ერთა ლიგის B დივიზიონის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები საკუთარ მოედანზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან 0:1 დამარცხდა.

ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა 3-4-3 ტაქტიკა აირჩია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში ტრანსფორმირდებოდა. მასპინძლები თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, მაგრამ მეტოქის მაღალი პრესინგის გამო შეტევების ორგანიზება უჭირდათ. ნახევარდაცვაში არ გვყავდა ბურთის დამჭერი ფეხბურთელი, ამიტომ კვარაცხელიასაც მოედნის სიღრმეში უწევდა ჩასვლა. ტემპი დაბალი იყო, თამაში ნაკლებად სანახაობრივი. ერთადერთი მომენტი 38-ე წუთზე შევქმენით, როდესაც კუთხურიდან ხვიჩას ჩაწოდებული თავით კვერნაძემ დაარტყა, ბურთი კარის ხაზიდან მცველმა ჰიუმმა გამოიტანა და უსახური პირველი ტაიმი დასრულდა.

ცხადი გახლდათ, სანიოლის სტრატეგიამ ვერ გაამართლა, ცვლილებები გახლდათ აუცილებელი და შესვენების შემდეგ მოედანზე ხარებაშვილის ნაცვლად ჩაკვეტაძე შეუშვა. შანსი სტუმრებსაც მიეცათ, თუმცა დვალმა გადაგვარჩინა. ჩაკვეტაძის გარღვევის შედეგად მიქაუტაძემ ახლო მანძილიდან დაარტყა და მეკარე ჩარლზმა მოიგერია ბურთი. „ჯვაროსნებმა“ თამაში გაამწვავეს, მიქაუტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ დაარტყა, „კვარას“ ჩაწოდებისას საჯარიმოში ბალარდმა ლოჩოშვილი წააქცია და კვარაცხელიას პენალტი მეკარემ მოიგერია. მერე პირისპირ გასულ მოწინააღმდეგეს მამარდაშვილმა არ გაატანინა, მექვაბიშვილის და კვერნაძის ნაცვლად შეცვლაზე კიტეიშვილი და დავითაშვილი შევიდნენ, კიტეიშვილის დარტყმული დარტყმული მეკარემ მოიგერია. შ. ჩარლზმა კონტრიერიშისას ოდნავ ააცილა მიზანს, ზედ საფინალო სასტვენის წინ მან გაგვიტანა და წავაგეთ.

დღეს ამავე ჯგუფში ერთმანეთს უნგრეთი და უკრაინა დაუპირისპირდებიან.

მეორე ტური 28 სექტემბერს გაიმართება - საქართველო უკრაინას, ჩრდილოეთ ირლანდია კი უნგრეთს უმასპინძლებს.

თბილისი. „დინამო არენა“

საქართველო - ჩრდ. ირლანდია 0:1

გოლი: ჩარლზი (90+9)

გამოუყენებელი პენალტი: კვარაცხელია (64)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი (ტაბიძე 85), გოგლიჩიძე (ბერიაშვილი 86), ხარებაშვილი (ჩაკვეტაძე 46), მექვაბიშვილი (კიტეიშვილი 77), ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, კვერნაძე (დავითაშვილი 77), მიქაუტაძე

5000 ევროიანი "ლუი ვუტონია" ბ..ზი ვიყო
როლს როისმა, დე ფილეებმა და ფაიფურის კბილებმა შეიწირა ზოგიერთების შემართება. ისე დარბის ჯიგარი, რომ ოფლიც კი აღარ გამოსდის, არადა რა დრო იყო?! დამშეული რომ დარბოდა მოედანზე %$აკში ბოლის გასვლამდე! თუმცა მაშინ ხომ არც როლს როისი იყო, არც ლუი ვუტონები და ფაიფურის ნაცვლად კბილებში შეპარული ფუღუროები უმშვენებდა ღიმილს. ასეა გენაცვალე ქართველი კაცის ბუნება - გაძღება, მოწადინებული ფერებით კარგა გვარიანად დაიკმაყოფილებს ეგოს და ქვეყნის ღერბი, დროშა, ჰიმნი, ღირსება და ღატაკი მოსახლეობა, რომელიც მასზე დღე და ღამე ლოცულობს სულ 5000 ევროიან ლუი ვუტონზე ჰკიდია;)
ქართველის გასაგონად
ღმერთს სამართლიანობა და თავდადება უნდა! საქმისადმი გულწრფელი და სწორი დამოკიდებულება უნდა! ღმერთს კიდევ ის უნდა, რომ ღატაკი ერის ფეხბურთელები 5000 ევროიანი ლუი ვუტონის ჩანთებით არ პოზირებდნენ და საფეხბურთო სანახაობის ნაცვლად "დე ფილე" -ებს არ აწყობდნენ ყოველ ჯერზე. აი ეს უნდა ღმერთს და სადაც ეს არაა, იქ არასდროსაა გამარჯვება.
სერგო
და რატომ გეგონათ კეთილო კაცო თუ ქალო, რომ ჩრდილოეთ ირლანდია ჩვენზე დაბალი დონის გუნდია, გუნდზეა საუბარო, თორემ გაპიარებული და ვირტუალურად 140 მლ-ნად შეფასებული ვითომ სუპერ ვასკვლავი არ ჰყავს. უბრალოდ ფიფას რეიტინგებში მაინც ჩაგეხედათ,მართალია ჩვენში ამ რეიტინგს არ წყალობენ და საკუთარი 1 არხის რეიტინგია მთავარი, სადაც მართალია ისინიც ჩვენსავით სადღაც არიან,მაგრამ ჩვენზე ორი საფეხურით წინ. ამასთან, ირლანდიელების და საერთოდ ბრიტანელების ასე კნინობით მოპყრობა ფეხბურთში და არა მარტო, მაინც და მაინც დიდ სიბრძნეზე არ მეტყველებს, უსაგნო ბაქი-ბუქი,სხვების კნინობით მოხსენიება, კუდაბზიკობა და საკუთარ თვალში დირეს ვერ დანახვა,როცა სხვებს ბეწვს უთვლი, კი ბატონოო!!.. ან კიდევ სანიოლის გაგდება ასე ემოციურად რა უბედურებაა, გასაშვები როცა იყო არ გაუშვეს,მაშინ ყველაფერი კაშიას დააბრალეს,გააგდეს და ყველა კმაყოფილი დარჩა .ახლა რა გამოდის! რას შეცვლის ახალი ამ რამდენიმე ღამეში-ვერაფერს და ვერც ვერავის მოთსხოვს პასუხს....არ ვიცი, მგონია ფსკერზე ვართ, ამ დაცვით ნახევარდაცვით და მეკარით არ მგონია რამე სერიოზულს მივაღწიოთ შესარჩევებში, ისევ უეფა თუ რამე შემოვლით გზებს მოიგონებს და ორჯერ ზედი-ზედ პლეიოფის ფინალს თბილისში ჩანიშნავს კიდევ შეიძლება.. პირიქით მგონია სანიოლი თუ დატოვეს ბოლომდე უნდა ეცლიათ,რომ ნაკრების გადახალისება მომხდარიყო, იყო კიდეც ამის მცდელობა გუშის, სასტავში დააყენეს კვერნაძე,ხარებაშვილი,მექვაბიშვილი,გოგრიჩიძე და შეიძლება არც წაგვეგო ასეთი ისტერია, რომ არ ამტყდარიყო ტაიმებს შორის შესვენებამდე...ახლა კაშიაც და კანკავაც დააბრუნეთ,ღრმა ვეტერანივით მობაჯბაჯე კიტე, თავისი აჩრდილად დარჩენილი ჩაკვე და სხვა..და ელოდეთ როდის დაუტოვებენ სივრცეებს კვარას მცველები და საშუალებას მისცემენ თავისი საფირმო დარტყმა შეასრულოს....

მამარდაშვილმა გოლის ეპიზოდში,რეაქცია გააკეთა და ბურთს შეეხო კიდეც,მაგრამ საკმარისად ვერ შეუცვალა მიმართულება.სხვა შემთხვევებში შეცდომებზე გეთანხმები.აქ დადებულ ვიდეოზეც კარგად ჩანს.კვერნაძე,იტალიის თვის საუკეთესო ფეხბურთელად,სახელდება და მაგაზე გაფაფხურების დარქმევაც არ ჩანს სამართლიანი და არც ქოჩორაშვილის კლასის განულება იქნება სამართლიანი.ბარსელონას წინააღმდეგაც კი,ძალიან ღირსეულად გამოიყურებოდა და ამ თამაშშიც,ერთადერთი ის იყო მთელი თამაში რომ იბრძოლა.ლოჩოშვილი და დვალიც არ იყო ორთაბრძოლებში ცუდი,მაგრამ მან ნაკლებ ფიზიკურ დატვირთვას ვერ გაუძლო,ქოჩორა კი,ბოლომდე იბრძოდა.ლოჩოშვილი უფრო კონტაქტით გამოწვეული ტრავმის გამო შეიცვალა და გადაღლა არაფერ შუაში იყო.წლებია,ცენტრში ქოჩორაშვილ,კიტეიშვილ-ჩაკვეტაძის ტრიოს რომელიმე თუ გამოაკლდა,ან რომელიმე ბოლომდე მზად არ არის,მათი შეცვლა არავის შეუძლია.ასე იყო და დღესაც ასეა.ამიტომ ვერასოდეს ვიქნებით სტაბილური შედეგების გუნდი.გურამ კაშიას არც ლანძღვა მოაკლეს და არც ტალახი,ბოლო წლებში მართლაც ისედაც არა სწრაფს,კიდევ უფრო დააკლდა სისწრაფე,მაგრამ მას ჰქონდა აზროვნება და ორგანიზატორის ნიჭი.ჩვენმა ვაი გულშმატკივრებმა ჯერ კანკავა,ნერე კი კაშია მიზანში ამოიღეს და აიძულეს ნაკრებიდან წასვლა,ახალგაზრდებს დაუთმონო გზა.აღმოჩნდა და ამის დანახვა ძნელი არ იყო,რომ მისი წასვლა,ჩვენ ნაკრების დაცვას მაგრად დაასუსტებდა.ახალგაზრდობა ჯერაც არ არის მზად,თამაშზე პასუხისმგებლობა თავზე აიღოს,ცდება,შეცდომებს კი ისეთი აგრესია მოსდევს,პატარა ბიჭები შეიძლება მთლიანად დაანგრიოს.ერთი წიგნიდან მახსოვს ფრაზა„ შეშინებული კაცი,ტყვიას კკაპიკიანში ვერ ჩააჯენს“.შეშინებული ფეხბურთელი,მატჩის გმირი ვერ გახდება.
ბოჩია რურუა
დადექით ახლა რიგში და აგინეთ სანიოლს,განტევების ვაცი უკვე წინასწარ იყო მონიშნული. ირლანდია დამარცხებული შინ და გარეთ და ჯგუფი მოგებული, ერთი პაწა სანევრიულო გქონდა კვარას ოქროს ბურთი და იქაც იმედიანად ვიყავით. ისე ხბოს აღტაცებით ბაქი-ბუქობდით,კვარას უძლეველობაზე,მიქაუტაძის ბომბარდირობაზე,ახალგამოჩეკილ კვერნაძეზე სანიოლსაც სხვა რა გზა ჰქონდა სამივე არ დაეყენებინა სასტავში. ამასთან ყველა ბრუნვაში ატრიალებით მათ მითიურ სატრანსფერო ღირებულებას და ბავშვურად თვლით, რომ თამაშებს სატრანსფერო ღირებულების მიხედვით იგებენ - თამაშს გუნდი იგებს, სადაც შეტევაც და დაცვაც უნისონში მოქმედებს. გუშინ კი რა მოხდა!? თქვენს ე.წ ვასკვლავს უბრალოდ სივრცეები გადაუკეთეს, ბომბარდის უბრალოთ ბურთი არ მიაღებინეს, კვერნაზე არც არაფერს ვამბობ, სამ წელიწადში ერთი გაიფაფხურა იტალიის ერთ-ერთ დაბალი დონის გუნდში და ეგრევე სასტავში, დაცვა რა სავალალო დღეშიც არის კარგად გამოჩნდა, იმდენად უძლურები არიან ფიზიკურად, ბოლოსკენ სამივე ცენტრალური მცველი შესაცვლელი გახდა, ნახევარდაცა ხომ საერთოდ არ გყავდა, თუ არადა ამდენ კონტრშეტევას არ მივიღებდით, ერთი ქოჩორა ფაფხურობდა თავდაუზოგავად,მაგრამ კლასი - უდაბლესი, ჩაკვეტაძეს მხოლოდ 15-20წთ შეუძლია,როგორც გამოჩნდა და ისიც აჩრდილია,თავისი საუკვეთესო ვერსიის, ხოლო კიტე უკვე კარგად მობერებული ვეტერანივითააა,დავითაშვილმაც მიიღო თავისი დრო, მაგრამ 0...ზუსტადაც იმ ფეხბურთელების გამოსვლის მერე წავაგეთ თამაში, ვის სასტარტოში არ დაყენების გამო ახლა სანიოლს ლანძღავენ, პირველ ტაიმში თუ ვერ ვუტევდით გოლი მაინც არ გაგვიშვია და ამდენი მწვავე მომენტი კონტრ შეტევაზე არ მიგვიღია....მსაჯის მიერ მოგონილმა პენალტმაც,რომ ვერ გვიშველა ესეც ტრაგი-კომედიაა, ტანაც გააფუჭა ფეხბურთელმა, რომელზეც მთელი სერიოზულობით ამტკიცებდით,რომ მთავარი პენალტის მოპოვება და არა მისი რეალიზაციააოო და ბოლოს რატომ არ აღნიშნავს ეს პატივსაცემი საიტი და სექტის სტაჟიანი წევრები ვინ იყვანდა იმ ფეხბურთელს, რომელმაც უზუსტესი საგოლე გადაცემა გააკეთა ფლანგიდან - პსჟ-ს სუპერვასკვლავი,ოქროს ბურთის მოპოვების უმთავრესი კანდიდატი-სექტას ვერსიით, ჩ/ლიგის ფინალში პენალტის მომპოვებელი,ჩ/ლიგის საუკვეთესო, ჩვენი კაპიტანი და ვირტუალური 145 მილიონის ღირებულების - კვარადონა - თვალებდახუწულმა ერთ ადგილზე ხელები,რომ აიფარა ბურთი არ მომხვდესო...და ბოლოს, მამარდა ხომ ცალკე ფენომენია ბრჭყალებში - მარტო სივია რაა - ლიველლპოლის მეკარეა ჰქვია და სულ ეგ არის, გამოსვლებზე შეცდომებს,დარტყმულის ცხვირწიმ მოგერიების, გარდა ფურცელზე ასეთი სტატუსის მეკარემ, ახლო კუთხეში რეგირების გარეშე არ უნდა გაუშვა, არც ისე ძლიერად დარტყმული...მგონია ამ მტკივნეული წაგებით, რომელიც სატურნირო თვალსაზრისით წაგებაზე კატასტროფულია, განსაკუთრების უკრაინის გაცილებით ძლიერი და მოტივირებული ნაკრების შეხვედრის წინ, ახალ ტრადიციულ წრეზე წავედით, დამნაშავე მონიშნულია - სანიოლი, ისე როგორც წინა შესარჩევი ფიასკოს დამნაშავედ კაშია დანიშნეს და მოკვეთეს...ახლაც სანიოლს მოაშთობენ და ბაქი-ბუქით მოვემზადებით მომავალი შესარჩევისთვის და დარჩენილ თამაშებს მოსამზადებლად გამოვიყენებთ.
ehhh
თავის დროზე კენჭისყრა რომ ვნახე, მეთქი რა კარგია ჩრდ. ირლანდია რომ კვყავს, რაც არ უნდა მოხდეს C-ლიგაში მაინც არ გავვარდებით თქო. თურმე რა მონსტრი შემოგვპარვია ჯგუფში .... :)
aburjga
სხვა დროს აღარ "იხუმრო"! რაღაც სხვა ჟანნრში მოსინჯე ბედი, მაგალითად "ოკრიბას დისპეჩერი", რითია ცუდი?!
საჩინო
როდესაც შემადგენლობა გამოცხადდა ,მივხვდით,რომ სანიოლმა არასწორი (კვლავ)არჩევანი გააკეთა. კაკაბაძე,გოგლიჩიძე ,ხარებაშვილი და მექვაბიშვილი (ახალგაზრდა ფეხბურთელი,რომ ამერიკაში წავა სათამაშოდ ის ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახო) არანაირი ლოგიკით ძირითადში არ უნდა მოხვედრილიყო. ტაქტიკა? 5-2-3 სრული უაზრობა,მაშინ როცა მეტოქე ხუთი ნახევარმცველით გიპირისპირდება მოედნის ცენტრი უკვე დაკარგული გაქვს. ან ეს რა იყო,როცა კვარაცხელია მარტო დასდევდა მოწინააღმდეგის ოთხ მცველს და მეკარეს? ამას პრესინგი ჰქვია?...ან სტანდარტულებს როგორ ასრულებდნენ____ასაჩუქრებდნენ პირდაპირ მეტოქეს. 20-25 წუტის შემდეგ ამ ყველაფრის შემხედვარე მწვრთნელს ,ეგრევე უნდა მოეხდინა გადაწყობა და ეცადა ცენტრის დაბრუნება და უპირატესობის მოპოვება.ამან კი მხოლოდ მეორე ტაიმში შეცვალა ტაქტიკა და გუნდი გადაიყვანა 4-3-3- ზე,რამაც ცოტა კი გამოაცოცხლა შეტევა,მაგრამ ეს საკმარისი არ იყო და საჭირო იყო დამატებითი ძალების შეშვება მოედანზე,რაც დროულად არ გააკეთა და ვიწვნიეთ კიდეც შედეგი. ცენტრალური მცველების შეცვლა ,ხომ აბსურდი იყო.თუ ეს ,მათი გადაღლილობის და კუნთების დაჭიმვის ბრალი იყო,მაშინ ისმევა კითხვა: რატომ დააყენა მოუმზადებელი ფეხბურთელები ძირითადში? რატომ დროულად არ მოახდინა მათი ჩანაცვლება,რომ ფორს-მაჟორული ცვლილება აგვერიდებინა? აი, ესყველაფერი რაც სანიოლის კისერზეა.რაც შეეხებათ ფეხბურთელებს მათაც თავიანთი ცოდვები მოეკითხებათ. კვარაცხელია ის აღარ არის რუბინში,რომ სტადიონზე ცხოვრობდა. მანქანები ,ტატუები,ბიზნესები,ცოლის სამკაულები _____ეს ყველაფერი მთავარ მიზნიდან დაშორებას და კონცეტრაციის დაკარგვად უჯდება.ასეა სხვებიც,___თერთმეტი კაცი კი გვყავს ტოპ ლიგებში ,მაგრამ არცერთი არ მოიაზრება და არ თამაშობს ძირითადში .ისინი ირიცხებიან მხოლოდ გუნდებში და ვერც საკლუბო და მითუმეტეს ვერც სანაკრებო დონეს ვერ აკმაყოფილებენ.შეიძლება წარმოვიდგინოთ,რომ მიქაუტაძის ადგილზე,რომ რამაზ შენგელია ყოფილიყო იმ მომენტებს გაანიავებდა? არა რა თქმა უნდა .და სხვათა შორის, ვინც ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელების საზღვარგარეთ გაქცუნების თავგადაკლული მომხრეა,ვეტყვი: შენგელია,ყიფიანი,ჩივაძე ,მესხი ,ხურცილავა და მრავალი სხვა ,საქართველოში აღიზარდნენ და დაოსტატდენ .ისინი მსოფლიო ვარსკვლავები იყვნენ. საჭიროა ელემენტარული: სწორი მიდგომა გულით. აქ კი გულშემატკივრებიც ვცოდავთ,როცა პრინციპულად არ ვიბრძვით სისტემის წინააღმდეგ ,რომელიც ჩვენ ფეხბურთს ასამარებს.
დემბელეს ბებია კატუშა ძუკუს ასული
ხვიჩას ტყუილად ერჩით, არც მონდომება ეკლდა, არც შემათება და არც მობილიზება. უბრალოდ, რა გეგმაც დაუსახა გუნდს სანიოლმა, ისე ითამაშეს ბიჭებმა პირველი ტაიმი. იმდენად ბევრი იყვნენ დაცვაში, რომ ერთმანეთს ხელს უფრო უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ. ძალიან ბევრი იშრომა ხვიჩამ, მეშინია, აღდგენასაც ვერ მოასწრებს შემდეგი თამაშისათვის. ლოჩო მომეწონა, დახვეწილია(ადრე უფრო ვირულად თამაშობდა) და შეტევაშიც ჭკვიანურად იმოქმედა. სისულელეა ხვიჩას და კვერნას ერთად თამაში, სულ გააფუჭა შეტევა სანიოლმა! ეგოიანი ჭირდება გუნდს, ასევე გიზი. ბილეთები ცოტაა გაყიდულიო. მერე, დაადეთ 500 ან 1000 ლარი და იყიდის ხალხი.))) წესით, ეგეთი გამოსვლით, უფასოდაც არ უნდა მიდიოდეს გულშემატკივარი. სრულ ობსტრუქციას მოუწყობდნენ ნორმალურ ქვეყანაში. 70 ლარიო, თითქოს ცოტა იყოს. 2 კვირა სიგარეტის ფულია მამაძაღლი. ჯერ ამ სიგარეტის გამძვირებლის დშ!
გელა
აბა ჰე,გააგრძელეთ ისევ ლუის ენრიკეს ლანძღვა-ოქროს ბურთის აღებაში რომ გვიშლის ხელს,იმიტომ რომ ქართველია.და კიდევ,სანიოლს ნაღდად დიფსტეიტი მფარველობს.ვაი ჩვენს პატრონს(თუ გვყავს საერთოდ)
თფუუუ... თქვენი
ეს არ უნდა გეკადრებინა... საკუთარი თავისთვის. არც შენ ხარ სვანი და არც ვილი მწვრთნელი!
დიტმარ ჰამანი
ქომაგები არ ხართ თქვენ,ვინც მხოლოდ გამარჯვებებს ითხოვთ და თუ ჩავარდნა აქვს ნაკრებს ეგრევე გადაუვლით და ზურგს აქცევთ
გველ-გესლიანი.იგივე ნადირ შახის ბიძაშვილი, აიათოლას ცოლის დისშვილი და და ავიცენას მასწავლებელი.
1..წამოვიყვან ყველა ფეხბურთელს ევროპის სუსტ ჩემპიონატებიდან და კლასის ასამაღლებლად გავუშვებ ირანის ძლიერ ჩემპიონატში.. 2. ყოველ წაგებულ თამაშისთვის ჩამოვკიდოთ ერთი ფეხბურთელი მუშტაიდის ბაღში ამწეკრანზე..ყოველი ჯარიმისთვის გავამათრახოთ..
ჯუმბერ-სვან-ს
შემადგენლობა,რომ სუსტია ეს გასაგებია(ზოგს საუკეთესო ჰგონია დამოუკიდებლობის ეპოქაში),მაგრამ ამას,რომ სუსტი დამრიგებელიც ემატება კატასტროფას ვღებულობთ.მწვრთნელის მთავარი მისია ისაა,რომ ისეთი ტაქტიკა და ისეთი ორგანიზება მოახერხოს ,რომ შეგირდმა თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს.რაც შეეხება ჩვენს ბრალეულობას,გეთანხმებით თუ იმას გულისხმობთ ,რომ გულშემატკივრები პასიური დამკვირვებლის როლით და კომენტარებში კრიტიკით ვკმაყოფილდებით და მავანთაგან ენერგიულად არ ვითხოვთ ჩვენი ფეხბურთის გაჯანსაღებისათვის ნაბიჯების რეალურად გადადგმას.
პეტუხი კრიშტიანუ
ეს მექვაბიშვილი რატომ ყავს აჩემებული?გამოსაძახებელიც არ არის!ხარებაშვილს ვინმე აპიარებს და ევროპაში სარფიანად უნდათ რომ გაყიდონ?

ვინც ნაკრებში უჯიგროდ ითამაშებს!კლუბში მე პირადად გულით ვეღარ ვუქომაგებ…!!
ნიკო
C ლიგა გვეჯღანება :P
ვაჟა
პენალტი უნდა დაერტყა მიქაუტაძეს, ესე იცის ამპარტავნობამ, ბავშვების ხათრით მაინც უნდა მოგეგოთ სხვა თუ არაფერი
თამაზ
რატომ გეგონათ,რომ აუცილებლად უნდა მოგვეგო?გუნდს ჩვენზე უკეთესი ტრადიციები და შეფასებები გააჩნია და ფეხბურთელები მშვენიერ გუნდებში თამაშობენ.შანსი გვქონდა ვერ გამოვიყენეთ და ვაგინოთ ეხლა სანიოლს

ასე იცის საკუთარ თავზე გადაჭარბებულმა წარმოდგენამ. უნდა დააფასო მოწინააღმდეგე. ვილი სანიოლი კი არა ლუის დე ლა ფუენტე , დიდიემ დეშამი და კარლო ანჩელოტი რომ იყვნენ საქართველოს ნაკრების მწვრთნელები, შედეგი არ შეიცვლება. რატომ? იმიტომ რომ არ არიან მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელების დონეზე. მეტი არ შეუძლიათ !!! რატომ ითხოვთ რომ მათ საკუთარ თავს გადაახტნენ. გაიხსენეთ, ახლახან დამთავრებული მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილე საუკეთესო ფეხბურთელების დონეზე თამაშობენ? ვერა და არა. ჰოდა, რატომ ითხოვთ ან რატომ სთხოვთ იმაზე მეტს ფეხბურთელებს, ვიდრე მათი შესაძლებლობების მაქსიმუმია?
Patr.
არა უშავს, კვარა პესეჟეს გადამწყვეტი თამაშებისთვის შეინახავს თავს და... მერე ნაახეთ
Niko
საძოვარზე გამოსული ძროხები უფრო სწრაფად დაძუნძულებენ ვიდრე ამათმა რაც ირბინეს პირველ ტაიმში, ასეთ რამეს ვერ ვიხსენებ მემგონი საქართველოს ჩემპიონატშიც კი
ქართველი
ღმერთს ასე უნდოდა, რადგან როგორც ღმერთს უნდა ისეა ყველაფერი ყოველთვის, ამიტომ ეს წაგება ღმერთს უნდოდა, იმიტომ წავაგეთ რომ ღმერთს ასე უნდოდა)))
TT
კვარა, იმდენი ბედნიერება და სიხარული გვაჩუქე მთელ ერს შენს მიმართ ცუდი როგორ წამოგვცდება, მიუხედავად იმისა რომ დღეს ლამის მოვკვდით მთელი ქვეყანა მაინც გეტყვი შენს გვერდით ვართ. უსაშინლესი თამაში ყველასგან მათ შორის შენგან. მაგრამ მაინც ცუდის თქმის უფლება არ მაქვს. იმედია გამოსწორდება ყველაფერი.ძაან ცუდათ ითამაშეთ ძაან მაგრამ ყველაფერი ხდება , ვერ ვამბობ უბრალოდ საყვედურსაც კი იმ მაგარი დღეების გამო რაც გვაჩუქე. უბრალოდ ერთს კი გთხოვ გაუფრთხილდე ჩვენს სიყვარულს.
TT
კვარა, იმდენი ბედნიერება და სიხარული გვაჩუქე მთელ ერს შენს მიმართ ცუდი როგორ წამოგვცდება, მიუხედავად იმისა რომ დღეს ლამის მოვკვდით მთელი ქვეყანა მაინც გეტყვი შენს გვერდით ვართ. უსაშინლესი თამაში ყველასგან მათ შორის შენგან. მაგრამ მაინც ცუდის თქმის უფლება არ მაქვს. იმედია გამოსწორდება ყველაფერი.ძაან ცუდათ ითამაშეთ ძაან მაგრამ ყველაფერი ხდება , ვერ ვამბობ უბრალოდ საყვედურსაც კი იმ მაგარი დღეების გამო რაც გვაჩუქე. უბრალოდ ერთს კი გთხოვ გაუფრთხილდე ჩვენს სიყვარულს.
ზვიადი
1. შვიდი დაცვითი სტილის ფეხბურთელით თამაშის დაწყება ჩრდილოეთ ირლანდიასთან! 2. სამი შემტევიდან ამპლუით ერთადერთი ცენტრფორვარდის გამწესება მარჯვენა ფლანგზე(ასე გააკეთა ალბანეთთან თბილისურ მატჩიც)! 3. კვარაცხელიას გამწესება ცენტრფორვარდად რომელიც მთელი პირველი ტაიმის დიდი ნაწილი დაცვიდან ბურთის ამოტანით იყო დაკავებული! 4. არ წაუვიდა მექვაბიშვილს თამაში (კატასტროფა თამაში ქონდა) და მისი არ შეცლა 75-ე წუთამდე!
ქართული ოცნება
საქართველოს ნაკრების ერთი მარცხი, რა თქმა უნდა, პირდაპირ „ქართული ოცნების“ ბრალი ვერ იქნება. ფეხბურთში წაგებას თავისი კონკრეტული მიზეზები აქვს — ტაქტიკა, შემადგენლობა, შეცდომები, ფორმა და თამაშის კონკრეტული ეპიზოდები. მაგრამ არსებობს უფრო მნიშვნელოვანი კითხვა: რა ხდება ქართულ ფეხბურთში გრძელვადიან პერსპექტივაში და რა პასუხისმგებლობა აქვს ამაზე ხელისუფლებას? თუ სახელმწიფო წლების განმავლობაში ხარჯავს მილიონებს სპორტზე, ფეხბურთის ინფრასტრუქტურაზე და განვითარების პროგრამებზე, საზოგადოებას აქვს უფლება იკითხოს — რა შედეგს ვიღებთ ამ ყველაფრისგან? გვჭირდება არა მხოლოდ ლამაზი სტადიონები და გამარჯვების შემდეგ გაკეთებული განცხადებები, არამედ ძლიერი ბავშვთა ფეხბურთი, ხარისხიანი აკადემიები, მწვრთნელების განვითარება, გამჭვირვალე დაფინანსება და ისეთი სისტემა, რომელიც ერთ თაობაზე არ იქნება დამოკიდებული. ამიტომ საკითხი მხოლოდ ერთი წაგებული მატჩი არ არის. ერთი თამაში შეიძლება ფეხბურთელებმა წააგონ. მაგრამ თუ წლების განმავლობაში ერთი და იგივე სისტემური პრობლემები გვრჩება, კითხვები უკვე იმ ადამიანებსაც უნდა დავუსვათ, ვინც ამ სისტემაზე პასუხისმგებელია. საქართველოს ფეხბურთს სჭირდება გრძელვადიანი სტრატეგია და არა მხოლოდ გამარჯვების შემდეგ გადაღებული ფოტოები და მარცხის შემდეგ ერთმანეთისთვის პასუხისმგებლობის გადაბარება. ფეხბურთიც შედეგით ფასდება — და სპორტული პოლიტიკაც.

მხოლოდ ერთი მაინტერესებს - რამდენი თამაში უნდა ჩააგდოს კიდევ ნაკრებმა, რომ ეს კაცი გაუშვან.
Achi
თვითონ არ მიდის და ახალს უკრაინასთან ესე რო ითამაშო 5 გაუშვებ და წავა ალბათ ტიპს არუშვებენ თვითონ ფეხბურთელებსაც არ უნდათ ეტყობა ქოჩორა მხეცია ამას სპორტინგში ვინც არ ათამაშებდა მაგას თვალები სადააქ
Гиа
Привели такими р Руставелзе вигулавет,меотхе адгили ганахдебули гваевс.вис Рат ундат МАТИ бодишеби.цхенебтан виребивит дарбиан.
თამაზი
"რა ვქნათ, ფეოლა, ხო ხედავ, ვაგებთ, ჰაა?" "რა ვიცი, რა ვქნათ... განაგრძეთ ბიჭიკო თამაში... მე თქვენი ძალიან კმაყოფილი ვარ" ხვედელიძე: უუუხ, მე შენიიი...
თემური
არ ვიმსახურებდით წაგებას, მაგრამ ასეთი თამაშიც არც მოგებას! თუ სწორ დასკვნებს გააკეთებს თითოეული, გინდ მწვართნელი და გინდ ფეხბურთელები შეიძლებწ შეიცვალოს ყველაფერი! მოდით ბიჭები დაველოდოთ უკრაინასთან რას ვიზამთ (სხვა გზა გვააქვსვრო?), წარმატებები ბიჭებს!
დათო
დამალეს თამაში მსოფლიოს შესარჩევისთვის რა გჭირთ ხალხო ევროპაზე უკვე ვიყავით და ეხლა ფედერაციამ სამწვრთნელო შტაბმა გუნდთან მოლაპარაკების შედეგად რომელსაც გუნდის მხრიდან ხვიჩა და კაკაბაძე ეწრებოდნენ ასე გადაწყვიტეს ოღონდ ქოჩორა არ ჩაუყენებიათ საქმის კურსში და მაგიტომ დარბოდა ეულად მთელი თამაში,არ ინერვიულოთ ქართველებო ამ ევროპულ ციკლს მოსამზადებლად და ტაქტიკური მონახაზებისთვის გამოიყენებენ განსაკუთრებით გეგმაში კუთხურის ალმიდან მამარდასთვის უკან დაბრუნებაა დასახვეწი თორემ ამ თამაშშიც ორი სამი იაღლიში მოუვიდათ ამ კომპონენტში,დაიწყება მსოფლიოს შესარჩევი და ძრწოდეთ გრანდებო ვილი მოვა თავისი ძლევამოსილი ლაშქრით და სახტად დარჩებით როცა ისე ჩაირიხინებს მთელი ციკლი ვერავინ მიხვდება სპორტის რა სახეობა ითამაშეს ქართველებმა მათ წინააღმდეგ
სანდრო
კაცი რომელიც ლამის ეუსებიოს დროს თამაშობდა დღესაც 90წუთი შეუსვენებლივ დარბის და მოძრაობს ამათი შემხედვარე იფიქრებ 400კილოიანი გირები აქვთ ფეხებზე გამობმული და ლამის მიწოლა ჭირდებათ ნაბიჯს რომ აუჩქარონ,ისე ცოტა უხერხული ხომ არ არის კაცს რომელსაც ოქროს ბურთზე აქვს პრეტენზია და ლამის საქართველოს ბიუჯეტი ღირს უბრალოდ ან ეზარება თამაში რაც ერთი უბედურებაა მითუმეტეს ეროვნული გუნდის კაპიტნად იწოდება ან კიდევ ამოწურა ის რესურსი რითიც ყველას დაამახსოვრა თავი,რანაირად შიძლება 98წუთის განმავლობაში ერთი ღირებული ვერაფერი შექმნა და არც მაინცდამაინც სურვილი არ ჩანდა მის მოქმედებაში რაიმე შეეცვალა,ისე კვარაცხელიას გასაგონად უკრაინამდე 3დღე დარჩა და კარგი იქნება თუ საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თამაშებს გადაავლებ თვალს და მიხვდე რას ნიშნავს ეროვნული გუნდის კაპიტნობა და ქართველი ხალხის იმედების ნაწილობრივი გამართლება მაინც რადგან ხვიჩა ხარ კვარაცხელია და ხალხი თუ სასწაულებს ვერ იხილავს შენი შესრულებით ჯიგარი და თავდადება მაინც ანახე,ყველა იმიტომ წერს შენზე რომ იმედი აქვთ თორემ მექვაბიშვილებზე და სანიოლებზე არავის აქვს პრეტენზია რადგან რაც არიან ამაზე მეტს ვერაფერს მოითხოვ არ შეუძლიათ იმიტომ
სვანი
ეეეეჰჰჰჰ, რა გვეშველება? არც არაფერი. კაცს ბურთი ვერ გაგაქვს და მწვრთნელი არის დამნაშავე. ევროპის ჩემპიონატზე რომ შემთხვევით მიოხვდით,მაშინ რატომ არ აკრიტიკებდით მწვრთნელს? კი მაგრამ, რა მაინტერესებს იცით? ხან,მწვრთნელი, ხან მსაჯი, ხან ამინდი, ხან კიდევ სტადიონი ან საერთოდ ხანდახან კიდევ განწყობა. მე თქვენ შემოგევლეთ, ჩვენი ბრალი რით აღარ დადგა? თფუუუ... თქვენი. "სვანი"
მზია
ბებო გენაცვალოთ, ეგრე ხომ მეც ვაგორავებდი წინ და უკან ბუთს, სირბილი რაღათ გეზარებათ შვილებო, თქვენც მუხლები ხომ არ გტკივათ ჩემსავით. მაინც მიყვარხართ და იმედით დაგელოდებით შემდეგ თამაშებში.
jordan78-s
ნეტა მარტო პენალტზე იყოს საქმე
goga_g
სასაცილო არაფერია.. გაიტანდა თუ არ გაიტანდა, ფაქ

ამათ სისხლი აქვთ თუ შარდი ძარღვებში. ესეთი უჟილკო არაფერი მინახავს
Jumber
ეეეეჰჰჰჰ, რა გვეშველება? არც არაფერი. კაცს ბურთი ვერ გაგაქვს და მწვრთნელი არის დამნაშავე. ევროპის ჩემპიონატზე რომ შემთხვევით მიოხვდით,მაშინ რატომ არ აკრიტიკებდით მწვრთნელს? კი მაგრამ, რა მაინტერესებს იცით? ხან,მწვრთნელი, ხან მსაჯი, ხან ამინდი, ხან კიდევ სტადიონი ან საერთოდ ხანდახან კიდევ განწყობა. მე თქვენ შემოგევლეთ, ჩვენი ბრალი რით აღარ დადგა? თფუუუ... თქვენი.
ხედავთ ეხლა სხვაობას ???????????????//
რატომ არის ლუის ენრიკე საუკეთესო მწვრთნელი მსოფლიოში ???? რა თქვა ბოლო ინტერვიუში. წინა წარმატებული თამაშისთვის ყველას მადლობა, მაგრამ ხელშეუხებელი არავინ არისოოო. ვინც იმ მომენტში ფორმაშია და ვინც ჟილკით თამაშობს მხოლოდ ის ითამაშებსოოო. ხედავთ სხვაობას ეხლა მაინც ?? აქ ჯერ ფედერაცია და შემდეგ მწვრთნელი უნდა გაიარო და მერე.............
მარგალი
სანიოლი დილეტანტი და თავდაჯერებული ტიპია ფეხბურთის ამბავში-მწვრთნელობა მას კობიაშვილმა, იაშვილმა და კალაძემ დააბრალეს! საკითხავია რატომ? კვარაცხელიას ფორმაში ჩადგომა უგვიანდება! სასაცილოა ამ ფორმაციის ნაკრებს ნიჭიერს რომ უწოდებენ! სასწრაფოდ გველესიანი დააბრუნეთ, იქნებ ჰეგელის და კანტის დახმარებით აუხსნას უნიჭიერესებს როგორია ფეხბურთი დღეს!!!
jordan78
რა მაინტერესებს იცით? მეცინება ეხლა))))))ხვიჩას რომ პენალტი გაეტანა, სანიოლის ბრალი იქნებოდა თუ არა? უბრალოდ მაინტერესებს რა პასუხს გამცემთ ამაზე? და თუ გაიტანდა რატომ იქნებოდა სანიოლის ბრალი და რომ არ გაიტანა რატომ არის მაინც სანიოლის ბრალი? ან ხოზე და ან არაზე ვერ გაქვთ გამართლება, უბრალოდ მაინტერესებს თქვენი პასუხი.
გულშემატკივარი
11 მეტრიანის გაფუჭებაზე არ არის საქმე, კვარაზე ბევრად უკეთესებსაც გაუფუჭებიათ ის. უბრალოდ მის უნიათო, უჯიგრო თამაშზეა ლაპარაკი. არც კი იცის კაპიტნობა რა არის. ჩ. ირლანდიის საშუალოზე დაბალ გუნდთან რომ ეგრე ითამაშებ, სხვასთან რა უნდა გააკეთო. მერე უკვირთ ენრიკე რატომ ცვლისო ადრე.
Dato
კობიაშვილი,იაშვილი,მუჯირი,ხიზანიშვილი,დვალიშვილი, დაგვცინიან დიდი ხანია დს დგეს საერთოდ გაგვეღადავნენ. ეგოიანი საერთოდ არ ათამაშეს, სხვა რამეზე აღარაფერს დავწერ
ესეააააააააა
ეგ იმის ბრალია, რომ ვისაც არ ეზარება, ყველა დინამოს და ნაკრებს რომ აზის ფულის საკეთებლად. შემადგენლობაზეც აისახა და სულ ესე იქნება. მოკლედ, ქვეყანაში რა ბარდაგიცაა ისეა ყველგან
გიო
ფეხბურთელებს ტყუილა ლანძღავთ, რაც დაავალეს ის ითამაშეს ბიჭებმა, სანიოლია თავი და თავი ყველაფრის მშიშარა მწვრთნელია და უვიცი.
გვარდიოლა მოიყვანეთ და მსოფლიოს თასს მოვიგებთ
უგულშემატკივრეთ ნაკრებს ან საერთოდ ნუ უყურებთ ფეხბურთს,არ დაიღალეთ ფეხბურთელების და მწვრთნელის კრიტიკით?რაც შეუძლიათ იმას თამაშობენ,თქვენ გინდათ რომ მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგოს საქართველომ?
გიო
კვერნაძე ძირითადში ვინ დააყენებინა ამ უვიცს ?????
დათო
რა უნდა თქვა კაცმა ამათზე ისეთი რომ 5000ლარიანი ჯარიმა არ აიკიდო,ბიჭო თავმოყვარეობა და ქვეყნის მაისური რო გკიდიათ გასაგებია მარა იმ ბავშვებმა რა დაგიშავეს ღამე რომ არ ეძინათ რომ სტადიონზე ცოცხლად ენახეთ,ცოტა გონზე მოდით და იმედია ის მაინც ისწავლეთ რომ დიყვარულიდან სიძულვილამდე ერთი ნაბიჯია,ეხლა კი ფედერაციის გასაგონად ამათ ყურებას და გულშემატკივრობაში ახდევინებთ მართლა ნაღდ გულშემატკივრებს ას ლარს როცა ერთი თეთრის საღირალს არ აკეთებენ მოედანზე? სირცხვილია სირცხვილი თქვენი საქციელი

როცა დავწერე კვარაცხელიას არ შეუძლია ნაკრებში მნიშვნელოვანი,გადამწყვეტი თამაშებში გოლის გატანათქო დისლაიქები დამაყარეთ,ახლა რაღას იტყვით??საერთოდ არ არ არის ეფექტური მისი თამაში ნაკრებში!
ამატაკი
ეგრევე უნდა ვთქვა, არასოდეს ხვიჩაზე კრიტიკა არ გამომითქვამს. ალბათ იმიტომ რომ ფეხბურთში ქართველ გენიად მიმაჩნია(ასეთები განა რამდენი გვყოლია), მაგრამ სიმართლე ერთია და ის ყველასა და ყველაფერზე მნიშვნელოვანია. მიმაჩნია რომ ეს იყო ყველაზე ცუდი მატჩი, რაც კი კვარას ნაკრებში უთამაშია. ხომ იყო ამაზე ბევრად სამარცხვინო წაგებები, მაგრამ დღეს ის კაპიტნის რანგში იყო, ბევრად მეტი მოეთხოვებოდა, მიუხედავად სანიოლის, სხვათაშორის სრულიად მოსალოდნელი ხალტურისა (სხვებთან მატჩის ტაქტიკა და სტრატეგია ჰქვია ალბათ).რაც არ უნდა ეთქვა ტრენერადწოდებულს, ეს არ იყო პსჟ ან ნაპოლი, რომ ყველაზე საპასუხისმგებლო მონაკვეთში უკიდურეს მარცხენა ფლანგზე დაბანაკდე, იმის იმედად რომ სხვა ფლანგს მეტი სივრცე მიეცემა და გამოიყენებს. პენალტი ვის არ გაუფუჭებია, გულშემატკივარი მიხვდება რაზეც მაქვს საუბარი. კაკაბაძე არ ვიცი საერთოდ თუ იყო ძირითადის კაცი, არათუ მისგან რაიმე აქტივობები ფლანგზე, ხიფათი უფრო მოდიოდა საკუთარი ნახევრისკენ. კვერნაძესთვის კი აშკარად არაა მარჯვენა ფლანგი. ბიჭმა ძლივს იპოვა მისთვის შესაფერისი ადგილი კლუბში და თუ აყენებ ძირითადში, მისი პოზიცია მაინც ანდე! სხვა ამბავია, რომ თავოდანვე ნორმალური ტაქტიკით და შესაბამისი შემადგენლობით ძალიან მარტივად გაკეთდებოდა შედეგი ამ მოწინააღმდეგესთან. მაგრამ ისედაც ყველაფერი და ყველასთვის ცხადია, არ ღირს ამ მატჩის დეტალური განხილვა და ამაზე ნერვების კიდევ უფრო დაზიანება. სიმტკიცეს და გამძლეობას გისურვებთ ძმებო!
შარლ დე გოლი
სფფ-ს,დაგვიბრუნეთ ვილი, საფრანგეთის ნაკრები უნდა ჩავაბაროთ, ქართველები ვერ აფასებთ უდიდეს ტაქტიკოსს და გენიალურ მუსიე სანიოლს, ანზორი გამოაყოლეთ
100%
ტაქტიკოსი? )))) ფაშიზმი, რომ ფაშიზმია ეგ ჯობია ანარქიასო, ამბობენ. ტაქტიკოსი არა კიდე ....
sos
" არა შეჯდა მწერი ხესა",ქართველს როგორც კი შეაქებ ეგრევე უკან-უკან მიდის განვითარების მაგივრად!!!

ნეტა ქომაგი ბავშვების მაინც თუ არ სცხვენით ზოგიერთებს?!!
ივერიელი
კომენტატორებმა და აქაც სანიოლს შეაწმინდეს ხელი, არიქა შემადგენლობაო... კი არ დარბონენ დადიოდნენ, დაიზლაზნებოდნენ რა შუაშია შემადგენლობა??? მეორე ტაიმი იყო და შეტევაში ამოსვლა უჭირდა გუნდს, ოთხი კაცით მეტოქის საჯარიმოში რისი გამკეთებლები იყვნენ? მიქაუტაძემ მარჯვენა ფლანგზე ბურთი რომ მიიღო სანამ ავიდნენ ხუთი კაცი აჯდა უკვე, კუთხურიდან ხომ სულ ერთნარად აწოდეს ერთხელ გაათამაშეს, ხედავ აგებ მაღალ ბურთს, არა მაინც იგივეს აკეთებ და რაც მთავარია პენალტი.. ვინ მიანდო ან რატომ ითავა თვითონ დარტყმა. არ იცის ამ პენლების დარტყმა და რამდენი უნდაცა აცილოს, რომ აღარ გააკარონ? მიქაუტაძე გუნდშიც ურტყამდა და ათი თავით ჯობია. შემრცხვებოდა ამათ ადგილად, მაგრამ ამათ ხომ ძარღვი გაწყვეტილი აქვთ, ეხლა ამ ჭირიან უკრაინასთანაც დაწვებიან, იქაც სანიოლს დააბრალებენ და დაიწყებენ ახალი ეტაპისათვის მზადებას, ყველა გადასაყრელი ხართ: ფედერაცია, მწვრთნელიც და ნახევარი ნაკრებიც, არ გესმით რამხელა პასუხისმგებლობა გაქვთ, ბავშვების მაინც არ შეგრცხვათ რომ დალასლადებდით???
გიორგი
კი სანიოლი სუსტი მწვრთნელია მაგრამ წაგების ზუსტ მიზეზე რატომ არავინ საუბრობთ ეხლა რომ ძლიერი მწვრთნელი გვყოლოდა უფრო მეტი ზეწოლა იქნებოდა ნაკრებზე კიდევ შეეშვით ხვიჩას მან თავის თავზე მიიღო დარტყმა როგორც ჭეშმარიტ კაპიტანს შეეფერება
David
ეთამაშებინა ძირითადი შემადგენლობა. მოეპოვებინა უპირატესობა და მერე მიეცა დებიუტანტებისთვის გარკვეული დრო, ყველაფერი პირიქით მოხდა
იგი იფ
მაგრად მომეწონა,როგორც უსტვენს ხოლმე სანიოლი... მემგონი მეტიც შეუძლია.... "ფეხბურთელებს"რაც შეეხებათ, უკრაინას დაუწვებიან სლავას ძახილით,უნგრეთთან გავნადგურდებით და ირლანდიასთან რავი იქაც მოვიფიქრებთ რამეს....
მწვრთნელი არის შეასაცვლელი!
თხოვნა ჟურნალისტებს, განსაკუთრებით ამ საიტის, ხმა უნდა ამოიღოთ უფრო კატეგორიული და მომთხოვნი კითხვები უნდა მივიდეს ამ ხალხთან ვისაც პასუხი მოეთხოვება, თორე ასე უაზროდ გადის დრო და იკარგება შანსი რომ რაღაცა უფრო მეტს მივაღწიოთ ვიდრე რომელიმე ფორუმზე გასვლაა თუმცა ესეც სანატრებელია ამათ ხელში, მარტო გულშემტკივრების გულისტკვილი არაა საკმარისი ამათ სწორ გზაზე დაყენების, არ დავიღალეთ ამდენი კარაქიანი პურების ჭამით?

ეს დურაკული დარტყმა საიდან მოიგონა პენალტის ამ კვარამ. დაარტყმევინე რა მიქაუტაძეს. ძაან რომ არ აგივარდა თავში რაღაცეები....
გარტყმაში არაა
ტიპმა მოედნის ცენტრი გადაულოცა ვითომ შემტევითი ტრიო გამოიყვანა და 5 მცველს წინ ორი დაცვითი ფეხბურთელები დაუყენა. ფაქტიურად 7-0-3 ტაქტიკის მაგვარი რაღაც ათამაშა და ის 3 კაცი საერთოდ დაგვეკარგა პირველ ტაიმში. ვერცერთმა ბურთიც კი ვერ მიიღო ნორმალურად. თავდაჯერება შეემატათ მათ, ჩვენები კი შებოჭილები იყვნენ უკვე და მიქაუტაძემ კარგი მომენტიდან ვერ დაარტყა ნორმალურად, პენალტიც ალბათ მაგიტომ არ დაარტყმევინეს ალბათ, რა იყო ასეთი პენალტის დარტყმა, რაო მეკარე უკვე გადამხტარი იყო? ეს ყველაფერი ან მსგავსი ტაქტიკური სისულელეები ყოველთვის დამაზიანებელია ნაკრებისთვის და სანიოლს სულ კიდია ყველაფერი, გამოუვა ხომ კარგი, არა და მაინც არავინ არაფერ პასუხს არ სთხოვს ამ ყველაფერ სლეობაზე. კობი თვითონ უნდა გადადგეს ქვეყანა რომ გვქონდეს და პატივმოყვარეობა რომ ქონდეს, მარა არც ქვეყანა გვაქს და არც პატივმოყვარეობა მოეთხოვება ვინმეს. ახლა დაჭამეთ ერთმანეთი ვინაა ნაცი და ქოცი. ფეხბურთში კი ისევ ყველანაირად რაკში ვართ რაზეც პასუხისმგებელი არავინაა ქვეყანაში.
მირო
აჰა ამას მე კი არა მთელი აზზე მოსული ქომაგი ვწერდით!!! მთელი პირველი ტაიმი გავანიავეთ ამ სულელი კაცის გამო შეგრძნების დონეზეც ვერ მოარტყა შემადგენლობა...უაზრო!!! თუ ბურთი უნდა დაგვეჭირა! ორი ჩამშლელით რვიქნის და ათიანის გარეშე ვინ და როგორ დაიჭერს ბურთს?!!!?!! ორი ექვსიანით?? გეგონება ძალით მოხდა ორ ცენტრალურ მცველს ვინმემ გამახსენეთ რო შეცვალა ბოლო ერთი სამი წლის ნანძილზე ბალეშიკებო და მოვკეტავ ამის დედაც ვატირე თუარა და მაშინ ძალით ძალით წავაგეთ??? აბა რა არის ეს?!! ან რა პრნალია ბოლო ბოლო..მიქაუტაძე რატო არ არტყავს ვინც იცის? რა ჯანდაბააა?? თქვით ვინმემ რამე!
ალფა
გვჭირდება მწვრთნელი, რომელიც პირველივე დღიდან შედეგზე იქნება ორიენტირებული და არა დებილი, რომელიც ყოველ საკვალიფიკაციო ეტაპს მომავალი საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მოსამზადებლად "იყენებს".
ეგაა მიზეზი
მშენებლობები რომ დაიწყეს რაცხა ფული რომ იშოვეს აგერაა შედეგი
Bs
კარგი მწვრთნელი ამ შემადგენლობას არ დააყენებდა. საშუალო მწვრთნელი პირველი ტაიმის 30 წუთის მერე სამ ცვლილებას განახორციელებდა,სანიოლი კი ამ ცვლილებებს თამაშის დამთავრებამდე მხოლოდ 20 წუთით ადრე აკეთებს. ფეხბურთელების მიერ თამაშის ნაცვლად სეირნობის შესახებ და მიმართების შესახებ არ დავწერ, საკმაოდ დაწერეს სხვებმა

პირველი ტაიმი მსუბუქად ვივარჯიშეთ და იქაც კი აშკარად ჩანდა,რომ ირლანდიელების მიერ ჩვენ ნახევარზე ბურთის გადმოტანის დროს,ჩვენი რომელიმე მცველი,თითქმის ყოველ ჯერზე,პოზიციას აგებდა და არეულობა ხდებოდა.იყო შემთხვევები,როცა ერთმანეთს ხელსაც უშლიდნენ და არც მეკარესთან კოორდინაცია ჰქონდათ,სათანადო დონეზე.მეორე ტაიმში,ეს შეუთამაშებელი დაცვაც გადასახალისებელი გაგვიხდა და სამი მცველი გაგვიხდა შესაცვლელი.გოლის წინა ეპიზოდში კი,დვალს დაეჭიმა კუნთი და ქოჩორას დახმარების შემდეგ,მსაჯმა ისიც მოედნიდან 1 წუთით გაუშვა.მე რამდენადაც ვიცი,დაშავებული ფეხბურთელი მოედანს მაშინ სტოვებს,სამედიცინო პერსონალის დახმარება თუ დასჭირდა.მე იქ ექიმი თითქოს არ დამინახია და თუ გამოსული იყო,არ ვიცი.ისედაც დაულაგებელი დაცვის 4 წევრი,მოედანს რომ დატოვებს,ასეთი გოლის გაშვება,შემთხვევა კი არა,კანონზომიერებაა.სამ დღეში მომდევნო თამაში გვაქვს და დაცვის გარეშე დარჩენილმა გუნდმა,რა უნდა გააკეთოს?ვნახეთ როგორც თამაშობენ და თუ აღდგენა მოასწრეს,მაშინაც ძალიან ცუდად გვექნება საქმე,მათ გარეშე კი,ალბათ უკვე მომდევნო ტურნირისათვის მზადების დაწყება სჯობია.ერთი ტაიმი ნაკრები რომ დადის და თამაშის ბოლოს,მის მცველებს,კუნთები ეკრუნჩხებათ,რა ფიზიკური მომზადების პატრონები ვართ,ეგეც მიგვანიშნებს.მაგიტომ იყო,პრესინგის იმიტაციასაც კი ვერ ვახერხებდით.ერთადერთი,ქოჩორაშვილი იყო,მოედანზე მეომარს რომ ჰგავდა და კიდევ,ლოჩოშვილს ეტყობოდა,რომ მზად არის.როცა გუნდი მზად არ არის,მართლაც ღვთის ნებაა საჭირო,რომ გაგამარჯვებინოს და 11 კაცი ტოპ ლიგაში,ტოპ ნაკრებს არ ნიშნავს.
რეგვენებს
კვარას უკან დაეყენებინა წიტაიშვილი. თუ კვარას არ დაუყენებ უკან ვინმე ტეხნარს, სულ ესე ამოკეტავენ. ვინ უკარნახა ეს სასტავი ამ რეგვენ ვილის ??? ფედერაცია ვერ მოვიშორეთ, ვერაფერს იზავ
ვოოტ
რამდენიც უნდა ვაკრიტიკოთ ვილი სანიოლი, ფაქტია, რომ ჩვენი ნაკრები სათადარიგო ფეხბურთელებით დაკომპლექტებული 30-35 წუთის გუნდია, რომელთაგანაც არც ერთია არათუ 90 წუთის, არამედ სრული ტაიმის სრული დატვირთვით მოთამაშეც... ძალიან მძიმე საყურებელი იყო, როგორ რიგრიგობით იხოცებოდნენ ჩვენი ცენტრალური და განაპირა მცველები აშკარად საშუალოზე ნაკლები დატვირთვის ფონზე და ვინც არ შეცვალეს და ბოლომდე გაწირეს, ზუსტად იმ საბედისწერო აუტის წინ გარდაიცვალა... მაინც რატომ გვიხაროდა, რომ სასჯელად 6 წუთი დაგვიმატეს და მერე, ალბათ, დამამძიმებელ გარემოებების გამო 100 წუთი გვათამაშეს?!...
912
თამაში უბრალოდ გავყიდეთ, თუ დააკვირდებითკვარას პენალტის შესრულებას, ჟორჟის დარტყმას, ეს უბრალოდ გაყიდული თამაშია, ადრე ასეთი თამაში რაც მახსოვს საქართველო- ყაზახეთი იყო სადაც დემეტრაძემ "გამაზა" პენალი, მაშინ უბრალოდ ყაზახეთს ძალიან სუსტი გუნდი ყავდა და წაგება ძალიან სამარცხვინო იყო, ამიტომ პირველი ქულა ავაღებინეთ , შესარჩევ ჯგუფში....
სოფლის მაშენებელი
ბინები აშენეთ ბიჭებო !!! ბათუმში რუსებს ვერ ვაკმაყოფილებთ,,, უბრალოდ არ ყოფნით))
თბილისელი
და ერთიც ვაჟა მასწავლებელს- ხვალ უყურე თამაშს და მერე შეადარე ე.წ. ვარსკვლავები. ნერვები დაიოკეთ და ცოტა ობიექტურობა ხელს არ შეგიშლით.
დავითი
SOS!!! ამ თამაშის მიხედვით ვიტყვი: ასეთი ცუდი ნაკრები ჯერ არ გვყოლია. ცუდში ვგულისხმობ: უსუსური, უმოტივაციო, უტაქტიკო, ზარმაცი და ინერტული. არ ვგულისხმობ სუსტს: იმიტომ რომ გვყავს მაღალი კლასის ფეხბურთელები, რომლებიც აქ ვერ თამაშობენ, იმიტომ რომ არ იციან როგორ ითამაშონ. იმიტომ არ იციან რომ მწვრთნელმა არ იცის არაფერი. ამიტომ დროზე თუ არ გაუშვეს სანიოლი, მალე ქუჩურ გუნდს დავემსგავსებით და დავეშვებით ფსკერზე!!!
ვიღაც ვასიები
სპორტული ჟურნალისტების ბრალია, რომ ეს კაცი ამდენი ხანია ასე კომფორტულად ზის მწვრთნელის სკამზე. საკადრის პასუხს არც მას სთხოვთ და არც ფედერაციას. ყველა ერთმანეთის ვასვაში ხართ... იმას გული არ ეტკინოს, ამას არ ეწყინოს, იმან არ შემიგითვალოს და ამან არ დაგირეკოს. შედეგად, მიდის ეს სიაფანდი იაზვობა, ვითომ მწვავე კითხვები და ვითომ „როჟების დაკერვები“. სინამდვილეში კი, სიმართლის თქმა და ჯიგარი არავის ჰყოფნის. როცა რეალურ კითხვას უნდა დასვა და რეალური პასუხი მოითხოვო, მაშინ ყველა უკან იხევთ. სწორედ ამიტომაც ზის ეს კაცი ამდენი ხანი ასე კომფორტულად იმ სკამზე.
არენა
რაც გულშემატკივარია, ის არის ნაკრები. ნამდვილი გულშემატკივარს, ვილი სანიოლი ეროვნულ ნაკრების მწვრთნელად არ ეყოლებოდა.
aburjga
მიქაუტაძემ რომ ბურთს ფეხი ააცილა, კვარაცხელიამ რომ პენალტის დარტყმა ვერ ისწავლა, ცენტრში ნახევარმცველები ბურთს 30 წამს ფეხში რომ ვერ იმაგრებენ, კაცს რომ ვერ ატყუებენ ეს სანიოლის ბრალია?! საცოდაობა იყო ირლანდიას რომ წაეგო. იმათ კარში ხომ პენალტი არ იყო საერთოდ, დიდი-დიდი თავისუფალი საჯარიმო დარტყმა ყოფილიყო! უმეტესობამ ვერ გაიგეთ რა შემადგენლობა გამოიყვანა თამაშის დასაწყისში, ყველა ვინც მაგარ ფეხბურთელად ითვლება და თავიანთ გუნდებში წარმატებულები არიან ისინი დააყენა! ვერ ითამაშეს ფეხბურთი, შეთამაშება აკლდათ! აკლდათ პლეიმეიკერი - გამთამაშებელი იმიტომ, რომ ასეთი არ გვყავს! რა თქმა უნდა მწვრთნელს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ დღეს გუნდამა ფეხბურთი ვერ ითამაშა! მე რომ ვიყო სანიოლის ადგილზე დღესვე გადავდგებოდი. თუ წავა არ დარჩება ეს კაცი ულუკმაპუროდ!
inviz 9
ჩვენი ბრალია გულშემატკივრების რომ ასე ფეხებზე გვიკიდებს ფედერაცია და ამ დაუნ და დებილ სანიოლს არ ხსნის. შარშან ვწერდი, რომ ეს ციკლიც თუ ცააგდო სანიოლმა მაშინ ფედერაციამაც უნდა გაიზიაროს პასუხისმგებლობამაგრამ რად გინდა ჩვენი პასიურობის გამო გასდით და მაგიტომაც გვიკიდებენ იქნება ის მაინც მოვახერხოთ რომ ორშაბათს ტრიბუნებმა ერთხმად მოვითხოვოთ და ვიყვიროთ "ვილი გოუ ჰოუმ" ,
ბაჩო
ამდენი უკანპასი კარგახანია არმინახავს შეიძლება საერთოდ არმაქვს ნანახი!.. ანდორა, სანმარინო არიზავს ამას თავმოყვარეობა სად გაქრა...
C
მაინცდამაიმც მთელი ციკლი უნდა სამარცხვინოდ წავაგოთზ რომ გადაგეყენებონათ სანიოლი? ამ მარცხუთ კი არადა ამ შემადგენლობით, ასეთი "ტაქტიკით", ასეთი უგუნური გეგმით ხომ კვარასაც უფუჭებთ საქმეს და ყველას? ფეხბურთელი არ არია აუცილებელუ რომ იყოს ფილოსოფოსი, მარა რიცა მწვრთნელი, ფედერაცია, მრჩეველები ყველა მარტო ფეხბურთელია ოდნავ მაინც დაუჯერეთ ისეთ ადამიანებს ვინც მსჯელობს ლოგიკურად და ცუდი არ უნდა ქვეყნისთვის. სანიოლი ყველას გმირი იყო და დაგეტოვებინათ თქვე კაი ხალხო, გაგეშვათ დროზე, რამდენჯერ ვწერდი მეც და ყველა, მაონცდამაინც უნდა აგინოს ყველამ და ამ გუნდსაც ? ჩემი რჩევა მოცემულ ვითატებაში : ხვალვე გაუშვით, ჯერ კიდევ მოესწრება რაღაცა. ოღონდ კაშია და ხიზანიშვილი კი არ დანიშნოთ - მართლა კარგი უცხოელი სპეციალისტი სჭირდება ამ გუნდს, საუკეთესო წლებში რომ რაღაც გამოვიდეს!
თბილისელი
არ მოგბეზრდათ ერთი და იგივეს წერა-სანიოლი უნდა გადადგეს....თვითონ ჩვენ რისი ღირსიც ვართ,ეგეთი ფეხბურთიც გვაქვს. არაუშავს, აი ეხლა ღარიბაშვილი ახალ წერილს დაწერს კამერაში და მთელი საქართველოს მოსახლეობა ერთდროულად ( რაც მთავარია) პირველად გავიგებთ სიმართლეს, რომ ფეხბურთის ფედერაცია არის ფულის საკეთებელი "კანტორა",დანარჩენი სულ ფეხებზე ჰკიდიათ. ჰაკიმას იმედიღა დარჩა გამოთაყვანებულ ბრბოს.სანიოლი დიფსთეითის აგენტია ნაღდად))))
ყვავ ყვარე !
ხომ ვამბობდი ბურთი მრგვალიათქო ! არ დამიჯერეთ ? ახლა ის მაიც დაიჯერეთ რომ მაყუთი ბრტყელია და კიბეში კარგად სრიალებს
ქეცბაია
მოძრაობა გააკეთეთ რა ბლიად!!!. ვისი ბრალია? ნუ ვისი ბრალია?ვისი ბრალია?
გიგას
ეგ სანიიი წავა მაგრამ მაინც არაფერი გვეშველება
Gio
წადით თქვენი ….. …….! ოქროს ბურთი არა …!
ანაგელი
სამწუხაროა, მაგრამ ესეთი თამაშით რასაც დღეს უყურეთ, ბოლო ადგილი ჯგუფში განაღდებული გვაქვს.
tor
მომინდომა რა ოქროს ბურთი, ოქროს ტაშტი არ უნდა? ტპუ
Ika
რა გიკვირთ ხალხო ქართველების ტრადიციული სენი გრძელდება 2024 წლის ევროპა და ვსო დამთავრდა ფეხბურთიც შევიდნენ ისტორიაში ეხლა მოვალეობის მოხდის მიზნით ჩამოვლენ ისეირნებენ სტადიონზე და წავლენ მერე ზოგს ოქროს ბურთი უნდა ზოგს ბარსელონა ზოგს კიდე რავიცი რა და ასე შემდეგ
ტრიბუნა A
რა გემრიელად იმღერეს ბავშვებმა ჰიმნი❤️მერე კი როგორ გაჰკიოდნენ და ამხნევებდნენ გუნდს. სირცხვილი თითოეულ თქვენთაგანს ეს ბავშვები რომ გააწბილეთ!
გიგა
მეგობრებო სამწუხაროდ სანამ ეს სანიიიი გვყავს ვერცერთ თამაშს ვერ მოვიგებთ
იკა
ვერასდროს ნაკრები პრესინგს ვერ თამაშობს. ესე წამოკოტრიალებული ვინ იგებს დღეს ??????? რაღაც ფული იშოვეს მათხოვრებმა და გაბლატავდნენ. ერთი კაცი არ უნდა მივიდეს არცერთ თამაშზე. რატომ ვუყურე გიჟს ვგევარ. მათხოვრებო. რა სასტავი დააყენა ამ ფრანგმა აფერისტმა. სანამ ეს ნაგავი მილიონერების ფედერაცია იქნება ამათი............
Irakli
მადლოა კობის და ფედერაციას, რომ პირველივე თამაშში დაგვიკარგეთ ყველაფრის იმედი და აწი სანერვიულო არაფერი გვაქვს!
ლევანი
!!-ს სად შევიყარეთ ძმაო და აქ, საქართველოში. შენ რა? მოგეწონა? წაგება არ არის ტრაგედია, სპორტში ან მოიგებ, ან წააგებ, სხვა რამეზე დაგვეთხარა ნერვები, გუნდი რომ ვერ შევქმენით, უკვე რამდენი წელია, ეს გუნდი არ იყო, დღეს დინამოზე არა, ამაზე ვგიჟდები, თორემ წაგების მეტი რა მინახია. გუნდი არ გყვავს არა
აკა
სანიოლი-სანიოლად,არც მინდა მასზე საუბარი რამე არ წამომცდეს. მაგრამ როდესაც გუნდის ორი მთავარი ბომბარდირი სამ 100-%-იან მომენტს აფუჭებს მე მგონი გვარდიოლაც ვერ გვიშველის
Emgranti
აუცაიდერ გუნდთან პრესინგს რომ არ ათამაშებ გუნდს და ფერხბურთელებს არ სთხოვ რომ ირბინონ შენი ავტორიტეტი იძირება ვილი.. ასე ვერცერთ თამაშს მოვიგებთ
ვახო
ჭ კლასის ჩემპიონატი, 55 ქვეყნიდან ევროპაში რეიტინგით 53-ეზე ვართ. ჭ კლასის მწვრთნელი და ფედერაცია, ნაკრებში ინდივიდუალურად არიან კარგი ბიჭები, მაგრამ ვერ ვიყენებთ მათ რესურს სათანადოდ. კობიაშვილი არის ყველაზე სამარცხვინო პრეზიდენტი ისტორიაში გაიოზ დარსაძესთან ერთად!
დავითი
წიტას არ ათამაშებ, საზონოვი სკამზეც არ გიზის, ვერ იგებ და ზამენას 83 წუთამდე არ აკეთებ, შემოგყავს არაფრის მაქნისი ზურიკო, არაბას არასოდეს აძლევ შანსს, ბოლო ბოლო ასეთ დროს რომ გამოიყენო, ანჯარიმა დაარტყას ან კუთხური ჩააწოდოს, ან კარში გაუშვას. ათამაშებ ანზორას რომელიც საერატდ რატო გამოიძახე ვერავინ გაიგო
gio
ტრიპერს იშორებს კაცი და ეს ფედერაცია და სანიოლი კი ვერ მოვიშორეთ
მაიცა რა
ის პანაშვიდაც იქა ბრძანდებოდა თურმე ვეჟო..
haha
და აქ იღვიძებს ქეცბას ფრაზა: ,,შემოდის ტიპი ტატუაჟები... აქამდე წვერი... მუჯაჰიდირი მეგონა''. მეტი სირბილი,ფიზიკა და მოძრაობაა საჭირო.ასე სეირნობით დღეს ფეხბურთს ვერ მოიგებ!!!
კახა
ბოლო კაცამდე ნული შეფასება ნაკრებს, სანიოლს და უვარგისს ფედერაციაზე ხომ არაფერს ვამბობ.
Berzena.
Madloba kohorahvils .da lohohvils.danarhenebi zaan sustad
მდააა
ხომ ვამბობდი ჩააფლავებს ამ ერთა ლიგასაც თქო ..თან იმასაც ვამბობდი სანამ ეს მუსიე სანიოყლია ნაკრებში არ წავალ სტადიონზე თქო …ახლა იმდენად 100 ლარი არ მენანება რამდენადაც ის დრო და ნერვები რაც ამ თამაშებს უნდა შევალიო …და ბევრის გასაგონად კვარაზე აუგს როგორ ამბობთ იმ არარსებულ პენალტის გამო …არ გვეკუთვნოდა და მაგიტომაც არ გავიდა !!! მწვღრღნელთან არ გაქვთ კითხვები სოსტავთან 5 მცველთან და 2 ჩამშლელთან ( ერთმა მიპასუხა მექვაბას გარდა 6 ნომერს ვერ თამაშობს ვერავინო რათ უნდოდა 5 მცველი და ორი 6 ნომერი ჭ კლასის გუნდთან …?!)ჯერ გამიხარდა მექვაბიშვილი ამერიკაში რომ წავიდა დავისვენეთ მეთქი თან ამდენი ხნის უთამაშებელია თქო და საერთოდ ძირითადში დააყენა ამ მუსიე სირმა ….კობიიი შენს გინებაზე გადმოვიდეთ თუ გაუშვებთ მაგ ….ს ?!
Lasha
იყოს სანიოლი, მთავარია ნაკრებს ომი არ აქვს არავისთან და სტადიონზე ბომბები არ ცვივავა !
გაიოზი
მოედანზე მოსეირნე ასეთი უგულო კაპიტანი არასდროს მახსოვს 60 წლის გან.ავლობაში. შორს ნაკრებიდან სანიოლი.
გიო
პენალი მიქაუტაძეს რატომ არ დაარტყმევინა კვარამ, როლს როისი რომ იყიდა იმიტომ ???????????????????????
gio
ჩაკვეტაძე ძირითადში როგორ არ დააყენა ამ ვითომ მწვრთნელმა და ის ასისტენტები თუ მრჩეველები რისთვის ყავს საერთოდ. უკრაინასთან ბევრად რთული თამაში იქნება. თან მიყოლებით არის თამაშები. ახალ მწვრთნელთან ერთად უნდა დაგვეწყო ეს ერთა ლიგა.
Berze
Kvara.okros burts daemhvidobe.saertot.meti mondomeba.daseriozuloba.es kvexnis nakrebia ara tkveni gundebi.ik rasizamd meorexarisxovania.nakrebhi rahobit?
zura222
აი რა მოსდევს როცა ძმაკაცობა-ახლობლობით წყდება ყველაფერი @ სანიოლი კობიაშვილი-იაშვილის ძმაკაცია და იმიტომაც არ უშვებენ @ ვიღაცა იტყვის"ევროპაზე ხომ გაგვიყვანაო" ! ევროპაზე მაგან კი არა უეფას საჩუქარმა ერთა ლიგამ გაგვიყვანა ! რა თამაშიც ათამაშა დღეს ვნახეთ და მე ვითომ მეორეხარისხოვან სისულელეზე მინდა ვთქვა --85-ე წუთზე მაგის ცვლილიბებითაც ჩანს მაგის "მწვრთნელობა" რა იყო და რისი მომტანი იყო მცველების მცველებით თანაც უარესებით შეცვლა ? რისი შეცვლა უნდოდა ამით ? და ვნახეთ რაც მოგვიტანა--გოლი საკუთარ კარში @მოსაგებ თამაშში იმის მაგივრად მცველის მაგივრად შემტევი შემოიყვანო ისევ მცველები შემოგყაავს ?@
უკრაინული დრონი
ფედერაცია უნდა დაიშალოს მარტივ მამრავლებად. სანიოლის ტაქტიკა? საერთოდ ააქვს კი ტაქტიკური მონახაზები? კვარაცხელიაზე ყოველთვის ვიძახდი რომ გაუვარდა ყარაულის თოფივით პსჟ-ში.😡
გიორგი
არ მინდა ცხელ გულზე დავწერო რამე და მაქსიმალურად ვიქნები კორექტული. 1) სრულიად გაუმართლებელი შემადგენლობა სად იდგა მიქაუტაძე სად დარბოდა კვერნაძე ან კვარაცხელია ვერ გავიგე, ხარაბაშვილი სრული ფიასკო როცა წიტაიშვილი გყავს გუნდში და არ ათამაშებ არ ვიცი რა ქვია ამას. 2) გამოუყენებელი მომენტები ეს სამარცხვინოა კვარაცხელიას პენალტი და მიქაუტაძეს ორი რეალური მომენტი 3) მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა რომ არა მამარდაშვილი ტაბლოზე უფრო მეტი ანგარიში იქნებოდა. 4) ამ შეკრების დროს რასაც ვუყურე ვიდეოებს ნაკრების მონაწილეობით უბრალოდ შთაბეჭდილება დამჩა რომ არა სერიოზულად უდგებიან საქმეს სიცილი კისკისი და ღადაობა კარგია როცა წახვალთ გასართობად, ეს ნაკრებია ეს ქვეყანაა რომლის მაისურის ტარების დროს სრული სერიოზულობით უნდა მოემზადოთ და იყოთ ყურადღებით. 5) მგონი დროა დაგვემშვიდობოს სანიოლი თავის კარიერული წინსვლის გულისთვის ჩვენ ნაკრებში ნუ ჩავატარებინებთ ექსპერიმენტებს, შემადგენლობა და ფეხბურთელების განლაგება იყო საშინელება.
მერაბი 61
არასწორი ბრძანებით მეგობრებო პენალტი უნდა დაერტყა პენალტისტს, ამის შესახებ ვარჯიშის დროს კეთდება ეს ყველაფერი, არიან ბევრი ვარსკვლავები რომლებიც არ ურტყამენ პენალტებს, კარში ვერ ურტყამენ ესაა პრობლემა,ეს არის რესურსი მეტი არაა, ხვალ მოიყვანეთ ფერგიუსონი რას გააკეთებს,
იოჰან სებასტიან ბოსკამპი
ახლა მაინც თუ მიხვდით, რისი ეშინოდა სანიოლს პირველ ტაიმში?!...
100%
ბავშვებმა რა დაგიშავეს, სტადიონზე რომ აყურებინეთ ახლოდან სვარკას.
gzp
ვიდრე ვინმეს გააკრიტიკებთ დასვით კითხვა თუ რატომ იყო მატჩი ცარიელი ტრიბუნებით? დაანებეთ თავი ამ უაზრო ბრექიაობას. არცერთ ჯგუფში მყოფ ნაკრებზე ძლიერი ნაკრები საქართველოს ნაკრები არ არის. მე-3-ზე გასვლაც კი გაჭირდება.
ბადრი
ფედერაცია! მოიყვანეთ სხვა მწურთნელი, არც ტაკტიკა, არც სტრატეგია, ეზოს ფეხბურთს თამაშობს ნაკრები, უკვე დაგვცინიან.
ასეა ეს
დაზღნარდით…. ყველა თამაშს წავაგებთ, ღირსეულად:))) ასეა საჭირო:)))
სტატისტიკის მოყვარულთათვის
საქართველო - ჩრდილოეთ ირლანდია0 : 1 ბულგარეთი - საქართველო2 : 1 საქართველო - ესპანეთი0 : 4 თურქეთი - საქართველო4 : 1 ესპანეთი - საქართველო2 : 0 ეს ბოლო 5 ოფიციალური თამაშის შედეგია ჩვენი ნაკრების შესრულებით.5დან 5ვე წაგება.ბურთების შეფარდება 2:13. გიბრალტარის სტატისტიკას უფრო ჰგავს,ვიდრე ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის პრეტენდენტისას სამწუხაროდ
გია
ჩრდ.ირლანდიას არ ყავს ჩვენი დონის ფეხბურთელები მაგრამ ყავს გუნდი. ეს იმაზე მეტყველებს რომ ჩვენზე უკეთესი მწვრთნელი ყავს.
კიეზა
ძალიან უსახურ ფეხბურთს აჩვენებს ასეთი საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა..რაც პირველ რიგში მწვრთნელის და არჩეული ტაქტიკის ბრალია....ასეთი თამაშით ჯგუფში ბოლო ადგილი გველის..იქნება ეხლა ვერსიები აი კვარას რომ გაეტანა სხვა სცენარი იქნებოდაო..რომც გაეტანა და მოგევგო 1:0..ვინმეს მოგეწონათ ნაკრების თამაში?.ვისაც სანიოლის გჯერათ აგერ ბურთი და აგერ მოედანი..გაუვარდა ყარაულის თოფივით წინა ევრო და მორჩა..სამუდამოტ ტოვებენ ასე მგონია..ასეთი თამაშით საშუალო ევროპული ნაკრები რასაც ქვია ბურთს თავზე დაგავხევს..
ბანდა და სანიოლი უნდა წავიდეს
ამ შემადგენლობის დაყენებას გამოძიება სჭირდება, მაგრამ მაგას ვინ იზავს ამ უპატრონო ქვეყანაში
ზაკო
სასწრაფოდ კვარტალში ოქროს ბურთი!!! უპირობო ფავორიტია, გაინაღდა პირველობა, მსოფლიოზე არ ყოფნა არც დატყობია
Ardiles78
ამ თამაშის მოგება როგორ შეიძლებოდა??მადლობა ჩვენს მეკარეს და ვილი სანიოლს!!!-ალბათ,წერს ვიღაც ბელფასტელი

სად შეგროვდით სად მოიყარეთ ყველამ ერთად თავი ვინც ნაკრებს აკრიტიკებთ უაზროდ.შენდწგ თამაშებში მოგებაც იქნება.წარმატებები ნაკრებს
ამბაკო
ეს ციკლიც დავამთავრეთ.წავაგეთ ჯგუფში ყველაზე სუსტ გუნდთან, შინ, დანარჩენებთან რა იქნება ძნელი გამოსაცნობი არ უნდა იყოს.კვარაცხელია სტანდარტულებში უვარგისია.მამაცხონებულო ,რას ფოკუზნიკობ,აირჩიე კუთხე და დაარტყი ძლიერად. ისე ხალხო გულს ნუ გავიტეხთ, ყველაფერში არ წაგვიგია,____უკან პასებში ჩვენ ვაჯობეთ.
მირო-ს
ამ ნიჭიერ თაობას თამაში აუკრძალეს ?
მწვრთნელი არის შესაცვლელი!
თხოვნა იქნება ფეხბურთელების მიმართ არავინ ცუდი არ დაწეროს. დღეს რაც ამ სანიოლმა იკადრა საფრანგეთს II, III ლიგის მწვრთნელი არ იკადრებდა ( საფრანგეთი იმიტომ ავარჩიე რადგან ფრანგია :) ) პირველი ტაიმი დაკარგა მთლიანად, სამ შემტევს შეუცვალა ერთდროულად ამპლუა, ანუ სამივეს დაუკარგა თავისვე ძლიერი მხარები და პლიუს ვინც ფეხბურთში ჩახედული არაა ისევ ფეხბურთელებს გალანძღავს ვერ ითამაშა როგორც საჭიროაო, ტიპმა შეტევითი ფეხბურთი დასაწყისშივე მოკლა არავინ არ იყო ბურთის ამომტანი, დანარჩენი ვისაც რამე გაეგება ფეხბურთში მარტო პირველი ტაიმის ყურება საკმარისი იქნება რომ მიხვდეს რაც მოხდა, ხო კიდე უაზროდ ქანცი გაძრო რამოდენიმე ფეხბურთელს არასწორი ამპლუის გამო
ჟორა
პენალტის ამ წესით დარტყმა ძალიან საშიშია, რადგან ეს გათვლილია დარტყმის წინ მეკარის რომელიმე მხარისკენ მოძრაობაზე, თუ მეკარე არ გაინძრა, მერე დამრტყმელი ვარდება კატის დღეში და ეს დაემართა კიდეც კვარა. ადრე ერთმა ქალმა დაწერა კვარას ტატუზე, რომ ეს სატანის ტატუა და კვარას კარგს არაფერს მოუტანსო და როგორც ხედავთ, ხდება კიდეც. კვარა, რომელიც ყველაზე ძლიერ ფორმაში უდა იყოს გუნდში, ძველი კვარას აჩრდილს წარმოადგენს. საერთოდაც კაცი რომ პირჯვრის წერით მოედანზე გადიხარ და ხელზე სატანას ტატუს იხატავ, რა დავარქვათ ამას? დღეს ერთად-ერთი ქოჩორაშვილი თამაშობდა თავგანწირვით და ბევრიც მოხვდა, კვარა კი ბოლო დროს საერთოდ აღარ შედის ორთაბრძოლაში. ამ თამაშით დაიწყო და დამთავრდა ჩვენი ევროპული ოცნება და როდემდე?
David
მექვაბიშვილი არსად დაკარგოთ. კაკაბაძეც. და კვარაცხელიას ეგოიზმზე უმკურნალეთ დაეთმო პენალტი მიქაუტაძისთვის და მოგებული იქნებოდა ეგ თამაში
დავითი
სანიოლი საშინელი ტაკტიკოსია.საშინელ ფეხბურთს ვთამაშობდ.ვდეგრადირებთ100 %
რიგითი
ვილი გასაშვებია ამაზე არ ვდაობ , მაგრამ ჩვენი მცველები რო ფეხზე ვეღარ დგებოდნენ ფიზ მომზადების პრობლემაც ვილის ბრალია? ჩვენი ნაკრების და ზოგადად ჩვენი ქვეყნის პრობლემა არაპროფესიონალზმია..
კარგით რაა?
ყველაფერს სანიოლს ნუ აბრალებთ! ფეხბურთელებს არ დავაბრალოთ არაფერიი?
გიზოგ
მწვრთნელი სასწრაფოდ საფრანგეთში და ეს მოსეირნე ე. წ. მოთამაშეები, თავის ე. წ. კაპიტანთან ერთად უნდა ჩაკეტო დინამოზე და სანამ არ იტყვიან სიმართლეს, რატომ არ ითამაშეს უნდა იყვნენ გამოკეტილები, მაინც რატომ მოგვაფურთხეს ქართველ გულშემატკივრებს
gio
ქვეყანა ცალკე მოკლეს ამ ქვეყნის მტრებმა. ფეხბურთი ჩაასამარეს უვარგისმა, ფულისტმა ფედერაციამ. ეს სანიოლი რით ვერ გავაგდეთ, ამასაც გამოსვლები უნდა. ან რა სასტავი, ან რა მონახაზი ჰქონდათ. ამას მტერი არ გაგიკეთებს
ედემი კორძაია
სანიოლი სასწრქფოდ უნდა გადადგეს. ფააფუჭებს თაობას. ხვიჩა რომ გტავს და ირლქნდიას ვერ მოუგებ სახლში უნდა დაბრუნდე.
qedo
კვარას - ოქროს ბურთი კი არა- ტყლაპო კვახი.
სიმართლე
ეს ფეხბურთი არაა ეს არის ხალხის დაცინვა..აი ამიტომ არ მოგცემენ კვარა ოქროს ბურთს ესეთი ბურთის გამაზვა რო იცი...
ნელსონ მანდელა
მწვრთნელი კაი ხსნის წასული უნდა იყოს და ვიცით მაგის დონე. კვარა რატომ ურტყავს პენატლებს? ბოლოს როდის დაარტყა ნორმალურად მიხუდავად იმისა გაიტანა თუ არა, მემგონი ერთი პენალი მახსოვს ნაპოლში ცხრიანში რომ გაუშვა, კაპიტანია და წინ და უკან დარბუდა უაზროდ ქათამივით, მოკლედ აზრი არ აქვს სანამ სახელიანი და წონიანი მწვრთნელი არ მოვა რომელსაც პატვის სცემენ ეგ ბარდაგი არ დამთავრდება.
მამუკა
სანიოლი:საფეზბურთო აზრის გიგანტი. ფეოლას,ფერგიუსონის და დელ ბოსკეს ჯობს ერთად აღებულს.
Juve
რამდენჯერაც დავწერე ყოველთვის უკმაყოფილებაა ხოლმე, საქართველოს ნაკრებს უბრალოდ არ შეუძლია მეტი, არც მწვრთნელის ბრალი არაა დიდად, ჩვენ მუდმივად "D" დივიზიონში უნდა ვიყოთ, რომ უსუსურებში ეგებ კიდევ მივაღწიოთ სამადლო საგზურს.
Kipiani
არ უნდა ეხლა გული არ გაიტეხოთ ხვალ ყველაფერი კარგად იქნება გავიდა წლები-ს ა ნ ი ო ლ ი-და -კ ო ბ ი-უნდა წავიდნენ.კვარა პენალს ვერ ურტყამს მწვრთნელს არ უნდა მიეცა უფლება და საერთოდ მოგეწონათ.წ ა დ ი თ -სხვას დაუთმოს კ ო ბ ი მ -და-ს ა ნ ი ო ლ მ ა-ასპარეზი
ვაააა
სანიოლი სანამ ნაკრებში იქნება სანამ ოცნების ჭკუით ივლის და პოლიტიკურად დააყენებს შემადგენლობას ამ დღეში ვიქნებით ეხლა ტვინი რომ არ გაბურღოთ ოცნება რა შუაშიაო მაგალითი ზივზივაძე და გველესიანი ზივზივაძემ რაც თავისი აზრი დააფიქსირა ძირითადიდან შეცვლაზეც არ შემოყავს ამიტომ ოცნება და სანიოლი მოსაშორებელია სანამ არ იქნება მწვრთნელი რომელიც არ მოუსმენს მთავრობას არ გამოვა არაფერი
100%

Givi
რა შემადგენლობა დააყენა უეჭველი მოსაგები იყო და 5 მცველი 2 საყრდენი რა უბედურებაა, სანიოლს აქვს ერთადერთი ტაქტიკა დაცვაში უამრავი ადამიანი და წინ კვარა და ჟორჟი რამეს იზავენ... უეჭველი გასაშვებია ეს კაცი და დიდი ხანია ამას ვამბობ მაღალი დონის მწვრთნელი უნდა ნაკრებს, სანიოლი არ არის მაღალი დონის და საერთოს საშუალოც არ არის ჩემი აზრით!!!
გია
სანიოლი გასაგებია უნდა წავიდეს მაგრამ ყველაზე თვალშისაცემი ის არის რომ ქოჩორაშვილის და ლოჩოშვილის გარდა ყველას ტიპიური ქართული სენი აქვს აკიდებული,გუნდის ფეხბურთელები რომლებიც უფრო პოდიუმის მოდელებს გვანან იმას რა უნდა მოთხოვო და კიდევ ერთი ხვიჩას თუ აღარ უნდა თამაში თქვას და წავიდეს დროებით მაინც,კაცი რომელიც 140მილიონად არის შეფასებული მეექვსე თამაშია 14დოლარის საფასური არ გაუკეთებია დალოცვილო უკან პასს მეც გავაკეთებ და არ მინდა მილიონები ათასებზეც ყაბულს ვარ, სიმართლე ისაა რომ ამ გუნდის პიკმა გადაიარა და დაუბრუნდით იმ ძველ პერიოდს როცა ანდორასთან მოგება გვიხაროდა და კანკალით ველოდებოდით ბოლო წუთს რადგან ხუთიდან ოთხ შემთხვევაში გოლს ვუშვებდით
lisandro
რავქნათ ახლა ავკიდოთ ყველა ცოდვა მექვაბიშვილს? აბა კვარავაჯიოს ხომარ დავადანაშაულებთ, თან აგერ წინა სტატიაში თქვა ყველაფერი ღვთის ნებააო, მან კუნტრუშით პენალტი ურტყას აცილოს და მერე ღმერთს აბრალებს ღვთის ნება იყოო, ჯერ ისედაც ხომ დამთავრდა მაგისთვის ოქროს ბურთით დაჯილდოებაზე საუბარი მაგრამ ცოტა ნამუსი რომ ქონოდა მისით იტყოდა უარს, მე ბრესტისთვის და ჩრ. ირლანდიისთვის ვერ გამიტანია ეგერ რაფინია რეებს სჩადის მე რა მინდა ნომინანტებშიო. აგერ პორტალს აქვს სტატია- დღეს ვიწყებთ! უკეთესი იქნებოდა რომ დაგეწერათ -დღეს ვიწყებთ დღესვე ვამთავრებთ!!!
მირო
როგორც ველოდით,როგორც ყოველთვის აკეთებს, სანიოლმა პირველი ტაიმი საექსპერიმენტოდ გამოიყენა,მეორე ტაიმში კი შეეცადა შეცდომების გამოსწორებას,რაც არ გამოუვიდა.ასეთი ნიჭიერი თაობა უკეთესი მწვრთნელის ღირსია,მაგრამ ფედერაცია ჯიუტად არ იშორებს სანიოლს,რომელიც აქ სწავლობს,ჩვენზე სწავლობს მწვრთნელობას,მაგრამ ვერაფერი ისწავლა.სანიოლის ხელში ბოლო ადგილი ჩვენია.
Lelo
საქართველოს ნაკრებს მწვრᲗნელი Ჭირდება Თანაც ქარᲗველი, ცხადაᲫე დანიᲨნონ, ან სვანიძე, სანიოლი კარგა ხანია ვერ ხემᲫᲦვანელობს გუნდს.
ewd
ბერიშვილი ტაბიძე სად ეგდნენ გაშვებული გოლის დროოს?! რატო შემოვიდნენ? სანიოოლ წადიი წაეთრიეე და საერთოდ ვინააა ამ გუნდში ანალიტიკოსი სხვა ქართველებიც მოაცილეეთ შტაბიდაან
gio-goli
სანიოლი კარგა ხნის გასაშვები იყო ეგ ყველამ იცის მაგრამ მარტო სანიოლი კი არა ვინც სანიოლი აქამდე არ გაუშვა ისინიც გასაყრელები არიან სანიოლი მწვრთნელობის აზრზე არარის. ხვიჩას მეტი თავშეკავება მართებს ჯორჯი და ხვიჩა აშკარარად არარიან ფორმაში
მარტო
ხვიჩამ რა უნდა ქნას. იმედია გამოსწორდება მდგომარეობა. თუ არა, მაშვინ - ჩაო, კაკაო. პენალტი არ უნდა დაერტყაო, თუ ვიტყვით, მთავარმა ვარსკვლავმა თუ არ დაარტყა, მაშ ვინ-ო ხომ წამოიჭრება თემა? ჩანთებია მთავრეჟი, ჩანთები და მანქანები ტატუკებთან ერთად.
დუსუ
2024-ში ეროვნული ნაკრები იყო.როგორც კი პარტიული ნაკრები გახდა, ეგრევე წავიდა წარუმატებლობა
სტეფ ვიკოიძე
სანიოლის ხელში ნაკრებს სადმე გასვლა არ ეღირსება,დროა გადადგეს!
გია
ჩათვალეთ რომ с ლიგაში ვართ უკვე ესენი ვერცერთ თამაშს ვერ მოიგებენ. ეს გამორიცხულია.
ედო
სანიოლი აუცილებლად და სასწრაფოდ შესაცვლელია
თავადი
აუჰ....)))))აუჰჰჰჰ....))))) სანიოლის ბრალი რომ იყოს, აქამდე საქართველო არც რეიტინგში არ იქნებოდა წარუმატებელი და საქართველო ეხლა სულ სხვანაირად იქნებოდა. თუ ჩემი ძმა ხარ რააა... რა სანიოლი, რის სანიოლი👎👎👎😡😡😡😡
დააცადეთ სანიოლს და სფფ-ს
მოსპონ საქართველოს ნაკრები!
ენძო
სანიოლს გაუფრთხილდეს ფედერაცია,არსად დაკარგოს.
დინამოელი
ოქროს ბურთის კანდიდატი როგორც ყოველთვის ნაკრების უპირობო ლიდერი იყო.
ბოკინიო
დიდი მადლობა. დიდი ბოდიში და ინდა წაბრძანდე ბატონო სანიოლ. ფაქტია არც ხასიათი, არც ჟინი, არც სიცოცხლე. ნახევრდაცვა საერთოდ გვყავდა? ეგოიანი გეჯდეს სკამზე და მექვაბიშვილს ათამაშებდე :(( ჩაკვე გეჯდეს და ხარაიშვილი გამოგყავდეს?:( ეგოიანი ერედივიზიონის საუკეთესო ასისტია!
გეგი
რა შიდა ჩემპიონატიც გვაქვს ისაა ნაკრებიც წერტილი.
და ვინმე გვძალებს ?
ვინმემ თავს მოგვახვია ? :(((((((((
გიორგი
მთელი ერი მიხვდა გასაშვები როიყო წინა ერთა ლიგის გამო არ გაუშვეს რამდენი დრო შეჭამა ვიღაც უვიცმა..
სანამ ეს უვარგისი ფედერაცია და უვარგისი მწვრთნელი იქნება, ესე ვიქნებით. ნერვები მეშლება რატომ ვუყურე ამ თამაშს
ფედერაცია ციხეში
ლევანი
ყოჩაღ! ამასაც ხომ უნდა მოხერხება, წარმოდგენაც არ მინდა, უკრაინა და უნგრეთი რას დაგვმართებენ.
გ
თავიდან ბოლომდე სირცხვილი !!!!!
ქართველი
როგორც უფალს უნდოდა ისე იქნებაო ხო თქვა? ხოდა უფალს ეს უნდოდა,წაგება)))))
გულისტკივილით.
როცა პირველ ტაიმს იწყებთ, კარგა დასვენებული, არ დახარჯული ენერგიით შეუტიეთ რაა? არა აგორავებენ ბურთს წინდა და უკან, მერე უკვე მეორე ტაიმში აფაფხურდებიან და რა მაგიით? არც არაფერი! იგივე სცენარი მეორდება: ჩვენი ნერვების დაწყვეტა.
გაუშვით!!!
როდემდე უნდა იყოს ეს მწვრთნელი. ამოწურა თავი. უთხარით მადლობა და გაუშვით. უკეთესი შემადგენლობა ჰყავდა და მაინც ქაოტური ფეხბურთი ითამაშა. ან პირველ ტაიმში რა შემასგენლობა იყო ნახევარდაცვის გარეშე, ან იეგოიანს რას ერჩის რომ არ ათამაშა. გაუშვით ეგ კაცი, თვითონ არ წავა. მშვენიერ ქვეყანაშია, კარგი ამინდი, კარგი საჭმელი. სამსახურშიც შედეგებს არ სთხოვენ… გიჟი ქორწილში შევიდა, ჩემ სახლს აქა სჯობიაო. სად წავა
რეზო
თავმოყვარე ფედერაციის პრეზიდენტი პირველი ტაიმის მერე, ეგერევ მოაწერდა ხელს სანიოლის გაშცებას და ვინმე გამვლელს სთხოვდა ეს თამაში შენ ჩაატარეო. საქართველოს ნაკრები 90 პროცენტი ყოველთვის სვარკა იყო, განსაკუთრებით ქეცბაიას ხელსი, მაგრამ ასეთი ტაიმი არ მინახავს.
მწვრთნელის და მეხინკლეების დუელი?
იმათ მწვრთნელი ყავდათ ეგ მოგება არ უნდა ჩაუთვალონ, მასე როგორ შეიძლება? 😁
Niko
საოცრად ადვილად გამოსაცნობი გუნდია საქართველოს ნაკრები, რაც არ უნდა შემადგენლობა ყავდეთ ჯერ თამაშის ნახევარს ისეირნებენ, მერე მომენტებს ვერ გამოიყენებენ მერე გაუშვებენ, ზუსტად ვიცოდი რომ ხვიჩა პენალტს ვერ გაიტანდა და ბოლოს აუტიდან რომ ჩააწოდეს ჩემთვის ვიფიქრე რომ აუცილებლად გაუშვებდნენ, ხომ ხედავთ შვილო რომ არ არის ეს კოშკი მიშკი თქვენი თამაში, რამდენი ასე ელოდებით და მეორე გუნდიც ელოდება 90 პროცენტ შემთხვევაში თქვენ გამოდიხართ წაგებული, არ გყოფნით მოთმინება და ნერვები ამიტომ ითმამაშეთ თავიდანვე ისეთ გუნდთან რომელსაც აშკარად ჯობნით.
ვილიიიიი...
და ერთი თქვენი ... !!! ასე არ შეიძლება ! ასე ა რ შ ე ი ძ ლ ე ბ ა ! ცოდო-ა/ვართ ...
ბაგრატიონი
ვაი....... "მართლა ჩვენს პატრონს" რა გვეშველება? იცით რაშია საქმე? წინასწარ რომ დაიწყებთ ხოლმე, ტრაბახს, დაიკვეხნით და წინასწარ აკეთებთ პროგნოზებს. ვისაც საქართველოს მოგება არ უხარია, მე იმათ გამზრდელს ჩავეხუტე, მაგრამ, აქ არის ერთი რამ. ნუ იწინასწარმეტყველებთ, იმას, რაც და რაშიც არ ხართ დარწმუნებული და რაც არ იცით. ეგ ყველაფერი, ყოველთვის დაგღუპავთ და გაგანადგურებთ. "დაიმახსოვრეთ" ეხლა გინდა დაბლოკეთ ჩემი კომენტარი და გინდა გააშუქეთ. (სანიოლი რა შუაშია)კაცი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო. ყველას გეკითხებით, ნეიტრალური თვალთახედვით. ტყუილს ვწერ ეხლა?
დაბოლოს...... ნ
რა ტაკიტიკით ათამაშა ვიცოდი თავიდანვე რო წაგებდნენ კიტეშვილი შემყავს 71 წუთზე მექაბიშვილს ათამაშებს წადი სანოლი წადი
ცოტნე
გააგდეთ სანიოლი!
R
რა ვალი გვაქვს სანიოლის ასეთი
ვახო
სანიოლს უნდა გადავაყოლოთ ეს ოქროს თაობა??? ამოწურა რესურსი!!!
დენის როდმანი
როცა პრიორიტეტი ტატუები ხდება
კოტე
ბიჭებო გული არ გაიტეხოთ ყველაფერი უფლის ნებაა და ერთად დგომით ყველაფერი გამოვა.სანამ დროა ვაი მწვრთნელი სანიოლი მოაშორეთ ნაკრებს
გიორგი
რანაირ ტემპშიც თამაშობდნენ ისეთი ტემპით იყო პენალიც დარტყმული
იასონა
სადამდე უნდა იყოს ფიზკულტურის მასწავლებელი საქართველოს ნაკრების მწვრთნელი!!!
Sanol
წადი საქართველოს ნაკრებიდან უკვე ამოწურე ახალი მწვთნელია მოსაყვანი სასტრაფოთ
ეეჰ
დაგვღუპა ამ სანიოლმა თაობა ჩაკლა
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა
მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან
ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო
ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება
"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს
დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა
"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი
ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია
ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს
"მათ ეს ტიტულები დაიმსახურეს" - ენრიკემ "სიტის" ფინანსურ სკანდალზე ისაუბრა
"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა
"მის სანაცვლოდ ამ თანხას არასდროს გადავიხდიდი" - პეტი ბარკოლას "ლივერპულში" ტრანსფერზე
"არსენალში" გადასასვლელად მზადაა - ალვარესი "ატლეტიკოდან" მაინც წავა?
კონტე მზადაა - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანახმაა
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა