ლეგენდარულმა ფრანგმა ფეხბურთელმა ტიერი ანრიმ 2026 წლის "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში თავისი ფავორიტები დაასახელა. როგორც მან აღნიშნა, შარშანდელთან შედარებით წელს გამარჯვებულის დასახელება რთულია, თუმცა მისი ფავორიტი "რეალის" თავდამსხმელი კილიან მბაპეა.

"წელს გამარჯვებულის დასახელება ისეთივე მარტივი არ არის, როგორც შარშან გახლდათ. მაშინ ცხადი იყო, რომ ამ ჯილდოს დემბელე დაისაკუთრებდა. მოდი, კანდიდატების მიხედვით მივყვეთ.

ამას მე არ ვამბობ, მაგრამ ჰარი კეინი გერმანიაში საუკეთესო არ ყოფილა და გასულ წელს ეს ტიტული ოლისეს მისცეს. ინგლისელებს თუ ჰკითხავ, ვინ ითამაშა მუნდიალზე საუკეთესოდ, ჯუდ ბელინგემზე გიპასუხებენ, მაგრამ მას კლუბში არც თუ ისე კარგი სეზონი ჰქონდა.

როდრიმ მუნდიალზე შესანიშნავად ითამაშა და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა, მაგრამ გასული სეზონში კლუბში ტრავმის გამო ბევრი შეხვედრა გამოტოვა. იამალს მსოფლიო ჩემპიონატი კარგი არ ჰქონდა.

როგორ აპირებთ, რომ ერლინგ ჰოლანს გვერდი აუაროთ, რომელიც ნებისმიერი კუთხიდან, ყველა კუთხიდან ახერხებს გოლების გატანას? მაგრამ ვფიქრობ, რომ ის ჩემს მიერ ნახსენებ ზოგიერთ მოთამაშეზე დაბალი შანსით სარგებლობს.

ხვიჩა კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატზე არ ყოფილა. მესის შემთხვევაში, მუნდიალი, რომ მოეგო, ყველა შემთხვევაში, "ოქროს ბურთს" მას მისცემდნენ.

დარჩა მაიკლ ოლისე და ჩემი ფავორიტი კილიან მბაპე. ხალხი მეტყვის, რომ კილიანს არაფერი მოუგია, მაგრამ ისტორიაში ყოფილა, როდესაც იმ სეზონში უტიტულო ფეხბურთელს ეს ჯილდო დაუსაკუთრებია.

შეხედეთ, რას მიაღწია მან ინდივიდუალურად. ჩემპიონთა ლიგის, ლა ლიგისა და ასევე მსოფლიო ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი. ოლისეს იგივე მაჩვენებლი აქვს ასისტებში.

როდესაც ნახავ, რამდენი გოლი აქვს კილიანს მუნდიალზე, იფიქრებ, რომ ეს უბრალოდ სიგიჟეა. პირადად მე, პირველ ადგილზე მბაპეს, ხოლო მეორე ოლისეს გავიყვანდი", - ციტირებს ანრის CBS Sports.

ამატაკი
როგორც ფრანგს ვგუ ულშემატკივრობო რომ ეთქვა, არაა საუბარი, მაგრამ ეხლა ეს ზღაპრები მან და მბაპემ მოუყვენ ფრანგულ საფეხბურთო სკოლებში. იმას რატომ არ ყვები რა მატჩებით გაწია ეს ბომბარდირობა - მსოფლიოზე არაფრისმომცემ მესამე ადგილზე და ლიგაზე ხომ კაცს რომ არ ახსოვს ისეთ მატჩებში. არადა კრიტერიუმები ნათლად არის ჩამოყალიბებული და არცერთ მათგანს თქვენი მბაპე არ აკმაყოფილებს, მთლად რომ ხელებით გაიაროთ.

შეილება საუკეთესო არაა მარა იამალი მართლა არ იმსახურებს ამ ჯილდოს არ ქონდა იდეალური მსოფლიო კლუბში ვერ ვიტყვით ბრწყინავდაო მარა ცუდად არ უთამაშია ყველა კომპონენტში ვერ აჯობებს სხვა კანდიდატებს. ოლისე კარგი იყო ბაიერნისი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა მსოფლიოზე არც მას და არც საფრანგეთს ცუდი თამაში არ ქონიათ ჰარი კეინი ჯერ მოსამზადებელია არ ქონია სასწაული წელი თან ოლისემაც აჯობა
M
ეს კარგს რას იტყოდა 🙄😂

მბაპე მართლაც ძალიან სერიოზული კანდიდატია,მაგრამ ოლისე საუკეთესოდ, ვერანაირად ვერ ქაჩავს.
არაო, არ მითქვიაო !
იუარა, ასეთი რამო, ანრიმ. საიდან მოიტანეთ, ტყუილიაო ! ვიღაცამ ტყუილი დაწერა და მერე სხვებმაც აიტაცესო . აბა მანახეთ ვინ ამბობს, რომ მე ეს/ასე ვთქვიო. ამას როგორ ვიტყოდი, როცა არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი მოსაზრება-ო. :))) ჰოდა, გუშინდელი კვარაცხელიას სართოდ უთამაშებლობის მერე, ლუის ენრიკეს და მისი გარემოცვის მოგონილი იყოს შეიძლება . :))) აბა, თქვენ რას ფიქრობთ ? :(
gogi
წელს ალბათ მბაპე გახდება ოქროს ბურთის მფლობელი - მსოფლიოზე მართლა კარგად ითამაშა. კეინს მაგარი სტატისტიკა აქვს ძალიან, მსოფლიოც არ ქონდა ცუდი. ეს ორი იქნება თავში როგორც ჩანს. კვარა ხუთეულში უნდა იყოს, რაც მაგარი შედეგია თუ გავითვალისწინებთ რომ ლიგისგან განსხვავებით ჩემპიონატი ფაქტიუარდ ჩააგდო.
რამდენი გადაგიხადეს ბიჭო
ადრე სხვანაირათ ჭიკჭიკებდი, კვარასნაირი მოთამეშე დღეს არ არისო და დიდ სიამოვნებას მანიჭებო. ეხლა აღარ გახსოვს ხო ვინ გახდა ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი. რამდენი გადაგიხადეს ბიჭო
ბავარიელი
მესამეზე კი დემბელეს არა?!😂ფრანგები აარჩია ჯიგარმა 😂თუ მარტო გოლები წყვიტავს საქმეს მაშინ წელს კეინმა აჯობა შენს მბაპეს და კეინმა უნდა მოიგოს ოქროს ბურთი!

ეს ოლისე და კეინი ნათრევი ჰყავს მაგარი არგუმენტია :დ ეგრე პალმერმა ათრია მთელი პსჟ მსოფლიოს საკლუბოს ფინალში, ანუ პალმერასთვის უნდა მიეცათ ბალონ დორი? ოქროს ბურთი გადაეცემა სეზონურად, ჯამში კეინზე მაგარი სეზონი არავის ჰქონია. კვარა ჩემპიონთა ლიგაზე იყო საუკეთესო, იმის იქით საოქროსბურთე არაფერი გაუკეთებია.
ჟორა
თქვე ჩემისა, ამდენხანს შენი ფავორიტი ხვიჩა იყო და დღეს რა გეტაკა? მაგათ არცერთს არაფერი მოუგია წელს და ფავორიტები როგორ არიან?
მამუკა
ანრი პატივს გცემ,მაგრამ ამ შმთხვევაში შენც აურიე
100%
რას ერჩი, ,,მართალია,, ეს კაცი. ორივე ფრანგი და ამავე დროს, ორივე ფერადკანიანი )))) და ორივე ნათრევი ყავს, ჩვენს ბრილიანტს
ჩამოურიგაა
მესამეზე დემბელე ნუ გერიება :))
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
18 წ. | ხუთი ცვლილებით ნიდერლანდებთან
ნაკრებმა უეფას ერთა ლიგის დასკვნითი მატჩებისთვის მზადება დაიწყო
გიორგი შერმადინის "ტენერიფეს" მძიმე ბრძოლაში მოპოვებული გამარჯვება ლიგა ენდესაში
მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" მორიგი წარმატება და მეექვსე გამარჯვება თურქეთის სუპერლიგაში
"რეალს" ახალი მეკარე ეყოლება?
კსუ-კავკასიამ ივერიონი დაამარცხა და სუპერლიგას დაუმარცხებლად ლიდერობს
"რაც მთავარია, ჩემი ოჯახი უსაფრთხოდაა" - ლებრონ ჯეიმსი ბოლოდროინდელ სკანდალს გამოეხმაურა
"შეამჩნიეთ ბოლო პერიოდში როგორ მოუმატა?" - ლუის ენრიკემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი შეაქო
[VIDEO] სანდროს 18 წუთი - დონჩიჩის გარეშე დარჩენილმა "ლეიკერსმა" "დეტროიტ პისტონსი" დაამარცხა
ნორვეგიის ჩემპიონატის მატჩისას ტრიბუნა ჩაინგრა
საქართველოს ნაკრები ავსტრიასთან დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძის 84 წუთი და სათადარიგო საზონოვი - "ვილიარეალმა" "ხეტაფეს" სძლია
[VIDEO] სასწაული "ოცნებათა თეატრში" - 8 გოლი და "მანჩესტერ იუნაიტედის" ქამბექი "ასტონ ვილასთან"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 0-2 დინამო (თბ). ჰაერივით საჭირო 3 ქულა
"იწყება ერა ახალი?" - რომანო ალისონზე მნიშვნელოვან ინფორმაციას ავრცელებს
სათადარიგო ლოჩოშვილი და "კიოლნის" მარცხი "ბაიერთან"
[VIDEO] ვირცის გოლი და საგოლე პასი - "ლივერპულმა" "კრისტალ პალასი" დამაჯერებლად დაამარცხა
გოგლიჩიძემ შეუცვლელად ითამაშა - "მონცამ" ზედიზედ მეოთხე მარცხი განიცადა
[VIDEO] კოხტა თავური - ზივზივაძე ნაკრებში გოლით მოდის
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
ტიერი ანრი: გულშემატკივრები არ დაელოდებიან, ბარკოლა ბოლომდე როდის გაიხსნება
"არ ვიცოდი, თუ ბუნდესლიგის მოგება "ოქროს ბურთის" მოსაპოვებლად საკმარისი იყო" - კვარაცხელიას მხარდამჭერმა ნასრიმ კეინი გააკრიტიკა
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
[VIDEO] "ეს მიკერძოებულობაა! 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ!" - იამალის მამამ "ოქროს ბურთის" შედეგებზე ხმაურიანი განცხადება გააკეთა
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
კონფუზი: წლის ნაკრებში არც კვარაცხელია შეიყვანეს და არც "ოქროს ბურთის" მფლობელი
"ეს უსამართლობაა...! ხვიჩა, ძმაო, მიყვარხარ და გამაგრდი!" - მიქაუტაძე "ოქროს ბურთზე" და ხვიჩას ტრავმაზე L'Equipe-თან ინტერვიუში
დაიმატებს თუ არა პსჟ კვარაცხელიას შემცვლელს - ფრანგულ გრანდში გადაწყვეტილება მიიღეს
საქმეში ჩართვა "რეალსაც" მოუწია - მადრიდულმა გრანდმა ჩინელებს მბაპეს გამო ბოდიში მოუხადა
მიქაუტაძე შეცვლაზე და პსჟ-სთან გაბითურებული "ვილიარეალი"
ანრი: მესი ადამიანი არ არის - ნუ გააღვიძებთ მასში მხეცს
დანაპირები სისრულეში მოიყვანეს - მბაპეს სკანდალის შემდეგ, ჩინეთში ლა ლიგის მატჩები არ აჩვენეს
[VIDEO] "ოქროს ბურთის" ხუთი ყველაზე დიდი უსამართლობა?
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"ჩვენთვის ეს ადამიანი ღმერთთან ახლოსაა" - ტიერი ანრი