"სანტოსის" ახალგაზრდა ფორვარდი ნეიმარი ისეთი არჩევანის წინაშეა, მსოფლიოს ნებისმიერ ფეხბურთელს შეშურდება
"სანტოსის" ახალგაზრდა ფორვარდი ნეიმარი ისეთი არჩევანის წინაშეა, მსოფლიოს ნებისმიერ ფეხბურთელს შეშურდება - ნეიმარმა განაცხადა, რომ "ბარსელონას" და "რეალს", ორივეს სურს მისი შეძენა, მაგრამ იქვე დაურთო, რომ ჯერ არჩევანი არ გაუკეთებია და მედიაში გავრცელებული ხმები, სინამდვილეს არ შეეფერება.

ამას წინათ, ითქვა, თითქოს, ნეიმარი "ბარსელონას" უკვე ყველაფერზე შეუთანხმდა და რომ ის 2012 წლიდან კატალონიაში ითამაშებს. "რეალი" და "ბარსელონა" ცდილობენ ჩემს დაყოლიებას. ეს შემიძლია დავადასტურო, დანარჩენი კი უბრალოდ ჭორია. რა თქმა უნდა, ჩემთვის დიდი პატივია, როცა ასეთ გრანდებს ვაინტერესებ", - განაცხა 19 წლის ნეიმარმა განის ნაკრებთან მატჩის შემდეგ.

ბრაზილიელი ვეტერანი ფეხბურთელი რონალდო, რომელსაც ორივე კლუბში უთამაშია, ნეიმარს "რეალში" გადასვლას ურჩევს: "რა თქმა უნდა, "ბარსელონა" და "რეალი" ორივე დიდებული კლუბია, თუმცა ვიმედოვნებ, რომ ნეიმარი მადრიდში წავა, სადაც 5 სეზონი გავატარე.

იქ მისთვის უკეთესი სიტუაცია იქნება და გუნდსაც უკეთ მოერგება. ბრაზილიის ჩემპიონატი მეტისმეტად პატარაა უკვე ნეიმარისთვის. მას საკმარისად აქვს იმის ამბიცია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდეს", - განაცხადა რონალდომ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გვარდიოლა და კლოპი გამორიცხულია - საქართველოს ნაკრებთან უკრაინას ისევ რებროვი უხელმძღვანელებს?
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
[VIDEO] ვინ ვის ურტყამდა რთულად გასარჩევი იყო - გუნდი-გუნდზე ჩხუბი ბრაზილიის ჩემპიონატში
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა