შემოგთავაზებთ ბრაზილიის ჩემპიონატის 21-ე ტურის შედეგებსა და მიმოხილვას
"ფლუმინენსე"-"ატლეტიკო გ." 3:2

გოლები: 0:1 ბიდა (10), 0:2 მარსიო (62-პენ), 1:2 რაფაელ სობისი (83), 2:2 რაფაელ სობისი (87), 3:2 რაფაელ მოურა (90)

"ატლეტიკო მ."-"ავაი" 2:0

გოლები: 1:0 არლანი (27 ს.კ.), 2:0 დანი კარვალიო (80)

"ფიგეირენსე"-"სან პაულუ" 1:2

გოლები: 0:1 სისერო (42), 1:1 ჟოაო პაულუ (48), 1:2 რივალდო (60)

"პალმეირასი"-"კრუზეირო" 1:1

გოლები: 1:0 ლუანი (69), 1:1 მონტილიო (85)

"ფლამენგო"-"ბაია" 1:3

გოლები: 0:1 ტიტი (22), 1:1 რენატო (29), 1:2 დოდო (33), 1:3 სოუზა (45)

"გრემიო"-"ატლეტიკო პ." 4:0

გოლები: 1:0 ესკუდერო (19), 2:0 ანდრე ლიმა (32), 3:0 ანდრე ლიმა (60), 4:0 ანდრე ლიმა (66-პენ)

"კორიტიბა"-"კორინთიანსი" 1:0

გოლი: 1:0 ჟონასი (73)

შენიშვნა: ანდერსონ აკინო (კორიტიბა) 55-ე წუთზე შეცვალეს, გააფრთხილეს

"ამერიკა"-"ვასკუ და გამა" 4:1

გოლები: 1:0 ანდრე დიასი (19), 1:1 ჟუნინიო (21), 2:1 კემპესი (42-პენ), 3:1 მარკოს როჩა (59), ანდრე დიასი (85)

"სეარა"-"ინტერნასიონალი" 1:1

გოლები: 1:0 ვაშინგტონი (36-პენ), 1:1 ჟო (46)

თ მ ფ წ ბ ქ

1.კორინთიანსი 21 12 4 5 33-21 40

2. სან პაულუ 21 11 5 5 33-26 38

3. ვასკუ და გამა 21 11 5 5 30-26 38

4. ბოტაფოგო 20 11 4 5 32-20 37

5. ფლამენგო 21 9 9 3 36-27 36

6. პალმეირასი 21 8 9 4 27-18 33

7. ფლუმინენსე 21 10 1 10 27-25 31

8. კორიტიბა 21 8 5 8 34-27 29

9. ფიგეირენსე 21 8 5 8 26-28 29

10. ინტერნასიონალი 21 7 8 6 32-28 29

11. კრუზეირო 21 8 4 9 29-25 28

12. ატლეტიკო გ. 21 8 4 9 27-25 28

13. სეარა 21 7 5 9 29-32 26

14. გრემიო 20 6 6 8 24-26 24

15. ბაია 21 5 9 7 24-28 24

16. სანტოსი 19 6 5 8 26-31 23

17. ატლეტიკო მ. 21 6 3 12 27-38 21

18. ავაი 21 5 5 11 24-44 20

19. ატლეტიკო პ. 21 4 6 11 20-33 18

20. ამერიკა 21 3 8 10 26-38 17

ბომბარდირები: 14 - ბორჟესი (სანტოსი); 12 - რონალდინიო (ფლამენგო); 11 - მონტილიო (კრუზეირო); 9 - ლეანდრო დამიაო (ინტერნასიონალი), რაფაელ მოურა (ფლუმინენსე); 8 - ელკესონი (ბოტაფოგო), დეივიდი (ფლამენგო).

მომდევნო ტური

დღეს: "ავაი"-"სანტოსი", "ბოტაფოგო"-"სეარა", "ინტერნასიონალი"-"ამერიკა", "სან პაულუ"-"ატლეტიკო მ", "ატლეტიკო გ"-"ფიგეირენსე", "ატლეტიკო პ"-"პალმეირასი", "კრუზეირო-ფლუმინენსე".

ხვალ: "ბაია"-"გრემიო", "ვასკო და გამა"-"კორიტიბა", "კორინთიანსი"-"ფლამენგო".

ბრაზილიის ჩემპიონობისთვის ბრძოლა სულ უფრო საინტერესო ხდება. "კორინთიანსმა" უღმერთოდ გაანიავა ლიდერობა და ბოლო ტურში "ვასკუ და გამას" ბედოვლათობას უნდა უმადლოდეს, რომ კვლავ პირველ ადგილზეა. თუმცა "კორინთიანსის" პირველობას სრულყოფილი აღარ ეთქმის, "ბოტაფოგო" მას 3 ქულით კი ჩამორჩება, მაგრამ რეზერვში მატჩი აქვს.

"კორინთიანსი" რუსთავის "ოლიმპის" ყოფილი ლიდერის, ანდერსონ აკინოს "კორიტიბასთან" სტუმრად 0:1 დამარცხდა. საქართველოს ჩემპიონატის 2010 წლის ბომბარდირმა და საუკეთესო ფეხბურთელმა ლიდერთან დაპირისპირების პირველი 55 წუთი გაატარა მოედანზე, სტუმართა კარში გოლი კი მისი გაყვანის შემდეგ გავიდა. მიუხედავად ამისა, 25 წლის აკინოს ბრწყინვალე სეზონი აქვს, 14 თამაშში 5 გოლი გაიტანა სერია ა-ში.

"კორიტიბას" შეტევებს გამოცდილი ჩეკუ ხელმძღვანელობდა, მაგრამ მის პასებს ვერ იყენებდნენ აკინო და სხვები. სტუმრები კონტრშეტევებზე ცდილობდნენ თამაშის აგებას. ემერსონმა ორჯერ სახიფათო შეტევა განახორციელა მასპინძელთა კართან. მეორე ტაიმში შეტევაში ჩართულმა ჟონასმა გამარჯვების გოლი გაიტანა, ლიდერს თამაშის გადარჩენისთვის კიდევ 20 წუთი ჰქონდა, მაგრამ შეცვლაზე შესულმა ალექსმა ბურთი ძელს გაარტყა. ახლა "კორინთიანს კიდევ უფრო ძნელი დაპირისპირება ელის - "ფლამენგოს" წინააღმდეგ.

"ფლუმინენსე", რომელიც ალბათ ვერ შეინარჩუნებს ჩემპიონის ტიტულს, გოიანსეს "ატლეტიკოს" მასპინძლობდა და ორი გოლის გაშვება "მოახერხა". მაშინ, როცა ყველას ეგონა ჩემპიონი ქულასაც ვერ გადაარჩენდა, "ფლუმინენსეს" ორმა რაფაელმა მოაგებინა. 83-ე წუთზე რაფაელ სობისმა ლამაზი შორეული დარტყმით გაიტანა, ხუთ წუში მან მეკარის მოგერიებულს დაამატა, რაფაელ მოურამ კი ბოლო წუთზე "ფლუს" 3 ქულა მოუტანა. აბელ ბრაგას გუნდს ლიბერტადორესის თასის საგზურისთვის ბრძოლა ძალუძს.

ჩემპიონობისთვის მებრძოლ "სან პაულუს" ძალიან გაუჭირდა "ფიგეირენსესთან". სტუმრებს 1:1-ზე სამი ქულა 39 წლის რივალდომ გადაურჩინა, რომელმაც კაზემიროს ბრწყინვალე პასი გამოიყენა. ამ მოგებით "სან პაულუ" მეორე ადგილზე გადავიდა და ლიდერს 2 ქულითღა ჩამორჩება.

როგორ ვერ ისარგებლა "ვასკუმ" ლიდერის წაფორხილებით, საოცარია, მდევარმა ხომ ჩემპიონატის ბოლოადგილოსან "ამერიკასთან" წააგო, თან როგორ - 1:4. ჟუნინიოს გოლი საბოლოოდ პრესტიჟისა გამოდგა.

დამარცხდა "ფლამენგოც", რომელიც შინ "ბაიასთან" ვერას გახდა - 1:3. მაგრამ "რუბრო-ნეგროს" გასამართლებლად ის მაინც აქვს, რომ ბრაზილიის ნაკრების გამოძახებული კაპიტანი რონალდინიო არ ჰყავდა. ლიდერთა ჯგუფში მყოფმა კიდევ ერთმა გუნდმა წაიფორხილა, "პალმეირასმა" "კრუზეიროს" ვერ აჯობა. მოკლედ, "კორინთიანსს" ძალიან გაუმართლდა.

"სანტოსის" და "ბოტაფოგოს" მატჩი ოქტომბრისთვის გადაიტანეს, რადგან "სანტოსს" ნაკრებში სამი ფეხბურთელი ჰყავდა მივლენილი.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა