ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

რამაზ სვანაძე: იდეალურ სიტუაციაში არ ვართ - ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან

ერთა ლიგაზე ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე, ჟურნალისტების კითხვებს საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ უპასუხა:

"განწყობა ნორმალურია. რა თქმა უნდა, იდეალურ სიტუაციაში არ ვართ, თუმცა ასეთი მომენტები ნებისმიერი ადამიანის, გუნდის თუ ნაკრების ცხოვრებაში ხდება. რთული სიტუაციები და პერიოდები არასდროს არის გამორიცხული. უკვე მეოთხე თამაშია და დაღლილობის ფონი, რა თქმა უნდა, იგრძნობა, თუმცა ამ სიტუაციაში მხოლოდ ჩვენ არ ვართ. წინ კიდევ ერთი დღე გვაქვს და მაქსიმალურად ვეცდებით, ეს დრო გამოვიყენოთ. დღევანდელი ღამისა და ხვალინდელი დღის შემდეგ შევაფასებთ ფეხბურთელების ფუნქციურ მდგომარეობას და საბოლოო გადაწყვეტილებას სასტარტო შემადგენლობაზე უშუალოდ თამაშის წინ მივიღებთ.

დღევანდელ ნაკრებში ფეხბურთელების უმრავლესობა სწორედ ის ბიჭებია, რომლებმაც საქართველოს ყველაზე დიდი წარმატება მოუტანეს, რაც ჩვენს ქვეყანას ფეხბურთში ოდესმე ჰქონია. ასევე გვყავს ახალგაზრდა ფეხბურთელები, რომლებმაც ახალგაზრდულ დონეზე საქართველოსთვის ისტორიული შედეგები დააფიქსირეს. მე არ ვარ ადამიანი, რომელიც მხოლოდ წარსულით ცხოვრობს, თუმცა, როდესაც რთულ პერიოდზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ ეს სწორედ ის ფეხბურთელები არიან, რომლებიც ამ სირთულიდან აუცილებლად გამოვლენ. ერთად უნდა გამოვიდეთ ამ რთული პერიოდიდან და ამ პროცესში ძალიან გვჭირდება მაყურებლის მხარდაჭერა.

რაც შეეხება ჩრდილოეთ ირლანდიას, ძალიან ორგანიზებული გუნდია, რომელიც გუნდურ პრინციპებს მაქსიმალურად იცავს. ამასთან ერთად, ისინი მაღალი დონის დისციპლინითაც გამოირჩევიან და ჩვენს ქვეჯგუფში ამ მხრივ ნამდვილად ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია. ველოდებით რთულ თამაშს. ასეთ გუნდებთან შეხვედრა არასდროს არის მარტივი, თუმცა ყველა გუნდს, მათ შორის ჩრდილოეთ ირლანდიასაც, აქვს თავისი მინუსები და ვეცდებით, ისინი ჩვენს სასარგებლოდ გამოვიყენოთ. პირველ რიგში, საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებული. მჯერა, რომ თუ ხვალ საკუთარ თავს ძალიან კარგად წარმოვაჩენთ, მეტი შანსი გვექნება, რომ ყველანი გახარებული და გამარჯვებული დავბრუნდეთ სახლში".

NAKREBI.GE

აბურჯგა,მართლწერას რომ გიწუნებს,მაგან,თავისი მოსახმობის სწორად დაწერაც კი ვერ მოახერხა და ტექსტის წერაშიც შეცდომები აქვს.შენ თვალში მართლაც დაინახა ბეწვი,მაგრამ საკუთარში დირის დანახვა არ მოისურვა,ისე იყო შენი დამცირების სურვილით შეპყრობილი.

• იცოდით?

პანდემიის დროს, მაურინიო , პირადად ურიგებდა ლონდონში ხანდაზმულებს სასურსათო პროდუქტებს.❤️🤝

• ვახ- ს-ს

არასწორად გაიგეთ,ზოგადად გუნდურში, ერთობაში მოვიკოწლებთ.

• გიორგი

აბა ბიჯოს რა მიმხვედრი ხაარ უცებ პირველად არ წააგო. წააგონ კიარა არ შეუტიონ კომბინირებულად ჩვენ გამო:))) ორი წელია ისე თამაშობენ მთვრალი მგონია თავი რაის ჭკუას გვარიგეებ როდის რაუნდა დავწეროთ გასაკრიტიკებელია და გაკრიტიკდება მოსათხოვი როცა საჭიროა მაშინ უნდა მოითხოვო არა ბიჯოს დავუცდი 22საუკიუნეს იქნებ წინ პასი გააკეთონ..

• aburjga

ტოპმიულერის გვარი გეუბნება რამეს?

• მამუკა

თამაშის წინ მწვრთნელზე და ფეხბურთელებზე თავდასხმა უკვე ძაან ზედმეტია, ახლა კი არ უნდა ვაკრიტიკოთ, უნდა გავამხნევოთ და მოვქოქოთ, ახლა კრიტიკის დრო არ არის

• aburjga

ერთი იმათგანი თქვენც ბრძანდებით, მართლწერა! ვითომ ვერ გაიგე შემთხვევით ყ-ს ნაცვლად ტ დავწერე. დააკვირდი კლავიატურაზე გვერდი გვერდაა ეს ასოები!

• დათა

ბრძოლის წინ ჭკუის სწავლებისთვის დრო არ რჩება და ამხნევებენ იმისთვის რომ იმ ძალებით რაც გაგაჩნია მაქსიმუმს მიაღწიო. სულ დიზლაიქები რომ დამიწეროთ ამით რეალობა არ შეიცვლება. ყველას გული შეგვტკივა მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ყველაფრის იმედი უნდა დავკარგოთ და ერთმანეთი ვლანძღოთ.

• გიზოგ

ძველი გულშემატკივარი ვარ და მახსოვს ბევრი ძლიერ ორგანიზებული გუნდი დაუმარცხებია დინამოს მაშინდელ ბიჭებს. პასუხი კი სულ უბრაოა, ტექნიკური თამაში მაღალ სისწრაფეზე, რომელიც სასტიკად აბნევს მოწინააღმდეს. მით უმეტეს ახლანდლ ფეხბურთში, სეირნობით ვერავინ მოიგებს. ეს ყველას არ ახება. ჩემი ჩანაწერი ვისაც ეხება თამაშის მერე დავწერ.

• ვახ-ს

ბოდიში და ერთობას რაში ითხოვთ?! ხედავდე შენი შვილი ან ახლობელი არასწორი გზით მიდის - უყურებდე როგორ გადავარდება - მაგრამ არ უთხრა რადგან გული არ ატკინო?!

• სხვის თვალში ბევწვის ძიების ნაცვალდ

ჯერ საკუთარი მართლწერა, რომ შეამოწმოთ, ვიდრე სხვისა - ალბათ აჯობებდა. და ასევე აჯობებდა უკეთური არ გწეოდებინათ ადამიანებისთვის და ამით საკუთარი არ გამოგეჩინათ.

• დევი

ფედერაციავ, სვანაძევ, "ოპტიმისტებო" მოდით ვიყოთ გულწრფელნი! არავინ არავის ერჩის! არავინ არაა არც ჩასაფრებული და არც მტერი! უბრალოდ ყველას გვადარდებს და გვტკივა გარემოება რაცაა ჩვენი ქვეყნის, მისი უმთავრესი პრესტიჟის ირგვლივ! არ გვყავს დასაკარგი არც თაობა და არც ერთი თამაში არაა ასე გასანიავებელი ,არამცთუ მთლიანად ციკლი! ხოდა მოდით რა ვაღიაროთ რომ ამ პატიოსანი თვალების პატრონ ადამიანს არ შეუძლია, არ ძალუძს ის მისია რაც ყველას ერთად გვინდა და მოდით როგორც ნათქვამია მოყვარეს პირში უძრახეო, ისე მივიღოთ ეს ჩვენი გულისტკივილი, თორე ნეტა ოდნავ მაინც გვქონდეს რამე მიზეზი რამაზის მისვლას იმედიანად ვუყურებდეთ და რა აჯობებდა მაგას! უბრალოდ ვერცერთი ლოგიკური თვალსაზრისით ვერაა ეს ბიჭი ამ ნაკრების შესაფერისი, ვერც ავტორიტეტით, ვერც განათლებით, ვერც ტაქტიკოსობით, ვერც ისტორიით და ვერც რამე სხვა ისეთი თვისებით რაც მოგვცემდა ნეიტრალურ გულშემატკივრებს იმედის მიზეზს! ხოდა მოდით ნუ გწყინთ და თვენც იფიქრეთ როგორც პატრიოტებმა, როგორც გულშემატკივრებმა და მიიღეთ შესაფერისი გადაწყვეტილება!

• aburjga

თამაშის წინ მწვრთნელზე შეტევა და ლანძღვა რა საქციელია?! ზოგს წერა-კითხვა არ უნდა გესწავლათ, განუწტვეტლივ აფიქსირებთ თქვენს უკეთურობას!

• Giorgi

ამ პატივცემულს დიდ ფეხბურში რამე წარმატებები ჰქონია? საქართველოს ჩემპიონატი მაინც მოუგია? მხოლოდ ასაკობრივ ნაკრებებში უმუშავია და ამის გამო ამხელა პასუხისმგებლობა აიღო თავის თავზე. არც დიდი ფეხბურთი უთამაშია...

• უფროსი-ს

ბოდიშის მოხდით, რომელ ფეხბურთელს გულისხმობთ?

• ewd

როდის გავაკრიტიკოთ ორი წელია გასული გუნდს ფეხბურთი არ თამაშია რო იგებენ მაშინ გავაკრიტიკოოთ?

• გიორგი

ორი წელია ფეხბრთი არ გითამაშიათ ორიიი ორ იიი.... თავისი მოსვლიდან დაიწყო გაიგეე ისტორია

• ვახ!

ქართველების ერთობა?! გართობა, ქეიფი და დროის ფუჭად ფლანგვა კი ბატონო.

• Gura

კრიტიკა ადვილია. ამ მძიმე სიტუაციაში მთავარია გუნდის მხარდაჭერა!

• მახმუდ

გამოცვალეტ და მოიყვანეტ ავტორიტეტი მცვრტნელი ქეცბა ქეცბა ჯიგარი მარტალი ფედერაცია გონს მოეგე ტქვენი დრო დატვლილია.............

• მწარე

თხვნაა. ნუ ქმნით არასწორ მოლოდინებს. მაგას სიჩუმე სჯობს. ასე უფრო იმოქმედებს ჩვენებზე. ყოველ შემთხვევაში, როცა ჩუმად და დაკვირვებით მოვმზადებულვართ 10-ჯერ მეტ მტერს ვამარცხებდით. როცა თავში გვქონდა ავარდნილი სასტიკად ვმარცხდებოდით (გენოციდით). გაიხსენეთ ჯალალედინთან მარცხი, გაიხსენეთ მარაბდასთან ეარასწორად დაგეგმილი ომი. სხვას აღარ ვიტყვი. რაც მოვიგეთ ყველა შეთანხმებით და ჭკუით. თორე სიმამაცე არც წაგებულ ომებში გვაკლდა. ამიტომ ნუ ვქმნით არასწორ მოლოდიებს. ეს ცუდად მოქმედებს ბიჭებზე. სჯობს ან სიჩუმე ან სიმართლე.

• Barmalei

100% გეთანხმები. პლაცდარმი მოამზადა კიდევ ერთი უსახური თამაშისთვის , რადგანაც არ იცის რა ქნას..

• უფროსი

აქაური ბოტების საყურადღებოდ! თქვენი გამოკვეთილი ფავორიტი, რომლის სასტარტო შემადგენლობაში შეყვანას თქვენ მოითხოვთ, არის უარყოფითი ენერგიის მატარებელი. ვარჯიშების დროსაც გაბუტული დადის მოედანზე და ქმნის დაძაბულ ატმოსფეროს. ძირითადში კი არა, საერთოდ არ არის საჭირო ნაკრებში.

• აჰა, ეს თურმე ეგ ის მწვრთნელია კომბლებს, რომ თლის და სხვენში აწყობს

თუ დაგითვლია რამდენი მოიგეს და ეამდენი წააგეს ახლაგაზრდებმმა? ბალანსი თუ გამოდის დადებითი? გვითხარი რამდენია?

• უფროსი

დიდი ანგარიშით მოვიგებთ.

• ედემი კორძაია

რამაზ შენს გვერდით არის საქართველო. მჯერავს ხვალ დიდი წარმატების. ხვიჩაზე ააწყე კომბინაციების უმრავლესობა და შედეგი ჩვენს მხარეზე იქნება. პირველი მწვრთნელი ხარ ვინც 21 წლამდელები შესარჩევიდან ევროპაზე გაიყვანე. ამ ნაკრებთანნერთადაც მიღწევ დიდ შედეგს.

• მამუს

ეგ ის მწვრთნელია u 21 რომ გაიყვანა ჯგუფიდან! დააყენეთ რა სა..ვამები და აცადეთ... რა გჭირთ?ერთი ცხოვრებაში ვინ ხართ???

• ვალიკო რაო რა მინდაო? რა უნდა უნოდეს, ცეკვავს (კადრი ფილმიდან :მიმინო")

ვითომ რამე თქვა და სინამდვილეში არაფერი თქვა. კომუნისტური პარტიის ყრილობაზე საბჭითა კავშირის გენერალური მდივნის საპროგრამო სტილში. რამე გაიგეთ? თუ გაიგეთ მითხარით აბა კონკრეტულკად რა გაიგეთ?

• მამუკა

შენ ის ტრენერი არ ხარ, ვინც 21 წლამდელებში რამდენიმე დღის წინ საბერძნეთთან მთავარი მწვრთნელოს რანგში 3-0 რო გაასხი? შენ არახარ ჩრ. ირლანდიას სახლში 1-1 ითამაშე?! მგონი ისიც შენ ხარ ვარსკვალური გუნდით გადაძეძგილ დინამოზე ისრაელთან რომ დათმე ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალის საგზური! არანაირი სტრატეგია რო არ გაქვს, ეროვნულის პირველივე თამაშში საოცარი ზამენები გააკეთე, განსაკუთრებით ბოლო წუთზე დრო რო გაიყვანე და ეგოიანი 1 წუთით შემოიყვანე მოსაგებ თამაშში?! მოკლედ თუ გეყოფა შეგნება ნამუსი და ქართვეოლობა შენით უნდა წახვიდე, მაგრამ ეგენი ისევ შენსავით ვინმე ახალ ხელის ბიჭს მოძებნიან, აბა ფულის გადახდა მაგათ არ უნდათ და არც მწვრთნელის საქმეებში ცხვირის ჩაყოფას მოეშვებიან!

"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"

კვერნაძე პირველია - სერია A-ში გიორგის ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა

მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა - პსჟ კვარაცხელიასა და გუნდის სხვა ლიდერებს კონტრაქტებს უხანგრძლივებს

დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან

18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის

"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე

"ეს ცხოველური საქციელია" - UFC-ს ექს-ჩემპიონმა დვალიშვილზე თავდამსხმელები გააკრიტიკა

"ბორჯღალოსნები" | შემადგენლობა მე-300 მატჩისთვის

RAF-ის დაფასება დვალიშვილსა და ლაზიშვილს - ცნობილია ქართველების ჯარიმის ოდენობა, რომელსაც მთლიანად ამერიკული ორგანიზაცია დაფარავს

მერაბ დვალიშვილზე თავდასხმის გამო უსმან ნურმაგომედოვსა და მისი ჯგუფის წევრებს 6-თვიანი პატიმრობა შეეფარდათ

დამწვარი დარბაზიდან - ტანვარჯიშის კლუბამდე

"ახლა ყველანი ციხეში არიან" - UFC-ის პრეზიდენტმა აბუ-დაბიში მომხდარ დაპირისპირებაზე ისაუბრა

"კაცები ასე არ იქცევიან!" - კვარაცხელია დვალიშვილზე თავდასხმას გამოეხმაურა

[VIDEO] ესპანეთი უბრალოდ შეუჩერებელია - ინგლისმა კეინის სარეკორდო მატჩში ხორვატიას სძლია

[VIDEO] დონარუმას შეცდომის და გამოუყენებელი პენალტის მიუხედავად, იტალიამ საფრანგეთს თამაში შემოუტრიალა და გალიდერდა

მერკვილაძის ბრწყინვალე ორმაგი დუბლი და "გრონინგენის" დრამატული გამარჯვება ENBL-ში

ცარუკიანი: მერაბი ნამდვილი მხეცია, ბარიბარს არიან - ახლა დაღესტნელებსა და ქართველებს შორის ისეთი დამოკიდებულება იქნება...

ბითაძის დაცვითი სამუშაო და "ორლანდოს" ზედიზედ მეორე მოგება იუტაში

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

შერმადინის 13 ქულა და "ტენერიფეს" გამარჯვება შიაულიაიში

დე ბრუინი "ნაპოლის" დატოვებას აპირებს

მარკის რიდის "ბაჰჩეშეჰირის" უძლიერესი თამაში და იოლი გამარჯვება ევროთასზე

მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა

[VIDEO] ისევ უგოლოდ - საქართველოს ნაკრები ბელფასტში მარცხისგან მამარდაშვილმა იხსნა

[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა

შეკრების მესამე დღე | ნაკრებმა 23 ფეხბურთელით ივარჯიშა

სვანაძე: აღმართს დაღმართი მოსდევს - მხოლოდ ერთი ფეხბურთელი არაა მზად

მამარდაშვილი: ისევ შეგვიძლია ისე, როგორც ევროპის ჩემპიონატზე!

გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?

რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..

უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით

სავარაუდო შემადგენლობა უნგრეთთან - სად გვაქვს პრობლემები...

"მთავარია, ქართველ ხალხს გამარჯვების გემო გავახსენოთ" - საქართველო - უნგრეთი | 13 ნოემბრის განრიგი

"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს

რამაზ სვანაძე:  დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ

"შედეგიც გვჭირდება და ხარისხიც" - სვანაძე მატჩების წინ

სვანაძის დასკვნები სანიოლზე: პრობლემები, სიახლეები, კაპიტანი და "ფავორიტები"

ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია