ერთა ლიგის B დივიზიონის მეორე ტურში ჩრდილოეთ ირლანდია სახლში უნგრეთს დაუზავდა - 0:0.

მეორე ჯგუფში ჩრდილოეთ ირლანდიას და უკრაინას ოთხ-ოთხი ქულა აქვთ, უნგრეთსა და საქართველოს კი - თითო-თითო.

ერთი სიტყვით, ისეთი სატურნირო მდგომარეობაა, ცუდი სტარტის მიუხედავად, საქართველოს ნაკრები უშანსოდ არაა და ერთი მოგება ყველაფერს შეცვლის. ისიც გასათვალისწინებელია, რომ ყველა გუნდი დაახლოებით ერთი დონისაა და გამორიცხული არაფერია. თუმცა, ისიც გასათვალისწინებელია, რომ ჩვენმა გუნდმა დარჩენილი ოთხი შეხვედრიდან სამი სტუმრად უნდა ჩაატაროს. თანაც მთავარი - თამაშის გამოსწორება სჭირდება...

მესამე ტური 2 ოქტომბერს გაიმართება - უნგრეთი საქართველოს, ხოლო უკრაინა ჩრდილოეთ ირლანდიას უმასპინძლებს.

ბელფასტი. „უინძორ პარკი“

ჩრდ. ირლანდია - უნგრეთი 0:0

c
ერთ რამეს დავწერ რა. პირველი ტაიმი უუკრაინასთან მაგარი იყო, მარა თუ გახსოვთ ვაისის წასვლის მერე ასე დაიწყო ჩვენმა ნაკრებმა სანიოლთანაც, ტემპი სულ სხვა იყო და თითქოს უნდა ეფრინა ყველა მატჩში კოლექტივს :) მარა მერე ჩავარდნაც იყო. საქმე იმაშია, რომ მოტივაცია კარგია ეხლა, ახალი მწვრთნელის მხრიდან ძალიან სწორად შერჩეული საწყისი 11 კაცი იყო, არც ერთი შეცდომა არ იყო შემადგენლობაში ჩემთვის. განწყობა მშვენიერი და მაგრად ჩატარებული ტაიმი, სადაც მოედნის ცეტნრს შემოქმედებითად გავდიოდით ჩაკვეტაძე, კიტეიშვილის კარგ თამაშზე. ჩაკვე უალტერნატივოდ საუკეთესო იყო, ეს მისი ადგილია, მისი თამაშია, ის ბურთი რომ ვერ გააჩერა ერთი ეგ იყო დიდი შეცდომა. რაც შეეხება ჟორჟს , იყო მომენტი როცა იღორა, წამის მეასედში იფიქრა ეტყობა მეთვითონ გავიტანო და დააგვიანა პასი, ზუსტად იგივე სიტუაცია იყო , რაც პორტგულაისათან ევროპის ჩემპიონატზე, როცა ფილიგრანული პასი მისცა კვარას, ისიც ბოლო წამებზე, თორე აფსაიდი იქნებოდა, ეხლაც იგივე მომენტი იყო, მარა იმ წამმა, სანამ ვერ გადაწყვიტა ეს პასი გააკეთა თავისი საქმე და კვარა თამაშგარეში დარჩა. არადა გოლი იყო 100% ანუ 2 ას პროცენტიანი საგოლე მოქმედება ვერ გამნოვიყენეთ, ერთიც მეკარემ ჩაკვეს დარტყმული საოცარი ბურთი ამოაძრო. კვარას და ჩაკვეს საოცარი გატამაშება ჟორჟის დარტყმით, ხომ საერთოდ. იმის თქმა მინდა, რომ როცა ჩაკვეტაძე და კიტეიშვილი არიან ცენტრში ეს სხვა გუნდია, კვარა მარტო აღარ თამაშობს ყველგან. ყოჩაღ სვანაძეს პირველ ტაიმში, მარა მეორეში უკვე დიდი შეცდომები იქნა დაშვებული და მთავარი იყო რომ კვერნაძე გამოუშვა რატომღაც, და არა ბუდუ. ასევე დავითაშვილი მექვაბიშვილის შემოშვება ნიშნავდა ინიციატივის სრულად გადაცემას ისე, რომ კონტრ თამაში აღარ გვექნებოდა, მიუხედავად ამისა მექვაბიშვილმა ერთ მომენტში კარგად ითამაშა. ძალიან მომეწონა დაცვა ამჯერად და სვანაძეს მართლაც მიუძღვის დასმახურება ამაში, პირველ ტაიმში სწორი დაცვა იდგა. კარგია რომ ისევ გოგლიჩიძე დადგა, რომელმაც პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან საოცარი თამაში ანახა. წიტაიშვილმა საოცრად მოხერხებულად, სწრაფად და არა ღორულად, ძალიან აზრიანად და კარგად ითამაშა. სვანაძეს მინდა მივულოცო და ვუთხრა უბრალოდ, რომ კვერნაძე , დავითაშვილი, მექვაბიშვილი - გამოჩნდა რომ ამ გუნდს ყველა ეს ფეხბურთელი სჭირდება, მარა არა ასე- სამივე ერთად მოედანზე, ეს კატასტროფაა. თუ ფეხბურთელები საკმარისად არაა, ეს ნიშნავს რომ იგივე ქოჩორაშვილის, ეგოიანის გამოყენება შეიძლება კიტეიშვილი ჩაკვეტაძის ადგილებზე, როცა დაიღლებიან, მარა არა დავითაშვილის და მექვაბიშვილის როგორც გამთამაშებლების. მოედნის ცენტრს ვაგებთ ეგრევე და გუნდი ორად იყოფა, სადაც კვარაც და მიქაუტაძეც კარგავენ თავიანთ კოზირებს. წარმატებები ნაკრებს
გამოცდილი ოპტიმისტი
უკეთეს შემთხვევაში მომდევნო 2 შეხვედრაში 2 ქულას ველოდები. გასვლაზე ჩვენ ჯგუფში არცერთ ნაკრებთან ვართ მომგები და ფრეს თუ გამოვრჩით ესეც საქმეა. იქნებ ნოემბრის 2 თამაშიდან ერთ-ერთში მაინც გაგვივარდეს ყარაულის თოფივით, მაგალითად უნგრეთს ვძლიოთ საშინაო შეხვედრაში და მოძმე უკრაინელებმაც გვაჩუქონ ქულა, იმ შემთხვევაში თუ იმ მომენტისთვის პირველი ადგილი უკვე გარენტირებული ექნებათ და 7 ქულით რამენაირად მეორე ადგილზე დავასრულოთ ჯგუფი, თუმცა 7 ქულით მეორე ადგილზე გასვლასაც მაგარი შელოცვები ჭირდება. რეალურად რომ შევხედოთ ნაკრების ბოლო ორი თამაშის შემხედვარე მე-3 ადგილიც კი მიღწევა იქნება, თუმცა ასეთ შემთხვევაში მომავალ ციკლს უკვე C ლიგაში დავიწყებთ, სადაც ალბათ არის კიდეც ჩვენი ადგილი.
Silvester
არ არის ეს ჩვენი სპორტი, საკლუბო ფეხბურთს გადახედეთ და მაგ ილუზიებს დაანებეთ თავი.
გიო
სახლში ერთი უბედური ქულაა მერე რა შანსებზეა ლაპარაკი. უნდა დაამშიო ესენი და შეიძლება მარიაჟები მერე გაიქცნენ
გვარდიოლა
სამწუხაროდ მეც ვერ ვხედავ ხვიჩას კაპიტნად მიუხედავად იმისა რომ მისი დიდი გულშემატკივარი ვარ. მე მგონი, საკაპიტნოდ კიტეიშვილი ივარგებს, რა თქმა უნდა თუ ფორმაში ჩადგება. ასაკიც უწყობს ხელს და კაპიტნობის გამოცდილებაც აქვს.

შანსი არის ნოლი!
mak
ფეხბურთს ვერ თამაშობენ ეს გასაგებია! მაგას აქვს თავისი მიძეზი! უდისციპლინობა და საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა! ( ეს ყველას არ ეხება რა საკვირველია) სამაგიეროდ მარიაჟობა კარგად ეხერხებათ აეროპორტში როჩა სათამაშოდ ჩამოდიან თბილისში!. საჭიროა დისციპლინა! მთავარი მწვრთნელის ავტორიტეტი! მისი ყველა დავალების და მითითების უსიტყვოდ შესრულება! თუ რომელიმე "ვარსკვლავს" ეს არ ესიამოვნება, დაუყოვნებლივ უნდა მოიკვეთოს ნაკრებიდან( შეუცვლელი არავინაა!) დასაწყებია იმით რომ ფეხბურთელმა მაყურებელს(გულშემატკივარს) პატივი უნდა სცეს და გეტრებ ჩაჩაჩული არ უნდა დასეირნობდეს მოედანზე! ფეხბურთს მისი გამოგონების შემდეგ აქვს თავისი სათამაშო ფორმა და კეთილი ინებონ და მოწესრიგებული გავიდენ მინდორზე!ხო რაც შეეხება კაპიტნობას, კვარაცხელია არაა ის ტიპაჟი კაპიტანი რომ იყოს! მწვრთნელმა უნდა გააგებინოს ყველას რომ ფეხბურთი გუნდური თამაშია!
lasha
შანსი ნამდვილად არის. გასვლაზე თამაში პირიქით უპირატესობაა. ამ შემადგენლობის საქართველოს ნაკრების ერთადერთი კოზირი არის მე-2 ნომრად თამაში და სწრაფი კონტრშეტევით შედეგის მიღწევა. ასე რომ გასვლაზე ეს უფრო მოსალოდნელია. მასპინძელი არ ითამაშებს მეორე ნომრად.
გიო
არ მესმის, რატომ იძახებენ ბუდუს, თუკი არ ათამაშებენ?! მიქაუტაძეს პასებს არ აძლევენ, ფეხბურთელები დგანან მოედანზე, სირბილი არავის უნდა... ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს ნაკრებში არის დაპირისპირება ფეხბურთელებს შორის...იმედია ვცდები.
dadu
მიქაუტაძეს დააკვირდენ ევროპაში და მიხვდენ რომ მისი როგორც ჯოკრის გამოყენება შეიძლება მეორე ტაიმში და ჩვენ ნაკრებში ამ უპირატესობას ვერ ვიყენებტ, ყველა ფეხბურტელს არ შეუძლია შეცვლაზე თამაში მიქაუტაძეს შეუძლია და საჭიროა ეს მისი პლიუსი გამოვიყენოთ და ასევე კვერნაძესაც შეუძლია მიქაუტაძეს აუწყოს. მეორე ტაიმში გუნდს აშკარად ეტყობა დაღლა და საჭიროა რდოული შეცვლები, ჩემი აზრით ბუდუს თავიდან დაყენება უფრო უპრიანია ვიდრე შეცვლაზე და ასევე დავითაშვილის
gogi
რა შანსებზეა საუბარი? ბოლო ადგილის მთავარი კანდიდატი ვართ სამწუხაროდ ამ ეტაპზე....
ქუთეისი
კი, შანსები გვაქვს ნამდვილად. ოღონდ ამისათვის საჭიროა რომ მომდევნო 2 გასვლით თამაშში უნგრეთმაც და ირლანდიამაც მინიმუმ თითო ავტო-გოლი მაინც გაიტანონ საკუთარ კარში. და მამარდამაც არ უნდა გაუშვას გოლი. აბა ჩვენები მარტო უკან პასს თამაშობენ სულ და ჩვენს გასატანს მეტოქე თუ გაიტანს ისევ თორემ...)
ვინ და
დუე ან ოლისე😄
დავითი
მიქაუტაძეზე მეტად წიტაიშვილს აიგნორებს, სულ მისგან ელოდება პასს და რომ მიიღებს წიტას აღარ ხედავს! არადა წიტა 20 წლამდელებში მსოფლიო ჩემპიონია უკრაინის ნაკრებთან ერთად და საქართველოს ეროვნულში რომ ეთამაშა საკლუბო კარიერა დაუნგრიეს უკრებმა, თორე გაცილებით წინ იქნებოდა! ასე რომ კვარას ზედმეტი ბრექი სჭირს, თუ არ უნდა წიტას წარმოჩენა ვერ გეტუვით! თუ ვინმე მიაწვდის წიტაიშვილს ხმას უთხარით საკუთარ თავზე ხშირად და თამამად აიღოს თამაში!
საქართველო
კვერნაძემ იქეთ არ გააკეთა პასი, გაგიჟდნენ კვარა და ეგოიანი,თამაში მთავრდებოდა წამები რჩებოდა,ბურთის თრევა დაიწყო და მსაჯმა დაამთავრა.ვიდეოც არის კვარა როგორ უბრაზდება კვერნაძეს და აქეთ ეგოიანი გარბის გაბრაზებული მოედნიდან,რომ არ გააკეთა პასი კვერნაძემ

ვერ ათამაშებენ, ძალიან გასაგებად ახსნა მწვრთნელმა რატომაც არ შეუშვა. რა ვქნათ,სამწუხაროდ ყველა ფეხბურთელის თამაშის საშუალება არ არის. ისე თამაშს რომ ვუყურებდი სათადარიგოს არცერთი ფეხბურთელი მესახებოდა თამაშში გარდატეხის შემტანად და გამართლდა კიდეც. ჩაკვეტაძეს და კიტეიშვილ სათანადოდ ვერცერთი ფეხბურთელი ცვლის
ავი მებაჟე
გუშინ დახაზეს დუემ და ოლისემ. ამ უკამასნელმა მაგარი დოლო რეიდი შეასრულა და ის ბრწყინვალე გოლით დაასრულა.
sandro
ამ მწვრთნელით გაგვიჭირდება ფონს გასვლა
108 max
თუ პასს არ მისცემდნენ, რატომ გამოიყვანა კვერნაძე.
თამაზი
ზივზივაძეს არ ათამაშებენ სამწუხაროა
ვაჟა
შანსი ის არის რომ, უნგრეთს უნდა მოუგო და ირლანდიასაც, მარა ვინ მეტყვის, ვინარის ბურთის გამტანი?
Napoleoni
რა წამს კვარას კაპიტნობა გადაწყდა მაᲨინვე ქარᲗული მულტფილმი გამახსენდა (ყურᲨა გაყოყოᲩდა)და ეგრევე დავპოსტე რომ არაფრისსიდებიᲗ ეს არ ᲨეიᲫლებოდა. . .კვარა აქ ცდილობს გასახდელᲨი ყოᲩობას. . .პარიზᲨი უნდ იყოს ყოᲩი პირველ რიგᲨი და მაᲨინ ივარგებდა აქაც. . .აბა იქ აიკიდოა პენალი და მერე ეგრევე აიᲩაროს იᲦლიაᲨი ბურᲗი.გაბედავს?!. ..რაᲦაც მეეᲭვება. . .ხვიᲩა არ არის ხასიაᲗის ლიდერი.მარა სხვაც რომ არ Ჩანს საკაპიტნო ეგ კიდე ცალკე უბედურებაა.და ბოლოს ეს მექვაბიᲨვილი საფეხბურᲗო ილია ლონდარიᲫე რომაა ეს როდემდე უნდა ვიᲗმინოᲗ. . .
gzp
თუ ცოტას კიდევ მოუმატებენ ინტენსივობას და ტაიმის ბოლოს არ დაკარგავენ კონცენტრაციას უნგრეთთან არ წავაგებთ წესით. იმედია მწვრთნელ ეყოფა ავტორიტეტი რომ ზოგიერთებს დროულად პასის მიცემა მოთხოვოს შეტევაში.
გოგა
წუხელ კი შედარებით უკეთ ითამაშა გუნდმა, მაგრამ აშკარად ჩანს, რო წამყვანი ფეხბურთელები არცერთი არა ფორმაში, კვარა მიქაუტაძე ჩაკვე კიტე, რაც შეუძლიათ იმის აჩრდილები არიან, იმედია მესამე თამაშისთვის უკეთეს ფორმაში შევლენ, შემადგენლობით ჯგუფში ყველა გუნდს ვჯობივართ და უნგრეთან შეიძლება დადებითი შედეგისთვის ბრძოლა, ჩემი აზრით მეორეზე გავალთ ამ ჯგუფში
მწარე
თქვენი პოზიცია გასაგებია. რა შანსი გვაქვს? ანუ ოპტიმიზმის შენარჩუნება. თუმცა ამ ეტაპზე ალბათ გუნდის შენაჩუნებაზე, გუნდურობის გაუმჯობესობაზე და ახალი სისხლის მოძიებაზე უნდა გაკეთდეს აქცენტი. ჩვენ კვლავ ვართ დიდი რისკის ქვეშ, რომ სანიოლის არასწორ დროს წასვლამ (ადრე უნდა წასულიყო), პლიუს შედეგის არ ქონამ შეიძლება გამოიწვიოს დიდი კრიზისი.
კაი ერთი
პირიქით, თქვენი მხრიდან იმის ძახილმა რომ საქართველოს ნაკრები თურმე ხვიჩას გუნდია (რაც ტყუილია, თუნდაც სტატისტიკას რომ შევხედოთ), ჩამოაშვებინა ხელები დანარჩენ ლიდერებს და ფედერაციას გადააცემინა ღლაპი კვარაცხელიასთვის კაპიტნის სამკლაური. ეს რომ კარგ შედეგს არ მოიტანდა მაშინვე ვამბობდი, მაგრამ ვის ადარდებს, მთავარია ხვიჩა სტატუსით კმაყოფილია და კარგადაც იბრიქება
სიმართლე
ობიექტურად ფაქტია, გუნდი ვერ თამაშობს და ჩავარდნა გვაქვს; არც ხვიჩაა ფორმაში ჯერჯერობით. ეს საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩებშიც კარგად ჩანს. ვფიქრობ, დღევანდელი შემადგენლობა არ იყო ოპტიმალური. ეგოიანი ბევრად წაადგებოდა დღეს გუნდს ძირითადში. მწვრთნელი საქმეს ვერ უშველის; ამ გუნდს ბევრი რამ აკლია მიმდინარე ეტაპზე
დდდ
ჩემი აზრით, არასერიოზულია ეს ჯგუფის მოგების შანსების თვლა და მოდით, დავეშვათ მიწაზე და ვაღიაროთ, რომ რაც უნდა მეტ-ნაკლებად თანაბარი ჯგუფი იყოს, ამ ნაკლებ-ში ყველაზე მეტად ჩვენ მოვიაზრებით და მეტ-ში კიდევ - ჩვენს გარდა ყველა დანარჩენი... ასე, რომ, ვგონებ, უმჯობესია, ამ ეტაპზე ამბიციები სამომავლოდ შევინახოთ, ბ ლიგაში ადგილის შენარჩუნება დავისახოთ მიზნად და თუ დიდი ანგარიშებით წაგებები მოგვენატრა, ამისთვის ა ლიგაში აძრომა არაა საჭირო, ოფიციალური შესარჩევებიც გვეყოფა... და კიდევ ერთი - თავისთავად, ყველას კრიტიკა მოსულა და ყველას სკამზე დასმაც, მაგრამ ნამეტანს ნუ შეუკიკინებთ ხვიჩას, თითქოს ნაკრებში არ ინდომებს და თავს უფრთხილდება - ყველას გვახსოვს, მის გარეშე რასაც წარმოადგენს ჩვენი ნაკრები და სანამ ერთი კაცის გუნდად ვრჩებით, ამ ერთი კაცის დაბულინგებით, ნამდვილად არ მგონია, რომ მისი ჰეითერების გარდა ვინმე გაბედნიერდეს...
suxumchanin
რატომ უჭირთ ბურთის ამოტანა ჩვენს ბიჭებს და მეორე კვარა რატომ აიგნორებს მიქაუტაძეს ტოცა პირიქით წყვილში შეთამაშებულნი უნდა იყვნენ
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"
სამი დებიუტანტი - რამაზ სვანაძემ ნოემბრისთვის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
Sport.fr: კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ ბატრაკოვის დამატებას გეგმავს
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
"ძალიან მეცოდება" - უმტიტიმ ვინისიუს ჟუნიორზე ისაუბრა
"თუ ჩემი იმედი აქვს, ეს უნდა გაითვალისწინოს" - რაფინიას ულტიმატუმი ანჩელოტისა და ბრაზილიის ნაკრებს
აი, გემოვნებაც ასეთი უნდა - სქოულზმა "მანჩესტერს" კრიზისის დასაძლევად ამ ფეხბურთელების შეძენა ურჩია
"ეს "პიჟონები", ეს ზაბარნები, ეს ციგანკოვები გაძვრნენ ევროპაში - უკრაინა ფეხებზე არ უნდა დაიკიდოთ" - აღშფოთებულია კიევის "დინამოს" ყოფილი ფეხბურთელი
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
უნგრელთა მწვრთნელი: ეს საკმარისი არ არის - დამსახურებული გამარჯვება მოვიპოვეთ
რამაზ სვანაძე: ამ ყველაფერს აუცილებლად დავასრულებთ - ამაში დარწმუნებული ვარ მეც და ჩემი გუნდიც
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები: საკუთარ თავში უნდა ვიპოვოთ ძალები, რომ პირველ რიგში გამოვასწოროთ ჩვენი თამაში
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
"საქართველოსთან ვდომინირებდით - უკრაინასთან შურისძიება გვმართებს" - უნგრელი ფეხბურთელი
უკრაინელი მწვრთნელი: ბრიტანელებმა ჩვენი სუსტი ადგილი მოძებნეს
სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"