ლონდონში, "კრეივენ კოტეჯზე" ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური დაპირისპირება განის ნაკრებს 1:0 მოუგო
ლონდონში, "კრეივენ კოტეჯზე" ბრაზილიის ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური დაპირისპირება მოუგო განის ნაკრებს - 1:0. მატჩის ერთადერთი გოლი "ინტერნასიონალის" 22 წლის ფორვარდმა ლეანდრო დამიაომ გაიტანა. საერთო შეფასებით, "სელესაომ" ძალიან ცუდად ითამაშა და მხოლოდ იმიტომ დაამარცხა მეტოქე, რომ "შავი ვარსკვლავები" კიდევ უფრო ცუდად თამაშობდნენ. ლონდონური პუბლიკაც

უკმაყოფილო დარჩა.

ლეანდრომ 44-ე წუთზე გაიტანა, სამხრეთამერიკელები რიცხობრივ უპირატესობაში თამაშობდნენ, განელთა მეკარე ადამ კვარასეი კი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი იყო.

განას ორი საუკეთესო ფეხბურთელი არ ჰყავდა, ასამოა გიანი და ანდრე აეუ. მანო მენეზესმა კი სასტარტოში რონალდინიო და მარსელო ათამაშა. 34-ე წუთზე მსაჯს ყელში ამოუვიდა დანიელ ოპალეს უხეშობები და როცა ამ უკანასკნელმა ლუსიოც არ დაინდო, წითელი ბარათი უჩვენა. დამიაომ ასეთი სადებიუტო გოლი გაიტანა ნაკრებში: მან პასი "შახტარის" ლეგიონერ ფერნანდინიოსგან მიიღო და აუღელვებლად გადაგზავნა აფრიკელთა კარში.

მეორე ტაიმში ყველაზე კარგი შანსი პატოს ჰქონდა, თუმცა რონალდინიოს პასის შემდეგ მისი თავური მეკარის ნადავლი გახდა. "ფლამენგოს" ვეტერანს საერთო ჯამში არაფერი დაეწუნებოდა, რონალდინიო ისევ იმკვიდრებს ადგილს "სელესაოში".

აი, რა აზრისაა მანო მენეზესი რონალდინიოს ნაკრებში დაბრუნებაზე: "ეს არ არის დროებითი გადაწყვეტილება. მან ფეხბურთის თამაშის დიდი წყურვილი და კარგი ფიზიკური მომზადება გამოავლინა. რონალდინიო კარგი მაგალითია ახალგაზრდებისთვის და ნამდვილი ლიდერი. ითამაშებს რონალდინიო მუნდიალზე? ვნახოთ", - განაცხადა ბრაზილიელთა თავკაცმა.

მე-10 წუთზე "სანტოსის" ახალგაზრდა ნახევარმცველმა განსომ ფეხი იტკინა და შესაცვლელი გახდა, მის ნაცვლად ელიასი გამოვიდა.

ბრაზილია: ჟულიო სეზარი - დანი ალვეში, ლუსიო, ტიაგო სილვა, მარსელო - ფერნანდინიო (46. ჰალკი), ლუკასი, განსო (10. ელიასი) - რონალდინიო, ლეანდრო (78. პატო), ნეიმარი.

გოლი: 1:0 ლეანდრო (44)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა