ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გაი სეზონის ლიდერი გახდა

გაი სეზონის ლიდერი გახდა

ლონდონური წვიმის, ქარისა და დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, ამერიკელმა ტაისონ გაიმ "ბრილიანტის ლიგის" მორიგ ეტაპზე, 100 მეტრ დისტანციაზე სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 9,78 წამი.

ლონდონური წვიმის, ქარისა და დაბალი ტემპერატურის მიუხედავად, ამერიკელმა ტაისონ გაიმ "ბრილიანტის ლიგის" მორიგ ეტაპზე, 100 მეტრ დისტანციაზე სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 9,78 წამი.

"ბრილიანტის ლიგის" ლონდონური ეტაპი უნიკალურია. ჯერჯერთი, ეს არის ამ კომერციული სერიის ერთადერთი ორდღიანი სტარტი, გარდა ამისა, ის უახლოესი ოლიმპიური თამაშების დედაქალაქში ტარდება. ლონდონი მძლეოსნებს საფირმო წვიმიანი და ცივი ამინდით შეცვდა. საბედნიეროდ, წვიმამ მალე გადაიღო და ტურნირის დიდი ნაწილი მშრალ ამინდში გაიმართა. ამან მორბენლებს მაღალი შედეგების ჩვენების საშუალება მისცა, ტექნიკური სახეობების წარმომადგენლებს კი წვიმამ მაინც შეუშალა ხელი.

რა თქმა უნდა, მთავარი მოვლენა, როგორც ყოველთვის, კაცების სპრინტი იყო. თავდაპირველად იგეგმებოდა, რომ ამ ეტაპზე ყველა საუკეთესო სპრინტერი მიიღებდა მონაწილეობას, მაგრამ, უსაინ ბოლტმა ტრავმის გამო ნაადრევად დაასრულა სეზონი, მეორე იამაიკელმა ასაფა პაუელმა კი ასევე ტრავმა მოიმიზეზა და ზედიზედ მეორე ეტაპი გამოტოვა. ამის გამო გაი დისტანციაზე უკონკურენციოდ იყო, თუმცა ორგანიზატორებმა ინტრიგის შესაქმნელად ამ გარბენს გაისა და უოლტერ დიქსის დუელი უწოდეს. ამერიკელ დიქსს ტაისონი წელს 200 მეტრზე ჰყავს დამარცხებული, ცოტა ხნის წინ, 100 მეტრზე 9,88 წამი აჩვენა, მაგრამ ამჯერად საპრიზო სამეულში მოხვედრაც ვერ შეძლო. ლონდონში გაის ერთადერთი რეალური კონკურენტი გამოუჩნდა - იამაიკელმა იოჰან ბლეიკმა 9,89 წამი დააფიქსირა.

სველ ბილიკისა და მცირე შემხვედრი ქარის პირობებშიც კი, ტაისონ გაიმ სეზონის საუკეთესო დრო აჩვენა - 9,78! სამწუხარო ის არის, ფინიშის შემდეგ ამერიკელმა საზარულზე მოიკიდა ხელი, რომელიც სეზონის პირველ ნახევარში აწუხებდა. შეიძლება ისე მოხდეს, რომ "ბრილიანტის ლიგის" ბოლო ეტაპებზე გაიც ვეღარ ვიხილოთ სარბენ ბილიკზე.

გაი ერთადერთი არ ყოფილა, ვინც სეზონის საუკეთესო შედეგი აჩვენა. კანადელმა პრისცილა ლოპეს-შლიპმა ბარიერულ სპრინტში გამოიჩინა თავი. სტარტი უკეთ სალი პირსონს გამოუვიდა, მაგრამ "ბრილიანტის ლიგის" წინა ეტაპის სენსაციურმა გამარჯვებულმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ შეძლო, კანადელმა კი დისტანცია 12,52 წამში დაფარა.

ეტაპის გმირი აღმოჩნდა ამერიკელი მორბენალი ელისონ ფელიქსი, ვინც ქალებს შორის 200 და 400-მეტრიანი დისტანციები მოიგო. სარბენ ბილიკზე არც სხვა დისციპლინებში მომხდარა სენსაციები. უოლას სპირმონმა 200 მეტრზე იმარჯვა, ჯერემი უორინერმა - ორჯერ გრძელ დისტანციაზე. 110 მეტრზე თარჯრბენში ისევ დევიდ ოლივერმა მოიგო, ოღონდ მეტად მოკრძალებული შედეგით - 13.06 წამი, რაც ამინდის ბრალი იყო. ერთადერთი მოულოდნელობა გახლდათ ქალებს შორის 100 მეტრზე ამერიკელი კარმელიტა ჯეტერის მარცხი - მას ნაკლებად ცნობილმა თანამემამულემ მარშევეტ მიერსმა მოუგო.

გადავიდეთ ტექნიკურ სახეობებზე, სადაც რამდენიმე ფავორიტს ხელი მოეცარა. პირველ რიგში, აღსანიშნავია კაცებს შორის ჭოკით ხტომა, სადაც ოლიმპიურმა ჩემპიონმა სტივენ ჰუკერმა და ამ სეზონის ლიდერმა რენო ლავინიემ მოულოდნელად ვერ აიღეს პირველი სიმაღლე - 5,51 მეტრი. მათი ჩავარდნით ისარგებლა პოლონელმა ლუკაშ მიხალსკიმ, რომელმაც სენსაციური გამარჯვება მოიპოვა.

გაუჭირდათ სიგრძეზე მხტომელებს. ფავორიტმა დუაიტ ფილიპსმა მხოლოდ მეოთხე ცდაზე გადალახა რვა მეტრი და 8,18 აჩვენა, რაც საკმარისი აღმოჩნდა გამარჯვებისთვის. მის გარდა რვა მეტრზე შორს არავინ გადამხტარა.

ნორვეგიელმა შუბის მტყორცნელმა ანდრეას ტორკილდსენმა სტოკჰოლმის ეტაპზე მარცხისთვის რევანში აიღო. შვედეთის დედაქალაქში მისმა მძლეველმა ტერო პიტკამიაკიმ მესამე ადგილი დაიკავა, ტორკილდსენს კი გერმანელ დე ზორდოსთან მოუწია დუელი და მესამე ცდაზე შუბის 87,38 მეტრზე ტყორცნით გამარჯვებაც მოიპოვა. ნორვეგიელს უკვე განაღდებული აქვს "ბრილიანტის ლიგაზე" გამარჯვება.

ქალებს შორის სიმაღლეზე ხტომაში ხორვატ ბლანკა ვლასიჩს კონკურენტი არ ჰყოლია. მისი მთავარი მეტოქეები მალე გამოეთიშნენ ბრძოლას და ვლასიჩს 1,98 მეტრი ეყო პირველობის მოსაპოვებლად. ამის შემდეგ მან 2,01 მეტრი აიღო, ბოლოს კი უშედეგოდ მიიტანა იერიში 2,04 მეტრზე.

19 აგვისტოს ციურიხში გაიმართება "ბრილიანტის ლიგის" პირველი ფინალური ეტაპი. სწორედ იქ გათამაშდება ბრილიანტების ნახევარი. პრიზების მეორე ნახევარს 27 აგვისტოს ბრიუსელში დაარიგებენ.

კაცები

100 მ. 1. ტაისონ გაი (აშშ) - 9,78 (სეზონის საუკეთესო შედეგი); 2. იოჰან ბლეიკი (იამ) - 9,89... 200 მ. 1. უოლას სპირმონი (აშშ) - 20,12... 400 მ. 1. ჯერემი უორინერი (აშშ) - 44,67; 800 მ. 1. აბუბაკერი კაკი (სუდ) - 1.44,38... 3000 მ. 1. ბერნარდ ლაგატი (აშშ) - 7.40,36... 110 მ/თარჯრბენი. 1. დევიდ ოლივერი (აშშ) - 13.06... 400 მ/თარჯრბენი. 1. ბერშოუნ ჯექსონი (აშშ) - 48.12... 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. პოლ კიპსიელ კოეჩი (კენ) - 8.17,70.... სიმაღლეზე ხტომა. 1. ივან უხოვი (რუს) - 2,29... სამხტომი. 1. კრისტიან ოლსონი (შვედ) - 17,41... სიგრძეზე ხტომა. 1. დუიატ ფილიპსი (აშშ) - 8,18... ჭოკით ხტომა. 1. ლუკაშ მიხალსკი (პოლ) - 5,71... ბადროს ტყორცნა. 1. გერდ კანტერი (ესტ) - 67,82... ბირთვის კვრა. 1. რიზ ჰოფა (აშშ) - 21,44... შუბის ტყორცნა. 1. ანდრეას ტორკილდსენი (ნორ) - 87,38...

ქალები

100 მ. 1. მარშევეტ მიერსი (აშშ) - 11.01... 200 მ. 1. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 22.37... 400 მ. 1. ელისონ ფელიქსი (აშშ) - 50,79... 800 მ. 1. მარია სავინოვა (რუს) - 1.58,64... 1500 მ. 1. ნენსი ლაგატი (კენ) - 4.07,60... 5000 მ. 1. ტირენუშ დიბაბა (ეთი) - 14.36,41... 100 მ/თარჯრბენი. 1. პრისცილა ლოპეს-შლიპი (კან) - 12,52... 400 მ/თარჯრბენი. 1. კალის სპენსერი (იამ) - 53,78... 3000 მ/სტიპლჩეზი. 1. მილჩა ჩეივა (კენ) - 9.22,49... ჭოკით ხტომა. 1. ფაბიანა მურერი (ბრა) - 4,46... სამხტომი. 1. იარელის სავინი (კუბ) - 14,86... სიგრძეზე ხტომა. 1. დარია კლიშინა (რუს) - 6,65... სიმაღლეზე ხტომა. 1. ბლანკა ვლაშიჩი (ხორ) - 2,01... ბადროს ტყორცნა. 1. იარელის ბაროისი (კუბ) - 65,62... ბირთვის კვრა. 1. ნადეჟდა ოსტაპჩუკი (ბლრ) - 20,27... შუბის ტყორცნა. 1. ბარბორა შტოპაკოვა (ჩეხ) - 63,50...

ლელო

"სასქესო ორგანო გაჩვენოთ?" - ოლიმპიური ჩემპიონის სქესში ეჭვი შეიტანეს [PHOTO]

ვიქტორ სანეევის სახელობის ღია პირველობა

"თავმდაბლობას არ დავიწყებ, ვიცი, რომ წელსაც მეკუთვნოდა..." - ინტერვიუ ლაშა ტალახაძესთან

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!