"ერთა ლიგის" მეორე ტურში საქართველოს ნაკრები კიდევ ერთ საშინაო მატჩს ჩაატარებს და უკრაინის ნაკრებს დაუპირისპირდება - დღეს, 20:00 საათზე, "დინამო არენაზე". "ჯვაროსნებს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს - რამაზ სვანაძე. შეძლებს ჩვენი ეროვნული გუნდი რადიკალურ გარდაქმნას?

ვილი სანიოლმა საქართველოს ნაკრები დატოვა. ეს უფრო ადრე უნდა მომხდარიყო და არა ახლა, როცა ოთხი მატჩი ზედიზედ გვაქვს, მაგრამ ვნახოთ, ქართველი ფეხბურთელები ამ სიტუაციიდან და მარცხიანი დასაწყისიდან (ჩრდ.ირლანდიასთან 0:1) როგორ გამოვლენ.

უკრაინის ნაკრებმა პირველ ტურში დიდი ბრძოლა გადაიტანა და უნგრეთში (1:0) გაიმარჯვა. ამავე ჯგუფში საინტერესო იქნება გამარჯვებით ფრთაშესხმული ჩრდ.ირლანდიის საშინაო მატჩი უნგრელებთან.

რამაზ სვანაძემ ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თავი კარგი დაცვითა და ორგანიზებული თამაშით დაგვამახსოვრა. ის მთავარი მწვრთნელის მოვალეობას ვლადიმირ ვაისის წასვლის შემდეგ, ესტონეთის ნაკრებთან (0:0) ასრულებდა, სადაც ჩვენმა მაშინ დემორალიზებულმა ეროვნულმა გუნდმა საკმაოდ უფერულად ითამაშა. რამაზ სვანაძეს დიდ წარმატებას ვუსურვებთ!..

ახალი მწვრთნელის პირველი შემადგენლობის გამოცნობა რთულია, მითუმეტეს, როცა ფეხბურთელების ფიზიკური მდგომარეობის შესახებ არ ვიცით. ბოლო მატჩში საბა გოგლიჩიძე და ლუკა ლოჩოშვილი კუნთის დაჭიმულობამ შეაწუხეს.

სავარაუდოდ, სვანაძე 4-2-3-1 ტაქტიკურ სქემას აირჩევს. აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ პოზიციაზე ნაკლები კონკურნეციაა.

საქართველოს ნაკრებისთვის უკრაინა უხერხული და რთული მოწინააღმდეგეა, მაგრამ ნავსი უნდა გატყდეს!.. უკრაინელებს 36 წლის ანდრეი იარმოლენკო უკაპიტნებს, ქართველთა კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია კი თანაგუნდელს, ილია ზაბარნის დაუპირისპირდება.

მთავარი მსაჯი აზერბაიჯანელი ალიარ აღაიევი იქნება.

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო: მამარდაშვილი - კაკაბაძე, საზონოვი, დვალი, ლოჩოშვილი - კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი - კვარაცხელია (C), ჩაკვეტაძე, წიტაიშვილი - მიქაუტაძე.

უკრაინა: ტრუბინი - კრუშინსკი, ზაბარნი, მატვიიენკო, ბინდარი - ციგანკოვი, ოჩერენკო, ზუბკოვი, იარმოლენკო (C) - სიკანი, ვანატი.

ედემი კორძაიას
რუსული მენტალობის ადამიანი - უკრაინელებს "ხახოლებს" ეძახის, ყველა კავკასიელს "ჩერნაჟოპის" და შუააზიელს "ჩურკას" ეძახის. იმედი მაქვს ვერ აცნობიერებ რა დაწერე. ქართველი ხარ და სანამ იტყვი რამეს დაფიქრება გმართებს.
გიზოგ-ს
რაღა ცუდი გაგახსენდა შე კაი კაცო? კრიშტიანო რო დავამარცხეთ ეგ გაგხსენებდა?მაგრამ კოკასა შიგან რაც არი იგივე გადმოდინდების
ედემი კორძაია
ჩცენი ლომები ამჯერად გაგავახარებენ და ხახოლებს მიწასთან გაასწორებენ.
გიზოგ
ფუი ეშმაკს, 36 წლის კაპიტანმა (გორან პანდევი) ცუდი ამბავი გამახსენა. ნავსის გატეხვას და დიდ წარმატებებს ვუსურვებ ჩვენ ნაკრებს ახალ მწვრთნელთან ერთად.
გიგო პაპა
ერთი სრულიად განსხვავებული აზრი მეც მომივიდა თავში და რა ვიცი, იქნებ ასეც ჯობდეს რომ დავიწყოთ? დავაყენოთ კვერნა ძირითადში და შევხედოთ რას იზამენ ბიჭები. ხომ ფაქტია, რომ ესეთი დასაწყისი მაგარ დაბნეულობას გამიოიწვევს უკრაინელთა რიგებში? ალბათ 2 დღეა იმის ფიქრში არიან როგორ შეაჩერონ ხვიჩა. ნამდვილად მოუწევთ ტაქტიკის შეცვლა პირდაპირ თამაშის მსვლელობისას, რაც უცილობლად გამოიწვევს არეულობას გუნდში. აი თუ არაფერი გამოვიდა, მერე უკვე შეგვიძლია ან შევცვალოთ კვერნა, ან ხვიჩაც მივამატოთ. ოღონდ ეს რაც შეიძლება დროულად უნდა მოხდეს და არა ისე სანიოლმა მთელი პირველი ტაიმი სავარკას რომ გვაყურებია. მე უფრო ჟორჟი მედარდება, რომ ფიზიკურად ვირმა უკრაინელმა მცველებმა არ დაგვიჩაგრონ. ამიტომაც ერთი 20 წუთი მაინც ბუდუს ჭიდაობაც კარგი იქნებოდა მათთან. ეს მომივიდა თავში უცაბედად, სვანაძეს რა თქმა უნდა არაფერს ვასწავლი, ღმერთმა დამიფაროს. წინ გამარჯვებისკენ, საქართველო!
დიდება პარტიას, დიდება ლენინს))
იქნებ ხვიჩას გადასცეს ვინმემ. ნუ დარბის თავის ნახევარზე უაზროდ, ნახევარ ძალას კარგავს ტყუილად ბოდიალით, ნურც ფლანგს შეიცვლის, ვეღარ ასწრებს მერე შეტევაზე გადასვლას და ისეთი სწრაფი და ეფექტურიც აღარ არის. აგერ ხომ ვნახეთ ირლანდიასთან. დაცვას ეხმარებოდა და გაშვებული გოლი კიდევ მაგას დაბრალდა. ვირო მადლიო რა. დადგეს თავის ფლანგზე და გააკეთოს ის, რაც ყველაზე უკეთესად ეხერხება და გამოსდის. სწრაფადაც შეუტევს და იმედია ტრუბინსაც ამოავსებს! გასაგებია რომ განსაკუთრებულად უფრთხის ყველა და 2-3 კაცით მეურვეობენ, მაგრამ რაღაც მაინც უნდა მოიფიქროს. ძალები უნდა დაზოგოს, თუ უნდა რომ ეფექტურად უტევდეს მთელი თამაშის მანძილზე. არაა ეგ არც დემბელესავით მორბენალი და არც ოსიმენივით.
pepe
ის ვის დააბრალეს 0 3 წაგება ბერზნებტალ ახალგაზდულის
კონტეს მამა
ჩემის აზრით, თუ ამანაც მართლა მექვაბიშვილი და კაკაბაძე დააყენა, მგონია მეორე თამაშამდეც გახდეს მოსახსნელი. აქ სწორედ დაწერეს, უკრაინელები ყოველთვის იყვნენ ცხენებივით მორბენალები და პლიუს მაგას ფიზიკურადაც ვირები. ფიზიკურად რომ ვერ შევედრებით ფაქტია, ამიტომ მორბენალი ბიჭები გვჭირდება აუცილებლად, მაალითად, წიტა, გიზი, ეგოიანი, ქოჩორა და იქნებ ჩაკვე-ზურიკო-კიტემაც გაუქაჩონ როგორმე ერთი 20-30 წუთი მაღალ ტემპს(დაღლის შემთხვევაში ეგრევე ცვლილებები). თუ ცენტრს ჩავაბარებთ( რაც ყოველთვის იდეალურად გამოგვდის და გვეხერხება), წარმატების იმედი არ უნდა გვქონდეს. რა კონტრშეტევები? ირლანდიას ვერაფერი დავაკელით ამ იარაღით და უკრაინას რას დავაკლებთ? შეტევა, შეტევა და კიდევ შეტევა. ისე და იმდენი უნდა ვუტიოთ, რომ ღმერთმა ნუ ქნას და წაგების შემთხვევაშიც კი, ენა არავის მოუტრიალდეს აუგის სათქმელად. ვუსურვებ დიდი ანგარიშით გამარჯვებას ჩვენს ბიჭებს!!! ხვიჩა და ჟორჟ, გოლების დროა! ძალიან გაგვიანდებათ!!!
მამუკა
სვანაძემაც თუ მექვაბიშვილი და კაკაბძე ათამაშა,ჩავთვალოთ რო მ არაფერი შეიცვლება.
ფეოლა
მეგობრებო, ბოლო წლებში ნაკრების თამაშებზე მთლიანად იყიდებოდა ხოლმე ბილეთები (უმეტეს შემთხვევებში რამდენიმე საათში). უკრაინასთან რა ხდება ვინმეს გააქვთ პასუხი? რატო დარჩა ამდენი გაუყიდავი ბილეთი? სავსე სტადიონი დიდი მუხტია ბიჭებისთვის, გული მწყდება ძაან.
zura222
უკრების მთავარი იარაღი ცხენივით სირბილია ხოდა რომ არ გადაგვირბინონ ძირითადში უნდა ითააშონ იმათმა ვინც ფორაშია და ბევრს დარბის--ქოჩორაშვილმა ეგოიანმა კვერნაძემ წიტაიშვილმა ან მამაგეიშვილმა და მეორე ტაიში თუ დაიღლებიან ოთხივე უნდა შეცვალონ და ერთი ცვლილება დაიტოვონ ყოველი შეთხვევისთვის
გონივრული ტაქტიკა
1) წინა (ვაი)თამაშიდან გამომდინარე, წესით ძირითადიდან უნდა დაიწყონ: ჩაკვეტაძე, ეგოიანი, წიტაიშვილი, საზონოვი, შეიძლება მამაგეიშვილიც. 2) კვერნაძე, კვარა და მიქოტაძე ერთად არ ვარგა. აქედან ერთ-ერთი შეცვლაზე უნდა დააყენოს. 3) პირველნომრობა როცა აშკარად არ გამოგდის მითუმეტეს უფრო სუსტ გუნდებთან, მეორე ნომრობის სტრატეგია უნდა კარგად დაამუშაო და ამ ტაქტიკით ათამაშო ეს ფეხბურთელები, რომელთა 80% ისედაც უკან-პასის სპეციალისტია.
ბოჩია რურუა
კარგია, კომენტებში ნაკლები ბაქი-ბუქია, რომ არის და უფრო რეალურად აფასებენ შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ მოჭარბებული პესიმიზმი სუფთა ქართული ფენომენია - ერთი უკიდურესობიდამ მეორეში - რამდენიმე დღის წინ ჯგუფს ვიგებდით უპირობოთ და გავდიოდით, ახლა ბ დივიზიონში დარჩენასაც კი ეჭვის თვალით ვუყურებთ, მათ შორის მეც, რომელსაც დიდი წარმოდგენა არც მქონდა დღემანდელ ნაკრებზე, მიმაჩნია რა ერთი კაცის ნაკრებათ და კვარაცხელიას ამოკეთვით სულაც აზერბაიჯან კაზახეთის დონის გუნდია უკვეთეს შემთხვევაში,აქ გუნდზე მაქვს საუბარი და არა იმაზე ვინ სად თამაშობს და ვირტუალურად რამდენია მისი სატრანსფერო ფასი.მართალი გითხრაც მეც მეგონა,რომ უპირობოდ მოუგებდით ჩ/ირლანდიას, მაგრამ მოხდა ის რაც მოხდა და მაგარ შარში გავეხვიეთ, არა იმიტომ რომ წვაგეთ,არამედ რომ ფედერაციას სასწრაფო მოუწია რეაგირება, გულშემატკივრების ისტერიულ განწყობაზე სანიოლის მიმართ, თორემ წაგებით ვის არ წაუგია,წინ კიდევ 5 თამაშია ყველაფრის გამოსწორება შეიძლებოდა. ხოდა, ფედერაციაც იძულებული გახდა სანიოლი გაეშვა და სვანაძე დაენიშნა,რაც უდიდესი შეცდომა მგონია,ჯერ ერთი, რა კრიზის მენეჯერი ეგ არის, მეორე და მთავარი, გუნდს რომლის შემადგენლობაში თითქმის ყველა ტოპ 5-ის მოთამაშეა და უმაღლესი ავტორიტეტის მქონე მწრთნელებთან მუშაობენ უმკაცრეს ჩარჩოებში, სვანაძემ რა რადიკალაური ცვლილებები უნდა განახორციელოს, თამნაც ორ ღამეში.....სრული სიგიჟეა მე თუ მკითხავთ....
მწარე
"მაგრამ ნავსი უნდა გატყდეს!."- ეს ლოზუნგებით ცხოვრება აღარ უნდა დამთავრდეს? ნებისმიერი დამოუკიდებელი ექსპერტი გეტყვის, დღეს საქართველომ ფრე თუ ითამაშა, ეს იქნება წარმატება. იგივე შემდეგ თამაშზე. 6 წლის მერე მთავარი მწვრნელის შეცვლას, ასე შოკურად. ეხუმრებით? დიდ კრიზისთან ვართ ახლოს. ოპტიმზმი კარგია, ჟურნალისტისგან აუცილებელიც, მაგრამ ეხლა მიღწეულის გადარჩენაზე ლაპარაკი.
კახი
შეტევაში დიდი პოტენციალი გვაქვს, თუმცა დღევანდელი ნაკრების მთავარი სუსტი წერტილი მაინც დაცვაა. სწორი ტაქტიკითა და პოზიციონირებით ამ ბალანსის პოვნა შესაძლებელია.
გია
ასეთი ტაქტიკით გაგვიჭირდება. ორი ნახევარმცველით ცენტრი დაგვეკარგება.ჩემი აზრით ნახევარდაცვაში 3 კაცი მაინც გვინდა,ორი ნახევარმცველით ვითამაშეთ ჩრდ.ირლანდიასთან და რაც მივიღეთ კი იცით.დაცვა ძალიან საყურადღებოა, აქაც დიდი სიფრთხილეა საჭირო ნახევარდაცვამ დაცვაშიც უნდა იმუშაოს.ყველაფერს გადაწყვეტს ფიზიკური მომზადება და სწორი ტაქტიკა.
gzp
ფაბრიგასი!
gzp
ტაქტიკა არ წყვეტს საქმეს. ალექსანდრე მაკედონელიც კი ვერ გაგამარჯვებინებს თუ ფახის კუნთები გეჭიმება!
ორივე ერთად აჯობებს
ბარემ, ორივე ერთად და "პენსიონერები": ფერგი და კაპელოც დავაბრუნოთ. 😊
დიმიტრი დუშუაშვილი
anu rac kai iko deda unda utiro da uaresi shedegi dado?

ძვირს მოითხოვენ ერთიც და მეორეც
ისე მაინც
ნუ ისე მაინც, პეპიც უმუშევარია, დეშამიც. ჰაა, იქნებ...
ლმ
არ უნდა ეს გამოგონებები, ვინც სადაც თამაშობს ხოლმე ყველაზე კარგად იქ უნდა ათამაშოს. ენრიკე გიჟი კიარაა რომ ცვლის კვარას 60 წუთის მერე. არ არის ჯერ ფორმაში და ნელ ნელა შევა არ არის ეგ გასაკვირი. ამიტომ კვერნაძე მის შემცვლელად უნდა შეუშვას ხოლმე მეორე ტაიმში. ხოლო მარჯვნიდან თავიდანვე ზურიკოს მისცეს შანსი და მერე მამაგეიშვილით ჩაანაცვლოს. შუაში კიდე ეგოიანი -კიტე ანაცვლოს ერთმანეთს. სვანაძე ახალგაზრდულში მძიმე ფორვარდით თამაშობდა ხოლმე, ჯერ გაგუა და მერე დეისაძე. აქ ჟორჟია და ეგეც გასათვალისწინებელია
გიორგი
სვანაძის პრობლემა შემადგენლობასტან ის იქნება რომ სანიოლის გამოძახებული ფეხბურტელებისგან უნდა დააკომპლექტოს შემადგენლობა სამივე შეხვედრაში.
აღდგომა და ხვალეო
ვნახოთ, აგერ აბანოში გამოჩნდება ვინ რისი მაქნისია! ის კი დანამდვილებით ვიცი, რომ სანიოლივით უაზრობებს არ ჩაიდენს სვანაძე. ოღონდ შევუტიოთ და მოვიგოთ, არავის გვეწყინება ღმერთმანი.
გიგო
ამ ეგოიანს რაზე იძახებთ ნაკრებში თუ ტრამვირებულ კიტეზე ნაკლებად თამაშობს? თუ არადა რატომ არ აძლევთ შანსს? დააყენეთ საზონოვი გაიზრდება მაიც, ეს ხელი ისედაც წაგებული გვაქვს და მომავლის გუნდი მაინც დავაყენოთ.
Lelo
Თუ ასეა კარგი Შემადგენლობაა, ეგოიანიც ᲨეიᲫლება ᲫირიᲗადᲨი მას ნახევარდაცვის ცენტრᲨი და მარჯვენა Შემტევადაც ᲨეუᲫლია ᲗამაᲨი, წიტაიᲨვილიც აუცილებლად გამოყენებული უნდა იქნას მარჯვენა Შემტევად, ᲗამაᲨობს რაიო ვალეკანოᲨი, რესურსი საქართველო ნაკრებს აქვს სანიოლი მას ვერ იყენებდა, სვანაᲫე კი ამ ბიᲭებს კარგად იცნობს და მაᲗ სრულად გამოიყენებს.

სანიოლი გასაგდები იყო და გაუშვეს საბოლოოდ, მაგრამ მთლად ისეც ნუ გამოიყვანთ რო მარტო ეგ იყო დამნაშავე. 150 მილიონიანი კვარაცხელია პენალტს ვერ იტანს, 90 წუთი კარში ვერ ურტყავს და ერთ სახიფათო მომენტს ვერ ქმნის მთელი თამაში. ზოგადად დავაკვირდი და კვარაცხელია სანამ ვარსკვლავი გახდებოდა მანამდე უფრო კარგად თამაშობდა ნაკრებში, არ ვიცი ეს რისი ბრალია, მაგრამ ფაქტია მაშინ უფრო ეფექტური იყო. მიქაუტაძე 2 ასპროცენტიან მომენტს ვერ იყენებს, მამარდაშვილსაც ჰქონდა გამოსვლებზე წუნი და გოლის ეპიზოდიც არ იყო მთლად გასაშვები. სხვა ფეხბურთელებზე არ ვსაუბრობ, რადგან მათი დონე არის ობიექტურად დაბალი და ზედმეტს ფიზიკურად ვერ მოვთხოვ. უბრალოდ ეგოიანი მინდოდა ძირითადში მენახა, ასევე კაკაბაძის პიკი გადასულია და ვიმედოვნებ ვინმე კარგი გამოჩნდება მის ფლანგზე. ხარებაშვილს რა უნდოდა ძირითადში ვერ გავიგე, გოჩოლეიშვილი და აზაროვი სად არიან?! მექვაბიშვილი ძაან დაბალი დონეა და იმედია ძირითადში აღარ ვნახავთ
ანის
თუ ლუი დე ფიუნესივით ?
გველ-გესლიანი..ეე..
რახან არ დამნიშნეთ!!!! მინდოდა გადმომეტანა ირანის დიდი საფეხბურთო კულტურა((( 1) გამოვიხმოთ ყველა ფეხბურთელი ზნედაცემული და სუსტი ევროპიდან..და გავუშვად ყველა ირანში კლასის ასამაღლებლად!!!! 2) ყოველ ჯარიმაზე გავროზგოთ ოცჯერ ყველა ფეხბურთელი.. 3) ყოველ გაშვებულ გოლზე ჩამოვკიდოთ მუშტაიდის ბაღში ერთი მოთამაშე.. 4) ყოველ ყვითელზე ვაგზავნით ომში რუსების მხარეს შახიდებით აღჭურვილს აბა ხამინეის ხო არ უღალატებს... 5) ყოველი მარცხის მერე ვაგზავნით სატირალში ყოველ მორიგ ჯერზე მოკლული ირანელი მაღალჩინოსნის დასატირებლად...დეიღალა ამდენი სიარულით ყაველ ხანი.. ხანა და ჯანდაბა მაგას
გია
ვერცერთ დარჩენილ თამაშს ვერ მოვიგებთ
რა ჯანდაბაა ნევსი
რით ვეღარ გატყდა ეს 30 წელი ამდენი ხანი სულ ნევსის ტეხვაში რანაირად ხართ მთელი ერი?
რა ჯანდაბაა ნევსი
რით ვეღარ გატყდა ეს 30 წელი ამდენი ხანი სულ ნევსის ტეხვაში რანაირად ხართ მთელი ერი?
ანი
იმედია სვანაძე ლუის დე ლა ფუენტესავით გაამართლებს და ასეთივე მაგარი მწვრთნელი იქნება საქართველოს მთავარ ნაკრებში!!
ხვალ
ფრე გარანტირებული გვაქ.მოგების კიდე რავიცი არის მცირე შანსი.
ვახო
გაგიხარიათ, კრიტიკაში ბადალი არ გვყავს მთელ მსოფლიოში! ერთი თუ ვინმეს ფეხი დაუცდა, ეგრევე გიენებივით დავესევით და იქამდე ვხრავათ, სანამ არ გავაქცევთ, ეს ქართველების ქრონიკული დაავადებაა! კრიტიკასაც გააჩნია, ჯანსაღი? კი ბატონო!მაგრამ უვიცების მიერ, რომლებსაც თავი ყველაფრის მცოდნედ მოაქვთ, ნურას უკაცრავად! მხარდაჭერა ახალ მთავარ მწვრთნელს და ბიჭებს!
სოლომონი
მართლა მაგარ ფორმაშია იეგოიანი. თუ ვერ ივარგა პირველ ტაიმში, ეგრევე გაიყვანოს და მეორე ტაიმი ვინც უნდა ის შემოიყვანოს. ეს ბიჭი არ ჩერდება, ვიტინიასავითაა, მგონია, ქოჩორაზე მეტსაც ირბენს. ტექნიკაც აქვს და პასებს კარგს გასცემს. მეტი რა გვინდა? უკეთესს ვერც ინატრებს კაცი. პირველ თამაშშივე რომ მოესინჯა სანიოლს, უკვე დანამდვილებით გვეცოდინებოდა როგორ გამოგვადგებოდა. სამწუხაროდ, იმის სიჯიუტემ და ახირებებმა აქამდე მოგვიყვანა. კაშიას შემცვლელიც კაი ხნის მოძებნილი უნდა გვყავდეს და კაკაბაძე-კვეკვესკირისაც. იმასაც ნუ დავივიწყებთ, რომ გინდაც მოძებნო, გარკვეული დროა საჭირო შესათამაშებლად. ეჰ, ნეტავ იმ დროს მოგვასწროს უფალმა, დი ლორენცო-ლობოდკასავით ამოჰქონდეთ ჩვენს ბიჭებს ბურთი. თუ არა და აგერ არაა პსჟ? გადაახვიე და უყურე ათასჯერ როგორ ამოაქვთ ნევეშს და ვიტინიას. ნუთუ ასე ძნელი იყო რომ სანიოლს ეგ მაინც ესწავლებინა ჩვენი ბიჭებისთვის? რა ვიცი, რა ვიცი..... ასეთი შემტევები გყავდეს და ადგილებს ვერ ურჩევდე? ეჰ, ეს რა სვარკას გვაყურებიეს პირველი ტაიმი, გასკდა გული რა!
გოგა
ჯერ არ დანიშნულ კაც, რო აკრიტიკებთ, რა იცით რისი მაქნისია? ახალგაზრდულის ორი ევროპიდან გამომდინარე, ეგ კაცი იახურებდა შანს, მითუმეტეს ასე ნაჩქარევად დანიშნეს, მადლობა ვთქვათ, რო ხიზანიშვილი არ დანიშნეს:)
Givi
ლოჩო კარგი იყო და თუ არაფერი აწუხებს ძირითადში იქნება, მემგონი კვერნაძის მაგივრად ეგოიანი დაიწყებს და კარგი იქნება წინ ერთი მაღალი გვყავდეს მიქაუტაძეს თავით რომ დაუგდოს ბურთი
მეზღვაური
პიროვნულად რა თქმა უნდა არ ვეხები სვანაძეს,პირიქით ზრდილობიანი და დადებითი ადამიანი მგონია,მაგრამ როგორც მწვრთნელი ვფიქრობ,რომ ცოტა გადაფასებულია. 2023 წელს ახალგაზრდულის 1/4 ფინალში ისრაელთან გამოჩნდა მისი სტრატეგიული და ტაქტიკური უნარები... ასევე 2025 წლის ახალგაზრდულზეც...ასევე ნარიმანიძის თემას მინდა შევეხო,გუშინ პირველი და ბოლო გოლის მომენტში ახოხიალეს,მარტივად გააბუთურეს.ჩემი აზრით საზონოვზე და გოგლიჩიძეზე ძლიერი არაა ინდივიდუალურად დაცვით ასპექტში.
გაგრელი
ირაკლი ეღოიანს როდიდ ათამაშებ მაგატ ფორმაშია.
ლაშა
ფეხბურთელებმა თუ არ ივარგეს, მწვრთნელად ვინც გინდა იყოს.
ლუარსაბ თათქარიძე
კი ბატონო, მიეცეს შანსი. ვინაა წინააღმდეგი? ოღონდ დარჩენილ სამ თამაშში. და არა ისე, ოღონდ არ წავაგოო. ათამაშოს ნამდვილი ქართული შემტევი ფეხბურთი, გაიმარჯვონ, ნუ დაკარგავენ გასვლის შანსს და ვინ ოხერი? თუ უნდა სიცოცხლის ბოლომდე უმწვრთნელია!
ვახო
მამარდაშვილი (მეკარე) ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე (დაცვის ცენტრი) ხარებაშვილი, წატაიშვილი (დაცვის ფლანგები) ქოჩორაშვილი, ჩაკვეტაძე (საყრდენები) კიტეიშვილი ან იეგოიანი (10-იანი) კვარაცხელია, კვერნაძე ან დავითაშვილი (ვინგერები) მიქაუტაძე (ფორვარდი) ბუდუ, დვალი, კაკაბაძე, საზონოვი, გოჩოლეიშვილი, მექვაბიშვილი, მამაგეიშვილი, გუგეშაშვილი (სათადარიგოები) კიდევ ბართიშვილსა და თორნიკე კვარაცხელიასაც ვათამაშებდი ხოლმე პერიოდულად რომ ნაკრებს მიეჩვიონ მე 4-3-3-ს ვათამაშებდი
ხუტა
სანიოლზე უარსი შესაძლებელია და იქნება ძლიან მალე, ორშაბათს დარწმუნდებით.
კოტე
მარტო მივიდა გუშინ გუნდში? დღეს სტაფი ვინ არის? "იგიივენი თუ სხვანი"? გუშინ, ახალგაზრდების 3:0 წაგების შემდეგ რას ფიქრობთ ძველგაზრდებს მოაგებინებს? იქნებ ვინმემ იცით რა არის სვანაძის უანრ-ჩვევები და მიდგომა - ასე ერთხმად და უალტერნატივოდ რომ ჩააბარეს პირველი გუნდი?
სიმართლე
ჩემი აზრით ვერც სვანაძე ვერ გაქაჩავს...
lasha
სანიოლაზე უარესი უბრალოდ შუძლებელია. დაველოდოთ ამ კაცს. შანსი უნდა მიეცეს :)
თუ
ხიზანა და კამანდა არ ჩაერევა მგონია კაი ფეხბურთს ვითამაშებთ
გია
ძალიან მძიმე პერიოდში ჩაიბარა გუნდი სვანაძემ.გუნდი არის დეგრადირებული მთლიანად.ეს ციკლი წაგებული გვაქვს, მოვემზადოთ უნდა ახალი ციკლისთვის.
გოგა
წიტაიშვილს დაყენებს მარცხნივ,ტაბიძეს ამოაგდებს, მარჯვნივ, შეიძლება იყოს კაკაბაძე, შეიძლება სხვა რამე მოიფიქროს, ვნახოთ, ვილოც ასე შეცდა, რო წიტაიშვილი არ ათამაშა მარცხნივ, სადაც კვარა, კიტე ან ჩაკვე უნდა ეთამაშებინა, თაბიდანვე ერთ ერთია მაინც
კომტეს მამას
არამგონია წიტაიშვილი ამანაც მარცხენა მცველად ათამაშოს, მაშინ მარჯვნივ უნდა იყოს და კვერნაძე დასვას. არც გიზის მარჯვენა მცველობა ენდომება. მეტი პრესინგი აუცილებელია!
კონტეს მამა
ე ბიჯო, ათამაშეთ ეგოიანი, კიტეზეც უკეთეს ფორმაშია და ჩაკვეზეც. ასევე გიზიც და წიტაც. სიარულით უკრაინასთან ვერას გავხდებით, ეს ბიჭები კი მაგრად დარბიან და თავებს არ ზოგავენ. ხვიჩა და კვერნა კიდევ ათამაშეთ ცალ-ცალკე თავის ფლანგზე, სხვაგან არცერთი არ ვარგა. ჟორჟიც თავისი წერტილიდან შეუტევს ჩვეულად. გეყოფათ ეს ექსერიმენტები, თორემ უკრაინა ირლანდია არ გეგონოთ, მართლა გადაგვახევს თავზე ბურთს. წესით აგრესიულ პრესინგს უნდა თამაშობდეთ, მაგგრამ ამას მამაზეციერიც ვერ გაიძულებთ. აბა რა იყო ირლანდიასთან, ხვიჩა რომ მარტო აპრესინგებდა 4 მცველს მეკარის ჩათვლით და დანარჩენები ცენტრიდან არხეინად ადევნებდნენ თვალს, ეგ იყო საქმე? უაზროდ დარბოდა საწყალი ხვიჩა წინ და უკან, ის ძალები რაც მან ტყუილად სირბილში დახარჯა, თავის ფლანგზე რომ გამოეყენებია, შეიძლება მოგვეგო კიდევაც. და ერთიც: 10 წელია კაკაბაძის კარგი თამაში ვერ ვნახეთ და ერთი შემცვლელი როგორ ვერ უპოვეთ? ეგაც კაშია და კვეკვესკირია? კიდევ რამდენ ხანს უნდა ვუყუროთ მაგის ფაფხურს? სუსტია, სუსტი. რით ვეღარ მიხვდით?
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
თსუ-მ ბლექ ფორტრესიც დაამარცხა და სუპერლიგაში ლიდერობს
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
მამუკელაშვილის საუკეთესო მატჩი "ლეიკერსში": სანდრომ წინასასეზონო ეტაპი ბრწყინვალედ დაასრულა
"ნიჭი არ მაქვს, უბრალოდ ამით შეპყრობილი ვარ" - კონორ მაკგრეგორი
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-3 დინამო (ბთ). კიდევ ერთი ნაბიჯი ჩემპიონობისკენ
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" "ელჩეს" ვერ მოუგო
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-0 მეშახტე. რამდენიც საჭირო იყო...
ზივზივაძის გარეშე - "ჰაიდენჰაიმმა" "ვოლფსბურგთან" წააგო
"ბრენტფორდთან" მატჩში ირაოლამ სასტარტოში მაინც ალისონი დააყენა
"გული ძალიან მატკინეს" - ერერამ "მანჩესტერ იუნაიტედში" გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფრანგულმა კლუბმა სექსისტური სკანდალის ფონზე სპორტული დირექტორი გაათავისუფლა
ბასილაშვილმა იაპონელი მეტოქის ბარიერი ადვილად დაძლია და ალმათის ტურნირის კვალიფიკაციის ფინალშია
"ახლა ჩემი პრიორიტეტი მეუღლე და შვილებია" - კარვახალმა "ხეტაფეში" გადასვლის მიზეზი განმარტა
"ვაპირებ, თავი მოვაგლიჯო და სხეული დავულეწო, სახეს გავუნაყავ!" - დვალიშვილი იანთან მომავალ დაპირისპირებაზე
ქოჩორაშვილის "რეალთან" თამაში პრაქტიკულად გამოირიცხა
[PHOTO] მამარდაშვილი დღეს ძირითადიდან დაიწყებს? - ქართველის გამოქვეყნებულმა ფოტომ "ლივერპულის" ფანებში დისკუსია გამოიწვია
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
"სტრასბურგთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
[VIDEO] კვარაცხელიას 63 წუთი - პსჟ-მ "სტრასბურგს" თამაში შემოუტრიალა
შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სტრასბურგთან" მატჩში?
რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან
ზაბარნიმ "ოქროს ბურთის" თავისი კანდიდატი დაასახელა
არ გატყდე, ხვიჩა - რას ერჩის ლუის ენრიკე კვარაცხელიას?
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
ნაკრები: თითქოს ხომ გავიზარდეთ?! - რა შეიცვლება, თავის მოტყუების გარეშე...
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
ერთი კვირა სომხეთამდე, შემადგენლობა ცნობილია - ნაკრები კვარაცხელიას ახალი გამოწვევებითა და ლიდერის გარეშე იწყებს!..
"ეს შეუძლებელია" - ექსპერტმა ზაბარნის და ერნანდესს დონე დაუწუნა
ზაბარნი შეიძლება "ლივერპულში" ზამთარში გადავიდეს
საქართველო ელიტასა და ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად! - დღეს ვიწყებთ
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
"საფონოვის ფეხით თამაში ლუის ენრიკეს აღიზიანებს" - ფრანგული მედია
"საქართველოს ნაკრებს ზაბარნის და მიკოლენკოს დონის მცველები არ ჰყავთ. დარწმუნებული ვარ, მოვუგებთ" - ვიაჩესლავ გროზნი
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
სანიოლი: ჩაკვეტაძის შემცვლელი არ გვყავს - რაც შეეხება პენალტს...
ჩრდილოეთ ირლანდიამ უკრაინას დიდი ანგარიშით მოუგო და გალიდერდა
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
ობიექტურად - ვილის აბსურდიზაცია (გაუშვეს) - მხარდაჭერა ხვიჩას!..
სანიოლი დაითხოვეს - საქართველოს ნაკრების ახალი მწვრთნელის ვინაობა ცნობილია
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
საქართველოს ნაკრები ეიფორიიდან ჩიხში! - რატომ არაა კვარაცხელია სობოსლაი?
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
მუდმივი როტაცია და ლიდერების დასვენება - ენრიკეს ჟურნალისტებთან ამ თემაზე საუბარი მოუწია
რა შანსი აქვს საქართველოს ჯგუფის მოგების, მსოფლიო ჩემპიონატზე გასვლის და რა შემთხვევაში დავქვეითდებით - ყველაფერი ჩეხეთამდე
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს