მე-100 ქართული კლასიკო ქუთაისში ფრედ დასრულდა და ეს არის ამ პრინციპული დაპირისპირების ყველაზე სამართლიანი შედეგი, იმის მიუხედავადაც, რომ "ტორპედომ" იმაზე უკეთ ითამაშა, ვიდრე ბოლო თამაშებში.

პირველი ტაიმი ძალიან უსახური გამოვიდა და ეს კიდევ ერთხელ სცემს პასუხს კითხვაზე, თუ რატომ დაცარიელდა "რამაზ შენგელია არენა". დღეს ვერც "დინამოა" იმ დონეზე, რომ სტადიონზე ხალხი მიიყვანოს - სამწუხაროა ორივე შემთხვევაში.

მეორე ტაიმი უკეთესი იყო და გოლებიც მატჩის ამ ნაწილში გავიდა. ჯერ ფელიპე პირესმა დაუმიზნა შორიდან დაბალ კუთხეს და ანგარიში გახსნა, ხოლო "დინამოს" საპასუხო გოლი შეცვლაზე შესულებმა შექმნეს - გბომადუს პასის შემდეგ დოლტმურზიევმა ბურთი ახლოდან შეაგორა კარში.

თბილისის "დინამო" მესამე ადგილზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერ "რუსთავს", თან ერთი მატჩი ("იბერიასთან") გამოტოვებული აქვს. ხოლო "ტორპედომ" ამ ქულის ხარჯზე ერთი საფეხურით მაღლა აინაცვლა და მე-6 პოზიციაზეა. თუ ყოველი ასეთი დანაკარგი ქუთაისურ კლუბს ევროპული პერსპექტივისგან აშორებს.

მომდევნო ტურში, 10 სექტემბერს, "ტორპედო" თბილისში "გაგრას" შეხვდება, ხოლო თბილისის "დინამო" იმავე დღეს "მეშახტეს" უმასპინძლებს.

ტორპედო-დინამო (თბ) 1:1

1:0 პირესი (58, ლომინაძის პასით), 1:1 დოლტმურზიევი (71, გბომადუს პასით)

ტორპედო: გოშაძე, კუპრავა (ითრაქი 84), შიმიჩი, ბუკია, ნადარაია, მამუჩაშვილი, ლომინაძე, პირესი, არაბიძე (სკორუპი 69), დეისაძე, ანდრიჩი (ჩიტაიშვილი 90)

დინამო: ფლორესი, ფსალტისი, კურდიჩი, პურზიტიდისი, უგრეხელიძე (გბომადუ 69), ოსეი (ჰური 30), კანკავა, ველტონ კარვალიო, ტეიშეირა, ლეონარდო სანტუსი, ვაწაძე (დოლტმურზიევი 59)

არბიტრი: ჯენერი ხორავა

საჩინო
შევარცხვინე მასეთი დინამოც და მასეთი ფეხბურთიც.სასტარტოში სამი ქართველი იყო და 8 უცხოელი,სულ კი 12 ლეგიონერმა მიიღო ამ თამაშში მონაწილეობა. სსრკ -ს დროს ჩვენს დინამოს მთელი საბჭოეთი და ევროპაც მიაგებდა პატივს მისი განსაკუთრებული ეროვნულობის გამო( რაღა თქმა უნდა თამაშის სტილისა და კლასის გამოც,უპირველეს ყოვლისა).ახლა კი რა გვაქვს? ქართველი ნიჭიერი ახალგაზრდები ევროპის ხარა-ხურა გუნდებში ხეხავენ სკამებს ,ქართულ გუნდებში კი საეჭვო ხარისხის ლეგიონერებს ვუხდით ხელფასებს. ეს არის პირდაპირ ფეხის დაბიჯება ქართულ ნიჭზე,ქართულ გენზე ,საქართველოს მომავალზე.სადამდე? დარჩა კიდევ უკან სვლის და ვარდნის ადგილი? აღარც გულშემატკივარი დარჩა ნამდვილი და ნაღდი?

დინამოში თამაშობს,საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მუდმივი წევრია,სადაც თამაშობს კიდეც და რომელ დაჩაგვრაზე ლაპარაკობ?!
მდაა
რათ გინდათ ეგეთი დინამო და მითუმეტეს აკადემიაა თუ მინდორზე 3 ქართველი იქნება და აქედან ერთი 40 წლისა ( ჯაბა უღრმესი პატივისცემა) ეს ერთი თემა მეორე კი ის რომ ამ ბავშვს ბოლო პერიოდები რატომ არ იძახაბდა არცერთი ასაკობრივი თითქოს უკეთესები ყავდათ ან u19-ში ან თუნდაც u21 -ში სულ გოლი-გოლებზე გაქონდათ რას ერჩით ინგუში რომ არის თუ მამასი რომ არ თამაშობდა თქვენთან ერთად ფეხბურთს …?! დაამთავრეთ ეგ საძმოობა და ბიძაშვილობა !!! და მთლად უკეთესი იქნებოდა ეროვნულში მისი დებიუტი რომ დაბეტონდეს მისი სპორტული მოქალაქეობა ამ ბიჭს ყველაფერი აქვს რომ დიდი ფეხბურთი ითამაშოს ერთდაერთი რაც მას ჭირდება კარგი აგენტი ბოლოსდაბოლოს ბრიუგეს სკოლის აღზრდილია ბავშვობაში ფიზიკურად სწორად აღზრდა ეს არის რაც აკლია ჩვენს ფეხბურთელების 95 % -ს …ასე რომ მიხედეთ და ნუ დაჩაგრავთ ის ბევრ ქართველზე მეტად თავდადებით იბრძოლებს მინდორზე თუ არ ძალად უსამართლობით არ შეაძულებთ ჯერ ფეხბურთს და შემდეგ საქართველოს …!!
მწარე
დინამოში სულ სამი ქართველი თამაშობდა, ფედერაციას მაგრად კიდია!!!
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
გიზო მამაგეიშვილი საგოლე მოქმედებით დაბრუნდა - "შტურმმა" ევროპა ლიგაზე მარცხი განიცადა
საზონოვი არ ათამაშეს - "ხეტაფეს" "ბრაიტონმა" მოუგო
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
ფუტსალი | საქართველო 1:0 ლიბანი
საქართველოს ნაკრები ფავორიტ ნორვეგიასთან დამარცხდა
"ბარსელონამ" რაფინიას კონტრაქტი გაუგრძელა
ბექა ბურჯანაძე კარიერას ესპანურ "კახა 87"-ში გააგრძელებს
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
[VIDEO] "მივდივარ თავაწეული, ვამაყობ განვლილი გზით!" - ისტორია დასრულდა... კრიშტიანო რონალდო ეროვნული ნაკრებიდან წავიდა
დაბრუნდება სამშობლოში? - ალისონს ახალი მსურველი ჰყავს
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი ისტორიაში - კეინმა "ბაიერნთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
"ეს დამცირებაა" - რა თქვა "ლანსის" მწვრთნელმა "კომოსთან" 1:9 განადგურების შემდეგ
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
დანა უაითმა ოქტაგონზე ილია თოფურიას დაბრუნების დრო დაასახელა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 4-0 გაგრა. დამატებითი ბონუსი ქეცბაიასთვის
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-0 სპაერი. მასპინძელს მეტი შანსი ჰქონდა
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 3-1 სპაერი. ბოლო წერტილი ვაწაძემ დასვა
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 2-1 დილა. ...და შეინარჩუნებენ ადგილს ელიტაში