ხვიჩა კვარაცხელიას მატჩების ნახვა ჩვენთვის განსაკუთრებული მოვლენაა და ყველა მოუთმენლად ველით. ამიტომაა, არასოდეს მოგვწონს, როცა "კვარა" სათადარიგოთა შორისაა, ეს რა მიზნითაც არ უნდა იყოს გამოწვეული. ამ ფონზე ობიექტურებიც ვართ და ჭიქაში ქარიშხალიც აგვიტეხავს. რატომ არ ითამაშა ხვიჩამ? - დღეს, ჩემპიონთა ლიგის პირველი ტურის შემდეგ, განსაკუთრებით აქტუალურია.

ჰარპერ ლის "ნუ მოკლავ ჯაფარას" გვასწავლის, რომ ამა თუ იმ არასასურველი შედეგის გამომწვევი მაინცდამაინც მტრული დამოკიდებულება და აგრესია არაა. რა შეიძლება იდგეს ლუის ენრიკეს ქმედების მიღმა, ეს რომ ობიექტურად გავიაზროთ, ახლო წარსულს უნდა გადავხედოთ. ამის შემდეგ შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ.

წინა სეზონის ისტორია კი ასეთი იყო. პსჟ-ის ლიდერები, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელია, როტაციის პრინციპით უფრო შიდა ასპარეზზე ისვენებდნენ, ჩემპიონთა ლიგაზე კი თამაშობდნენ. ახლა, როცა ახალი ფეხბურთელების ინტეგრაცია ლიგა 1-ში მაქსიმალურად მოხდა, გუნდს კარგი პერიოდი არ ედგა და "სლოვანი" ხასიათის გამოსასწორებლად იდეალური მოწინააღმდეგე იყო, ქართველი ფეხბურთელის დასვენება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მომგებიანად ვერ უნდა ჩაითვალოს. ბევჯერ დავწერეთ, საუკეთესო ხვიჩა რომ მიიღო, ამის რეცეპტი მეტი ნდობაა და არა რიტმიდან ამოვარდნა. ყოველივეს თავიდანვე ბომბარდირობისათვის ბრძოლა ემატება, რისი შანსის "მოკვლას" არ უნდა დაეხმარო!.. "ჩელსისთან" მატჩის ერთგვარად საპირისპირო მაგალითი, როცა სათადარიგოობამ დადებითად იმოქმედა, საყოველთაო ვერ იქნება. გვჯერა, ეს ენრიკესაც გააზრებული აქვს.

შეუძლებელია, პარიზელთა ესპანელ მწვრთნელს არ ხიბლავდეს მისი ფეხბურთელის შესაძლო "ოქროს ბურთი", ამ შემთხვევაში "კვარას", მაგრამ ის ხაზს გუნდურობას და რამდენიმე ფეხბურთელის ნომინირებას უსვამს, თითქოს ვინმეს კი არ "კლავს", უფრო არ უნდა, საკუთარი მიღწევა დაიკარგოს. არ სურს, იმ გუნდის შეკვრა და წარმატება, რომელიც ტიტულამდე დიდი ხნით ვერ მიდიოდა, მასზე მეტად ფეხბურთელებს მიეწეროს. მსგავსი რამის თქმა ერთგვარად პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიზეც" შეგვიძლია, როცა ესპანელის მიზანი თითქოს ის უფრო იყო, გუნდს საკუთარი ტაქტიკური ვარიაციებითა და ერთი შეხედვით უცნაური ცვლილებების უნარით მოეგო და გადამწყვეტ ეტაპზე ახლებური მიდგომებიც გვინახავს.

რაც შეეხება ენრიკეს, არანაირი უფლება არ გვაქვს იმ ვარიანტს არ ვენდოთ, რომ მან რამდენიმე ლიდერი სუსტი მეტოქის "მოსაკლავად" უბრალოდ არ ათამაშა, მათ გაუფრთხილდა და მომავლისთვის შემოინახა. ამ ვარიანტს ერთი უარყოფითი გააჩნია. მართალია, გრანდთან ეს არ მომხდარა, მაგრამ სამი გატანილი გოლი ფერან ტორესს სერიოზულ ამბიციას გაუჩენს, რომ ის ლიგა 1-ის როტაციის ფეხბურთელი კი არა, ჩემპიონთა ლიგის სასტარტოს კაცია. ბარკოლასა და რამოშთან ამ სურვილებს ენრიკე აბალანსებდა, მაგრამ რა იქნება ახლა, თუკი იმასაც გავითვალისწინებთ, ლუის უყვარს იმაზე ხაზგასმა, რომ ხელშეუხებელ ავტორიტეტებს არ ცნობს.

არის საკითხები, რაც გარედან არ ჩანს. ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულების გაგრძელებას უკავშირდება. გვინახავს და გვსმენია, ასეთ დროს კლუბების ხელმძღვანელები მწვრთნელების მეშვეობით გარკვეულ ზეწოლას ახდენენ. ეს საკითხიც დამაფიქრებელია...

დამაინც, ვინც კვარაცხელიას მოუწოდებს, რომ გუნდი შეიცვალოს, სიტუაცია კარგად უნდა გაიაზროს. ხვიჩა თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს, ძალიან მაღალი დონის გუნდში უნდა გადავიდეს, მაგალითად, როგორც მისი ბავშვობის ოცნების მადრიდის "რეალია". როგორ ფიქრობთ, იქ კონკურენციის, ფეხბურთელებს შორის ეგოიზმის, მწვრთნელების თავისებური გადაწყვეტილებებისა თუ ხელმძღვანელობის მხრიდან ჩარევის ნაკლები შემთხვევა იქნება?! პირიქით, გაცილებით რთული ვითარება შეიძლება იდგეს. მუდმივი არაფერია, მითუმეტეს ფეხბურთში, მაგრამ ყველა უსიამოვნებაზე "წასვლის" მოწოდება ამ დონეზე, სადაც "კვარა" იმყოფება, შეუძლებელია. ის აქაა როგორც ლუის ენრიკეს რჩეული, მწვრთნელი მასზე მხოლოდ დადებითად საუბრობს, შედეგები სერიოზულია და სადაა გარანტია, რომ ჩემპიონთა ლიგის ბოლო სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სადმე წავა და იქ სტაბილურად, მწვრთნელების პოტენციური ცვლილების გათვალისწინებით, აუცილებელ სათამაშო პრაქტიკას მიიღებს?!

როგორც არ უნდა იყოს, ხვიჩა კვარაცხელია თვითგანვითარებაზე მუშაობას გააგრძელებს და პრობლემების ძიებას საკუთარ თავშიც დაიწყებს. ამ დამოკიდებულებით მივიდა ის დიდებამდე და არა ზოგიერთი ვარსკვლავივით კამერების თვალწინ მწვრთნელთან კამათითა და უკმაყოფილების გამოხატვით. წინ დიდი სეზონია, ქართველი ვარსკვლავისა და მისი თანაგუნდელების პიკს კი კვლავ გაზაფხულზე ველით!..

x-2
ენრიკე კეკეკობს
345
დააცადეთ, ტატუს ღვთაება დაიცავს ამიერიდან. როლს-როისებიც მხარში ამოუდგებიან და ოტკუტურის ქალღმერთიც გასაქანს მისცემს. დაელოდეთ!
გიო გიო
რემბო! ერთია რო წერ და ანდროიდი მეორეს გიწერს, რომელ ქართულზე მელაპარაკები ლათინური ასოებით მიწერ და შენიშვნას მაძლევ?! მაგრამ შენნაირები არიან ხოლმე ქართულ შრიფტზე რომ გადადიხართ და ძ მაგივრად დზ რო წერთ ))
ამატაკი
ყველაფერს საზღვარი აქვს, შურსა და ავყიობასაც კი უცოდინრობასთან ერთად. კაცი რომ იტყვის, რომ დღესდღეობით პსჟ-ში ახალმოსული ხალხიდან ( ისეთი დონის ყოფილან თურმე) რომელიმე კვარას კონკურენტია, ფეხბურთის წარმოდგენაში, გარტყმაში არაა. სამწუხაროდ ეს ფაქტია და არანაირი სხვა ვარიანტი არ არსებობს. თქვენ რომ კაცმა გკითხოთ გამოდის, რომ ენრიკემ აკლიუშისა და ფერანის იმედად გაყიდა ბარკოლა! ან იქნებ არაბებს ფული დასჭირდათ და იმიტომ გაყიდეს 135 მლნ-ად. ისე თქვენთვის თვალნათელი რომ იყოს ბუღალტრული თვალით მაინც შეხედეთ. ფერანი და აკლიუში რომ შეართოთ და ერთი იმდენი კიდევ დაამატოთ კვარას ღირებულებას მაინც ვერ მიაღწევთ(იხილეთ ტრანსფერმარკეტი თუნდაც). ისე მაინტერესებს, თქვენ რომ კაცმა გკითხოთ ეხლა რამდენს გადაიხდიდა კვარაში ნებისმიერი კლუბი, უცებ პსჟ-ში თქვენნაირად რომ იაზროვნოს არაბმა მეპატრონემ და ენრიკესაც გონება რომ დაებინდოს? ერთი მხრივ, კიდევ თუ დარჩებოდა ვინმე საქართველოში, ვისაც არ უნდა რომ დაინახოს (რომ არ იამაყებს ფაქტია) რა დონის ფეხბურთელი ჰყავს ქვეყანას მართლა გულდასაწყვეტია. მეორე მხრივ, ჩვენ ხომ ის ქვეყანა და ხალხი ვართ, რომლის წარმომადგენლებმაც ილიას ესროლეს და მოკლეს, სამწუხაროდ არამხოლოდ მას. ეხლა იტყვით ეს რა შუაშია აქაო. გეტყვით რომ სწორედაც რომ გასათვალისწინებელია! ქვეყანამ და ერმა, თუ წარმატება და წინსვლა სწყურია, უნდა ისწავლოს ერთხელ და სამუდამოდ თავისი საამაყო შვილების დაფასება და არა ცრუ ლიბერალურ ტყავში გახვეულთა თუ გადამთიელთა ქილიკის თმენა!
უსახელოს-ს
წერა კითხვასთან ერთად ზრდილობაც რო გესწავლა კარგი იქნებოდა ჩემი საქმე რა არიდა რა არა შენნაირები ვერ მასწავლიან.სვარკა, ავტოგენი შენკენ მოიკითხე უფროსებს როარ უჯერებ კი გეტყობა ჩამოსხმაზე.რასაც მინდა იმას დავწერო დაწერე რაც გინდა ოღონდ კორექტულად და ჭკუის დარიგებების გარეშე.აქ კიარაფერი იშლება და იმალება.
შონიას
ფეხბურთის ისტორიაში ვინც კი დიდი იყო 99 % ამ თასზე ოცნებობდა და სახელს მანდ იხვეჭდნენ უმეტესობა.ბიჭმა ის გააკეთა რაც ამ თასის დაარსებიდან არცერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია: პლეიოფის ყველა ეტაპზე საგოლე მოქმედება ჰქონდა. შესაბამისად არავის იოტისოდენა ეჭვი არც კი გამოუთქვამს, ვინ იქნებოდა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელი, ყოფილ თუ მოქმედ ფეხბურთელებში, პრესას და სპეციალისტებს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ ყველაზე რეალურ კონკურენტებთან, არსენალთან თუ განსაკუთრებით ბავარიასთან, საყოველთაო აღიარებით გადამწყვეტი როლი ითამაშა. ასეთ დროს დიახაც ზოგი იტყვის რომ "მარტომ მოიგო" (ზოგჯერ იყენებენ ამ გამოთქმასაც). ასეთ შემთხვევაში მხოლოდ და არ არსებობს რაიმე სხვა ვარიანტი ამ გამოთქმისათვის. ბოლო წლებში (საერთოდ თუ იტყვით) ვერ დაასახელებ ვერცერთ სხვა ფეხბურთელს ვისაც ლიგის აღებაში ამდენად გამოკვეთილად დიდი როლი ითამაშა. ერთი ის კი მაინტერესებს ასე რომ თავი მოგაქვთ, იქნება დაასახელოთ რომელი ფეხბურთელი მიგაჩნიათ გუნდისთვის უფრო მნიშვნელოვნად ლიგის მოგებაში მას შემდეგ რაც ჩემპიონთა ლიგა დაარსდა. მესი და რონალდო(ეჭვი მაქ მეტს ვერც მოიფიქრებ) წამოძახება არ შველის, რომელი გათამაშებას გულისხმობ ისიც უნდა მიაყოლო. ხოლო ამ 2 კაცზე მეტს თუ ვერ დაასახელებ, ცოტა დაოკდი და ვისაც ფეხბურთში მოეკითხება იმათ უგდე ყური, ყიამყრალობა თავმოსაწონი საქმე მაინცდამაინც ვერაა. პ.ს. სპორტის ყველა სახეობას ჰყავდა და ჰყავს უმაღლესი დონის შემსრულებლები, რომლების ამ სახეობის კუმირებად იქცნენ. ხოლო ვის ვინ და რომელი და რატომ, არავის ტრ,,, საქმე არაა.
უსახელოს
წერა-კითხვა ისწავლე და შენს"სვარკას" მიაწექი. არაა აქ წერა შენი საქმე. ზრდილობაზე კი უფროსებს ჰკითხე, ეგებ აგიხსნან.
Zura
კვარას რეგრესი აქვს აშკარაა, მისი მთავარი კოზირი დრიბლინგი უკვე მოისუსტებს , თითქოს სისწრაფე დაკარგა , შიმშილი გაუქრა ან გუნდი დამჯდარ არა სწრაფ ფეხბურთს რომ თამაშობს მაგ დროს სისერაფეზე დრიბლინგის შესაძლებლობა მიზერულია, ასევე თავუს თავზე თამაშის აღება უჭიტს . აქ მწვრთნელის გავლენაა ალბათ უფრო - სულ დაცვაშიც უნდა ჩადიოდრს. ზოგი ჭირი მარგებელიაო და ჩემის აზრით მან უნდა უფრო გამეტებით უნდა ივარჯიშოს , რომ სისხარტე-სისწრაფე დაიბრუნოს , აი ამ კუთხით უნდა გაბრაზდეს
ზარბაზანა
ხარ თუ პულიმიოტა ჯერ ზრდილობა ისწავლე და მერე აფრქვიე შენი ბრძნული აზრები მარცხნივ და მარჯვნივ გამომივიდა აქ დიდი ჭკვიანი და მოაზროვნე.
მარგარიტები და სიმონიანები
საქართველოში ადამიანი არ უნდა ისჯებოდეს ჩვენი წინაპრების შეურაცხყოფისათვის პასუხის გაცემის გამო!
ბოჩია შონია
ხოდა არ არის საჭირო ზედმეტი ბაქი-ბუქი და კვარას კომიკურად გაფეტიშება. ხანდის-ხან მართლა მეჩვენება, რომ იმათაც კი ვისაც, ოდნავ კრიტიკული აზროვნების უნარი აქვს და მეტ ნაკლებათ შეუძლია მოვლენების ობიექტურად შეფასება გულწრფელად ჰგონია,რომ პარიზელთა ჩ/ლიგის მიჯნით ორჯერ მოგება, მხოლოდ კვარას დამსახურებაა და მის გარეშე მათ შანსი არ ჰქონდათ - არადა ფეხბურთი კოლექტიური თამაშია და ერთმა ფეხბურთელმა გამორიცხულია ისეთ ტურნირი მოიგოს როგორიც ჩ/ლიგაა..პსჟ-ში ამის მიღწევას მრავალი წელი და 100-ით მილიონი ევროს ინვესტიცია დასჭირდა. კვარა ამ პროექტში დასკვნით ფაზაში, ანა ასე ვთქვათ პირდაპირ სადღესწაულო ბალზე მოხვდა და შანსიც შესანიშნავად გამოიყენა, თუ არა და ის, ისევე ერთი ჭანწიკია იმ პსჟ-ს გრძელვადიანი პროექტისა, რომელსაც აპრიორი ჩ/ლიგა უნდა მოეგო,როგორც დანარჩენი 9, ვინც ოქროს ბურთის ნომინაციაში დაასახელეს, პლიუს კიდე სხვებიც, მათ შორის ენრიკეც...ხოლო რაც ხდება ახლა კვარას გარშემო მოსალოდნელიც იყო მისი საშინელი სათამაშო ფორმის გამო. პსჟ ისეთი ყალიბრის გუნდია, ძველი დამსახურების, რაღაც სიმბოლური პრიზის გამო და არც მოწყენილი თვალების გამო სასტავში არავინ გათამაშებს, საჭიროა ყველა მატჩში წინ და უკან სირბილი და ოფლის ღვრა. მით უმეტეს ფაქტია,რომ კვარას უჭირს წარმატებული სეზონების შემდეგ სათამაშო რიტმში და ფორმაში დაბრუნება, ასე იყო ნაპოლიშიც - თავბრუდამხვევი პირველი სეზონის შემდეგ ამოვარდა ფორმიდან და სეზონ ნახევარი საერთოდ ჩაიკარგა და ნაპოლიც იძულებული გახდა შუა სეზონში გაესხვისებინა სასწრაფოდ, სამწუხაროდ ახლაც იგივე მეორდება - უდიდესი წნეხის ქვეშ უწევს თამაშები - ცუდი ფორმა და ახალი კონკურენტები, რომლებიც იმ დონისანი არიან, ყველას პრეტენზია აქვს ძირითადში თამაშისა,ამას ემატება ოქროს ბურთის კომიკური ისტერია, განსაკუთრებით ჩვენთან და წარმომიდგენია რამხელა ფსიქოლოგიური სტრესის გადაიტანა უწევს ამ ბიჭს..
rembo
თლანდმენები(!) - vaa... ai , ,,navarotka" , ,, prodvinutizmi " !- qartulad ilaparake qartvelo !!!
ზარბაზანა
ოე, ჭკუისკოლოფებო და ყველაფრის სპეციალისტებო (ელიავას მუშებივით), აქეთ მომხედეთ! იქნებ ისიც ამიხსნათ, დუე და მარკინიოსი რატომ არ ათამაშა? ისიც მითხარით, წინა თამაშებში დემბელე რატომ გამოჰყავდა მხოლოდ რამდენიმე წუთით? გეცოდინებათ! თქვენ ხომ ფერგიუსონზე ნაკლები არცერთი ხართ!
ქართველი
რატომ არ ათამაშა ენრიკემ კვარაცხელია?? იმიტომ რომ უკან პასს გადააჩვიოს)))))))
ამატაკი
მე რომ კაცმა მკითხოს, კვარა, ისევე როგორც უთამაშებელი დანარჩენი ფეხბურთელები, არაფერ შუაშია. ენრიკეს აქვს პრობლემა – უფრო სწორედ, ჯერჯერობით მხოლოდ შიშები, რომ წლევანდელმა სატრანსფერო ოპერაციებმა შეიძლება სერიოზულად შეარყიოს გუნდი. 250 მილიონის ფეხბურთელები გაყიდა და წარმოშობილი 'დირკების' ამოვსება 147 მილიონის ფეხბურთელებით გარისკა. ამჯერად, როგორც ჩანს, 'აკილამ დააცილა'.ფერანი რასაც წარმოადგენს, მგონი, არავისთვისაა დაფარული; აღარც იმ ასაკშია, როცა კიდევ შეიძლება რამე ახალი გამოავლინოს. არ ვიცი, რა მოტივი ამოძრავებდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა: რამუშზე ბევრად კი არა, საერთოდ უკეთესი თუ არის, საკითხავია. ყოველ შემთხვევაში, ის რაიმე სერიოზული იმედების მომცემი რომ ყოფილიყო, დღევანდელი 'ბარსა' ლამის ტაშფანდურით არავის გაატანდა, მით უმეტეს – პსჟ-ს.აკლიუში მონაკოში არ იყო ცუდი, პირიქითაც იტყოდი. რაც შეეხება პსჟ-ში მის დებიუტს, დასკვნის გამოტანა უკვე შესაძლებელია: ეს ბიჭი მინიმუმ გუნდს ვერ გააძლიერებს. გულშემატკივრის პოზიციიდან კი ვიტყოდი, რომ აკლიუში ამ პსჟ-ს დონის შემტევი რგოლის ფეხბურთელი არაა და ვერც ვერასოდეს გახდება. სადმე სხვაგან, სხვანაირად მოთამაშე გუნდში შეიძლება რაღაცა აქვს, მაგრამ აქ რჩება შთაბეჭდილება, რომ აზრზე არაა, ამ გუნდში რა და როგორ უნდა აკეთოს.კარგია, რომ ბევრი არ გადაუხდია და თანაც გაყიდვებით კარგი ფული გააკეთა, მაგრამ არა მგონია, არაბებმა ფულის ნამეტი დაუფასონ. მათთვის მთავარია სხვა 'ფულის მეშოკებს' ზემოდან გადახედონ და 'ვაი და თუნდაც ლიგაზე გაფარჩაკებას' ენრიკეს არავინ აპატიებს. ასე რომ, სხვა გუნდში გაშვება კი არა, კვარას სულს შეუბერავს ენრიკე, გაყიდვაზე ფიქრსაც კი მკერდით გადაეღობება და, თუ საჭირო გახდა, მასაჟსაც კი გაუკეთებს.ვინ ვინ და მან ხომ ყველაზე უკეთ იცის – ეს 'ყურებიანი' თასი ლამაზი თვალებიზა და მედიდური ანფასის ძალით არ მოდის.
ფაქტიურად უიმედო სიტუაციაა
იმიტომ დაიხატა ლუციფერი ხელზე, ხო?!
Kakhabery Art
Ჩემპიონთა ლიგის 1_ლი ტურის დაწყებამდე ლუიშ ფიგუმ ჯილდო გასცა კვარას ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელების გამო და ფარისეველმა ლუის ენრიკემ სიმბოლურადაც არ ათამაშა მეორე ტაიმშიც მაგრამ მახინაციები არ გაუშვა რადგან ხვიჩა კვარაცხელია ოქროს ბურთს მაინც აიღებს დამსახურებულად...
ეს იყო კვარას დასჯა
არ ვიცი რა მიზეზით. მეტი ამას არაფერი სხვა არ ქვია. 20 წ ვერ გაიმეტა შეეშინდა თამაში არ წაეგო კვარას შემოყვანით? სირცხვილი ენრიკეს ასეთი არაეთიკური მოქცევა და გაუმართლებელია.
გიო გიო
აქ მხოლოდ ორი ვარიანტია, 1. ახალ კონტრაქტზე ალაპარაკდა ფრანგული მედია წინა კვირას და შეიძლება ეს ზეწოლაა გარკვეული სახის. 2. უბრალოდ არაფერი, უბრალოდ ისეთ სუსტ მეტოქესთან როგორიც სლოვანია არ ათამაშა აარიდა ტრამვებს აარიდა ყვითელ-წითელ ბარათებს და თან მოსინჯა ახალი თლანდმენები ორივე მხარეს, რაც არ უნდა იყოს ხვიჩა უფრო ძლიერი დაბრუნდება.დავმშვიდდეთ და პოზიტიურები ვიყოთ, თუარადა ხვიჩა გადავა სხვა გუნდში და ლიგის ფინალში დაამარცხებს თავის ყოფილ გუნდს )))
სახელი
რა თქნა უნდა გულდასაწყვეტია. როტაცია თუ უნდა მაგ ოჯახაშენებულს საფრანგეთის ლიგაზე თამაშები ყოველ კვირასაა და ვინ უშლის? ბიჭმა ნაკრების გარეთ ყველგან ყველაფერი მოიგო გარდა ერთისა და ხელი რომ შეუწყოს მწვრთბელმა და გუნდმა ხომ შეიძლება 2 კვირით? თუ მარტო ხვიჩა უნდა იყოს გუნდური მოთამაშე? რა თქმა უნდა მისთვის მესამე ჩემპიონთა ლიგაზე უფრო მნიშვნელოვანია ეგ ჯილდო, რომელთანაც ძალიან ახლოსაა, თორემ საბოლოოდ რომელი გუნდიცაა მისი მიზანი ყველამ იცის და გადავა კიდეც და იქაც მოიგებს ჩემპიონთა ლიგას. წარმატებები ხვიჩას!
ბესო
უნდა შეიქმნას ქართული გუნდი ისე როგორც შექმნილია რაგბში შავი ლომი ნაკრების ფეხბურთელების ბაზაზე და იქ ითამაშონ ნაკრების ფეხბურთელებმა , მათ შორის ხვიჩამაც . ამას ალბად დიდი ფინანსები დაჭირდება
ABARA
"არის საკითხები, რაც გარედან არ ჩანს. ერთ-ერთი ასეთი ხელშეკრულების გაგრძელებას უკავშირდება. გვინახავს და გვსმენია, ასეთ დროს კლუბების ხელმძღვანელები მწვრთნელების მეშვეობით გარკვეულ ზეწოლას ახდენენ." - სხვა პოსტზე დავწერე კომენტარად და რადგან ამ სტატიაში მოყვანილია აღნიშნული ციტატა, როგორც ერთ-ერთი მიზეზი მეც კიდევ ერთხელ გავუსვამ ხაზს, რადგან ყველაზე სარწმუნო მიზეზად ობიექტურად მაინც ეს უკანასკნელი მიმაჩნია. ფეხბურთელები, რომლებიც უარს აცხადებენ ან ხანგრძლივად ფიქრობენ ამა თუ იმ კლუბთან ხელეკრულების გახანგრძლივებაზე ავტომატურად ხვდებიან ერთგვარ ეჭვმიტანილთა სიაში, რაც კლუბს მათ მიმართ სამომავლო გათვლების კუთხით სანდოობას უკარგავს და ბუნებრივია ასეთ დროს გუნდიც ცდილობს იმ ფეხბურთელების მეტად წარმოჩნაზე გააკეთოს აქცენტი, რომელთა მომავალი ხელშეკრულებით ხანგრძლივადაა დაკავშირებული მასთან. აქვე დავამატებ, რომ სეზონის დაწყებამდე პსჟ-მ გაუხარძლივა ხელშეკრულებები გუნდის რამოდენიმე საკვანძო მოთამაშეს, კვარას შემთხვევაშიც მსუყე კონტრაქტია მაგიდაზე, თუმცა როგორც ჩანს ჩვენებური არ ჩქარობს (ვფიქრობ სწორადაც) და სწორედ მისი დაწნეხვა უნდა იყოს გუშინდელი მისი უთამაშებლობის ლეიტმოტივი. ასეთი გზით ზელმძღვანელობამ მას აგრძნობინა, რომ უწინდელი რაოდენობით სათამაშო დროს ვეღარ მიიღებს, თუ კონტრაქტზე ხელმოწერას არ დააჩქარებს და თუ ეს ფაქტი მომავალი წლის ბოლომდეც არ მოხდა, ხვიჩა ავტომატურად ტრანსფერზე დასაყენებელ ფეხბურთელთა სიაში მოხვდება, რადგან მისი კონტრაქტი 2029 წლის ივნის იწურება და პარიზული გუნდი არ დაუშვებს იმას, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ტოპ გარემარბი სრულიად უსასყიდლოდ დათმოს. p.s ბარკოლაში თუ აიღო 125 მილიონი, ხვიჩაში გაცილებით მეტის აღების ამბიცია ექნება პსჟ-ს და მთლად ისეც ვერ იზამენ, რომ დამალონ, რადგან იმისათვის, რომ ფეხბურთელი სარფიანად გაყიდო, რბილად რომ ვთქვათ მინიმუმ საკმარისი სათამაშო დრო უნდა მისცე თავის წარმოსაჩენად და 140-150 მილიონის მისაღებად, ვფიქრობ სწორედ ესაა ის თანხა, რომლის მიღებასაც პარიზული კლუბი იმედოვნებს და ბოლოს, პირადად მე მიმაჩნია რომ პსჟ-მ საუკუნის მოსაგები ტიტულები მოაგროვა ბოლო 2 წელიწადში, ამის გათვალისწინებით კი ალბათ აჯობებს ხვიჩამაც მომავალში ცალი თვალით მაინც გაიხედოს და ბავშვობის ოცნების ასრულებაზე იმუშაოს, მიხვდებით რასაც ვგულისხმობ...
საჩინო
არავითარი გამართლება . ვერავითარი როტაცია ,ვერავითარი გეგმები და სქემები ვერ გამოდგება ენრიკეს გუშინდელი საქციელის გასამართლებლად.ხალხს უყვარს ფეხბურთი.ფეხბურთი მაყურებლისაა და ყველა მატჩი ნამდვილი გულშემატკივრისთვის ზეიმია. ზეიმის ნაწილია დამსახურების დაფასება და ჯილდოს გადაცემაც. ენრიკემ კი რა გააკეთა? მსოფლიოს საუკეტესო ტურნირის გახსნით მატჩში,გასული წლის მისი საუკეთესო ფეხბურთელი, რომელსაც თასი გადასცეს სკამზე დასვა.ეს არაფერში არ ჯდება.ძირითადის ყველა ფეხბურთელი ,რომ დაესვენებინა ხვიჩა მაინც ძირითადში უნდა ყოფილიყო, რათა გახსნის და დაჯილდოების ზეიმი არ გაუფერებულიყო. რაც შეეხება გუნდიდან წასვლას,აქ დაფიქრებაა საჭირო.სადაც არ გაფასებენ და ზეიმს გიშხამავენ ძნელია იქ ფსიქოლოგიური სიმდგრადის შენარჩუნება.პსჟ -მ კი ,ჩემი აზრით ,თავისი პიკი გადაიარა.
ხვიჩას ღმერთი ეხმარება,ხოლო შურიანს არ მოემართება ხელი
ლუის ენრიკე შენ პსჟ-ში ვერასოდეს მოიგებდი ჩემპიონთა ლიგის თასს!ვისაც ფეხბურთი ესმის ყველა ხვდება და ყველამ იცის რომ ხვიჩამ შეკრა ის გაწყვეტილი ჯაჭვი გუნდში და ხვიჩამ მოაგებინა პსჟ-ს ორჯერ ლიგის თასი!
gia71gia
მანჩესტერ იუნაიტედს დახატავდა ხვიჩა. ბრუნოს შემდეგ გუნდის ახალი ლიდერი იქნება და ეგებ კი ჩაუყაროს საფუძველი ამ დიდი გუნდის აღორძინებას. მერე, 3-4 წელიწადში, როდრის არ იყოს, ესპანეთშიც შეიძლება გადაბარგება.
თითქმის მთლიანად გეთანხმები/დაგეთანხმებოდი, მაგრამ
1). თამაშის წინ ჩემპიონთალიგის წინა სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზის მიმღები, თუნდაც მცირე დროით, მით უფრო როცა ამხელა სხვაობით იგებ, უნდა ათამაშო და "შრახვედრო" გულერმატკივარს; 2). ფეხბურთელი, რომელიც/თუ ე.წ. გადამწყვეტ ფეხბურთელად გეგულება, საერთოდ(!) უთამაშებელი არ უნდა დატოვო, ტნუსიდან რომ არ ამოვარდეს და 3). მთავარი (!): თუ აპირებ, თუ უშვებ(!), რომ შეიძლება საერთოდ არ ათამაშო, წინასწარ უნდა ესაუბრო, აუხსნა, დაამშვიდო, თუნდაც თამაშის მსვლელობისას. მოკლედ, გაბრაზებულივით და ნაწყენივით და ამპარტავნულად არ უნდა მოიქცე , არა და, ენრიკეს სამწუხაროდ რაღაც ამდაგვარი გამო(უ)ვიდა, მით უფრო მისი კომენტარიდან გამომდიბარე.

"Გლორი ჰანთერობას" როგორ ვერ ვიტან... Რაღაცა გუნდს არ წაუვა საქმე კარგად და გამოხტებიან ეგრევე, დროა სხვაგან გადავიდესო. Ზედიზედ 2-ჯერ მოიგეს ლიგა, ამ უძლიერესი სისტემის ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი ძალაა, თუ სელელი არ არის რატო უნდა გადავიდეს სხვაგან? Ზოგადად ვერ ვიტან ისეთ ფეხბურთელებს სალფეთქივით რომ იცვლიან გუნდებს, იქნებ ტიტული მოვიგოო. Ცოტათი ხო უნდა უერთგულო გუნდსაც, კარიერას რო დაამთავრებ რაღაც კლუბთან ხო უნდა ასოცირდებოდე
Gio
Kvaras fexburti uyvars da misi tamashit siamovnebas igebs.unda ezeima prizis migebit romelshic didi shroma chado da amdros skamze dasves da ar mices shansi adrenalini miego.es isetia diskotekaze waxvide da ar icekvo mteli game.
სკამზე როდასვამ ფეხბურთელს
ორი კვირით მერე ნაფტალინიდან ამოიყვანს და მოუგებს გრანდებს? ესერთი და მეორე მერო სამი ბურთი შევაგდე ,მომდევნო თამსში სკამზე როგორ მსვამ რანამუსით რატო წავიდა ბარკოლა მცირე სათამაშო დროის გამო ამოვარდა ფორმიდან. ანუ რა გამოდის ევროპის და მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი სკამზე უნდა იჯდეს და ენრიკეს ხუშტურების გამო ფორმიდან უნდა ამოვარდეს და სკამი ხეხოს? პიკზე არადა კაი რაღაცაზე კი გავა ენრიკე და პსჟ სეზონის ბოლოს. ისედაც კვარაცხელია როარა პსჟ-ს ქომაგი და მაყურებელი არცთუისე დიდი იყო საქართველოში.კვარას გარეშე ვის აინტერესებს პსჟ რას იზამს.
სავარაუდოდ
სტატიას ის ხალხი ამინუსებს, ვისაც უნდოდა მარტო ენრიკეს გადავლა წაეკითხა ან პირიქით, ძალიან კარგია რომ არ ითამაშაო. ბალანსი არ გვიყვარს
Achi
მე იმ აზრისგან შორსავარ რო ტორესმა კვარა ამოაგდოს სასტარტო დან რაც კვარას შეუძლია ის ტორეს არ შეუძლია კვარა სამ მეტოქეს იტყუებს ვაბშემ რო არაფერი ქნასდა მე მჯერა რომ კვარა სასტარტოში იქნება ისე დროს და სათამაშო წუთებს ბევრს დაკარგავს
Ქო მაგია
100%
Levani
რაც არ ვიცით არ ვიცით.რაც ვიცით ისაა რომ ენრიკეს სულ არ უნდა ფორმის პიკში მყოფი ლიდერები ოქტომბერ-ნოემბერში. დეკემბრიდან ქოქავს,თებერვლისთვის შეყავს ფორმაში და აპრილიდან პიკზე გაჰყავს- მიზანი მესამე ლიგაში ზედიზედ და სლოვანებთან და ნანტრბთან ათამაშებს აკლიუშებს და ზაბარნებს,ეგენი რაოდენობისთვის იყიდა,ხარისხისთვის არ უყიდია. ჩვენთვის ახლა მთავარია სანაკრებო თამაშებზე იყვნენ ყველანი ჯანზე, ერთი მხრივ კარგია ხვიჩა თამაშს და გოლებს იქნება მოწყურებული მომავალ თამაშებში
tngh
ხვიჩამ დაისვენა...
გიგო პაპა
რეალი საუკეთესო ვარიანტია, თუნდაც მოუხდეს ძირითადისთვის ბრძოლა. ჯობია იქ დაჯდეს სკამზე, ვიდრე პსჟ-ში და უყუროს დროებს და მეილიუებს. ხვიჩა ის ბიჭია, რომელიც ნებისმიერ გუნდში აჯობებს კონკურენტს. იმდენი უაზრო ფეხბურთელი დაიმატა ენრიკემ, რომ თითო ტურნირზე თითო რომ ათამაშოს, ხვიჩას ჯამში 30 თამაშიც არ მოუგროვდება წელიწადში. ფაქტია, რომ ენრიკეს ხვიჩას სტატისტიკა სულ ცალ ფეხზე კიდია. არც ავტორიტეტები არ უნდა რომ ჰყავდეს გუნდში. წინაზე დემბელე მიაჩმორა, ეხლა შეაქო, ჰოდა კი არის ეხლა მილენკივით უსმანა. ასე უზამს ხვიჩასაც. ოსიმენს როგორც მოექცნენ ნაპოლიში კი გვახსოვს ყველას. ყველაზე ცუდი კი ის არის, რომ ეს ტორესი ჩააკვეხა და ძნელი იქნება მაგის ამოგდება, რადგანაც გასაგები მიზეზების გამო, უბრალოდ ლუბიმჩიკია ენრიკესი. ჩემი აზრით ჯობია შეიცვალოს გუნდი ხვიჩამ, ტყუილად დაკარგავს ერთ წელს, როგორც რუბინში და ნაპოლიში დაკარგა ბოლო სეზონებზე.
თამაზი
შესაძლოა ეს ყველაფერი რაც წერია ასეც იყოს, მაგრამ აქ მთავარი და გამაღიზიანებელი ისაა, რომ ენრიკეს მხრიდან ამ შეხვედრაში არდაყენება კვარასა და გულშემატკივრების მიმართ აშკარა უპატივცემულობის გამოხატულებაა... ადამიანს თამაშის წინ ლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშის ჯილდოს გადასცემენ, მინდვრის ცენტრში უხმობენ, სტადიონი ამ ამბავს ოვაციით ხვდება და ასეთი ფეხბურთელი მთელი თამაში სკამზე გყავდეს... თამაშის მსვლელობისას კვარას თვალებს დავაკვირდი - აშკარა წყენა იკითხებოდა (შეიძლება სხვა თამაშზე არ სწყენოდა, მაგრამ გუშინ...) მის თვალებში და რა გასაკვირია ჩვენც გვწყენოდა. თუ ის ჩუმად შეხვდა ენრიკეს "ტაქტიკურ სვლას", ჩვენ ვერ შევხვდებით წყნარად ასეთ უპატივცემულობას!
ჟორა
გაუგებარია ამ როტაციაზე ამხელა ყურადღების გამახვილება. ენრიკე მწვრთნელია და ფიქრობს სკამის სიგრძეზე და ცდილობს ბევრი ფეხბურთელი გამოცადოს საქმეში, როგორც ქვეყნის პირველობაზე ისე ლიგაზე. ამ მიზნით კი სლოვენზე უკეთეს ვარიანტს სად ნახავდა? კვარამ ჩემპიონატი დამაჯერებლად არ დაიწყო, დუემ კი კარგად დაიწყო და მაინც სათადარიგო სკამზე აღმოჩნდა, მაშინ დუე მთლად გადარეული უნდა იყოს.
ნუგზარი
ფეხბურთში გაურკვევლ აღშფოთებულებისთვის ვწერ: 1. წელს პსჟ-ს ყველა ტურნირზე დაახლოებით 65 თამაში ექნება. შარშან აპრილში 9 თამაში, ხოლო ოქტომბერში 8 ითამაშა. ანუ თითქმიმის ყოველ მესამე დღეს!!!!! ფეხბურთელი რობოტი არაა რომ ამდენი შეძლოს. პირველ რიგში ეს ტრავმის საფრთხეს ქმნის, რაც არანაირად არ გვაწყობს. ლიდერებს პერიოდულად დასვენება სჭირებათ, განსაკუთრებით ე.წ. "დიდი თამაშის ფეხბურთელებს" 2.პსჟ-მ რამდენიმე პოზიციაზე, მათ შორის მარცხენა ფლანგზე ახალი ფეხბურთელები აიყვანა. თუ ისინი ახლა არ ათამაშა, როგორ იქნებიათ ფორმაში და გუნდთან შეთამაშებელი გაზაფხულზე, როცა ლიგის პლეი ოფები დაიწყება?!!! ამიტომ საჭიროა მათი დროული ინტეგრაცია გუნდში და მოედანზე გამოყვანა. 3.ლუის ენრიკეზე უკეთესად არავინ იცის ხვიჩას მნიშვნელობა გუნდისთვის, განსაკუთრებით როცა გადამწყვეტი თამაშების იქნება და არც არანი არ ზრუნავს ხვიჩას ფორმაში ყოფნაზე ისე როგორ ის. ფეხბურთი მისი ცხოვრებაა, პსჟს შედეგი კი მისი გამოწვევა, რეპუტაცია და ყველაზე ძლიერი ვნება! ამიტომ დავანებოთ პროფესორობას თავი და დავტკბეთ პსჟ-ს წარმატებებიით. ხვიჩა სანამ ამ გუნდში იქნება, ყოველთვის იქნებ ყველაზე გადამწყვეტი მოთამაშე "დიდი თამაშებისთვის" და ეს ლუის ენრიკემ ყველა ჩვენგანზე უკეთესად იცის!!!
"ამას არ მოვითხოვ, მაგრამ გულახდილად ეს შეგვიძლია ვთქვათ..." - როტენმა კვარაცხელია გააკრიტიკა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრებმა უკრაინას ვერ მოუგო
ოფიციალურად - ალაბა ჩაკვეტაძის თანაგუნდელი გახდა
ახალი კონტრაქტი ოლისეს - ფრანგი "ბაიერნში" შესაძლოა, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელი გახდეს
"საქართველომ ვერ შეძლო, მეტოქემ არც მოინდომა, მაყურებელმა საათნახევარი დაკარგა" - უკრაინელი ექსპერტები იმედგაცრუებული არიან
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
19-წლამდე ნაკრები 2 და 5 ოქტომბერს ლატვიას დაუპირისპირდება
"თითქოს ფრე ჩვენც გვაწყობდა და ქართველებსაც - А დივიზიონში "შეძრომა" არ გვჭირდება" - კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი თამაშით გაწბილებული დარჩა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ერთი ინგლისური გრანდიდან მეორეში - სუბიმენდის სამსახურით "ჩელსი" ინტერესდება
მოურინიომ პორტუგალიის ნაკრების ჩაბარებაზე უარი "რეალის" გამო განაცხადა
მეოთხედ იტალიის ნაკრების ისტორიაში - ძმები ესპოზიტოები "სკუადრა აძურას" ისტორიაში შევიდნენ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
რომელ რუს ფეხბურთელს წაიყვანდა პსჟ-ში - საფონოვმა ამ შეკითხვას უპასუხა
დე ლა ფუენტემ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
პირველად 2008 წლის შემდეგ - როგორ დაურღვია პორტუგალიელთა ახალმა მწვრთნელმა რონალდოს შეთანხმება
იამალი: მუნდიალის ფინალის შემდეგ მესის ეს ვუთხარი
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"დიდი ხანია, ასეთი კარგი პირველი ტაიმი არ ჩაგვიტარებია" - რა თქვა კვარაცხელიამ უკრაინასთან მატჩის შემდეგ
U21 | ახალგაზრდულმა ბელფასშტი პირველი ვარჯიში გამართა
"შავი ლომი" | თბილისის თასი 2026 - როტაციით სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონთან
[VIDEOS] ოლისემ საფრანგეთს ბელგიასთან მოაგებინა - იტალიამ თურქეთი გაანადგურა
ფრე ბელფასტში - რა შანსი დარჩა საქართველოს ნაკრებს?
"ოქროს ბურთის" მოსაგებად საკმარისად ცნობილი არ არის " - გუტიმ პსჟ-ს ფეხბურთელზე ისაუბრა
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
მატჩის დღე! რომელი "პარიზელი" დაისვენებს და ქართველების სიმრავლე ესპანეთში
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
"არსენალმა" ჩემპიონთა ლიგაზე ანტირეკორდი დაამყარა
"კვარადღე" ლიგაზე! - გიორგის პასით დაწყებული და მთავარი მატჩები
რომელ რუს ფეხბურთელს წაიყვანდა პსჟ-ში - საფონოვმა ამ შეკითხვას უპასუხა
ლუის ენრიკე ესპანეთის ნაკრების კიდევ ერთი ფეხბურთელის გადაბირებას ცდილობს
"დიდი ხანია, ასეთი კარგი პირველი ტაიმი არ ჩაგვიტარებია" - რა თქვა კვარაცხელიამ უკრაინასთან მატჩის შემდეგ
"ხვიჩა საქართველოსთვის ერთდროულად მთავარი უპირატესობა და პოტენციურად მოწყლვადი მხარეა?" - დემჩენკომ კითხვას აბსოლუტური სიმართლე უწოდა
"ოქროს ბურთის" მოგებას იმსახურებენ" - პსჟ-ის პრეზიდენტმა თავისი ფავორიტები დაასახელა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
"ამას არ მოვითხოვ, მაგრამ გულახდილად ეს შეგვიძლია ვთქვათ..." - როტენმა კვარაცხელია გააკრიტიკა
[VIDEO] "ხვიჩამ მატჩის მიმდინარეობისას ეს მითხრა და გამეცინა" - რაზე გაეხუმრა კვარაცხელია უკრაინელთა მცველს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
უდიდესი მატჩის დღე! - პსჟ ზედიზედ მეორედ თუ "წითელ" ლონდონში პირველად