სეზონის რიგით მესამე გრანდ-ტურზე - ვუელტაზე ყველაზე მოკლე, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი გაიმართა
სეზონის რიგით მესამე გრანდ-ტურზე - ვუელტაზე ყველაზე მოკლე, მაგრამ ყველაზე რთული ეტაპი გაიმართა, რომელსაც, შესაძლოა, სერიოზული ცვლილებები შეეტანა გენერალურ კლასიფიკაციაში.

142-კილომეტრიანი მარშრუტის ფინიში ლანგლირუს ლეგენდარულ მთაზე იყო დაგეგმილი, რომელზეც ველომრბოლებს 13 პროცენტი დახრილობის 7-კილომეტრიანი აღმართი უნდა დაეძლიათ.

ეტაპის მსვლელობისას, ტრადიციულად იყო შეტევები იმ ველომრბოლებისგან, რომლებიც პრეტენზიას არ აცხადებენ საერთო ჩათვლაში გამარჯვებაზე. პირველი ასეთი შეტევა გამოუვიდა ამერიკელ ენდრიუ ტალანსკის, რომელსაც ფრანგი დიმიტრი შამპიონი და გერმანელი სიმონ გეშკე აყვნენ. პირველი საშუალედო ფინიში 27-ე კილომეტრზე სწორედ გეშკემ მოიგო.

შემდეგ იყო პირველი სერიოზული მთა - ალტო დელ კორდალი, რომელიც პირველმა დავიდ მონკუტიემ გადალახა. ამით ფრანგმა განიმტკიცა ლიდერობა "მთის მეფის" კლასიფიკაციაში. ამასობაში, პელოტონი სამ გაქცეულ ველომრბოლს დაეწია და ცხადი გახდა, რომ გამარჯვებული ლანგლირუს მთაზე გაირკვეოდა.

პელოტონში საკმაოდ დამაჯერებლად გრძნობდა თავს ლიდერის წითელი მაისურის მფლობელი ბრედლი უიგინსი, ძირითად ჯგუფს კი სათავეში ნიბალი და საგანი ედგნენ.

ფინიშის მოახლოებასთან ერთად, ფავორიტთა აქტიურობაც გაიზარდა. გაქცევა სცადა შარშანდელი ვუელტას ერთ-ერთმა გმირმა იგორ ანტონმა, მაგრამ უფრო შთამბეჭდავი იყო მეორე ესპანელის - ხუან ხოსე კობოს იერიში, რომელიც ფინაშამდე ოთხი კილომეტრით ადრე ჩაუდგა სათავეში რბოლას და სულ მალე კონკურენტებზე 30-წამიანი უპირატესობა მოიპოვა.

მისი შემჩერებელი არავინ იყო და საბოლოოდ, ბასკმა უახლოეს მდევარს 48 წამი მოუგო. რაც მთავარია, ამ გარღვევამ კობოს ლიდერის წითელი მაისური და ვუელტას მოგების რეალური შანსი მოუტანა, არადა, აქამდე კობო ესპანურ ველომარათონში მეათე ადგილზე ზემოთ არასოდეს ასულა, ამიტომაც არავინ მიიღო სათვალავში მისი შეტევა.

რაც შეეხება წინა ლიდერს, ბრიტანელ ბრედლი უიგინსს, მან კობოსთან წუთი და 20 წამი წააგო და გენერალურ კლასიფიკაციაში ჩამოქვეითდა.

გუშინ, ვუელტაზე დასვენების დღე იყო, დღეს კი ველომრბოლები ბასკეთს ეწვევიან - პირველად ბოლო 33 წლის განმავლობაში.

XV ეტაპი

1. ხუან ხოსე კობო (ესპანეთი, Geox) - 4:01.55; 2. ვოუტერ პოელსი (ჰოლანდია, Vacansoleil) - +0.48; 3. დენის მენშოვი (რუსეთი, Geox) - იგივე დრო; 4. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0.49; 5. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +1.20; 6. იგორ ანტონი (ესპანეთი, Euskaltel-Suakdi) - იგივე დრო...

საერთო ჩათვლა

1. ხუან ხოსე კობო (ესპანეთი, Geox) - 59:57.16; 2. კრისტოფერ ფრუმი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0.20; 3. ბრედლი უიგინსი (ბრიტანეთი - Team Sky) - +0.46; 4. ბოკ მოლემა (ჰოლანდია, Rabobank) - +1.36; 5. მაქსიმ მონფორი (ბელგია - Leopard-Trek) - +2.37; 6. დენის მენშოვი (რუსეთი, Geox) - +3.01; 7. იაკობ ფუგლსანგი (დანია, Leopard-Trek) - +3.06; 8. ვინჩენცო ნიბალი (იტალია, Liquigas) - +3.27; 9. იურგენ ვან დენ ბრეკი (ბელგია, Omega Pharma-Lotto) - +3.58; 10. ვოუტერ პოელსი (ჰოლანდია, Vacansoleil) - +4.13...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საერთაშორისო აღიარება - საქართველოს ხმა მსოფლიო ველოსპორტის არჩევნებში
ინგლისში ტრანსგენდერები ქალთა ტურნირებიდან მოკვეთეს
ველოფესტივალი BIKE FEST-ი 15 ოქტომბერს დაარსებიდან უკვე მესამედ გაიმართება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა