ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია

"ჯაფარიძის განცხადებით გაოგნებულები ვართ" - გერმანიის ძიუდოს ფედერაცია

გერმანიის ძიუდოს ფედერაცია აკაკი ჯაფარიძის განცხადებას გამოეხმაურა და ქართველი ძიუდოისტის პოზიცია მკაცრად გააკრიტიკა.

ჯაფარიძემ საკუთარ "ინსტაგრამგვერდზე" გამოქვეყნებულ პოსტში აღნიშნა, რომ ინციდენტი უშუალოდ ბრძოლის წაგების გამო არ მომხდარა და ამის მიზეზი გერმანელი ძიუდოისტის მხრიდან სიტყვიერი შეურაცხყოფა და ჟესტიკულაციური ქმედებები იყო.

"გაოგნებული ვართ აკაკი ჯაფარიძის გუშინდელი განცხადებით "ინსტაგრამზე", ასევე იმ მხარდაჭერითა და მოწონებებით, რომლებიც მის პოსტს, მათ შორის, საერთაშორისო ძიუდოს რამდენიმე ცნობადი წარმომადგენლისგანაც მოჰყვა.

აკაკი ჯაფარიძის მიერ ტიმო კაველიუსზე განხორციელებული მძიმე ფიზიკური თავდასხმის რაიმე ფორმით გამართლება ან მისი სიმძიმის დაკნინება ჩვენთვის სრულიად მიუღებელია და ძიუდოს ფუნდამენტურ პრინციპებთან შეუთავსებელია.

აქ საქმე არ გვაქვს ემოციურ დაპირისპირებასთან ან სპორტული პროვოკაციის შედეგად წარმოქმნილ ჩვეულებრივ კონფლიქტთან. საუბარია მასშტაბურ ძალადობრივ თავდასხმაზე, რომელიც მძიმე ფიზიკური დაზიანების რეალურ საფრთხეს შეიცავდა. კაველიუსმა თავდასხმის შედეგად ყბის მოტეხილობა მიიღო, ოპერაცია დასჭირდა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში სპორტს ჩამოშორდება.

განსაკუთრებით გაუგებარია, რომ ინციდენტიდან რამდენიმე დღის შემდეგ ჯაფარიძემ მომხდარი საჯაროდ განმარტა და პასუხისმგებლობის აღებასთან ერთად მიზეზად მეტოქის მხრიდან სავარაუდო შეურაცხმყოფელი სიტყვები და ჟესტები დაასახელა. ჩვენი შეფასებით, ასეთი განმარტება წარმოადგენს ძალადობის გამართლებას.

ჩვენი პოზიცია მკაფიოა: ძიუდოში პატივისცემა, სამართლიანობა, თვითკონტროლი და მოწინააღმდეგის მიმართ ღირსეული დამოკიდებულება ფუნდამენტური ღირებულებებია. ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა სპორტში მიუღებელია და ვერ იქნება გამართლებული პროვოკაციით, ემოციებით ან სხვა მიზეზით.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მომხდარს არანაირი კავშირი არ აქვს კლუბებსა თუ ქვეყნებს შორის ურთიერთობებთან. ეს არის კონკრეტული ინციდენტი, რომელიც ცალსახად უნდა შეფასდეს სპორტის ფუნდამენტური პრინციპების გათვალისწინებით.

ჩვენთვის განსაკუთრებით შემაშფოთებელია ისიც, რომ ჯაფარიძის განცხადებას მხარდაჭერა, მათ შორის, საერთაშორისო ძიუდოს რამდენიმე ცნობადი წარმომადგენლისგანაც მოჰყვა. ასეთ მძიმე შემთხვევებში აუცილებელია მკაფიო პოზიციის დაფიქსირება და ძალადობის უარყოფა", - ნათქვამია გერმანიის ძიუდოს ფედერაციის განცხადებაში.

• დავით 67

ამ კომენტარით გამოდის რომ არ ვამართლებ მაგრამ მაინც ვამართლებ). არის ასეთი გამოთქმა მართალი ხარ მაგრამ მაინც არა ხარ მართალი. მე სხვა რამ დავინახე კიდევ კომენტარში. რა შუაშია აქ გერმანიის მთავრობის პოზიცია. რით ვერ გაიგეთ რომ ზოგიერთ ქვეყანაში საერთოდ არ იციან ვინ არის მათი პირველი პირი. მაგალითად შვეიცარიაში მოსახლეობის 40%-მა საერთოდ არ იცის ვინაა მათი პრეზიდენტი, რადგან მათ არ სჭირდებათ ეს. თავისი საქმე აინტერესებთ. მერედა ვინ გითხრა რომ გერმანელები ცუდად არიან განწყობილი ქართველების მიმართ? მთავრობის თქო მაინც გეთქვა, იმ კორუმპირებული მთავრობის რაც ეხლა გვყავს და ასეთი არასდროს გვყოლია. ხაზს ვუსვამ ა ს ე თ ი. ზოგს დღესაც ჰგონია ალბათ რომ ევროპელები კაცებს გათხოვებას აიძულებენ. კონკრეტულ შემთხვევაზე თუ ვიმსჯელებთ დააშავა ჯაფარიძემ და თან მაგრად. ვინისიუს რომ აგინებდნენ ვალენსიაში მესტალიაზე 50 000 კაცი. ეგ არაფერი? რაც ჩემი თვალით მაქვს ნანახი. მაშინ იმან რაღა ქნას?

• Dima

მე ვერ გავიგე ცხადი სახით, დაა ვიდეოს ნახვითაც ვერაფერი გავიგე, იმ გერმანელმა რა უთხრა, ან რა ჟესტი გააკეთა. თუ ვინმე ან ზეპირსიტყვიერად აღწერს, ან კადრს დადებს, ძალიან მადლობელი ვიქნები. რაც არ უნდა გეკეთებინა იმ გერმანელს, ასე, 'ისინი ჩამოვიდნენ მთიდან' ტიპის ჯილა გოიმივით ავარდნა და მინიმუმ 2 წლიან დისკვალიფიკაციაზე წასვლა და საკუთარი კოლეგა ძიუდოისტების რეპუტაციულად დაზიანება (როგორ გგონიათ, შემდეგ წელს გერმანიის კლუბებში უფრო მეტ ქართველს მიიწვევენ?), არის არაპროფესიონალიზმი და მეტი არაფერი. შეგაგინა, შეაგინე შენც, შუა თითი განახა - ოეივე ხელით ანახე შუა თითი, ყბის გატეხვა რა უბედურებაა, მით უმეტეს ძიუდოში, რომელიც ტრადიციების და წესების სპორტია და არა მმა და რაღაცა ეგეთები.

• რუსული ხაჭაპურები

ჰოო, ვინ არიან ეგ რუსული ხაჭაპურები? ალბათ შეც კარგათ იცი. ისიც იცი ვის საქმეს უფრო აზიანებენ ეგენი.

• zura222

კომენტარებს გადავხედე და ვგიჟდები რაა ამ პატარა საქართველოში საიდან გაჩდა ამდენი მოღალატე არაკაცი @ ამდენი დისლაიკები დასვეს ჯაფარიძის მახარდამჭერ კომენტარებზე @ და ვიღაცა "გიორგი" საერთოდ დაუკრეფავში გადადის @ შენიანი დამნაშავეც რომ იყოს მაინც მისკენ უნდა იყო ! ასე ცხოვრობენ მაგალითად ხორვატები და იმიტომაც გაიმარჯვეს ომში და იმიტომაც იმარჯვებენ სპორტშიც ძალიან ხშირად ! და ეს ჩვენი მოღალატე ლიბერალები რას შვრებიან ? იმის მაგივრად რომ თავისიანს დაუჭირონ მხარი იმ არაკაცს გერმანელს ემხრობიან @@@

• zura222

ანუ გერმანელს უფლება აქვს შეაგინოს დაამციროს და ქართველს პასუხის გაცემის უფლება არა აქვს იმიტომ რომ "მეორეხარისხოვანი არაევროპული ქვეყნის შვილია" @ საინტერესოა იმ არაკაცის მოქმედება შესაბამება " ძიუდოში პატივისცემას სამართლიანობას თვითკონტროლს და მოწინააღმდეგის მიმართ ღირსეულ დამოკიდებულებას და ფუნდამენტურ ღირებულებებს ? იმაზე რატომ არ ძრავენ კრინტს ? ხოდა ზუსტად ამიტომაც დაუჭირეს მხარი მსოფლიოს გამოჩენილმა ძიუდოისტებმა ჯაფარიძეს !--ძიუდოში გამარჯვებული პირველ რიგში დამარცხებულის პატივისცმას უნდა გამოხარტავდეს ! ესაა ძიუდოს მთავარი კანონი და არა რაღაცა "ფუნდამენტური ღირებულება" რაც არსად არაა ძიუდოში ნახსენები და ლიბერასტების მოგონილი უაზრო სიტყვებია @@@

• გია

არა რა AfD-ს წევრი, გაქანებული გეი-ა ის გერმანელი, ინსტაზე შევიხედე და სულ აჭრელებულია დროშებით. არ ჰგავს AfD-ს მხარდამჭერს. ფაქტია არ მოიქცა სწორედ გერმანელი და აკაკიც ქართველია თან ჯაფარიძე, რას იზავ, ტემპერამენტული ხალხი ვართ

• gia

რა მოხდა და იმ გერმანელმა პირველი ბრძოლა წააგო და არ გადიოდა ტატამიდან, რაღაცას აპროტესტებდა და დაიძაბა მაშინ უკვე სიტუაცია. ეს მეორე როცა მოიგო, დააკვირდით მოედნიდან გასულები იყვნენ და ქართველმა ჩათვალა რომ უსამართლოდ დამარცხდა, ხოდა ამან კიდევ აიღო და ასეთი ჟესტი გაუკეთა. ხოდა ამანაც გლიჯა და კარგიც ქნა. ძიუდო არა და მმა-ში წავა, არაუშავს. არ შეიძლება დამარცხებული მოწინააღმდეგის დაცინვა, მაშინ როცა წინაზე თვითონ დრამები გამართა.

• gaga

ტუტუც გერმანიის ძიუდოს ფედერაციას გაუგზავნეთ სულხან-საბა ორბელიანის ბრწყინვალე იგავ-არაკი ,,ენით დაკოდილი". იქნებ მთლად შტერები არ არიან და ამ ნაწარმოების წაკითხვის შემდეგ მაინც გაეხსნათ ჩაობებული გონება. რაც შეეხება მომხდარ შემთხვევას, უნდა აღინიშნოს, რომ გერმანელი ფალავანი ისეთი უსუსური აღმოჩნდა, რომ საერთოდ ვერ შეძლო თავის დაცვა. რის გამოც ნამდვილად იმსახურებდა დისკვალიფიკაციას. სირცხვილი ისეთ სპორცმენს ვისაც ელემენტარულადაც კი არ შეუძლია თავის დაცვა.

• გიორგი

გიორგის. არც მე ვამართლებ ჯაფარიძეს მაგრამ afd რაა შუაშია მტრულ განწყობებთან ზოგადად? ესე უადგილოდ პოლიტიკურ მიკუთვნებულობაზე ისრის გადაყვანას შენ შეფასებას მხოლოდ აკნინებს. 'წერტილს' მაგაზე არ იღელვო. დამიჯერე, საქართველო (Georgien) გერმანიის მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ისევ ამერიკის შტატი Giorgia ჰგონია.

• გიორგი

ძიუდო რო ჩხუბი არ არის გინდა ქართველი იყო გინდა გერმანელი ამაზე დამოკიდებული არ არის. ამაში ვეთანხმები. მაგრამ ობიექტურობა თუ სურდა, გერმანულ მხარეს უნდა განემარტა იყო თუ არა გერმანელი სპორტსმენისგან პროვიკაცია--კი თუ არა. საწყენია რომ ეს არ გააკეთა და ზოგადი ფორმულირებით შემოიფარგლა. ამით ობიექტრობა კითხვის ქვეშ დააყენა. მაგრამ ასეა თუ ისე ჯაფარიძის საქციელს მე პირადად ვერ გავამართლებ. ესეთი საქციელი შერეულ ორთაბრძლოლათა ხელოვნებაშიც მიუღებელია. ქართველობით ხულიგნობის გამართლება კი უბრალოდ სამწუხარო ფაქტია, ქართველობის დაკნინებაა, ესმით ეს თუ არა ეს განმცხადებლებს იმისგან დამოუკიდებლად.

• გევორქ-ს

სომხურად წერა კითხვა იცი?

შენ გამართლება ამოიკითხე და მეტი ვერაფერი? არ იყო სწორი და მიიღებს შედეგსაც, მაგრამ ცალმხრივად მხოლოდ ამ ბიჭზე გადატეხვა არ არისთქო სწორი. სასამართლო ითვალისწინებს მოტივს და აქ რა დაგემართათ, დაგეგმა, ჩაუსაფრდა და სცემა? ქუჩაში რომ ვინმემ გაგიკეთოს მასეთი რამ, რეაქცია არ გექნება? ვინ ამბობს რომ უნდა დააინვალიდო ან დაასახიჩროო. უბრალოდ გიჟად და არაადექვატურად გამოყავთ ეს ბიჭი და უსამართლოა ეს.

• Ასეა ეს

Ხო ვითომ პირველად წააგო და ვერ აიტანა წაგება. Იმას კი არ იტყვიან რამ გამოიწვია მისი ასეთი რეაქცია. ხო შეიძლება დაწერონ მეორე სპორცმენისგან ქონდა ადგილი პროვოკაციას რაც მიუღებელიაო მაგრამ ფიზიკური ძალადობა ყოვლად დაუშვებელიაო ან მსგავსი რაღაც მარტო ჩვენსას რო გადაუარეს ვაი დემოკრატიულმა ქვეყანამ

• ვანო

მეც გაოგნებული ვარ გერმანიის ძიუდოს ფედერაციის ცალმხრივი, ტენდენციური განცხადებით,ცუდი რამ მოხდა, რაც არ უნდა მომხდარიყო, მაგრამ ჯაფარიძე ადამიანია და თან ქართველი, რას ამტკიცებენ გერმანელები, შეურაცხყოფა გამართლებულია? დასასჯელი პირველ რიგში მათი სპორტსმენია უღირსი, პროვოკაციული ჟესტიკულაციის გამო!

• გელა

გამოდის, რომ ძიუდოს პრინციპები მარტო ჯაფარიძის დასაცავი ყოფილა.

• llcl

გამეხარდა, მხოლოდ შეშფოთება და აღშფოთება არ ჰქონიათ მარაგში, გაოგნებაც სცოდნიათ!

• ჩიკო

"ნებისმიერი სახის ფიზიკური ძალადობა სპორტში მიუღებელია" ბინძური პროვოკაცია მისაღებია?

• მწარე

ჯაფარიძე ცალსახად დამნაშავეა, მაგრამ გერმანელიც დამნაშავეა. დამარცხებულ მოწინააღმდეგეს დასცინა, დაამცირა. კიდევ საკითხავია ვინ უფრო დამნაშავეა, ვინც დამარცხებული დაამცირა თუ ის ვინც თავი ვერ შეიკავა. სამწუხაროდ ამ შემთხვევაში გვაქვს ყბის მოტეხილობა, რაც ჯაფარიძეს უფრო დამნაშავად წარმოადგენს. ხელი რომ არ დაერტყა, ჩემი აზრით გერმანელისთვის დისკვალიფიკაცია უნდა მიეცათ.

• გიორგი

ეეეჰ, ... აშკარად AfD-ს წევრია ის გერმანელი ახალგაზრდა, ამ ქართველ ვაჟკაცზე უკეთესად რომ ჭიდაობს! წესით კომენტარიც კი ზედმეტია!

• გიორგი

რა ძლიერი დარტყმა?! ძლიერი დარტყმები!!! კიდევ კარგი რომ დანა ან სხვა რაიმე ცეცხლსასროლი იარაღი არ ჰქონდა თორემ დიდი ალბათობით ადგილზე მოკლავდა და ამით საკუთარ სახელს იმ ჩირქს ჩამორეცხავდა, რაც იმ უკეთესად მოჭიდავე გერმანელმა, პოლიტიკაში ჩახედულმა ახალგაზრდამ მოსცხო!!! არ გრცხვენიათ ასეთ უსაქციელობას რომ ამართლებთ?!

• ჯაბა

ასეთი საქმის გამკეთებელი ნორმალური არ არის,ავადმყოფია და სამკურნალოა!

არ გვინდა რა ეომის პაპზე უფრო კათოლიკობის მცდელობა. მარტივი სიტუაციაა - მოზღვავებული ემოციების დროს, გერმანელმა ისეთი ჟესტიკულაცია გააკეთა რომ უკუქმედებას აუცილებლად მიიღებდა (ჯაბარიძე უნდა ამდგარიყონდა გამარჯვება მიელოცა აბა ამის მერე?), უბრალოდ ძალიან მეტი მოუვიდა, სხვა ხელს კრავდა და ძიძგილაობას დაიწყებდა, ამას კი უბრალოდ ძლიერი დარტყმა ქონია. ჯაფარიძის ქმედების დაგმობას მივიღებდი, თუ პირველ რიგში გერმანელის ქმედებას დაგმობდნენ, მაგრამ ის სპორტულად მოიქცა და ჯაფარიძეა დამნაშავე მხოლოდ, გაუგებარია. პატივისცემა ორმხრივი ვიცი მე, ერთმა აგინოს და მეორე ეთიკის ნორმებიდან არ გამოვიდეს ... თავის ქმედების შედეგს მიიღებს ჯაფარიძე - შესაძლოა სამუდამო დისკვალიფიკაციას, მაგრამ გერმანელის ქმედებაზე რატომ ქონდა რეაქციაო, მაგაზე წაუყენო პრეტენზია, აბსურდულია.

• სტალინი

ისტორია მეორდება ხოლმე

• ჟორა

ბატონებო, ბევრ რამეში მართალი ხართ, მაგრამ ჯაფარიძის მიერ იმის ახსნა, რამ გააღიზიანა ის, ასეთ ქმედებაზე, ნამდვილად არაა ძალადობის გამართლება. თუ ჯაფარიძე გიჟია და მუშტებით უმიზეზოდ ესხმის თავს მოწინააღმდეგეს, მაშინ რატომ მიიწვიეთ თქვენი ეგიდით ჩასატარებელ ტურნირზე? თუ ნორმალურია ამ შემთხვევაში კი უნდა განმარტოს რა მიზეზით მოხდა თავდასხმა.

აკაკი ჯაფარიძეს,თავისი დანაშაული არ გაუმართლებია,მან აგრესიის მიზეზი ახსნა და მიზეზი,ვიდეოზეც ძალიან კარგად ჩანს.ფედერაციის განცხადება,კაველიუსის პასუხისმგებლობისაგან განთავისუფლებას უფრო ემსახურება.განცხადებას ვეთანხმები,რომ ინცინდენტის საფუძველი ერებს შორის ურთიერთობა არ არის,თუმცა კაველიუსის საქციელის საფუძველი,შესაძლოა სწორედ გერმანიის მთავრობის მიერ ქვეყანაში შექმნილი, საქართველოს საწინააღდმდეგო განწყობა იყოს.კაველიუსიც ჩვეულებრივი ადამიანია და პროპაგანდამ მის განწყობაზეც შეიძლება იმოქმედა.ჯაფარიძის განცხადება ძალადობის გამართლება კი არა(გამართლება არ აქვს!),არამედ სამართლიანად განსჯის მოთხოვნაა და ცნობილი პიროვნებების მხარდაჭერებიც იმაზე მიუთითებს,რომ ისინიც იზიარებენ,ამ აზრს.მათთვისაც ცხადია,რომ კაველიუსი ალალმართალი არ იყო,როგორც გერმანიის ძიუდოს ფედერაციას სურს წარმოადგინოს.

• გერმანიის ძიუდოს ფედერაცია

არაა ობიექტური. თავისიანი უნდა გამოაპაროს ქვეშიდან და დატოვოს დამნაშავეთ სხვისი. შოკირებული ვარ ამ მიკერძოებულ განცხადებით!

ისტორიაში პირველად - საქართველოს პარაძიუდოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია!

ფინალში რუსი იპონით დაამარცხა - თენგო ზირაქაშვილი ევროპის თასის ჩემპიონია!

მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ფუტსალი | 19-წლამდე ნაკრების მეტოქეები ცნობილია

ბათუმმა სუპერლიგის გასხნით მატჩში ქუთაისი ბოლო წამებზე 80:77 დაამარცხა

უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

რაფინია მძიმე ტრავმას გადაურჩა

სიომინი: ხვიჩა "ოქროს ბურთის" ნომერი პირველი პრეტენდენტია

რას ნიშნავს ტექნიკური SEO და რატომ არის ის მნიშვნელოვანი?

"ვისაც ფეხბურთი ესმის, ყველამ იცის "ოქროს ბურთი" ვინ უნდა მოიგოს" - ნიკო უილიამსი

"დღეს ის ფეხბურთელი ვარ, რომელზეც "ბარსელონაში" ყოფნისას ვოცნებობდი" - უსმან დემბელე

"თუ ჰპირდები, უნდა შეასრულო" - ბელგიის ნაკრების მწვრთნელმა რონალდო დაიცვა

"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი

[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა

18 ქულა, 9 მოხსნა | მერკვილაძე საუკეთესო იყო, თუმცა "გრონინგენი" დამარცხდა

მარკის რიდის წარმატებული დებიუტი და გამარჯვება ევროთასზე

კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია

პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია

ოთარ კაკაბაძე: ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ხვალ პირველი თამაში მოვიგოთ

რამაზ სვანაძე: ეს ორივე გუნდისთვის ჯგუფის მოსაგებად ბოლო შანსია

U21. ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ფელიქსს "ბარსელონაში" დაბრუნება სურს

საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში

იპონი 43-ე წამზე - სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]

ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე

[VIDEO] მოტეხილი ყბა და კბილები - ქართველი და გერმანელი ძიუდოისტების დაპირისპირება ხელჩართულ ჩხუბში გადაიზარდა

ქართველმა ძიუდოისტებმა ოლიმპიური ფესტივალის მესამე დღეს 4 მედალი მოიპოვეს

გიორგი ჯაბნიაშვილი აბუ-დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალს დაეუფლა