკი (I ტ.): ძაგანია-ციმაკურიძე, ბოიომო, დ. ლომაია, ხუბუა-თიბილაშვილი, თ. შონია, სამხარაძე-შალამბერიძე, ჯიქია, მეტრეველი

II ტაიმში: დაუშვილი, ბურძენაძე, ტაბატაძე, რუხაძე, სეფიაშვილი, კაკაშვილი, ნარიმანიძე, ნ. მაისურაძე, მაჭუტაძე, ქანთარია, დ. გელაშვილი

I ტაიმში "სპარტაკის" შემადგენლობაში გუნდის ახალწვეულმა, 26 წლის ნახევარმცველმა გიგა თიბილაშვილმა ითამაშა, ბოლო წლები სომხეთის ჩემპიონატში რომ ასპარეზობდა.

რამდენიმე ახალწვეული ჰყავდა ბოლნისის "სიონსაც": გუნდში დაბრუნებულმა მთავარმა მწვრთნელმა ხვიჩა ქასრაშვილმა ამ საკონტროლო მატჩში ზემოთნახსენები გიორგი ჭელიძის გარდა გიორგი ფეიქრიშვილი, ჯაბა უგულავა და გიორგი ხატიაშვილი ათამაშა.

"სიონის" შემადგენლობა ასეთი იყო: ზუხბაია-კობაური, ხატიაშვილი, თარგამაძე, ლ. ჩხეტიანი-უგრეხელიძე, გ. ოქროპირიძე, ვ. ბოლქვაძე, გ. ჭელიძე, ფეიქრიშვილი-უგულავა. შეცვლაზე შემოვიდნენ: ვ. ლობჟანიძე, მ. ოქროპირიძე, ადამაშვილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა