ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..

ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..

ეს სტატია ვილი სანიოლის გაშვებამდეა დაწერილი...

თუკი ვინმე ჰგონია, წაგებული (ჩრდ.ირლანდიასთან 0:1) მატჩის შემდეგ წერა იოლია, უნდა გავაწბილოთ. არც ისაა მარტივი, მწვრთნელის მიმართ სულ შინაარსობრივად მსგავსი შეკითხვები გქონდეს, წინასწარ იცოდე, რას გიპასუხებს და საკუთარი მოვალეობა მაინც შეასრულო. ფორმატიც შეზღუდულია და თავმოყვარეობაც არსებობს.

როცა "ერთა ლიგის" პირველი მატჩის წინ სავარაუდო შემადგენლობასა და შესაძლო სცენარზე ვმსჯელობდით, ხაზს ვუსვამდით, რომ მწვრთნელის მოსაზრებიდან ამოვდივართ. კრიტიკული პასაჟებიც ამას ეფუძნება. მაგალითად, ის, რომ ვილი სანიოლს ჰყავს ამოჩემებული ფეხბურთელები, ამას აღიარებს თუ არა, ვერსად გავექცევით და შემადგენლობაც გარკვეულწილად ამას ეფუძნება.

ამ თემებზე მსჯელობისას ზოგჯერ მკითხველს ერთგვარი აგრესია ჩვენზე გადმოაქვს და მაგალითად, ამიტომ აღარ მოვიაზრეთ სასტარტოში ანზორ მექვაბიშვილი, ვისაც ოთარ კიტეიშვილისა და გიორგი ჩაკვეტაძის ბოლომდე მზად არყოფნის პირობებში ძირითად შემადგენლობაში ველოდით. ეს ნახევარმცველი ბევრჯერ დაგვიცავს, აღგვინიშნავს მისი პრესინგზე თამაშის უნარი და გამოვყოფთ სომხეთის ნაკრებთან თბილისურ დაპირისპირებას, მაგრამ... ფეხბურთელი, ვინც კლუბი გამოიცვალა, შორეულ შტატებში ჯერ ხეირიანად არ დაუწყია(საერთოდაც, ფორმის პიკში ამ ასაკში იქ არ მიდიან)... დამაინც, ეს მექვაბიშვილის ბრალი იმდენად არაა, რამდენადაც სანიოლის პირობებშიც კი ვერ წარმოვიდგენდით და არსად დაგვიშვია, რომ ორი ნახევარმცველიდან ერთი ის იქნებოდა და მეორე გიორგი ქოჩორაშვილი. "ქოჩორა" კვლავ ბევრს იბრძოდა, საკუთარ კართან ხიფათი საოცრად განმუხტა, მაგრამ მისი საქმე ბურთის ამოტანა არაა, ცენტრში ასეთ ვითარებაში მესამე ფეხბურთელის აუცილებლობა იდგა. ჩვენი მცველები შეტევის წამოწყებას ცდილობდნენ, საყრდენები კი მათ თავს არ სთავაზობდნენ, ასე რა უნდა მოგვეხერხებინა?! ერთი რაც მოვახერხეთ, ხვიჩა კვარაცხელია მინდვრის ცენტრამდე ჩამოდიოდა და ყველაფრის წარმართვას ცდილობდა. პირველ ტაიმში ამან "კვარას" იერიშების საშუალება არ მისცა. შუა ხაზზე საუბრისას, ობიექტურობისთვის, ირაკლი ეგოიანი მცირე ტრავმას შეუწუხებია.

ვილი სანიოლმა "ფეიქენრიკიზაცია" სცადა და პირველ ტაიმში ჩვენი შემტევები პოზიციებს ცვლიდნენ. სიმართლე გითხრათ, პირველად რთული დასაჯერებელიც იყო, რომ გიორგი მიქაუტაძე გარემარბის პოზიციაზე ვიხილეთ. ეს ვილის აბსურდიზაციის ახალი ფაზა იყო. რატომ? ჯერ იმით დავიწყოთ, პსჟ-იც კი ეს მოცემულობა ნებისმიერ შემთხვევაში არ დგება, ამის გაკეთება ყველას არ შეუძლია; მეორე ის, გიორგი მიქაუტაძის მსგავსი გამოყენება ფიასკოთი დასრულდა, ხოლმე. ის მხოლოდ ცენტრფორვარდია. თავდამსხმელი, ვისაც მატჩის დიდი ნაწილი თანაგუნდელები არასწორად, ტანმაღალ და ფიზიკურად ძლიერ მცველებთან საჰაერო ორთაბრძოლებში შესვლას აიძულებდნენ. ობიექტურობისთვის, "სათავისო" საგოლე შანსიც ვერ გამოიყენა. ამ ქაოსსა და ტაქტიკურ ცვლილებებში გიორგი კვერნაძის საუკეთესო თვისებებიც ვერ გამოვიყენეთ.

როდის მოუმატა საქართველოს ნაკრებმა? როცა მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე ვიხილეთ, პრესინგის ხაზი კი მაქსიმალურად მაღლა ავწიეთ. აქ დიდი როლი ხვიჩა კვარაცხელიას აქტიურობამ შეასრულა, კაპიტანმა ორჯერ ბურთი "მოიპარა", რასაც ხიფათი მოჰყვა.

კვლავ ობიექტურობისთვის - ამ დროს პენალტი რომ გაგვეტანა, მატჩის სცენარი მნიშვნელოვნად შეიცვლებოდა, მაგრამ წარმოუდგენელია ის გამოხმაურებები, რასაც სოციალურ ქსელებში ვეცნობით. ჯერ იქიდან დავიწყოთ, თერთმეტმეტრიანი იმდენ ვარსკვლავს ვერ გამოუყენებია და ისეთ გადამწყვეტ მომენტში, მხოლოდ ლიონელ მესის მაგალითი კმარა. სადაა იმის გარანტია, რომ ეს ამბავი გოლად იქცევა?! მერე მართლა რომ გამომდგარხართ და სხვისთვის დაეთმოო, გიორგი მიქაუტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას ერთმანეთში შეთანხმება ჰქონიათ, თერთმეტმეტრიანი  რომელმა უნდა შეასრულოს და უბრალოდ, ახლა ხვიჩას დაერტყა, ასე გადაწყდა. მიქაუტაძემ, ვინც ზოგადად კარგი შემსრულებელია, საბერძნეთთან პენალტების სერიაში კარს ააცილა, ასეთი რამ ხდება, ამას ვერ განსაზღვრავ და სალაპარაკოც აღარაფერია.

მაგის გარდა, წლებია ამას ვწერთ, შეეშვით "კვარაზე" ჩასაფრებას და მომენტის ძიებას, როდის "დაარტყათ"!.. კაპიტანი იყო ყველგან, ბურთის მოპოვებას ცდილობდა, მეტოქეებს აპრესინგებდა, გუნდს შეტევების წამოწყებაშიც ეხმარებოდა, ორივე ფლანგსა და შუაშიც მოქმედებდა. ეს იმ ფონზე, როცა ვერ ვახერხებთ, მას მინდორზე საუკეთესო პირობები შევუქმნათ, სივრცეები გავუთავისუფლოთ, იდეალურ პოზიციაზე გავიყვნოთ.

"კვარამ" რა თქმა უნდა, ძალიან განიცადა, ცოტა მოიწყინა, მაგრამ ის არ დანებებულა და წინ ბევრჯერ დაგვავიწყებს ამ რთულ პერიოდს. ჩვენი მხარდაჭერა ხვიჩას, მართლაც მენტალურ მონსტრს და "ოქროს ბურთის" ერთ-ერთ მთავარ პრეტენდენტს!..

სანიოლზე კიდევ რა უნდა ვთქვათ? კი, შესაძლოა, სამი მცველის კუნთთან დაკავშირებული პრობლემები გასაკვირია და მისი ბრალი არაა, მაგრამ ამხანაგური მატჩების დროს რამდენი უკანახაზელის ალტერნატივა შევთავაზეთ, რომლებიც არ კი გამოცადა?! გუნდთან ერთად ამ დღეების განმავლობაში ის მეტად უნდა აანალიზებდეს, ნაკლები პრაქტიკის მქონე ფეხბურთელმა რა შეიძლება დააზიანოს, ვინაა ფიზიკურად უფრო მზად...

ერთი წაგებით არაფერი სრულდება, ისეც მოხდა, გამარჯვებებით დაწყებული წყალში ჩაგვიყრია, მაგრამ სამწუხაროდ, ამ ფონზე პერსპექტივაც რთული დასანახია. ასევე ობიექტურად - სანიოლმა ამ ნაკრებში მუშაობის გასაგრძელებლად ყველა რესურსი ამოწურა, მაგრამ ეს ოთხი მატჩი ისე მიყოლებითაა, რა გინდა გააკეთო... ახლა მთავარია, უკრაინასთან აუცილებლად მოსაგებ მატჩი ახლა უკვე შეტევითმა ექსპერიმენტებმა არ გამოგვჭრას ყელი.

უკეთესის მომავლის იმედით!..

• მეტი წნევა ტვინისკენ, ამხანაგებო

პრობლემის სათავე თქვენშია, ამნაირი ტიპის მიმართ რომ "უსაზღვრო პატივისცემა" გაგაჩნიათ, და კიდევ მრავალი ამდაგვარი სისულელე ბუყბუყებს ბევრეულის თავებში... კიდევ კარგად ვართ

• მინდია-ს

აბსოლუტურად ვეთანხმები გამოთქმულ მოსაზრებას, რომ ნაკრებში თამაში არავისთვის უნდა იყოს პრივილეგია, თვით ხვიჩასთვისაც კი (მიუხედავად ჩემი მისდამი უსაზღვრო პატივისცემისა და აღფრთოვანებისა). ნაკრების შეკრებაზე ჩამოსვლა არ უნდა აღიქმებოდეს გულშემატკივრის თვალში პოდიუმზე გამოსვლად. მით უმეტეს ისეთ გაჭირვებულ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობის 80%-ის ეკონომიური ყოფა რბილად რომ ვთქვათ სავალალო მდგომარეობაშია. ელემენტარულად შეგვიძლია გადავხედოთ პენსიებისა და სოციალური შემწეობის ოდენობას, ალბათ ევროპაში ბოლო აგდილზე ვართ. ეს ხომ მხოლოდ გაღიზიანებას იწვევს ხალხში? ევროპაში ხომ ამით ვერავის გააკვირვებ? გამოდის რომ საქართველოში სამარიაჟოდ ჩამოხვედი? არ ჯობია ზომიერების დაცვა, უფრო მეტ სიყვარულს არ მოიპოვებ რიგით გულშემატკივარში? თუ ღმერთი გვასწავლის ოქროში ჩამჯდარმა იარეო? მარტო პირჯვარის წერა რომ შველოდეს კაცს.......ეჰ, მგლის თავზე სახარება გინდ იკითხე და გინდა არა, ისეა ჩვენი საქმე.

• გულშემატკივარს-ს

ეგ გავიგე. და ესპანეთთან რომ 3-0-7 ით ათამაშა ნაკრები, მაშინ ადექვატურად მიაჩნდათ სანიოლი? 7 გოლი გაგვიტანეს. რამდენჯერ დავურტყით პირველ ტაიმში? აუცილებელი იყო რომ იგივე არაადევატურობა განმეორებულიყო სრული დიაგნოზის დასასმელად? რამდენი შესარჩევის ჩავარდნა გახდა საჭირო ამისთვის? კაცო, ანჩელოტის და მოურინიოს უთითებენ კარისკენ პატარა წაფორხილებისას და რა გახდა ამ სანიოლის გაშვება? რამდენი წელი დაკარგეს ბიჭებმა თუნდაც რეიტინგში რომ უფრო მაღლა ვყოფილიყავით? ნუ, პირად და ინდივიდუალურ სტატისტიკაზე რომ არაფერი ვთქვათ. უაზროდ გაფლანგული და წყალში გადაყრილი წლები შეგვრჩა ხელთ ამათი სიჯიუტის გამო. ზოგ ქვეტანაში ლამის სამ მწვრთნელს იცვლიან წელიწადში. რატომ უნდა იყოს ეს ჩვენთვის ასეთი ტრაგედია?

• გულშემატკივარს-ს

სვანაძემ რომ 3:0 წააგო საბერნეთთან და რომ აგებს ბოლო თამაშებს და ასე განუხილველად, დაუზუსებელი და პირდაპირ ნინავემ მთავარი ნკარების მთავარ მწვთელად - ასეთი ვითარება ადექვატური ადამიანებისთვის კითხვები უნდა არსებოდეს. ბოლო წაგეების და წარუმატებლობების ფონზე ვინმემ იცით - არაის სვანაძის წარმატებები და პროფესიული განსაკუთებულობა?

ვაი მორწმუნეები და ბნელები რომაა გარშემო უხვად, იმიტომაც მიდის ჩვენი საქმე აღმა. ღმერთს სამართლიანობა, შრომისმოყვარეობა, თავდადება, პატიოსნება, თავდაბლობა უნდა! არცერთი არაა ქართულ ფეხბურთში და სადაც ის არაა, რაც ღმერთს არ სურს, იქ ყოველთვის მარცხია. რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქნების! გაიგე ეხლა "ქართველო"?! კარგად დაიმახსოვრე და სანამ აქ ძვირ მარგალიტებს მოაბნევდე წიგნი გადაშალე, ბიბლია წაიკითხე თუ მართლა გაინტერესებს და გინდა იცოდე რა სურს ღმერთს. ყოფილი "ძველი ბიჭი" მამაოს ამბიონიდან ჩაძახებულს აქ ნუ ამოგვძახებ, ქვევრის როლს ნუ მოირგებ, სირცხვილია!

ჯანსაღი კრიტიკა არ ნიშნავს ცუდის თქმას! ეს ფანატიკური მიდგომები და კერპთაყვანისმცემლობა კიდევ მოიშალეთ (მხოლოდ ფეხბურთს არ ეხება). ნაკრებში თამაში პრივილეგია არაა მხოლოდ, არამედ პასუხისმგებლობა და ანგარიშვალდებულება ერის და ბერის წინაშე, ამიტომ როცა 90 წუთის მანძილზე უსისხლოდ დარბიხარ, უფრო სწორად დაძუნძულებ, დამატებულ დროში იმის მაგივრად რამეს მოედანზე სპორტულად ეცადო რაიმეს მიღწევას მეტოქეს სწვდები მაისურში, საშტატო პენალტისტს მისცე მისი შესრულების უფლება მაშინ, როცა ანგარიში 0:0 ია და ამდროს თავად ასრულებ პენალტს თანაც შეკუნტრუშებით, პიჟონურად და აცუდებ - ნამდვილად ხარ კრიტიკის ღირსი! და ბოლოს, ქართული ანდაზაც არ დაგავიწდეს - მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანაო! გუნდრუკს რომ უკმევთ ყოველი ჩასვრის შემდეგ იმიტომ არიან მოთენთილები. იმის მაგივრად სპორტული ზეიმი მოგვიწყონ, ჩამოდიან და "ლუი ვუტონებით", "ვალენტინოებით" და "ვერსაჩებით" "დე ფილეებს" აწყობენ, რომელიც ქართველ გულშემატკივარს ბოდიში და მაგრად კიდია! ამიტომ კრიტიკა! კრიტიკა და კიდევ ერთხელ კრიტიკა! ბევრი რამ აქვთ გამოსასწორებელი, სპორტულადაც და პიროვნულადაც და რაც მალე მიხვდებიან ამას მით უკეთესი მათთვისაც, ჩვენთვისაც და ქართული ფეხბურთისთვისაც.

• გულშემატკივარს

ბოლო 7 ოფიციალურ შეხვედარაში საქართველოს ნაკრები 6 ჯერ დამარცხდა. ეგეც რომ არ იყოს, ბოლო თამაშის პირველ ტაიმში დაყენებული შემადგენლობა და არჩეული ტაქტიკა, რომელიც რაღაც 7-0-3 მაგვარი იყო კიდევ ტოვებს კითხვის ნიშნებს სანიოლის გაშვების მიზეზთან დაკავშირებით? ამას დავამატოთ მისი პოსტ სამატჩო პრესკონკფერენცია, სადაც განაცხადა, რომ პირველი ტაიმის ინტენსივობა მისაღები იყო და რომ ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა. თუ 45 წუთში მეტოქის კარისკენ 0 დარტყმაა გეგმის ნაწილი, სხვა სათამაშო კომპონენტებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, მწვრთნელის მიმართ აქ უკვე ადექვატურობასთან დაკავშირებით ნამდვილად ჩნდება კითხვები, აი გაშვების მიზეზების შესახებ კი ადექვატური ადამიანებისთვის კითხვები საერთოდ აღარ უნდა არსებობდეს.

• Lelo

სვანაᲫეს დრო Ჭირდება უნდა ენდონ და აცადონ, Თავის ხელს ამ მატᲩებᲨიდაც დაატყოფს,როგორც იქნა დანიᲨნეს სვანაᲫე ჯერ კიდევ 2 წლის უკან ვიᲫახოდი ამას. ვინც კვარას პენალტების ხმას იᲦებს იმან ფეხბურთელი არ იცის, რამდენ ფეხბურᲗელს და ვარსკვლავს აუცილებლად პენალტი!!!!

• გულშემატკივარი

და რა დააშავა ასეთი, რატომ გაუშვეს? ნუთუ ქართველი გულშემატკივარი ახსნა-განმარტებასაც არ ვიმსახურებთ? სადა ფედერაციის ოფიციალური განცხადება თუ პრეს-ცენტრს უნდა მივმართოთ წერილობით? რა უპატივცემულობაა საკუთარი მოსახლეობის? ნაკრებს თამაშები აქვს, მწვრთნელს უშვებენ, არ გვეუბნებიან რატომ დანიშნეს მაინცამაინც სვანაძე და არა ცხადაძე, არველაძე ან ქეცბაია. სვანაძეს მომზადებულმა ნაკრებმა გუშინ საბერძნეთთან პირწმინდად წააგო სახლში დიდი ანგარიშით, ისე გვეთამაშნენ როგორც მეათე კლასელები მესამე კლასელებს. თუ 21 -წლამელების გაწვრთნის თავი არა აქვს, ეროვნულ ნაკრებს როგორ მოამზადებს? აგვიხსენით ბატონებო. ნაკრები და ქართული ფეხბურთი ხალხისაა და არა კერძო შპს-სი.

• შალვა

რა უნდა ასწავლოს? პრესინგე სირბილი უნდა, და სირბილი უნდა ასწავლოს ნაკრებში მთავარმა მწვრთნელმა?

• მინდია

ხვიჩაზე თუ ვინმე ცუდს ამბობს და... ფეხბურთი არ უნდა აყურებინო მთელი ცხოვრება

• დავით 67

.-ს! არ გცოდნია ეგ ამბავი შენ). ეს იყო ფინალამდე როდესაც დინამო ნაპოლის ხვდებოდა. ეგ იყო 1978წლის 27სექტემბერი, როგორც დღესაა 27სექტემბერი. ასევე ეს დღე ჩვენთვის ტრაგედიის დღეა. ამ დღეს დავკარგეთ აფხაზეთი 1993წ

• კეთილისმსურველი

წერტილ. ე.ი. შენც ფიქრობ რომ ნაკრების ბიჭებს აბულინგებენ და ეს არის მიზეზი წარუმატებელი თამაშის? გვითხრა გვარ-სახელებით ვინ არიან ესენი. თუ ვერ იტყვი უნდა მოკეტო. გამომივიდა აქ მეორე გველესიანი. მოგეწონა ხომ მისი აზრები? სანიოლს რაში უხდი მადლობას. შემთხვევით რომ გავიდა ნაკრები ევროზე? იქაც ერთი თამაში მაინც მითხარი სადაც მოწინააღმდეგის გუნდთან შედარებით უკეთესი იყო. სულ გაამართლებდა გეგონა?

ვის უნდა დაერტყა ? ზოგს ცხოვრებაში არ დაურტყამს ვარჯიშის გარდა . პრობლემაა ფეხბურთელების და ფიზიკურად მომზადებულის მითუმეტეს. კვარა მამამისმა გაზარდა, გაზარდოს ფედერაციამ ვინმე. ბურთი ვერ ამოქონდათ კვარამდე და თვითონ ჩადიოდა. ფიგარო ხომ არაა. კრიტიკა აუცილებელია, მაგრამ ზღვარგადასული არაფერი ვარგა. ბეზ პიატი მინუტ ოქროს ბურთის მფლობელია, თუ არა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო. კარგი ქართველი და ოჯახისშვილი, რატომ დაზოგავს თავს ?

• თბილისელს

რანაირი თბილესელი ხართ, თუ ჭორაობა გევასებათ და სხვის ფულს ითვლით ?

• მარტო

ნაკოლკები? თქვენ ჩანთები და მანქანები უნდა ნახოთ. გაფაფხურდებიან, ფულს იშოვიან და მერე თამაში ეზარებათ. კვარას დეგრადაცია დაიწყო, მაგრამ ენრიკე ასწავლის ჭკუას.

• ქართველი

რამდენი დავწერე და არ წერთ ამ კომენტარს, მაინც და მაინც ხვიჩამ უნდა თქვას ეს? ყველაფერი ისეა როგორც ღმერთს უნდა ,ეს ყველაფერი უნდა ღმერთს ასე,რაც ღმერთს უნდა ის იქნება

• Bruce Lee

პრობლემა იმაშია, რომ მარტო სანიოლის ბრალი არ არის წაგების და ზოგადად დღევანდელი ნაკრების სისუსტე. ეროვნული ნაკრების მწვრთნელი ვეღარ ასწავლის შემდგარ და გინდ ნახევარშემდგარ ფეხურთელს პრესინგს (ეს შეიძლება იყოს ტაქტიკის ნაწილი), ფიზიკურ მომზადებას, ბრძოლისუნარიანობას, სტაბილურობას, ინტელექტს და დისციპლინას. თუ ფეხბურთელს ეს თვისებები არ აქვს, მწვრთნელი მას ამას ვერ შესძენს. მწვრთნელმა შეიძლება ეს თვისებები ფეხბურთელში გააძლიეროს და ეფექტურად გამოიყენოს გუნდში. ქართველი ფეხბურთელები ამ კომპონენტში საკმაოდ სუსტები არიან და არც ახალ თაობაში ჩანს ნათელი წერტილი.

• გიორგი

ემიგრანტი-ს რატომ უწოდებ მოღალატეს მთავრობას. იმიტომ რომ ქვეყნიდან გაქცეული უვარგისი მოქალაქე ხარ, გასტერბაიტერი, ემიგრანტის საპატივცემლო წოდებას რომ ხარ ამოფარებული?

• Semi

ობიექტური სტატიაა, მაგრამ ვილის ამ მომენტში გაშვება არასწორია. შესაძლოა ვილი გაეშვათ მაგრამ ეს ერთალიგის დაწყებამდე ან მის შემდეგ უნდა გაეკეთებინათ. რამაზ სვანაძეც ორმაგი ტვირთის ქვეშ დააყენეს ასე მოუმზადებელი. აგერ გაგვარღვია კიდეც საბერძნეთმა.

• ლუარსაბ თათქარიძე

კობიაშვილო, ფედერაციას როდის მოცილდები?!

• თბილისელი

სტატიის წაკითხვის შემდგომ ძველი ანეგდოტი გამახსენდა: ბებიაჩემს ყვ...ბი რომ ჰქონოდა,ბაბუაჩემი იქნებოდაო.ამ ჩამოშლილ და გავარვარებული, უწიგნური ბიუჯეტის მპარავებით გავსებულ,გაუნათლებელი ხალხის ქვეყანაში რატომ უნდა იყოს მაღალი დონის ფეხბურთი?

• თბილისელი

დანარჩენს ხომ აკონტროლებს მაგრად.....რატომ უნდა ჩაედო თავისი ფული? ანდა ბიუჯეტის ფულიც მისი არ არის?

• qedo

ვინც უარყოფითად შემეხმიანეთ, ამიხსენით მოტივი.

• ისევ ჩემი მოკრძალებული აზრით

მე სანიოლს არ ცამართლებ, მაგრამ დავუშვათ მთელი სამწრთნეელო შტაბი ვერ ესწრება შეკრებას, შენ რომელიც ექვსი წლიდან დადიხარ ფეხბუურთზე ,ყოველ დღე ოცი წწლის განმავლობაში ერთი წიგნიც კი არ წაგიკითხია და ხოლოდ ბურრთს აგორავებ საჭმელი შენ არ გაკლიია დდა ფული , ყოველ დღღე ხუთი მწვრთნელლი გარიგებს და გასწავლის, იმ პატარა ბავშვების ხათრით მინც ხომ უნდა ირბინო ,ოფლი მანნც ხომ უნდა გამოიდინო შშენს სანახავად რომ მოვიდნენ და მთელლი ცხოვრება რომ უნდა ახსოვდეთ ეს დღე. მწვრრთნელი რათ გინდა როცა მოედაანზე ხარ ითამაშე [იმუშავვე ეგ შშეენნიი სსამსახუურია] ისეთი ჟილკით ბიჭები რომ თამაშოობბენ პივაზე უბნებშიი. სინდისის და ნამუსიის საკითხიია,

• ხვიჩა პოკერი შენზეა, ძმაო!

სანიოლი გენერალ-მაიორის წოდების გარეშე გაუშვეს? ხელფასი მაინც ხომ ჩაუთვალეთ ბოლო თეთრამდე?

• Panenka

დიახ, დღეს არც გუნდი ვარგოდა და არც ხვიჩა. ფორტუნამაც ზურგი შეგვაქცია. დღევანდელი თამაშით ჩვენი გუნდი არ იმსახურებს არაფერს. და ხვიჩას მიერ შესრულებული მეტიჩრული პენალტი. ეს “პანენკაა”😱თუ რაც არის. არავინ არის, რომ ურჩიოს? ზუსტად დარტყმა შეგიძლია? რათ უნდა ეს მეტიჩრობა - დაარტყი ძლიერად “ძევიატკაში” და აუღებელი იქნება.

• Geo

სანიოლი ადრე იყო გასაშვები ეს ციკლი სხვაწვრთნელს უნდა დაეწყო,ამას ითხოვდა ხალხი ეხლა სვანაძე შემოგვაჩეჩეს ვინმეს ნაკრები მისი დუქანი ხომ არ გონია?კ ო ბ ი ც -უნდა წავიდეს ისწავლეთ პასუხისმგებლობის აღება

• ჩემი მოკრძალებული აზრით

ამ მბაპემ და იამალიმ თავიანთი ტრაბახით სულ შემაჯავრეს ოქროს ბურთი. ოქროს ბურთი უნდა ერგოს იმას ვინც თავისი ქვეყნის ღარიბი ბავშვებისთვის აშენებს სახლებს,სკოლებს,საბავშვო ბაღებს საავადმყოფოებს ,საფეხბურთო სკოლებს.ასეთი კი არის სადიო მანე ,რომელიც თვითონ უბრალო ტელეფონით დადის.

• გიორგი

მადლობა ჩემს კომენტარს რომ გამოეხმაურე! მე რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება რომ სულ იცავს და ხელს აფარებს. ამან მგონი "წიგნიც გამოსცა" კვარაცხელიაზე, თუ არ ვცდები?! რა თქმა უნდა სოციალური დახმარება ხუმრობით იყო ნათქვამი, მაგრამ მეორეს მხრივ დღესდღეობით არაფერი მიკვირს. წარმატებები ყველას, ავტორსაც, მკითხველსაც, ფეხბურთელებსაც და კომენტარების გამკეთებლებსაც!!!

• კვარაცხელიას

კრიტიკა აკლია ჰეითერების მთელი არმია მუშაობს მაგაზე მარტო კვარაცხელია ხოარაა საქართველოს ნაკრები მიქაუტაძე რომ ხარ და ვილიარეალის ფეხბურთელი რო ხარ ნაკრებში საგოლე შანსი რომ მოგეცემა უნდა გაიტანო.დაახატა ჩაკვეტაძემ ბურთი ფეხზე და მეკარე სადაც იდგა იმ კუთხეში დაარტყა მეორე შემთხვევაში საერთოდაც ბურთს უბრალოდ ფეხი ააცილა.რო გაეტანა ხო მოვიგებდით.ისე იყო 11 მეტრიანის შემთხვევაშიც ან სამი ცენტრალური მცველი რო ერთმანეთის მიყოლებით კუნთის პრობლემის გამო გადის მოედნიდან ეს საერთოდ პირველად ვნახე.ამას რა ქვია რა მაღალი ინტენსივობის თამაში კი ეგიყო.ჩემი შვილიშვილი იყო თამაშზე და ძაან იმედგაცრუებულია იყო მთელი გუნდის გარჯით.

• qedo

მახსოვს, ივანიშვილი მზად იყო დაეფინანსებინა ქართული ფეხბურთიც, ოღონდ იმ პირობით, რომ ფედერაციაში უნდა ყოფილიყო მისი წარმომადგენელი, რომელიც გააკონტროლებდა ხარჯებს. არ დაეთანხმნენ და რატომ, ხომ გასაგებია? ანდა, რა უნდოდა კობიაშილს პარლამენტში? დრო თავზე საყრელი ჰქონდა? რატომ მოხსნეს მწვრთნელობიდან კახა ცხადაძე? გაშიფრეთ ფედარაციის ხელმძღვანელების შემოსავლები და ყველაფერი გაირკვევა.

• ჯენარო

ვილი არ იყო ჩემპიონატზე რიმ გაგიყვანათ და16 საუკეთესოში ვიყავით და კაი ჟილკიანადაც ვითამაშეთ. მართალია კი თავი ამოწურა ნაკრებში, მაგრამ გულწრფელად ეკუთვნის მადლობა იმისთვის რა დღეებიც გვაჩუქა!

• ხეჩო

ვახ რა ცუდ ეპოქაში მოუწიათ თამაში მესხს,მეტრეველს იამანიძეს, ასათიანს, მაჩაიძეს, ყიფიანს, გუცაევს ძოძუაშვილს......რა ნაკოლკებს დაირტყავდნენ ბიჭები.ერთ რამედ ღირს ამათი აჭრელებული მკლავები ყურება. ფუ.

• gogi

ეს რომის პაპზე მეტი კათოლიკეობა არ მოგბერზრდათ? კაცს რომელიც პენალტს ვერ გაიტანს ასეშთ მომენტში გააკრიტიკებენ აბა ხო არ მოეფერებიან? კვარას არავინ არაფერს არ უკარგავს მაგრამ ხელშეუხებელ ღმერთადაც ნუ გამოიყვანთ. ესაა მერე რომ გვღუპავს და არამარტო ფეხბურთში

• თერთმეტრიანი

იმან უნდა დაარტყას ვინც იტანს არც კვარაცხელია და არც მიქაუტაძე ეგეთები არარიან საბერძნეთის ნაკრებთან აცილებული 11 მეტრიანიც ამის დასტურია.დინამოში ყიფიანი,გუცაევი,ჩივაძე,შენგელია ყველა ესენი ურტყამდენ 11 მეტრიანს ხან იტანდნენ ხან აცილებდენ და ამდროს ყველაზე მაგრად რეზო ჩელებაძე ასრულებდა, სპეციფიკური თემაა თავისი მუღამი უნდა.შტატიანი 11 მეტრიანის შემსრულებელი ქვია მაგას.და დღევანდელ ნაკრებში ეგეთი არავინაა სამწუხაროდ.

სანიოლი გადადგა?კობიაშვილი და მუჯირი რატომ არ მიყვა?მაგ ბიუჯეტის ქურდების ბრალია დღეს რაც ჭირს ქართულ ფეხბურთს.

• გიორგი

ვერ დაგეთანხმები. სტატიაში არ წერია ხვიჩა კრიტიკის მიღმააო, სადაც გასაკრიტიკებელია იქ ვაკრიტიკოთ და არა ხელაღებითო, ანუ ობიექტურები უნდა ვიყოთო შეფასებისას. პირიქით, ბევრისთვის ჭკუისასწავლებელიც უნდა იყოს ეს შეგონება.

• გიორგი

სტატია წაკითხული გაქვს? მექვაბიშვლზე იმის საწინააღმდეგო რაც დაწერე რა სხვა რა დაწერა?

• გიორგი

იმედი ვიქონიოთ.

• მირიან

მატჩი წააგო სანიოლმა, ვერაფრით განვითარდა .სვანაძე დაამტკიცებს ამას.

• ბოტია წიფურიას

შენ გამო ვართ აზრის გამოტანაში ბოლომდე და ფეხბურთი მითუმეტეს არ იცი, ტაქტი და დიპლომატია ხომ ზედმეტია და წერასაც ნუღარ ასწავლი ახლა სხვებს. სანიოლს არ გაუშვებდნენ ასეთი სტატიები რომ არა, უმრავლესობა ეტენებოდა

1981 წელს ფინალის წინ,ვიტალი დარასელიამ ბიჭებს უთხრა,თუ ბიჭი გამიჩნდება,ვინც გამარჯვების გოლს გაიტანს,იმის სახელს დავარქმევო.გოლი თვითონ გაიტანა და შვილსაც ვიტალი დაარქვა.

• ბორია წიფურია

ღვთისავარ ფეხბურთი მართლა თუ არ გესმოდა ეხლა მთლიანად დავრწმუნი. ახალგაზრდულიდან ვუყურებ მექვაბიშვილს და მასში სანაკრებო დონის ფეხბურთელს მე ვერ ვხედაც. ყველაზე ცუდი ფეხბურთელია ყოველ მხრივ. აშშ-ში პენსიაში გასული ევროპელები მიდიან სათამაშო და არა პერსპექტიული ახალგაზრდა მოთამაშეები.

• ჯანდაბამდე გზა ჰქონია

არა, ვისურვებ საფრანგეთის ნაკრები ჩაიბაროს ))

წმინდად და მსხვილად დაფქული ერთნაირად გადიოდა და ვაი წმინდის დამფქველსაო!ძველი ანდაზაა.ქვეყანაში თითოოროლა პროფესიონალი გვყავს და მათი ხმაც,უამრავი სრულიად უცოდინარის ყაყანში იძირება.სამწუხაროდ,ჩვეულებრივ,არც თანამდებობის პირები არიან პროფესიონალები და ამიტომ,არც მათი ფასი იციან.ამიტომ ვართ,მუდმივ კრიზისში და არც მისი დაძლევის პერსპექტივა გვაქვს.გამოუყენებლობით,სპეციალისტების პროფესიული დონეც ეცემა და რაკი მათ ასაკიც ემატებათ,ბუნებრივია,რაოდენობაც თანდათან შემცირდება.საბჭოთა კავშიროს დროს,კომუნისტები,ყოველი კარგი პროფესიონალის გარშემო,ახალგაზრდების ჯგუფს მიამაგრებდნენ და თანდათან იქმნებოდა სამეცნიერო პოტენციალი.დღეს ის პროფესიონალიც აღარ უნდათ და მათ გარშემო სამეცნიერო სკოლის შექმნა,ქვეყანას კვალიფიციურ კადრებს რომ მოუმზადებს,ლაპარაკიც აღარ არის.ვიც ი,ვინც ხართ და ჩემი აზრით,თქვენ გარშემო სახელმწიფომ უნდა შექმნას ჯგუფი და თქვენი უნარები ქვეყნის ინტერესებს და ქართულ სპორტს დაახმაროს.რა თქმა უნდა სათანადო დაფინანსებაც აუცილებელია.

• თამაზ

და ფედერციაში ისევ ის ხალხი უნდა იყოს ვინც სანიოლს(რომელსაც ბევრ რამეს ტყუილა ვაბრალებთ)ამდენხანს აჯეჯილებდა?!

• უვიცი

არავითარი დაცვა კვარას არ ჭირდება, რაც კარგად ქნა იმაზე შევაქოთ, პენალტისტი კი მიქაუტაძეა და შეეშვას მანდ შეტენვას. მიქაუტაძე სხვა ტიპაჟია არც პენალტის გაცუდება დაამძიმებს თუ რამეა, ხვიჩამ თვითონვე უნდა მოიხსნას წნეხები. არ ჭირდება არც პენალტისტობა, არც კაპიტნის სამკლაური და არც ფაიფურის კბილები. ჩვენ გვინდა ბუნებრივი ხვიჩა, მსუბუქი და მფრინავი.

• ფეხბურთის გულშემატკივარი

ქართველებო და განსაკუთრებით ფეხბურთის ქომაგებო! ახლა გეტყვით მწარე მაგრამ ამჟამად შექმნილ ვითარებას და ტყუილად ნუ გაბარაზდებით, მიიღეთ რეალობად: ჯერ მთავარი - სანიოლი კარგა ხნის წინ იყო მოსაშორებელი და გუშინდელი ამბის შემდეგ, "ზოგი ჭირი მარგებელია"-ს პრინციპით, ბოლოსდაბოლოს ჩამოგვშორდა! თუმცა, გუშინ ნაჩვენები თამაშის შემდეგ დავრწმუნდი, რომ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს თავისი ფორმის პიკი უკვე გადავლილი აქვს (ეს გახლდათ ევრო-2024 და ინერციით ცოტა ხანიც ამის შემდგომ) და დღეის მდგომარეობით, როცა ნაკრები უკვე დატოვებული აქვთ ზოგიერთ ვეტერანებს, როდესაც ამჟამინდელი წევრების გარკვეული ნაწილი ასაკშია და სხვები კი შორს არიან თავიანთი საუკეთესო ფორმისგან, საქართველოს ეროვნულ ნაკრებს აღარ ძალუძს გადაჭრას მაღალი მიზნების მქონე ამოცანები! ანუ, სხვა სიტყვებით, ევროზე ნაკრებმა მიაღწია თავისი დონის მაქსიმუმს და ფორმის პიკს, ხოლო ამჟამად საკუთარ თავს ვეღარ გადაახტება. შესაბამისად, პირველი ამოცანაა ამ კრიზისის (იმედი მაქვს, დროებითის) შეჩერება, ხოლო შემდეგ გეგმაზომიერი მუშაობის ფონზე ნაკრების ნელ-ნელა გაახალგაზრდავება და ფორმის აკრეფვა. პირველ რიგში, ნაკრები უნდა გასუფთავდეს ისეთი ფეხბურთელებისგან, ვისაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს და ნაკრების მუხრუჭს წარმოადგენენენ (მიხვდით ალბათ, ასეთები საკმაოდ არიან ჩვენს ჩემპიო0ნატშიც, აშშ-შიც და სხვაგან). ასევე, ნაკრების კაპიტნის ავტორიტეტი გუნდში და მისი პასუხისმგებლობაც უნდა გაიზარდოს, რათა თავად იყოს გუნდისთვის მისაბაძი მაგალითი. ამასთან, პრივილეგიებით არ უნდა სარგებლობდეს არცერთი ფეხბურთელი! ანუ, თუ მწვრთნელი ხედავს ვარჯიშებზეც და თამაშშიც რომ ამა თუ იმ მოთამაშეს არ გამოსდის ჯარიმების ან პენალტის დარტყმა, ასეთი სტანდარტულების შესრულება დაუყოვნებლივ უნდა ჩაანაცვლოს სხვა ფეხბურთელით! კიდევ ბევრიუ რამის დაწერა შეიძლება, თუმცა ეს უკვე ცალკე წერილის თემაა

ხშირად არ ვეთანხმები გარკვეულ მოსაზრებებში, მაგრამ ამჯერად სრულად ვიზიარებ ავტორის პათოსს. ვინც კვარას 11 მეტრიანის გაფუჭებაში ხედავს ამ ფიასკოს მთავარ მიზეზს, რბილად რომ ვთქვა ძალიან დილეტანტია ამ სპორტში და მარტო ამოჩემებული ერთი ფეხბურთელით აღიქვამენ თამაშს. გუნდის ერთანად ძლიერი თამაში აძლევს გამორჩეულ ფეხბურთელს უნარების გამოვლენის საშუალებას , სხვას კი სუსტი წერტილების დაფარვის შესაძლებლობას. ასეთი გუნდი 2024 ევროზე გვყავდა, მეტი არა და ინდივიდუალურად ... მბაპე და ოლისე ესპანეთთან მსოფლიოზე სად იყვნენ გამქრალი ის გაიხსენეთ მაშინ, რადგან "შინაურს შენდობა არ აქვს" და ხან კვარას, ხან მამარდას და ხან ნებისმიერ ერთს ვაბრალებთ ხოლმე წაგებას.

• Juve

ერთს დავწერ რა და მიპასუხეთ!!!! ნაკრებში ვინ არის ხელის მუხრუჭი ეგრედ წოდებული რუჩნოი?... მომკლა ამის უკან ოასებმა!!!! გადაახვიეთ და ნახეთ და დათვალეთ უკან ოასი რამდენი გააკეთა ამ თამაშშიც და სხვა თამაშებშიც!!! კაი რააა მაგის ფეხბურთელობა არ გაიშვას არსად... მაგიტომაც არ მოიძებნა კლუბი ტოპ და საშუალო ლიგებში და წავიდა იქ სადაც წავიდა!!!! ვილი კიდე აქამდეც უნდა გაეშვათ!!

• ნელსონ მანდელა

დიდი პატივისცემა კვარას მაგრამ, როდესაც კაპიტანი ხარ და იცი რომ პენალტები შენი სუსტი წერტილია კეთილი ინებე და სხვას დაუთმე, მე მაგის მხოლოდ ერთი კარაგად დარტყმული პენალტი მახსოვს ისიც იტალიაში.

• გია

ვილი კაპიკად არ ვარგა და ვის აწყობს და რატომ აწყობს ფედერაციაში, ვერ გამიგია.

• უტა

სანიოლი რა, ხიზანიშვილი არჩევს მანდ სასტავსო

ამ თამაშის შემდეგ,ვილი სანიოლის გაშვება,კანონზომიერი იყო,თუმცა გუნდის მთავარი პრობლემები,მისი ბრალი ნამდვილად არ მგონია.სანიოლს დიდი მადლობა,იმ დიდი სიხარულის გამო,რომელიც ქართველებს გვაჩუქა,ევროპის ჩემპიონატზე თამაშით.წარმატებებს ვუსურვებ,სადაც მუშაობას დაიწყებს.სანიოლი წავიდა,მაგრამ პრობლემები დაგვრჩა და მგონი გაორმაგდა,სამი მცველის ერთ თამაშში დაშავებით.ახლა ვიღას უნდა დავეყრდნოთ?უკრაინის დანაკლისზე წერდით,მაგრამ გავიწყდებოდათ,რომ უკრაინის ჩემპიონატი გაცილებით ძლიერი ჩემპიონატია და იქაური ფიზიკური მომზადებაც,ნაკრების ნებისმიერი ფეხბურთელის,ჩანაცვლებისას,გაუძლებს თუ ვერა,ეს საკითხი არ დგება.ჩვენ ხუთი მცველი ვერ გვიპოვია,90 წუთი ტრავმის გარეშე რომ დაასრულოს.მთელი პირველი ტაიმი ვისვენებდით და კუნთების ტრავმები დაღლილობას როგორ უნდა გამოეწვია,ეგეც გაუგებარია.უფრო დაძაბულ მატჩებში ასეთი არ მოგვსვლია.შესაძლოა,მატჩისწინა გახურება ჩატარდა ცუდად,ან სამედიცინო გუნდმა დაუშვა შეცდომები.არ ვიცი,მიზეზი,მაგრამ გასარკვევი კი არის,რომ სხვა დროსაც არ დაგვემართოს.სტატიის ავტორი,ხვიჩას წინააღმდეგ გამოხდომებზე წერს,მაგრამ გადახედეთ საიტზე დიდი ხნის განმავლობაში და განსაკუთრებით ოფიციალური მატჩების წინა პეროდში სისტემატურად ჩვენ ფეხბურთელებზე განხორციელებულ ბულინგურ ზეწოლას და პირდაპირ კავშირს დაინახავთ,რატომ თამაშობენ ასე შებოჭილები.ძველი ფორმაციის ნაკრებისა არ იყოს,ამათაც უკვე ეშინიათ გარისკვის და მხოლოდ გუნდის ლიდერზე ყველაფრის აკიდების და თვითონ ჩრდილში დარჩენის სურვილის ნიშნები,ძალიან ხშირი შესამჩნევია,ჩვენ თამაშში.ერთია ჯანსაღი კრიტიკა და მეორე,ლანძღვა გინება.საიტს ცენზურის ვალდებულება აქვს,შეურაცხმყოფელ პოსტებზე და პატიოსნად თუ შეასრულებდა,ვალდებულებას,ბევრი აქ შემომსვლელი,მხოლოდ ამ მიზნით რომ შემოდის საიტზე,ახლოსაც აღარ გაეკარებოდა კლავიატურას.ზოგჯერ თვითონ საიტის ჟურნალისტებიც,ნებით თუ უნებლიედ,ხელს უწყობენ,არაჯანსაღ აჟიოტაჟს და ალბათ ამაზეც მისაქცევია,ყურადღება. ძალიან მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა ნაკრები და ახლად დანიშნული რამაზ სვანაძე.დღეიდან საიტის სტუმარ მასპინძლებმა უარი უნდა ვთქვათ მძაფრ კრიტიკაზე და ყველანაირად გვერდში დავუდგეთ,ნაკრებს და რამაზ სვანაძეს.დღეს ბოღმის და ბრაზის ამონთხევის დრო და ადგილი აღარ არის.სიტუაციის გადასარჩენად ყველა ერთად უნდა დავდგეთ და იქნებ ნაკრებმაც იგრძნოს ჩვენი თანადგომა.შეშინებული კაცი,გმირი ვერ გახდება,გმირებად,შეგნებულად თავგადადებული ადამიანები ხდებიან.დამთავრდა ბულინგი!

• სვანაძე

ალბათ დროებით იქნება ამ შესარჩევის ბოლომდე ისე ადრე იყო დროებით ნაკრებში მთავარ მწვრთნელად და სომხებთან წავაგეთ თბილისში როგორც მახსოვს.უკრაინა ძალიან სერიოზული გამოცდაა სვანაძისთვის.მოგების იმედი მცირეა უფრო ფრე იქნება რაც უფრო უკრაინას აწყობს. უნგრეთში ალბათ გაგვიჭირდება დიდი ალბათობით.ფიზიკურად და გამძლეობით ორივე გუნდი ჩვეზე ძლიერია პრესინგს ხშირად მიმართავენ აქტიურად რაც ჩვენთვის უცხო ხილია.დახოცენ ლამის ერთმანეთი ისეთი თაში და მუშტიკრივი იყო.და რადა როგორი შედეგი გვექნება ამას ერთ კვირაში გავიგებთ.

• lisandro

შეეშვით კვარაცხელიას ადვოკატობას! სანიოლთან ერთად მთავარი დამნაშავე წაგებაში ეგაა!! ჯერ ერთი თუ ლიდერობაზე პრეტენზია გაქვს ჩრ. ირლანდიას ლამის მარტო უნდა უგებდე და წაგებაშიც სანიოლთან ერთად მთავარი დამნაშავეა, ჯერ კლოუნივით რაღაც აგდებულად დარტყმული უაზრო პენალტი და გოლის გაშვების ეპიზოდშიც ზუსტად კვარაცხელიამ ვერ მოასწრო საჯარიმოსთან ირლანდიელი ფეხბურთელის ჩაწოდებულის დაბლოკვა რასაც გოლი მოჰყვა.

• lasha

ნაკრების დაცვა გასაკვირად კარგად გამოიყურებოდა. ვიტყოდი საუკეთესოც იყო ნაკრებში. მეკარე სუსტი. თავდასხმაზე რა ვთქვა. პენალტს რო ვერ გაიტან და ფორვარდი მიქაუტაძე ეგეთ მომენტებს რო გამაზავს. რავიცი რაღაა სალაპარაკო. და ბოლოს უსუსტესი შუახაზი. გადახედავ და 7 მოთამაშე იყო ტოპ ლიგებიდან და 2 კიდევ სკამზე გვეჯდა. მაგრამ აშაკარად მოჩვენებითია ეს ყველაფერი. ნაკრებს არ ყავს ცენტრაული ხაზი. უბრალოდ არ ყავს. გამონაკლისაი ჩაკვეტაძე, რომელიც ასეთი ისე არის ევროპული საშუალო დონის ნახევარმცველი. დანარჩენი უსუსტესები. ემელესში წასული ფეხბურთელს როგორ უნდა ჩააბარო შუახაზი? არ მესმის.

• ავთო

ამ შედეგის მიზეზი პირველ რიგში არის შემადგენლობის არასწორი შერჩევა. ეს კი მწვრთნელის არაკომპეტენტურობაზე მიუთითებს. ჩემი აზრით სანიოლი სანაკრებო დონის მწვრთნელი არ არის და უცილობლად შესაცვლელია დაუყონებლივ.

• ემიგრანტი

1) არეული ქვეყანა 2) მოღალატე მთავრობა! 3) ფედერაციის პრეზიდენტი კონკრეტული პარტიის წევრი 4) ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტარი 5) ფედერაციის პრეზიდენტი საჭირო განათლების გარეშე (საჩქაროდ გაკეთებული 1 წლიანი აუსბილდუნგი ჰერტაში არაფერს ნიშნავს) 6) ფედერაციაში ,,საძმო,,-ს კლანი, ასევე უინტელექტოები. 7) ევროპაზე გასვლა ისედაც მწიფდებოდა წინა წლის ფინალი წავაგეთ, მეორე წელს გიბრალტარების და ფარერების ჯგუფი მოვიგეთ და სუსტ საბერძნეთთან გაგვიმართლა! სრულიად ბიჭების ინდივიდუალიზმის და თავდადების დამსახურება იყო! 8) ვილი არის ძალიან დაბალი დონის მწვრთნელი და ჩვენი ნაკრების დონეს ვეღარ ქაჩავს, გავცდით გიბრალტარებს და ფარერების დონეს, 11 კაცი დააყენო და თამაში მოიგო ასე ვეღარ გამოგვადგება, უკვე საჭიროა მიმდინარე თამაშის შეცვლა, იმპროვიზაცია, შუა თამაშში ტაქტიკის შეცვლა და ა.შ 9) ამიტომ არ გვაქვს სტაბილურობა ამ ოქროს თაობითაც კი! პ.ს ვფიქრობ ,,ქომაგები,,დან უნდა შეიქმნას რაიმე სახის კომისია, ჯგუფი რაც გინდათ დაარქვით სრულიად დამოუკიდებელი პარტიებიდან, რომელიც მიიღებს მონაწილეობას ფედერაციის არჩევნებში და იქნება სახალხო ფედერაცია! დროა ,,ქომაგები,, განვითარდეს და მეტი პასუხისმგებლობა აიღოს, სხვანაირად არ გამოდის ამ ნეპოტიზმით და კორუფციით სავსე ქვეყანაში (((

• ფეოლა

ვილის დიდი მადლობა გადავუხადოთ ყველაფრისთვის და ახალი მთავარი მწვრთნელი მოვიყვანოთ, ისეთი ვინც ამ ბიჭებს უსტყვოდ გაიგებს, ისეთ ვოსაც ეს ბოჭები უსიტყვოდ გაუგებენ.

• ლევანი

საუბარი ბევრ რამეზე შეიძლება, თუმცა ყველაზე სამწუხარო ის არის რომ, გუნდი არ ჩანს, ამდენი წელია უკვე, ფეხბურთელებიც არიან, თუმცა გუნდი არა. გუშინ დინამოზე ერთი გუნდი იყო და იცოდა რასაც აკეთებდა და ეს საქართველოს ნაკრები არ იყო, სამწუხაროდ.

• გიორგი

ასეთ "სტატიას" რომ ვკითხულობ, მიჩნდება შეკითხვა: ავტორი სოციალურ დახმარებას ხომ არ იღებს ხვიჩა კვარაცხელიასგან?! მხარდაჭერაც არის საჭირო და კრიტიკაც, ხანდახან გაკიცხვაც!!! ვინ არ უნდა იყოს!!! ასე "ყველას მამიდა" და პირველ რიგში "ხვიჩას მამიდაობა" არაა სასიამოვნო და ობიექტურად საკითხავი! ეს ჩემი პირადი აზრია, ასე რომ ნუ მიწყენთ, გთხოვთ. მოკითხვა.

• ჩემი აზრით

საბოლო ჯამში ყველაფერი გადაწყვიტა კვარას ცუდად შესრულებულმა 11 მეტრიანმა,რომ გაეტანა ეს ნაჩუქარი პენალტი შეიძლება დიდი ანგარიშითაც მოგცეგო.

• სირბილის სწავლების ცენტრი

სირბილის ხარისხი გასაუმჯობესებელია... კარში დამიზნებით დარტყმა დასაზუსტებელია... გაჭიმული კუნთის მოედნიდან გაუსვლელად მორჩენა სასწავლია... ჟურნალისტებს ამ თემებზე სრულ ინფორმაციას ვაწვდიდი 10 წლის წინ (ახლა რატომღაც აღარავის აინტერესებს) და თუ ვინმე დაინტერესდება იციან ჩემი კოორდინატები და დამიკავშირდებიან. ახლა კი ცოტა ვრცლად: 1) ძალისმიერი სირბილი შესაცვლელია მცირე ენერგიით სირბილით და ტრავმების რაოდენობა შემცირდება, ამტანობა და სისწრაფე კი გაიზრდება (ამისათვის არსებობს სანაკრებო ვარჯიშების 2 დღიანი და 14 დღიანი კურსი; 2) დამიზნების სწავლას ფსიქოლოგიური მომზადება სჭირდება და 18-20 ვარჯიში სრულიად საკმარისია (ამას ყველა ჩემი მოსწავლე დაადასტურებს); 3) გაჭიმული კუნთის მორჩენას 10 წამიანი მენტალური გაწელვა სჭირდება (ატორი არის ამერიკელი გენიოსი, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და ექიმებმა ინვალიდობასთან შეგუება ურჩიეს, მაგრამ ბევრი მცდელობის შემდეგ ძველ წიგნებში ამოიკითხა ის, რამაც ფეხზე დააყენა და ეს ყველაფერი სისტემად ჩამოაყალიბა და წიგნადაც გამოსცა)... საქართველოს ნაკრებს, როგორც ყოველთვის, სპორტულ იღნალს ვუსურვებ!

• Levani

აგერ ლოჩოს შვილი შეეძინა,სანამ ეს ანზორის ათამაშებს იმასაც ვერ ამბობენ ვინც პირველ გოლს გაიტანს იმის სახელს დავარქმევო. რისი გამოტანის, მაგრამ მაინც რა იცი. მასე იყო 2016ში ერთმა გერმანელმა თქვა,ეგონა როისი ან მიულერი,ან კროოსი და შკოდრან მუსტაფიმ გახსნა ანგარიში

• ბადრი

იცით რა მიკვირს, თვითონ ფეხბურთელები ხომ ხედავენ რომ, მწურთნელი დაბალი დონის ყავთ, რატომ არიან გაჩუმებული, ნუთუ ესე ეშინია სულ ყველას? თუ შეგნებულად თამაშობენ ცუდათ და ეგრე უნდათ მოიცილონ თავიდან?

• ჰაჰა

ბოდიშს გიხდით. სტატია კარგია, მადლობა. უბრალოდ გთხოვთ ნუღარ დაწერთ, რომ მატჩი აუცილებლად მოსაგებია. ეს ცუდად მოქმედებს საერთო განწყობაზე. ეხლა მთავარი ამ შოკიდან გამოსვლაა. ეხლა ჭკუა და სიმშვიდე გვჭირდება და არა პანიკა,არიქა სასწრაფოდ გამოვასწორდეთ. პრინციპში ამ სტატიაში ეს განწყობა იგრძნობა. პ.ს. მეგობრები გეყოლებათ ფსიქოლოგები და მათ კითხეთ, კატერგორიულმა მოთხოვნამ აუცილებლად მოგებაზე, რა უარყოფითი შეილება გამოიწვიოს.თორე სპორტული კუთხით, რა თქმა უნდა მართლები ხართ

• ჯადო

ხვიჩამ იმაზე ბევრად მეტი იშრომა, რაც ევალებოდა და ან შეეძლო. მე იმის მეშინია, უკრაინასთან აღდგენა ვერ მოასწროს და ფიზიკურად ძლიერებთან უბრალოდ დაიჩაგროს. ვფიქრობ, არაა საჭირო მორიგი ველოსიპედის გამოგონება. ერთი ტაიმი კვერნაძემ ითამაშოს და მეორე ხვიჩამ. ასე ძალებიც დაგვეზოება და ბიჭებიც თავის ადგილას ითამაშებენ, მათ შორის ჟორჟიც. პრესინგი ბატონებო და პირველ ნომრად თამაში - ესაა საქართველოს აქილევსის ქუსლი და მუდმივი თავსატკივარი და არა სუსტი დაცვა. არც პსჟ-ს ჰყავს ძლიერი დაცვა, 2-3 ბურთს უშვებენ ზოგჯერ, მაგრამ მაინც უტევენ და მიზანსაც ხშირად აღწევენ. ეჰ, კარგი მწვრთნელი ამ ბიჭებითაც კი ნამდვილად შექმნიდა საკმაოდ კონკურენტიან და ანგარიშგასაწევ ნაკრებს. სამწუხაროდ სანიოლი მარადმწვანე მოსწავლეა!

• დინამოელი

რას ვერჩით ნაკრებს ხალხო?! კაკაბაძე და მექვაბიშვილი გვყავს ბოლოსდაბოლოს და კიდევ "ოქროს ბურთის კანდიდატი". დამიჯერეთ, ამის ფონზე ყველაფერი რიგზეა.

• მწარე

ეს ამბობს სწორი ტაქტიკა ავარჩიეთო, უბრალოდ ინტენსივობა გვკლდაო. კვარა ამბობს ჩვენ ვიცოდით რომ ცენტრს დაგვითმობდნენო, მაგრამ პირიქით მოხდაო.. გამოდის არასწორად იყო გუნდი მომზადებული. რამხელა სხვაობაა ამ ორ ინტერვიუში.

• ბაადურ

უკრაინასთან კომპლექსები გვაქვს და უეჭველი ვერ მოვუგებთ , რომც შეგვეძლოს .

[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

"თუ რამე პრობლემა აქვს, ადრესატი მოძებნოს" - სპალეტიმ საკუთარი გუნდის ფეხბურთელზე ისაუბრა

18-წლამდელთა ჩემპიონატი დაიწყო | მებრძოლ ჭკადუას 11 სამქულიანი

"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია

კსუ კავკასიამ ევროასპარეზზე პირველი გამარჯვება რუსთავში იზეიმა

მერკვილაძის 12 ქულა და მისი გუნდის მარცხი ბელგიელებთან

დიუგარი: პსჟ ყველა მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგას

[VIDEO] გიორგი შერმადინის ბენეფისი და MVP-ს ტიტული — ტენერიფემ რომა გაანადგურა

ფუტსალი | საქართველო 2:3 კოსოვო

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო

ბარკოლას ჰეთ-თრიკი, ალისონის კვლავ სამი გაშვებული გოლი და "ლივერპულის" "ლასკთან" გამარჯვება

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

[VIDEO] თბილისის "დინამომ" მინსკის "დინამოს" სძლია და უეფას ახალგაზრდული ლიგის მომდევნო ეტაპზე გავიდა

ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"

ტომორი "მილანს" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს

დიდი ხნით "დორტმუნდში" - "ბორუსიამ" კოვაჩს კონტრაქტი გაუხანგლძრივა

"ოლისემ სიმშვიდე დაკარგა და ბურთი სახეში მესროლა" - "ვიკინგის" ფეხბურთელი

ვინისიუსის "ელ კლასიკოში" თამაში თითქმის გამორიცხულია

ფიბა ევროპის თასი "თბილისი არენაზე": "ბათუმი" ჩეხურ "ოპავას" უმასპინძლებს

"მილანმა" პავლოვიჩს კონტრაქტი გაუგრძელა

მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!

საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..

[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის

საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ

"მანჩესტერ სიტისთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ სტუმრად "მანჩესტერ სიტის" მოუგო

ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია

"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მანჩესტერ სიტისთან" მატჩში?

Footballer HQ: "ოქროს ბურთის" გამოკითხვაში ხვიჩა მხოლოდ ერთ ფეხბურთელს ჩამორჩება

Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა

სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...

რას გადაწყვეტს ენრიკე? ხვიჩა მარჯვნივ და გამორჩეული მომენტის გახსენებით

სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია

უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა

სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება

რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე

მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში