ავსტრიული მედიის ცნობით, "შტურმის" 30 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გუშინ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა და მას მწვანე მინდორზე მალე უნდა ველოდოთ.

ჩვენებურს 21 ივლისის შემდეგ, "ჰართსთან" ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩის მერე, კუნთის ტრავმის გამო არ უთამაშია.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ გრაცელებმა ქართველის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გარისკონ და ის 5 სექტემბერს თასის მატჩზე გასვლაზე ქვედალიგელ "ვოიტსბერგთან" მატჩში ათამაშონ.

სავარაუდოდ, კიტეიშვილი "შტურმს" 13 სექტემბერს "ლასკთან" შეხვედრაში დაეხმარება და ის სექტემბერის ბოლოსა და ოქტომბრის დასაწყისში ეროვნულ ნაკრებს მნიშვნელოვან შეხვედრებშიც დაეხმარება.

მოაცილეთ!
სანიოლის პირობებში ნაკრების პროგრესი ნულია!

გუგეშაშვილმა დიდებულად ითამაშა,გალათასარაის წინააღმდეგ.სამი გაუტანეს,მაგრამ არც ერთი არ იყო ასაღები და ბევრი რთული დარტყმაც მოიგერია.დაცვისა მეც მეშინია,კაშია დაცვის ხელმძღვანელიც იყო და ესეც ნიჭია,რომელიც ბევრს არ აქვს.გუგეშაშვილი თუ დააყენეს,ისიც კარნახობს დაცვას.ყოველ შემთხვევაში მაგ თამაშში,დაცვასთან მუდმივი ურთიერთობა ჰქონდა.საზონოვი წუხელ აღარ ათამაშეს და შესაძლოა ჩათვალეს,რომ სხვა უფრო საიმედოა.ძალიან რისკიანად თამაშობს და ეს ყველა მწვრთნელს შეაფიქრიანებს.მარცხნიდან ალბათ წიტაიშვილს ენდობიან,ლოჩოშვილს კი,ცენტრში შესწევენ და დვალთან და კაკაბაძესთან ერთად დააყენებენ,მარჯვენა ფლანგზე გოჩოლეიშვილი,ან მამაგეიშვილი.დაცვაში ორივეს პრობლემები აქვს,მაგრამ მომატება შეუძლიათ.ეგოიანი კარგია,მაგრამ ჩაკვეობას ვერ გასწევს,შესაძლოა კვერნაძეს ენდოს,რომელიც მიქაუტაძის უკან კარგად უნდა ითამაშოს,კვარასაც გაუცვლის ადგილს და მარჯვნივაც შეუძლია გადასვლა.ზივზივაძე რა ფორმაში იქნება არავინ იცის,მაინც მეორე ლიგაა,თავისი სიმაღლით,კვერნაძე ბუდუსაც შეცვლის მაღალ ბურთებზე,თუმცა რასაც ბუდუ საჯარიმოში ახერხებს,კვერნნაძე ცოტა განსხვავებულია,მაგრამ მწვავედ თამაში მასაც გამოსდის.ცუდი ის არის,რომ კიტეს მაინც უფრო საყრდენის პოზიციიდან მოუწევს თამაში და მისი შემტევი პოტენციალი კლებულობს.თუ ზურიკო მარჯვენა ფლანგიდან ცოტა უკანიდან ითამაშებს,შემტევი ფაზა,საკმაოდ სახიფათო გვეყოლება,მაგრამ საყრდენის პოზიცია მაინც უფრო დატვირთულის სურვილს ტოვებს.ორივე საბას,წინა სეზონში მუდმივად რომ ეთამაშათ და დონე აემაღლებინათ,ძალიან დამაფიქრებელი არ იქნებოდა,მაგრამ ორივე ფაქტობრივად უქმობდა და საყრდენი ზონა ძალიან საიმედო თუ არ გვექნა,კარის წინა ზონა,კვლავაც ჩვენი მუდმივი უბედურების და დაძაბულობის ზონა იქნება.ნიკა გაგნიძე საკმაოდ სერიოზულადაა ტრავმირებული,ლუკასი კი აღარაფერი ვიცი,თუ შესძლო და ფორმა აკრიფა,საყრდენ ზონაში სწორედ ეგ უნდა გახდეს,ქოჩორას შემცვლელი და დამსვენებელი,მაგრამ შეძლებს?-თავიდან უნდა დაიწყოს და აიწყოს კარიერა.
Levani
გუშინ არსენალის თამაში ვინც ნახეთ დამეთანხმებით რომ დაცვა მარტო 4 მგელი მცველი არ არის,მთელი გუნდი იცავს თავს. არ აკეთებინებენ შეტევას-არც ჩაწიდებას. საქმე არ მიდის იქამდე რომ მცველმა ტრიუკებით გადაარჩინოს გუნდი,მეკარეზე ლაპარაკი ზედმეტია- ასტონ ვილას 0 კარში დარტყმა ჰქონდა. ოღონდ არსენალის მცველებს არ გაუკეთებიათ რამე საოცრება,რაღაცნაერად აქვს არტეტას დაწყობილი ისე რომ მეტოქე ვერ უტევს. ლივერპულმა რაც არ უნდა მცველი იყიდოს გინდა ალისონი იდგეს კარში და გინდა მამარდაც სულ გაუშვებს გოლებს. იმიტომ რომ საჯარიმოსთან უშვებენ მეტოქეს რასაც არ აკეთებინებს არსენალი ასე რომ ვილი იგენიოსებს რამეს
გია
სასიამოვნოა. კიტეს დაბრუნება ნაკრების პაუზის დროს სავარაუდოდ ფორმაშიც უნდა იყოს. მაფიქრებს ჩაკვეტაძის უთამაშებლობა. კიდევ კარგი ქოჩორაც იბრუნებს ფორმას. სავარაუდოდ ჩვენი ნაკრების ნახევარდაცვა შემდეგი ფეხბურთელებით იქნება წარმოდგენილი ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი და ეგოიანი. ძალიან დამაფიქრებელია ჩვენი დაცვა აქ სავარაუდოდ ასეთი შემადგენლობა იქნება კაკაბაძე,ლოჩოშვილი,საზონოვი,დვალი და გოჩოლეიშვილი.ჩემი აზრით ძალიან სუსტი დაცვა გვეყოლება.ასევე საფიქრებელია მეკარე რომელსაც სათამაშო პრაქტიკა არა აქვს და აშკარად არ იქნება სათანადო სიმაღლეზე. მარტო გვეყოლება თავდასხმა სათანადო სიმაღლეზე კვარაცხელია და მიქაუტაძე. მარტო თავდასხმით კი შორს ვერ წავალთ.
წიტაიშვილი შეცვლაზე და "რაიო ვალეკანოს" დამაჯერებელი გამარჯვება "სელტასთან"
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ისევ წააგო
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
თუ ყოფილ გუნდთან დამარცხდება - სპალეტის სამსახური შესაძლოა, "ნაპოლიმ" დააკარგვინოს
"ყაზახეთის ლიგა საქართველოზე ძლიერი სწორედ ამიტომაა" - იონსენმა "ორდაბასიში" სასწაული მოახდინა და ჩვენს ჩემპიონატზე ისაუბრა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ლეგენდა მშობლიურ გუნდს უბრუნდება? - მესიმ შესაძლოა, კლუბი შეიცვალოს
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
გულიაშვილის სრული მატჩი და "რასინგის" თასზე გამარჯვება
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"შტურმი" ქართველების გარეშე "ბორნმუთთან" დამარცხდა - ჭანტურიშვილმა "ფრაიბურგთან" შეუცვლელად ითამაშა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ოთარ კიტეიშვილი: ყველაფრის გამოსასწორებლად დრო გვაქვს!
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
კიტეიშვილი და მამაგეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "შტურმი" "ზალცბურგთან" დამარცხდა
[VIDEO] მამაგეიშვილმა გაიტანა, კიტეიშვილმა პენალტი ვერ გამოიყენა - "შტურმმა" ლიდერს "ლასკს" მოუგო
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
მამაგეიშვილმა და კიტეიშვილმა გაიტანეს - "შტურმი" მერვედფინალში გავიდა
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა