მიზაელ ბალაკის თქმით, ის კარიერას მაშინ დაამთვარბეს, როცა იგრძნობს, რომ მეტი აღარ შეუძლია
რაკი მიხაელ ბალაკს "ლევერკუზენში" სათადარიგოთა სკამს ახეხინებენ, გერმანიაში ბევრმა იფიქრა, რომ 34 წლის ნახევარმცველი აქტიური სპორტული კარიერის დასრულებაზე დაფიქრდებოდა, მაგრამ ფეხბურთელი არ ნებდება.

"ფეხბურთის თამაშს მანამდე არ შევწყვეტ, სანამ არ ვიგრძნობ, რომ მეტი აღარ შემიძლია. ვითამაშებ და მაქსიმუმს გავაკეთებ მანამდე, სადამდეც სხეული მომყვება," - განუცხადა ბალაკმა ინგლისურ გაზეთ "მეილ ონ სანდეის".

მიხაელი აღიარებს, რომ ბოლო დროს კარიერის დასრულებაზე ხშირად ფიქრობდა, მაგრამ ყოველთვის იმ დასკვნამდე მიდიოდა, რომ ჯერ ადრეა. "ამერიკიდან თუ არაბეთიდან არაერთი შემოთავაზება მივიღე, მაგრამ მე ფული არ მჭირდება.

საკმარისად მდიდარი ვარ იმისათვის, რომ მხოლოდ სპორტზე ვიფიქრო და ფულის გამო სადმე ცხრა მთას იქით არ გადავიხვეწო. ჩემთვის ყველაზე მთავარი ფეხბურთის თამაშია და თანაც, მაღალ დონეზე. სანამ ვიცი, რომ ეს შემიძლია, ბუცებს ლურსმანზე არ ჩამოვკიდებ," - აღნიშნა ბალაკმა.

შეგახსენებთ, რომ მიხაელის "ლევერკუზენი" ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში მის ექს-კლუბ "ჩელსისთან" ერთად მოხვდა, რაც ბალაკს ძალიან უხარია: "მას მერე, რაც ლონდონიდან წამოვედი, ყოფილ თანაგუნდელებთან და გულშემატკივრებთან გამომშვიდოდების შანსი არ მომცემია და მიხარია, რომ ჩემპიონთა ლიგაში ამის შანსი მომეცემა. "ჩელსის" ფანებს ძალიან ვემადლიერები."

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა