ქართველი ათლეტები 10 სექტემბრიდან ბუქარესტში 20 და 23-წლამდელთა ევროპის პირველობებზე გამოვლენ
წლეულს, 5-13 ნოემბერს, საფრანგეთის დედაქალაქი პარიზი ძალოსანთა სალიცენზიო მსოფლიოს ჩემპიონატს უმასპინძლებს ამ შეჯიბრებისთვის ქართველი ათლეტები მთავარი მწვრთნელის ვანო გრიქუროვის ხელმძღვანელობით კარგა ხანია, მონდომებით ემზადებიან.

ამჟამად ჩაქვში გადიან საწვრთნელ შეკრებას. ეროვნული ნაკრების წევრებთან ერთად იმაღლებენ ოსტატობას ახალგაზრდებიც, რომლებიც 10 სექტემბრიდან ბუქარესტში 20 და 23-წლამდელთა ევროპის პირველობებში მოსინჯავენ ძალებს.

გუშინ ძალოსნობის ეროვნული ფედერაციის გენერალურმა მდივანმა რამაზ გურგენიძემ გვაცნობა, რომ 20-წლამდელთა შეჯიბრებაში ოქროს მედლებისთვის იბრძოლებს ცნობილი საჩხერელი ვეტერანი ძალოსნის კობა ტალახაძის ვაჟი ლაშა ტალახაძე. ამ ნიჭიერმა ყმაწვილმა შარშან ჭაბუკთა ევროპის პირველობაზე ოქროს სამი მედალი მოიპოვა (ატაცში, აკვრასა და ორჭიდში). იგი ახალგაზრდებში, როგორც აღვნიშნეთ პირველობის რეალური ფავორიტია.

როგორც სპეციალისტები აღნიშნავენ, კვირიდან კვირამდე აუმჯობესებს საკუთარ მიღწევებს. ორი თვის წინათ საქართველოს ლიგის პირველობაზე 180 კილოგრამი აიტაცა და 215 კილოგრამი აკრა. თუმცა, ამ მცირე დროის განმავლობაში ცოტათი კიდევ წინ წაიწია. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეროვნულ ნაკრებს ღირსეული ცვლა ეზრდება. არ არის გამორიცხული, მწვრთნელებმა იგი მსოფლიოს ჩემპიონატზეც წაიყვანონ საფრანგეთში.

რუმინეთის დედაქალაქში 20-წლიანთა პირველობაზე მოსინჯავს ძალებს ჭაბუკებში 2009 წლის ევროპის ჩემპიონი გიორგი ლომთაძე (ქუთაისი, 69 კგ), რომელმაც შარშან იუნიორებში მცირე ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა ატაცში.

საქართველოს ლიგაზე გიორგიმ ორჭიდში 304 კილოგრამი (136+168) მოაგროვა. ამ შედეგით იგი ევროპის პირველობაზე პრიზიორთა შორის მოიაზრება. ძირითად კონკურენტებად ალბანელი და რუმინელი ძალოსნები ეყოლება. ალბათ, ათეულში მოსახვედრად იბრძოლებს ქუთაისელი ზურიკო თავაძე (77 კგ). ორჭიდში მისი საუკეთესო შედეგია 300 კგ (135+165).

23-წლამდელთა ევროპის პირველობაზე ქართველებს ერთი წარმომადგენელი გვეყოლება - ზუგდიდელი დავით გოგია (105 კგ). შარშან ოცწლიანთა კონტინენტის პირველობაზე 163 კილოგრამი აიტაცა და ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა, აკვრაში 205-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდის ჯამში IV ადგილი დაიკავა - პოლონელ სპორტსმენთან დიდი ბრინჯაო მხოლოდ პირადი წონით დათმო.

საქართველოს ლიგის პირველობით თუ ვიმსჯელებთ, ატაცში მისი პირადი რეკორდი 173 კილოგრამი, აკვრაში - 207 კილოგრამი. როგორც რამაზ გურგენიძემ გვითხრა, გოგია რუმინეთში საკუთარ შესაძლებლობებს ბოლომდე გამოავლენს, საპრიზო სამეულში მოხვედრის რეალური შანსი ექნება. რუმინეთში ქართველ ძალოსნებს ალეკო ნოზაძე და მალხაზ ლომთაძე დამოძღვრავენ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე გადელიამ ოქროს მედალი მოიპოვა, ასანიძემ - ბრინჯაო
მედლების ცვენა - ევროპის ჩემპიონატზე ქართველი ძალოსნები წარმატებით ასპარეზობას აგრძელებენ
ქართველების ტრიუმფი ევროპის 20-წლამდე ჩემპიონატზე
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა