ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის შემდეგ კომენტარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა გიორგი მამარდაშვილმა და ბუდუ ზივზივაძემ გააკეთეს.

გიორგი მამარდაშვილი: "ფიზიკური თამაში იყო, თუმცა გვქონდა მომენტები, რაც შეიძლებოდა გამოგვეყენებინა. ჩვენი ოცნება და მიზანი არის, რომ კიდევ ერთხელ ვითამაშოთ ევროპის ჩემპიონატზე. რაც შეეხება ჩემს თამაშს, ყოველთვის ვცდილობ, რომ გავაკეთო ჩემი საუკეთესო, რაც შემიძლია, გუნდში თუ ნაკრებში. ვცდილობ, რომ თავდაჯერებულობა გადავცე მთლიან გუნდს. ძალიან ვემზადებოდი ამ ოთხი თამაშისთვის. ყოველთვის მნიშვნელოვანია ჩემთვის ნაკრებში თამაში და ასევე იმიტომ, რომ დიდი სათამაშო დრო არ მეძლევა ჯერ კლუბში. ჩემი აზრით, ცუდად არ მითამაშია არცერთ შეხვედრაში, გუნდსაც დავეხმარე რამდენიმე ეპიზოდში და, როგორც ვთქვი, ყოველთვის გრძელდება ბრძოლა ჩემთვისაც, ყველა ფეხბურთელისთვისაც და გულშემატკივრებისთვისაც.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო დღეს მოსულ ქართველ გულშემატკივარს".

ბუდუ ზივზივაძე: "თბილისშიც არ იყო იოლი ამ გუნდთან თამაში. ზოგადად, სანაკრებო დონეზე არ არსებობს თამაში, სადაც იოლად შეძლებ რაიმე მიზნის მიღწევას, თუ ბოლომდე არ დაიხარჯე და არ მოინდომე. მამარდას ფაქტორს რაც შეეხება, გასახდელშიც და ახლა აქედანაც მადლობას გადავუხდი იმ მოგერიებული პენალტისთვის, იმიტომ რომ ქულა მოვიპოვეთ. წინ კიდევ ორი თამაში გვაქვს, რისთვისაც დარწმუნებული ვარ, რომ უკვე ხვალიდან, როცა ფეხბურთელები კლუბში დაბრუნდებიან, დაიწყებენ ფიქრს და მომზადებას. დაცვის მხრივ ვიტყოდი, რომ ძალიან მოუმატა გუნდმა, იმიტომ რომ როდესაც გურამ კაშიას მსგავსი ლიდერი ტოვებს ნაკრებს, არ არის მარტივი ასეთი დანაკლისის შევსება. თუმცა ამ ოთხ თამაშში, ვფიქრობ, რომ რამდენიმე ეპიზოდის გარდა, დაცვამ ძალიან კარგად ითამაშა.

ამ ნაკრების მჯერა. საქართველოს ნაკრებს არასდროს მიუღწევია რამისთვის მარტივად. ახლაც რთულ სიტუაციაში ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ ნოემბერში სხვანაირი სიტუაცია იქნება ნაკრებში. შევეცდებით ყველანაირად, რომ დადებითი შედეგები დავაფიქსიროთ დარჩენილ ორ შეხვედრაში".

რომეო კუპრავა
ვისაც თამაში არ გინდათ ნაკრებში ჯობია ნუღა ჩამოხვალთ რა.იყავით თქვენს კლუბებში,ტოპ-ლიგებში და ჩემპიონთა ლიგაზე გადახანით მოედნები რომ შემდგომში უფრო კარგი კონტრაქტები დაგიდონ და უფრო ბევრი ფული იშოვოთ.აბა თქვენ იცით ბიჭებო
ზურასუხაშვილი
მგონია დეკემბერში ჯობდა, ან სულაც იანვარში.
ჟორა
25-27 წლის ბიჭებიდან ვისი იმედი გაქვთ რომ მოუმატებს? ეს საშუალო დონის ხალხი უნდა გაუშვათ და ახალგაზრდები დააწინაუროთ, იქნებ მომავალი გამოჩნდეს, ამათგან აღარაფერი დადგება, ამ საშუალო ფეხბურთელებით კი ვერასდროს ვერაფერს მივაღწევთ.
ჟორა
ნოემბრის სხვა სიტუაცია რაღა ჩემს ერთ ადგილად გინდათ? ყველაფერი უკვე დაიკარგა.
გია
ნოემბერში რადიკალურ ცვლილებებს არ ველი. გუნდი თუ ფიზიკურად არ მოძლიერდა და პრესინგს არ გაუმკლავდა, ისე არაფერი გამოვა. ჩვენი თამაში შესწავლილი აქვს ყველას. ძალიან თავისუფლად შეუძლიათ გვეთამაშონ ის თამაში რასაც მოისურვებენ.ჩვენ მეტოქეს ვერაფერს ვერ ვუპირისპირებთ იმ მიზეზთა გამო რაც ზემოთ ჩამოვთვალე.ნახევარდაცვა ძალიან სუსტი გვყავს როგორც ფიზიკურად ისე, ტაქტიკურად.ვერც პასს ვაკეთებთ წინ და ვერც ჩაშლას ვაკეთებთ ცენტრში. რასაც ვაკეთებთ ეს არის პასები უკან და საბოლოოდ ბურთი მიდის მამარდაშვილამდე,რომელიც გამთამაშებლის სტატუსი მოირგო, რაც არასწორია.ახლა მითხარით რა უნდა გააკეთოს ახალმა მწვრთნელმა ამ კუთხით, როცა ფეხბურთელი (ფეხბურთელები) ფიზიკურად მოუმზადებელი ჩამოდის თამაშზე.ასეთ შემთხვევაში ყველა ტაქტიკური მონახაზი, ხომ აზრს კარგავს. ეს პირველი შემთხვევა არ არის ეს პრობლემა მეტ-ნაკლებად სულ არის. ამიტომაც არის რომ ჩვენ ნაკრებს აკლია სტაბილურობა. ამ 36 წლის მანძილზე ნაკრებს მიჯრით 3 თამაში მაღალ დონეზე არ ჩაუტარებია.
ზვიადი
სანამ პრესინგით არ იტამაშებთ, როგორც ამას მეტოქეები გეთამაშებიან, მანამდე არაფერი გამოვა, დამიჯერეთ საუკეთესო თავდაცვა, თავდასხმაა :)
ქომაგი
ახალგაზრდებს უნდა მიეცეთ შანსი, მითუმეტეს ოქროს ბიჭები არიან, „ბებრებს“ თავი შეუცვლელი არ უნდა ეგონოთ ! ! ! თამათს იგებს კონკურენცია საუკეთესოებს შორის :)
tedo
,,კაი ერთი თუ ქალი ხარ " -,,კოკასა შიგან რაცა სდგას , იგივე წარმოსდინდების "(((
სვანსკი
ღმერთმა დაგვიფაროს მეორე სანიოლი შეგვრჩეს ეს ფრანგი ძლივს წავიდა
QT
ნოემბერში უკეთესი თამაშისთვის, უპირველს ყოვლისა ჯერ კლუბებში უნდა მოიპოვოთ მეტი სათამაშო დრო და დაიბრუნოთ ფორმა, თორე მატჩისწინა შეკრების ფოტოებში თუ უკეთ გაზმანულები იქნებით ეგ არ ითვლება.და მეორე, მთავარია გაზაფხულის ჩვეუკებრიც შესარჩევს შეხვდეთ კარგად, თორე აქ მგონია მაინც რომ შევინარჩუნებთ ადგილს B ლიგაში, თუ არც შევინარჩუნებთ მაგითიც არ დაიქცევა ქვეყანა.
ვვვ
კი, აცივდება
merab
ახალი გუნდია ჩამოსაყალიბებელი. ერთი თვე არ არის საკმარისი. ჩვენ მომავალი შესარჩევისთვის უნდა ვემზადოთ. არც ერთი ქვეყნის ფედერაციას არ სძინავს. ასევე მგონია, რომ საჭიროა მაღალკვალიფიციური უცხოელი მწვრთნელი, რომელიც ფაქტიურად საქართველოში იცხოვრებს.
ABARA
პირადად მე ნოემბერში თქვენი თამაშების ყურებას და ნერვების შლას აღარ ვაპირებ ჯიგრებო. გქონდათ ავანსად ნდობა და მხარდაჭერა, რასაც ბოლო 2 წელია ანიავებთ. დიდია ალბათობობა იმისა, რომ C ლიგაში დავქვეითდებით და მერე თქვენს თამაშს აღარც აღრავინ უყურებს. სან მარინინოსთან, ფარერებთან და ლუქსემბურგთან გატანილი გოლი წარმატებად არ შემოგვაჩეჩოთ, აღარ ჭამს მაგას გულშემატკივარი.
zura
ucxoeli normaluri mcvrtnelia sachiro. droze.
პაპა
Ჩბენ ისევ იქ დსვბრუნდიᲗ მენტალურად როცა Ფეხბურთელები გვყავდა გუნდი კი არა. და კიდევ რამდენ Მწვრთნელს უნდა მოკლას კარიერა Საქართველოს ნაკრებმა
Geo

Levani
უჟილკო ჩაჯმული კაცის მოგებული მე არ მინახავს. რაც მოიგეთ თქვენზე მაღალი კლასის საბერძნეთსაც(ნახეთ სადაა საბერძნეთი) იმასაც იმიტომ მოუგეთ მაშინ რომ ჟილკიანად თამაშობდით. ახლა კიდე ეგ დაკარგეთ- შეშინებული ფეხბურთელები მთავარი მიზნით პასი მივცე უკან დამცველებს. მეორე მიზანი პასი მივცეთ კაკაბაძეს მარტოა და მაგის მერე მესამე ტაქტი არ არის. იმის იქეთ გაურკვევლობა,არ ჩარბენა,დატოვება ფიქრები იქნება ხვიაჩას მივცე პასი-მაგრამ ხვიჩა დაკეტილია. სად წავიღო ბურთი... მოდი უკან მცველებს დავიბრუნებ, შარი ოხერია თუ დაკარგვაა სხვამ დაკარგოს. ესაა სულ. და რად მინდა თქვენი მოგებული ბოლო ორი თამაში? სუსტი გუნდები შეგხვდდებათ შესარჩევზე? უნგრეთი და ჩრდ.ირლანდია რო შეგვხვდეს სად დავიმალოთ? მაგათ გადაუვლით ხო? და არადა შეგხვდებათ რომელიმე შვეუცარია,იგივე საბერძნეთი, თუნდაც შოტლანდია ან თურქეთი და გაგაპობენ შუაზე. კასტრულა-ქოჩორას დუეტი არ გამომიტოვო რამაზი,ორივეს დაუძახე ნოემბერში.
zuli
კი კი ნამდვილად, გვჯერა ვინმეს ?
დავით 67
რაზეა საერთოდ ლაპარაკი. სან-მარინო რომ სან-მარინოა იმათმაც კი გაიტანეს გოლი. ნოემბერში რატომ ჰგონიათ რომ სხვანაირები დაბრუნდებიან? ისევ ფორტუნის იმედი აქვთ?
Bs
პარადოქსია! დაცვა ჩვენი სუსტი წერტილია, ნახევარდაცვა ვითომ კარგი და შეტევა კიდევ ძლიერი მხარე. ამ დროს შედეგი გვეუბნება რომ მხოლოდ ორი გოლი გაგვიტანეს და ოთხ თამაშში ერთიც კი ვერ გავიტანეთ. ეს ისე ,, პრიკოლის პონტში " თორემ ......
გია
ნაკრები ამ თამაშებს აშკარად მოუმზადებელი შეხვდა.ფეხბურთელები არ იყვნენ ფორმაში. თუ ოთხივე თამაშებს შევაჯამებთ, საუკეთესო მამარდაშვილი იყო.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
"მბაპე დიდი ხნის განმავლობაში ლიდერობდა" - კეინმა კილიანს "ოქროს ბურთი" ბოლო მომენტში გამოსტაცა
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
ალექს მერკვილაძის შედეგიანი თამაში BNXT ლიგაში — გრონინგენი სტუმრად დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის 52 ქულა და სანდრო ცენტრის პოზიციაზე - "ლეიკერსმა" ზედიზედ მესამე მატჩი მოიგო
[VIDEO] ეს ჟოზე მოურინიოს "რეალია" - "ბლანკოსმა" "ბარსელონა" "კამპ ნოუზე" დაამარცხა
[VIDEO] ჩაკვეტაძის სრული მატჩი - "უდინეზე" ვარდნას აგრძელებს
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
[VIDEO] "ოლდ ტრაფორდზე" კერიკის დღეები დათვლილია - "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ "ბორნმუთთან" 0:3 დამარცხდა
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
კვერნაძის 65 წუთი - "ფროზინონემ" "ატალანტასთან" უხვგოლიან მატჩში ქულა აიღო
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა საფრანგეთის გრან-პრიზე ოქროს მედალი მოიპოვა
"ეს ნამდვილი ცირკია, გააუქმეთ მსგავსი ინდივიდუალური ნომინაციები" - ბაბელი "ოქროს ბურთზე"
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
[VIDEO] ბარკოლას კურიოზული აცილება და მუნიოსის ეფექტური გოლი - "ლივერპულმა" კაცნაკლულ "ბრენტფორდს" თამაში შემოუტრიალა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
[VIDEO] დამაჯერებლად - "ლივერპულმა" "ბრაიტონი" დაამარცხა
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
კვარაცხელია და იამალი ერთ ფლანგზე - მიქაუტაძე VS მამარდაშვილი
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] მიქაუტაძემ ალისონს გაუტანა - "ლივერპულმა" "ვილიარეალს" თამაში შემოუტრიალა
საქართველოს ნაკრები პირველი გამარჯვებისთვის! - გასაიდუმლოებული დეტალები ბუდაპეშტში
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო