ქართველი ძიუდოისტი აკაკი ჯაფარიძე გერმანიის ბუნდესლიგაში მომხდარი ინციდენტის გამო შესაძლოა უმკაცრესად დაისაჯოს. "ჯე სი ლაიფციგის" 24 წლის ქართველმა სპორტსმენმა ბრძოლის დასრულების შემდეგ მეტოქეს, ტიმო კაველიუსს, რამდენჯერმე მუშტი დაარტყა და ის საავადმყოფოში აღმოჩნდა.

ინციდენტი შაბათს, ლაიფციგში, "ჯე სი ლაიფციგისა" და TSV "აბენსბერგის“ შეხვედრის დროს მოხდა. ჯაფარიძე კაველიუსთან ბრძოლაში დამარცხდა, რის შემდეგაც გერმანელი ძიუდოისტი გამარჯვებას ემოციურად შეხვდა და, გერმანული მედიის ცნობით, ქართველის მიმართულებით პროვოკაციული ჟესტიც გააკეთა.

ამის შემდეგ სიტუაცია ძალიან სწრაფად გამწვავდა. ჯაფარიძე მეტოქეს მიუახლოვდა და სამჯერ მუშტი დაარტყა. ერთ-ერთი დარტყმის შემდეგ კაველიუსი ტატამზე დაეცა, რის შემდეგაც სხვა ძიუდოისტები ჩაერივნენ და დაპირისპირება გააჩერეს. ინციდენტი ვიდეოზეც არის დაფიქსირებული.

თავდასხმას მძიმე შედეგი მოჰყვა. კაველიუსს ყბის მოტეხილობა და ორი კბილის დაკარგვა დაუდგინდა. გერმანელი ძიუდოისტი იმავე საღამოს ლაიფციგის საუნივერსიტეტო კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც ოპერაცია ჩაუტარდა. კაველიუსი გერმანიის ნაკრების წევრია და 2024 წლის პარიზის ოლიმპიურ თამაშებზეც იასპარეზა. ის 2028 წლის ოლიმპიადისთვის ემზადება.

ინციდენტის შემდეგ პოლიციაც გამოიძახეს. ჯაფარიძე დისკვალიფიცირდა, მოგვიანებით კი სასტუმროში დაბრუნდა და გერმანია დატოვა. ამ ეტაპზე მის წინააღმდეგ როგორც სპორტული, ისე სამართლებრივი სანქციების საკითხი განიხილება. გერმანული მედიის ცნობით, ქართველ ძიუდოისტს შესაძლოა ხანგრძლივი, მათ შორის უვადო დისკვალიფიკაციაც დაემუქროს.

განსაკუთრებით მკაცრი იყო „ჯე სი ლაიფციგის“ რეაქცია. კლუბმა მომხდარს გაემიჯნა და განაცხადა, რომ ძალადობას ძიუდოში ადგილი არ აქვს.

ჯუდოს კლუბმა "ლაიფციგმა" აღნიშნა, რომ მომხდარით მთელი გუნდი და კლუბის ხელმძღვანელობა შოკირებულია და პოლიციასთან და შესაბამის ორგანოებთან მჭიდრო თანამშრომლობას აპირებს. კლუბის განცხადებით, აუცილებელი იქნება შესაბამისი შედეგების დადგომა.

"ეს იყო საშინელი ერთეული შემთხვევა და მას ლაიფციგსა და აბენსბერგს შორის ურთიერთობასთან კავშირი არ აქვს", - განაცხადა "აბენსბერგის" მწვრთნელმა მანუელ შაიბელმა.

მისივე თქმით, ინციდენტის მიუხედავად, გუნდური შეხვედრის გაგრძელება სწორი გადაწყვეტილება იყო.

ჯაფარიძე "ჯე სი ლაიფციგის" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონიდან გამოდის და გერმანული კლუბი მას სტუმარ სპორტსმენად იყენებს. ამ სეზონში ქართველმა ძიუდოისტმა გუნდის მაისურით მხოლოდ ორჯერ იასპარეზა. კლუბის კაპიტნის, ჰანეს კონრადის თქმით, ჯაფარიძე მანამდე მშვიდი და შეუმჩნეველი იყო, რის გამოც მომხდარმა გუნდის წევრები განსაკუთრებით გააოცა.

ახლა ჯაფარიძის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილებას შესაბამისი სპორტული ორგანოები მიიღებენ. ქართველ ძიუდოისტს კი შესაძლოა კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე მძიმე სასჯელი დაემუქროს.

კაცი-ს
რა უცნაური აღქმა გაქვს შენ სამართლიანობის. რომ გაიძახი კაცისთვის ჯერ სამართლიანობააო და მერე სულ სხვა რამეს აგრძელებ, მოგეწონა გერმანელის საქციელი? გინახავა სადმე ძიუდოიატს ასე დაეცინოს დამარცხებული მეტოქე?
კაცი
კაცისთვის პირველ რიგში კაცობაა სამართლიანობა და მისი ფასეულობები და ღირებულებები როდესაც უცვლელია ყველგან და ყოველთვის, რაც შეეხება გინებას ეს კაცისთვის დამატებითი სერვისია არაკაცების მიმართ სასაუბრო ენა
მე
რაშუაშია აქ ომი? ჯაფარა წინახაზზე გავარდება გგონია? აქ მუშტის მოქნევა თუ შეძლო ომში მუშტისქნევა არაფერია ეს არ ნიშნავს მშიც გავარდება თან ისკაცი იმდღესვე რო დატოვა გერმანია და გამოიქცა:))) გამოიქცა:)))
ყვავ ყვარე !
რაზე კამათობთ თემა რაზეა ? ვინ მტყუანია და ვინ მართალი , ვინაა მოგებული და წაგებული , ესე მოუხდებათ მაგათ თუ ეს რა დაგვემართა! ასე რამ აგირიათ რამსები სადა ბანაობთ ! ეეეერიჰაააა!
გიგი
არა არც რუსთან იქნებოდა კარგი არასწორი საქციელი არასწორია ყველას მიმართ რუსიც მკიდია და ევროპაც და თქვენი დღევანდელი ქართველების შემხედვარე საქართველოც
ჰაი
და აბა როგორ მოვა რას იზამ/იზამთ? კანონი მიიღება რამე ამაზე ვისი ახრიც არ მოგწონს რამე უწნა თუ ქუჩაში აბჯრრბს აისხამთ და ირბენთ და ვინც არ მოგწონთ ომს გამოუუცხადებთ? არანაირი დრო. არ მოვა ერთადერთი შენთან რაც მოვა ასაკი და ბუნებრივი სიკვდილია სხვა ზედმეტზე არიოცნებო, და საერთოდ რამეს რომ ამბობ აზრი უნდა დაატანო. რას ამბობ აი დრო მოვა რა დრო მოვა ვინ მოიყვანს ამ დროს და რა იქნება მერე? რა სასაცილო ხარ ხვდები? რას ელოდები უბრალოდ არც იცი
უძინართა მზე-ს
უძინართა მზე არა მაგრამ უძინარი მზე კი ხარ
გაუმარჯოს საქართველოს-ამ კომენტარზე დისლაიკის გამკეთებლებს
თქვენი დროც მალე მოვა!
ქართველი
აბა რუსი ყოფილიყო,მაშინ კარგი ბიჭი იქნებოდა ჯაფარიძე არა?!😂 არაკაცობა და არაადამიანობა ის არის რასაც თქვენ აკეთებთ შიგ ევროპელებო
კლავიატურის ლომებს
ვინც ჯაფარიძეს ამტყუნებთ თქვენი მოგებული ომი ….მტერი რო შემოვიდეს რიგებს დააყენებთ საზღვარზე 😂
კაცი-ს
გინება რო იცი შენი თავი მართლა კაცი გგონია?😂
ორივეს დასჯიან
ორივე შორსაა ამ სპორტის ეტიკიდან. თქვენ ნუ დასცხეთ ერთმანეთს )
გეგას-ს
ძმაო,გონი დროა ოფთამოლოგთან მიხვიდე, ან ვინმე დაიხმარო ვიდეოს უყუროს და შინაარსი გითხრასს, პირველი შეურაცყოფა წაგებით განაწყენებული ე.წ ჩვენიანი ქართველისჰგან წამოვიდა.
!!-ს
რას ჭორაობ. შენ რა იცი პირველზე მოტეხა ყბა თუ მეორეზე. ან მაგას რა მნიშვნელობა აქვს
ვითომ კაცი-ს
შე არასწორო. კლავოატურის კაცი
კაცი
თქვენი კაცობა ....... ვინც ამას სწორ საქციელს უწოდებთ :D
ეკა
ასეთ საქართველოსაც მოვესწარი, არასწორი კაცებით და ქალებით გაივსო ქვეყანა შავით თეთრზე დაწერილ. არასწორ საქციელს იწონებენ უკვე
გეგას
რომელ კაცობაზე ლაპარაკობ გეგა, გერმანელის არაკაცობას ვერ ამჩნევ და პირდაპირ ქართველს ესხმი. რა უნდა ექნა შენი აზრით მაგ არასწორ არაკაცურ საქციელზე, გადაეყლაპა? არ მოსულა ძიუდოში ეგრე ზემოდან დაცინვა და პროვოცირება მოწინააღმდეგის. დამიწყე აქ მტყუან-მართალის გარჩევა ჩასაფრებულის პოზიციიდან
გეგა
მართალია ვერასდროს გაიგებ, რომ გაიგო ამისთვის სამართლიანი ბუნება უნდა გქონდეს და არა ჩვენიანია, სიმართლეს არ აქვს ეროვნება როცა ამ მარტივ ჭეშმარიტებას მიხვდები მერე გაიგებ, მტყუანი მტყუანიამართალი მართალია და არ აქვს მნიშვნელობა ეროვნებას, ესაა ადამიანური კაცური და სწორი შენ ამ რელსებზე არ დგეხარ შესაბამისად ვერ იგებ, რაში მაინტერესებს ვისიანია? არასწორია დამორჩა, აი სულ. ესაა

დიდი შეცდომა დაუშვა ჯაფარიძემ: კარგი, ჰო, გაარტყი? დაცემულს რატომღა უმატებ? ეჭვია, რომ მაშინ მოტეხა ყბა; სილა მაინც გაეწნა... არ ეყოფოდა? ფაქტი ერთია, ნებისმიერ შემთხვევაში, ძიუდოს კარიერა დაასრულა.
LM
გერმანელს გაკვეთილი-მომავალში აღარ შეეშლება !
ირაკლი ქუთაისელი
როგორც კინოშია , სიყვარული რომ ყველას უნდოდა, იმაში : დადექი ეხლა და კრიფე კბილებიიი. ვერასდროს გავიგებ რატომ ამტყუნებთ ჩვენიანს, ამ სპორტში გამარჯვებისას ემოციის გამოხატვა ცუდი ტონია და ასეთი უხამსობით ხომ საერთოდ. ფრანგებსაც კი ზიდანზე აუგი თითქმის არ დასცდენიათ და ჩვენ ???
გიგლა ჩემია აქვსენტის ძე
ქართველი კაცს მიაყენეს შეურაცხყოფა, ქართველმა ჯიგარმა კაცმა უპასუხა ჯიგრულად, გაუმარჯოს ერთიანი საქართველოს,წინ ჯორჯია იუნაიტედ გენაცვალე,
ელენე
ნუ კაცები ასე არ იქცევიან და დღევანდელი კაცებს კი ვხედავთ კომენტარებში, კაცურის აზრზე რო არ არიან, სად გაიზარდეთ რა მამების ხელში რა სამეზობლოში? კაცებთან უფროსებთან არ მჯდარხართ, ძველი დროის ისტორიები მაინც არ გსმენით კაცობაზე ვაჟკაცობასე სამართლიანობაზე? თქვენ რაუნდა გგადაწყვიტოთ:))) დაბადებბიდან კლავიატურაზე ხართ გარზდილი:))) ქუჩას მხოლოდ ფანჯრიდან ხედავთ:))) კაცები კიდე შემთხვევით თუ ჩაგივლიან გვერდით:))) აბა კაცებს თქვენთან რა საქმე აქვთ:))) დაწყნარდით კუხნის ბიჭუნებო ჯერ კიდევ შემორჩენილები არიან კაცები და ეს საკითხი მათ მიანდეთ ისინი გადაწყვეტენ როგირი საქციელი იყო:))) თქვენ შეგიძლიათ შედეგებს გაეცნოთ:))) ძაან სასაცილოა კაცების თემებში რო ერევით:))) პავიდლოიან ქადაზე გარზდილი ტიპები:)))
უძინართა მზე
ისე, ცოტა მეტადაც შეიძლებოდა... ))))
დ
თუ იცით ეს ჟესტი რას ნიშნავს, მანდ მოთბინება თითქმის შეუძლებელია. არ არის კარგი ეგ ამბავი. ფაქტიურად დაღუპა ადანიანი. გაიხსენეთ ტედი რინერმა რა გაუკეთა გურამ თუშიშვილს.....
timo
100% ხარ ჩემო კარგო!!!! რა დებილობა გვჭირს რომ ეგრევე ჩვენებს ვადანაშაულებთ.... რა გვჭირსსსსს . არავის მოსწონს ეგ საქციელი მაგრამ რაც გააკეთა ესეიგი იმ მომენტში ეგრე ჩათვალა სჭიროდ. ეგრე ზიდანი მოძულებული უნდა ყავდეს საფრანგეთს, მარა მთავარი გუნდი ჩააბარეს აგერ. სირცხვილი ვინც გერმანელს ამართლებს და ირიბად ჯაფარიძეს კბენს> ს ი რ ც ხ ვ ი ლ ი
ჩასაფრებულებო
სამწუხაროა რომ ახსნა გჭირდებათ ზოგიერთ ქართველს და პირდაპირ საკუთარ თანამემამულეს უწუნებთ ძალიან სწორ საქციელს. ჯაფარიძის მხრიდან იყო გდების/ქულის გაპროტესტება, ჩვეულებრივი მივლენა ძიუდოსა და ჭიდაობაში. ის რაც გერმანელმა იკადრა, თან რომ დასცინა და თან ეს გამომწვევად გააკეთა, ეს იყო პირადი შეურაცხყოფა და არანაირ სპორტულ ეთიკაში არ ჯდება. ფეხბურთსაც ტყუილად ადარებთ. იქ გულშემატკივრისკენ გარბის ფეხბურთელი აღნიშვნის დროს. თუ პირდაპირ დაუწყებს პროვოცირებას მეტოქეს და სახეში დასცინებს, იქაც შეიძლება მოხვდეს. ძალიან საწყენია რომ ქართველებს ახსნა სჭირდებათ იმის რომ სპორტსმენობაზე მნიშვნელოვანი ღირსებაა და ეს “ნაშური” სწერვობა რატომ ვერ გაუტარა ვაჟკაცმა ბიჭმა. რუსი რომ ყოფილიყო გერმანელის ადგილზე, ხომ დაიწყებდით ტაშის კვრას, რა მაგრად მოიქხა ქართველიო? )))

სამწუხაროდ თანამედროვე ჯუ-დოს იაპონური რაინდული ტრადიციებიდან ცოტა რამ თუ შემორჩა. მოწინააღმდეგის მიმართ პატივისცემა, შერკინების წინ და მის შემდეგ თავის დაკვრა ჯუ-დოს ისეთივე მნიშვნელოვანი ატრიბუტებია როგორც თავად ბრძოლა. ამ კონკრეტულ ინციდენტში ორივე ჯუ-დო მოჭიდავე მოიქცა არასწორად.
ана
ჩაამატერაცა და ჩააადოლფა. ჩააყბისკბილა.
345
არა უშავს, სხვა სახეობაში გადავა და წარმატებებსაც მიაღწევს. გერმანელმა ძალიან დიდი ეიფორიული შეცდომა დაუშვა. აკაკი, გენაცვალე მარჯვენაში. ასეა ეს!
უფროსი
1. 1981 წ. ფინალში ასეთი ჟესტი Hoppe-მ გააკეთა. დინაომ ორი გოლით უპასუხა. 2. ეს გერმანელი ტიპი საცემი იყო, მაგრამ ჯობდა თავის შეკავება და მომავალში მისი დამარცხება. 3. გერმანელის საქციელიც არ შეესაბამება ამ სკორტის ფილოსოფიასა და ტრადიციებს. 4. შეიძლება ორი ან სამი წლით დასაჯონ. 5. თუ სამუდამოდ დასჯიან, UFC უარს არ ეტყვის.
დავით 67
ისე ვინც არ იცის ამ სპორტის სახეობას ქართულად ჰქვია ჯუდო, ასევე ინგლისურადაც და სხვა ენებზეც. ძიუდო არის რუსული სიტყვა. ვინ უწონებთ ამ საქციელს გამოდის რომ გიხარიათ მისი კარიერის დასრულება. არავითარი დროებითი დისკვალიფიკაცია, მას სამუდამოდ აუკრძალავენ ამ სპორტის სახეობაში გამოსვლას.ეს დანამდვილებით ვიცი.
Irakli-ს
რადგან ახსნა გჭირდება რატომ შემოსცხო, ესეიგი უკვე ვერ გაიგებ.
nika
ფეხბურთია აქ მაგალითად მოსაყვანი? ერთხელ მაინც თუ აქვს ადამიანს ნანახი ან ძიუდო, ან სუმო ან რამე იაპონური ორთაბრძოლა, იოლად შეამჩნევდა, რომ პროვოკაციული აღნიშვნებისგან კი არა, უმეტესობა საერთოდ თავს იკავებს ნებისმიერი ემოციის გამოხატვისთან თავს, თუ ოლიმპიური ოქრო არ მოიგო. ეგაა აღმოსავლური სპორტის ფილოსოფია.
ავი მებაჟე
პარლამენტშია მაგის ადგილი. 😃
ჟორა
ძიუდოში თუ აუკრძალავენ ჭიდაობას სამბოში გადავა.
გიორგი
ვინც ამ სწორედ რომ ახალგაზრდა მამაკაცს ამართლებს შეუძლიათ ახსნან, რა გააკეთა გერმანელმა ისეთი?! ანუ ფეხბურთში გოლს რომ აღნიშნავენ, უნდა სცემოთ ყველა ხომ??? ემოციურად აღნიშნა გამარჯვება, მეტი რა? მივარდა იმ მთხლესავით ძირს მოგორავე ვაი-სპორტსმენს და დამარცხებასთან ერთად ცხირ-პირი დაამტვრია თუ რა? ასეთია სამწუხაროდ რეალობა: განათლება აკლია ბევრს და ვითომ "კაცობით" ცდილობს ამის ანაზღაურებას. ვინც ასეთ საქციელს იწონებს და მკერდზე მჯიღს იკრავს, ... მოკლედ არც კი ღირს უკვე ამაზე კომენტარი. ძალიან მკაცრი სასჯელის ღირსია და საჯაროდ მოსახდელი ბოდიში, იმ კაცისთვისაც და ქომაგებისთვისაც.
gzp
როგორც მივხვდი ამ კლუბისთვის ჭიდაობდა და რაღაც ხელფასი ქონდა. ეგ ზოგადად ცუდია სხვა საქართველოდან ათლეტებისთვის. თავს შეიკავებენ კლუბები. კომენტარები აჩვენებს რამდენად დეგრადირებული აქვს ადამიანებს განსჯის უნარი.
ალექსა
შენ მარჯვენას ვენაცვალეო რო უწერთ, რა არის მოსაწონი, დისკვალიფიკაცია და სერიოზული რეპუტაციული ზიანი მიიღო და თუ დააკვირდებით თავიდან ქართველი გამოხატავს ჟესტებით რაღაცას და იგინება, ამიტომ მაგარი არაპროფესიონალური და ბავშვური საქციელია ეს.
nika
ქართველისგან მანდ უფრო დაწუწუნება ჩანდა, ვიდრე გინება, გინებაზე ეგეთი რეაქცია არ ექნებოდა იმ გერმანელს, დასცინა საპასუხოდ. თან ძიუდოში, სუმოში და იაპონურ ორთაბრძოლებში დაცინვა კი არა, მოგებასაც იშვიათად აღნიშნავენ, იაპონელები საერთოდ უემოციოდ გამოდიან. ამ გერმანელმა კი მაგ სპორტის ეგ გამორჩეულობაც კი ფეხებზე დაიკიდა, მეტოქისადმი დამოკიდებულებას რომ თავი დავანებოთ
ადოლფა
გენაცვალე ჯიგარში
გენაცვალე ქართველო
არასპორტულად და არაკაცურად მოიქცა გერმანელი და ძალიან სწორი პასუხი გასცა ქართველმა. აბა კაჩაობას ხომ არ დაუწყებდა. აიღო და შემოსცხო პირდაპირ. სამწუხაროა რომ დისკვილიფიკაციას მიიღებს. კაცობაში ათიანი
aburjga
შეგაჩვენე!
გიგლა ჩემია
გაუმარჯოს საქართველოს,
ვახო...
სამართალმა პური ჭამა...
irakli
ყველა ქართველს, ნებისმიერ სპორტის სახეობაში, მათ შორის, რომელიც არ მაინტერესებს და არ ვუყურებ, ყოველთვის ვგულშემატკივრობ და წაკიხვთით მაინც ვადევნებ თვალს, მათი გამარჯვება, ყოველთვის მეამაყება და მსიამოვნებს და მაგიტომ! ვცდილობ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, ობიექტურობა არ დავკარგო. ხოდა აქ კითხვა მაქვს, სანამ გერმანელი თავის პროვოკაციულ ჟეტს, თითის ჩვენებას უჩვენებდა ქართველს, მანამდე ეს ქართველი ხელის მისკენ მოძრაობით (ნახავდით ყველა როგორის) და რაღაცის თქმით (არ ვიცით რა უთხრა), იქით ხომ არ იყო ამ ყველაფრის პროვოკატორი? პირდაპირ ვიტყვი და შემაჩვენეთ თუ გინდათ, მე მგონი აქ პროვოკატორი გერმანელი არ იყო!
მამუკა
მეორედ სანამ იგივეს გაუკეთებს ვინმეს გაახსენდება რომ ორი კბილი არა აქვს. ასეთი გნიდები ჭკუას სხვანაირად ვერ სწავლობენ. ჩაგიჯ... შიგ ევროპაში.
Ქართველი
Აბა იმას ხო არ დაწერენ გერმანელები: კი ბატონო არასწორად მოიქცა ქართველი მარა პროვოკაციული აღნიშვნა იყოო
giga
ცივილიზებული ერი ვართ თუ მეშლება რაიმე? რა სიგიჟეა 'ქართველები მაგათ ეგეთებს არ უტაარებენ'??? ანუ, გუნდურში მსოფლიო ჩემპიონატის ან ოლიმპიადის ფინალში რომ ვიყოთ, 1 ეგეთი ჟესტი და მოხსნილი ვართ, წავაგეთ? მასე ხომ ყველა მოგვიგებს. ან ხარ სპორტსმენი და პროფესიონალი, ან ქუჩის ძველი ბიჭი, თუ ძველი ბიჭი ხარ, აახვიე გერმანიიდან, თავს ნუ გვჭრი .... თუმცა აუხვევუია უკვე ... ახლა ეს კლოუნი დაიამალა, და დაზარალდებიან ჩვენი სხვა ძიუდოეისტები, რომლებსაც ბუნდესლიგაში უფრო ნაკლებად მიიწვევენ. :(
ნინი
რათქმაუნდა არაკაცული საქციელი უფრო არაკაცულია გერმანიიდან გამოქცევა თუ ვაჟკაცი ბიჭი იყო დარჩენილიყო
gff
მეგობარო მაგრათ ურტყამ UFC მოგიხდებოდა
გიგლინსკი
ღირსების დასაცავად ღირს ყველაფრის დაკარგვა გაგებინა პტალო ევროპელებს ქართველთან ესეთი შუტკა არ გადის წაგება ჯერ რამხელა დარტყმაა და კიდე მიმატებს ჟეშტებით აგერ რაც მოიგო წამებში ჯამთელობის და სიცოცხლის ფასად დაუჯდა გენაცვალე მაგ მაგარ კაკალ გულში ჯოგრიანო ქართველო
ძალიან ცუდი ფაქტია
ძალადობა და ყბის მოტეხვა გამოჩდება ახლა მხოლოდ. მეორე სპორტსმენსაც მიუძღვის წილი ამ ძალადობაში. გაიმარჯვე?? შეირგე კაცურად. რაღატო ამცირებ წაგებულს? მთლად განადგურება გინდა იმ დამარცხებულის ყველანაირად, ფიზიკურად აჯობე და ახლა მორალურად გინდა გაანადგურო. ასეთი და სხვანაირი წაკინკლავება ხშირია სპორტში და ლირველ რიგში ასეთი დამამცირებელი ჟესტები უნდა აიკრძალოს სასტიკად რომ ასეთი ფაქტები აღარ მოხდეს. მაგალითად ისე როგორც ფეხბურთში აიკრძალა პირზე ხელის აფარებით ლაპარაკი.
LM
რა გინდათ,გერმენელმა თავისი ჟესტის პასუხი მიიღო.
ehhh
არაა ცხადია სასიამოვნო, გვინდა-არ-გვინდა ყველა ჩვენს ძიუდოისტს აზიანებს ასეთი საქციელი. ზუსტად ისევე, როგორც ხვიჩას გამოჩენამ ყველა სხვა ქართველის მიმართ ინტერესი 5-ჯერ გაზარდა, ისევე როგორც მათი სატრანსფერი ფასი :( ეს ძიუდოისტი საქართველოშია და იქ მიწვევით იყო თუ გერმანიაში ცხოვრობს, თუ იცის ვინმემ?
სიმართლე
პროვოკაციული ჟესტია. მაგაზე ყველა ქართველი მკაცრად პასუხობს. შეიძლება წააგო ორთაბრძოლა, მაგრამ ღირსება არ უნდა შეგილახონ...

მმა ისე გადაიხლართა ჭიდაობასთან,რომ ახალგაზრდებმა ზღვარის შეგრძნება დაკარგეს.მმას მებრძოლებმა და ჭიდაობაშიც დაიწყეს გამოსვლა და ის პროვოკაციები,რაც იქ ჩვეულებრივი ამბავია,ჭიდაობაშიც გადმოიტანეს.ჯაფარიძის მოქმედებას შეხედეთ.ერთი დარტყმით ძირს დასცა და მერე,სწორედ მმასათვის დამახასიათებელი დარტყმები გააკეთა,დაცემულზე.ალბათ კვლავ მკვეთრი გამიჯვნა უნდა მოხდეს, სპორტის ამ ორი სახეობისა,რომ ძალადობა ჩვეულებრივი მოვლენა არ გახდეს ჭიდაობაშიც.რა თქმა უნდა მეტოქის აღნიშვნა პროვოკაციული იყო,მაგრამ რაც აკაკიმ გააკეთა,ყველა ზღვარს სცილდება და ქართველს დისკვალიფიკაციას რომ არ არ დაამადლიან,ისედაც ცხადი იყო,მაგრამ ახლა,როცა იმსახურებს კიდეც,დაზოგავენ?!შესაძლოა ისეთი დისკვალიფიკაცია მისცენ,რომ ისიც იძულებული გახდეს,მმას მებრძოლობაზე გადაერთოს.
ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!
მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ლაშა გუჯეჯიანი უზბეკეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს
U21. საბერძნეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
"კარგად არ გამოიყურება" - ზიდანმა მბაპეს ტრავმის სიმძიმეზე ისაუბრა
სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში?
ჩრდ. ირლანდიის მწვრთნელი: ხვიჩას სივრცე არ მივეცით - გამარჯვებას ვიმსახურებდით!
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
კვლავ სეტის წაუგებლად - ბასილაშვილმა რეიტინგის მე-40 ნომერი დაამარცხა და ჩენგდუს ტურნირის მეოთხედფინალშია
"რატომ კილიან მბაპე?" - პსჟ-მ France Football-ს პრეტენზიები წაუყენა
"სწორედ ეს არის ის, რაც სხვებისგან გამომარჩევს" - ლამინ იამალი
"კარიერის დასრულება?" - კარიმ სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"ბარსელონაში" ამ ფეხბურთელმა ყველაზე მეტად გამაკვირვა - როდრი
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - აფრიკელების დომინირებით
შვილის ფეხზე დასაყენებლად დედა "ბეტისში" დამლაგებლად მუშაობდა - ფაბიან რუისმა დედის როლზე ისაუბრა
რონალდოს გატანილი არ ჩაუთვალეს - პორტუგალიამ უელსს მაინც მოუგო
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
U21 | საქართველო V საბერძნეთი - 25 სექტემბრის განრიგი
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
"მისნაირი არავინაა, მიეცით "ოქროს ბურთი" მესის" - რომერომ არგენტინელს მხარდაჭერა გამოუცხადა
"აქ სასაუბროც არაფერია" - დე პაული "ოქროს ბურთის" ფავორიტზე
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
იპონი 43-ე წამზე - სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიური ფესტივალის მესამე დღეს 4 მედალი მოიპოვეს
"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია
გიორგი ჯაბნიაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა