ერთა ლიგის B დივიზიონის მეოთხე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ჩრდილოეთ ირლანდიას დაუზავდა - 0:0.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სვანაძემ წინა მატჩისგან განსხვავებით ერთბაშად ხუთი ცვლილება განახორციელა და მოედანზე გადახალისებული ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა. მეტოქე ორთაბრძოლებს გვიგებდა, ხიფათის შექმნას უმეტესად სტანდარტულებით ცდილობდა. ჩვენს ნახევარდაცვას ბურთის დაჭერა და იერიშების ორგანიზება ისევ უჭირდა. პირველი მომენტი დავითაშვილმა შექმნა, რომლის დარტყმული მეკარე ჩარლზმა მოიგერია. მასპინძლებს კარგი შანსი მიეცათ, როდესაც კელი ქოჩორაშვილს გაექცა, გადაცემა გააკეთა და ბურთი დვალმა ჩაჭრა.

სტუმართა თამაში ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებდა, თან გაყვითლებული ქოჩორაშვილი გაძევების საშიშროების წინაშე იმყოფებოდა და მეორე ტაიმის დაწყებისთანავე მის ნაცვლად მოედანზე სვანაძემ წიტაიშვილი შეუშვა. წვიმამ იმატა, თანდათან უპირატესობას დავეუფლეთ, მექვაბიშვილი და დავითაშვილი ლომინაძემ და ჩაკვეტაძემ შეცვალეს, ხოლო ტრავმირებული მამაგეიშვილი იეგოიანმა. კვარაცხელიამ ლამზი დრიბლინგის შემდეგ ბურთი მიზანს ააცილა. მერე კი მამარდაშვილმა პირისპირ გასულ მაჯენისს არ გაატანინა, ლომინძემ კი ფეხი თავში კელის გაარტყა, ჩვენმა მეკარემ პრაისის შესრულებული პენალტი მოიგერია და წაგებისგან გადაგვარჩინა.

ბელფასტი. „უინძორ პარკი“

ჩრდ. ირლანდია - საქართველო 0:0

გამოუყენებელი პენალტი: პრაისი (84)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, საზონოვი, დვალი, ლოჩოშვილი, მამაგეიშვილი (იეგოიანი 74), მექვაბიშვილი (ლომინაძე 65), ქოჩორაშვილი (წიტაიშვილი 46), დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 65), კვარაცხელია, ზივზივაძე (მიქაუტაძე 86)

ჯგუფში მომდევნო ტური 14 ნოემბერს ჩატარდება - საქართველო უნგრეთს, ჩრდილოეთ ირლანდია კი უკრაინას უმასპინძლებს.

დავით 67
. -ს( სოსო-ს) შენი კომენტარი უფრო დამაფიქრებელია,ვიდრე გამოსავლის პოვნაზე ორიენტირებული. კი მართალი ხარ, რომ ქვეყანაში გადაჭარბებული აგრესია არსებობს, მაგრამ პროფესიონალიზმს ხედავ რამეში? მარტო სპორტს არ ვგულისხმობ. რაც მეტად ჩლუნგია ადამიანი, მით უფრო დაფასებულია ჩვენს ქვეყანაში. ასი წელიც რომ გავიდეს ჩვენთან ვერასდროს ისწავლიან თუ რა არის გუნდური მუშაობის პრინციპი. ასე იყო ადრეც და ეხლეც ესეს. მხოლოდ ინდივიდუალური ნიჭიერება არ კმარა გუნდური თამაშის,( მუშაობის) პრინციპებს. თუ დაფიქრებულხარ და გაგიაზრებია რატომ ვერ აღწევს წარმატებას ნიჭიერი და პროფესიონალი ადამიანი საქართველოში? ვინც კი გვყოლია წარმატებული ყველამ უცხოეთში მიაღწია წარმატებას .100დან 100პროცენტმა. ამას ხომ აქვს რაღაც მიზეზი? ? მე მაქვს ჩემი ახსნა,უბრალოდ ფორმატი არ იძლევა იმის საშუალებას რომ გადმოვცე. რაც შეეხება ფეხბურთს 2024-ში ილუზია შეგვექმნა რომ ჩვენ მაგარი ნაკრები გვყავს და ა.შ. ძალიან ცოტა ადამიანი ხედავს იმას რომ უბრალოდ ფორტუნის წყალობით მივაღწიეთ გარკვეულ წარმატებას. არ უნდათ ამის დაჯერება არავის. ევროზე მოხვედრაც და ჯგუფიდან გასვლაც მხოლოდ ფორტუნის და ვარის დამსახურება იყო.აბა რომელი თამაში იყო ისეთი,რომელზეც შეიძლება თქვა, რომ აშკარად ვჯობდით მოწინააღმდეგეს? კი ბატონო ინდივიდუალურად არაფერი დაეწუნებათ,მაგრამ გუნდურობა რა არის ამას ვერ იგებენ. ამას კიდევ სხვა სპეციალისტი სჭირდება.
ბს
არაბიძე არა კიდე კვატა
zura222
ან ზაური ვინღაა ? ჯერ სახელი ისწავლე და მერე გამოექომაგე "მაგარო ქართველო" @@

კაკაბაძეს მძიმე ტრავმა ჰქონდა ,რის შემდეგაც ფორმის აღდგენა ვერ მოასწრო,არც მის გუნდს ულხინს,საშინელ ფორმაში არიან და ოთარი იქაც ვერ ბრწყინავს,თუმცა თავისი დონე აქვს და ცდილობს მის ქვემოთ არ ჩამოვარდეს.იმ ასაკშია,როცა მისგან აღმაფრენას აღარ უნდა ველოდოთ,მაგრამ სტაბილურია,რაც არის და როცა ზუსტად იცი,რა შეუძლია,მისგან რისი იმედი უნდა გქონდეს და იმას გაძლევს,არც ეგ არის პატარა საქმე.საზონოვი მაინც ცენტრალური მცველია და შეტევაში არ გარბის/ამიტომ მისი გოჩოლეიშვილთანბ,ან კაკაბაძესთან შდარება არ შეიძლება,თუმცა კაკაბაძე,ცენტრალურ მცველადაც თამაშობს.კვარაცხელიამ ზედიზედ 4 თამაში ჩაატარა შეუცვლელად და ასეთი გრაფიკით თამაში,ინგლისურ კლუბებსაც უჭირთ.კვარას დაღლილობა შეეტყო.ქოჩორაშვილიწინა სეზონში უთამაშბელი იყო,მერე ტრავმაც მიიღო და უკვე სევილიაში დაიწყო ფორმის აღდგენა.იქაც თანდათანობით უზრდიდნენ დატვირთვას,მაგრამ მოვიდა სანაკრებო პაუზა და პირველ თამაშებში,სრული მატჩები ჩაატარებინეს.პირველი თამაში ძალიან კარგი იყო,მეორეში ბოლოსკენ შეეტყო დაღლილობა,მესამეში უკვე გამოფიტული გამოიყურებოდა,შეცდომებიც ჰქონდა და გაფრთხილებაც მიიღო,წუხელ კი კიდევ უფრო გადაღლილი გამოიყურებოდა და ეს უკვე არა მხოლოდ შეცდომებში,არამედ მოძრაობაშიც შეეტყო.სამწუხაროდ კიდევ მიიღო გაფრთხილება და მომდევნო თამაშს გამოტოვებს.ეს დიდი დანაკლისი იქნება,ჩვენი ნაკრებისათვის.წიტაიშვილი კარგად შემოვიდა და რამდენჯერმე გაამწვავა კიდეც,თუმცა რაღაცა თავდაუჯერებლობა იყო თუ რა ,არ ვიცი,მაგრამ ზოგჯერ არასწორი გადაწყვეტილება მიიღო,ზოგჯერ კი,მომენტის თცვითონ დამთავრება ვერ გაბედა და ის დაბოლოება ვერ მივიღეთ,რაც შეიძლებოდა.ეს ბოლო დარტყმის ერთმანეთზე გადაბარება,სხვა მომენტებშიც იგრძნობოდა ჩვენ ფეხბურთელებში და იმ მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის გამოძახილია,რაც ამ მშრალი სერიის გამოძახილია.ჩაკვეც საკმაოდ აქტიურად შემოვიდა,მაგრამ მალევე ჩაიკარგა და დასკვნით ათწუთეულში,აღარც უხსენებიათ.სვანაძემ ის მოახერხა,რომ ძალიან შეზღუდულ დროში,დაცვა შედარებით საიმედო გახადა,თუმცა ამას,შეტევის აქტიურობა ემსხვერპლა.თვალში საცემი იყო,ბურთის ირლანდიელებზე ცუდი მიღებაც,ჩვენი მხრიდან.ჯერ უნგრეთთან სობოსლაის,და წუხელაც,რამდენჯერმე მოხდა,როცა ცენტრიდან დაძრულ ბურთიან მეტოქეს,დერეფანი გავუხსენით და საჯარიმოში დაუბრკოლებლად შევუშვით.ჩვენი ფეხბურთელები იდგნენ და მხოლოდ უყურებდნენ მომენტებს.აუტებზე ლაპარაკს აზრი არ აქვს,უკვე წლებია,ჩვენი აუტი,მეტოქისათვის ბურთის გადაცემას ნიშნავს და არც მეტოქეს ვუზღუდავთ,აუტიდან ბურთის მიღებას.ცხადია,რომ ფიზიკურ მომზადებაში სხვები გვჯობნიან და ამიტომაა,პრესინგს რომ ვერ ვახერხებთ.ამას,დამცველების პოზიციური შეცდომებიც უშლის ხელს და ამას რომ ხედავს,მწვრთნელი იძულებულია უკან დახვდეს,მოწინააღმდეგეებს.თავის დროზე,ახალკაცმა დაცვის დალაგებით დაიწყო,დიდი დინამოს შენება და როცა ყველამ ისწავლა დაცვაში თამაში,მერეღა გადავიდა კვლავ შემტევ ფეხბურთზე.ამას,მთელი 1976 წელი დასჭირდა.1977 წელს,დაცვის ყველა ფეხბურთელმა მიიღო მძიმე ტრავმები და მწვრთნელი იძულებული გახდა,ნახევამცველები გადაეყვანა მათ პოზიციებზე.მიუხედავად ამისა,გუნდს უკვე ისე ჰქონდა დალაგებული თამაში,რომ ვერცხლის მედლები ავიღეთ და მსაჯების ზღვარგადასული არაობიექტურობა რომ არა,ჩემპიონები ვიქნებოდით.მაშინ ბიჭებმა მოვთბა;ლეთ და მსაჯებმა 11 ქულქ წაგვართვეს.ნაკრებს სულ სხვანაირი სპეციფიკა აქვს,მაგრამ სვანაძისაგან 21 წლამდელებშიც გვახსოვს,დაცვის სწრაფად გადალაგების და დაწყობის პრაქტიკა,პრინციპში აქაც შეძლო და ამას,შეტევითი თამაშის დალაგებასაც თუ მოახერხებს,ისევ შევძლებთ აღმასვლას.უბრალოდ დრო უნდა მივცეთ და დაწყნარებულ ატმოსფეროში მომზადების საშუალება მივცეთ.ახალგაზრდა ადამიანებს ასეთ ვაიუბედურებას რომ დაატეხავ,ისინი კარგად თამაშს კი,არა,ნაკრების შემადგენობაში თამაშის სურვილიც კი დაეკარგებათ.უკვე ახლავე იგრძნობა შეცდომის შიში.წლების წინაც ასე იყო და ეს ყველაზე მეტად უშლიდათ ხელს,წარმატებულ თამაშში.კაცს იმაზე მეტი არ უნდა დაავალო რისი გაკეთებაც შეუძლია,თორემ ხელს ჩაიქნევს,ისევე,როგორც დავარდნილ ვირს,სახრის ცემა ვერ წამოაყენებს ფეხზე.მას მხოლოდ მოფერება,კარგი მოვლა და ფეხზე დაყენება შეაძლებინებს,ძველებურად მუშაობას.ზაზას ვუპასუხე,მაგრამ მას ,ეს ჩემზე ნაკლებად არ ესმის და ამ საიტის სხვა მოსარგებლეებს უფრო მივმართავ ამ პოსტით.ლანძღვა გინებით არაფერი გვეშველება და პატარა ანალიზს თუ გავაკეთებთ,იმასაც მივხვდებით,რომ არსებითად,საგინებელიც არაფერია.უბრალოდ,საქმის გამოსწორების გზები დავსახოთ და ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყოთ მისი გავლა.

უამრავი ინტერნტგადაცემაა,სადაც ჩვენ ნაკრებზე მსჯელობენ და სპეციალისტები ლაპარაკობენ.რასაც ისინი ამბობენ,მცოდნე ხალხი და იმას უსმენენ,ვინც მხოლოდ ნეგატივს აფრქვევს,ეს უკვე მათი არჩევანია.ის სპეციალისტები საქმეზე ლაპარაკობენ და ესმით,რაზეც ლაპარაკობენ,მაგრამ არა,მათსას კი არა სრულიად კონკრეტული ძალის წარმომადგენელი ჟურნალისტები იწყებენ,ყველაფრის აფეთქება რომ უნდათ და ესენიც მათ ლაპარაკს მიჰყვებიან ათმაგი აგრესიით.როცა რაღაცა არ იცი და არ გესმის,იმ საქმის სპეციალისტს უნდა მოუსმინო,თორემ ცუდად აკეთებ,მე შენი დედაო,მაგით უკეთესად ვერავინ გააკეთებს.იმ მცოდნეს მოუსმინე და კარგად თუ მოუსმენ,აღარც ასეთი აგრესია გაგიჩნდება,რადგან სწორედ ისინი ხსნიან იმას,რაც მათ არ ესმით.ლანძღვა გინებას,მხოლოდ დაძაბულობა და კონფლიქტი მოაქვს.კონფლიქტის მოტანილი სიკეთე ვინმეს უნახია?-არა,მაგრამ ამას რომ მიხვდე,ახსნა კი არა,ცოტა დაფიქრებაა საჭირო,რაც კატეგორიულად მიუღებელია,ამ მასის უამრავი წარმომადგენელისათვის.უკვე ბრბოს ფსიქოლოგია იწყებს მოქმედებას და მანდ,უკვე ჭკვიანი ადამიანებიც ჭედავენ.იქამდე არ უნდა მიხვიდე,თორემ მერე მართლაც ძნელია,თავის დაღწევა.საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი.
Dima
მასე მეც მიყვარს საქართველო, მაგრამ შტანგა თუა ასაწევი, სჯობს მაინც ტალახაძეს დავუძახოთ :)
ლექსო
ხოდა თუ უყვარს გაეცალოს და მიუშვას საქმის მცოდნე! მარტო სიყვარული არ კმარა მაგ საქმის საკეთებლად!
ქართველი
სვანაძეზე ხმა არ ამოიღოთ,როგორც სვანაძეს უყვარს სამშობლო ნეტა ყველა ქართველს ისე უყვარდეს.ფეხბურთელები ფიქრობენ ნეტა მალე დამთავრდეს ნაკრების თამაში ეგემანდ ტრავმა არ მივიღოო(ბრძოლაში არ შედიან)ასეთ ნაკრებს ზაური კი არა ანჩელოტი და გვარდიოლა ვერ მოაგებინებს
გიორგი
ეს იმიტომ ხდება რომ არავინ უხსნის სინამდვილეში რა ხდება გულშემატკივრებს მათ შორის ჟურნალისტებიც და ისინი ფიქრობენ რომ მართლა არ თამაშობენ ნაკრებში თავს უფხილდებიან რა ენაღვლებათო გაიძახიან კლუბებში მილიონებს იღებენო.მინდა დაგამშვიდოთ ძვირფასო ქართველებო ჩვენი რიგიც მოვა და ამ წარუმატებელ პერიოდს საერთოდ დაივიწყებთ მოთმინება!! ხომ გაგიგიათ ვინც მოითმენს ის მოიგებსო.
სადამდე მივედით
რას ითხოვთ,თავი შეაკლან ნაკრებს? მერე მაგათ ოჯახებს თქვენ შეინახავთ?ვერ ხედავთ,ქვეყანაში ვისაც საშუალება აქვს ყველა სახლში ეზიდება ქონებას.
ATP16
სანამ ამ ქვეყანაში ნიჭიერი ხალხისთვის დაბრკოლებები იქნება, უველა სფეროში მეორეხარისხოვანი შედეგი დადგება. თუ გინდა რომ შენზე მდიდარ ქვეყნებს ეჭიდავო ნაკლები ფინანსებით, მონდომებითა და მოტივაციით უნდა აჯოვო, იმაზე უფრო ნიჭიერი ფეხბურთელები უნდა ეძებო და განავითარო. ანუ ის უნდა აკეთო რასაც ანდრო ჟორდანია და ბორია პაიჭაზე აკეთებდნენ, მთელი ქვეყნის მასშტაბით ეძებდნენ ნიჭიერ ბავშვებს და ვინმეს გახსენდებათ არ რაიკომის მდივნის შვილები ან პარტიული მუშაკების სპორტში კომუნიზმის დროს? რაც არ მოგვწონდა და იმაზე უკეთესის შენება და ცხოვრება გვინდოდა, იმაზე უარესი გავაკეთეთ და ქვეყანაში დეველოპმენტის გარდა არაფერი არ განვითარებულა, ეგეც როგორ განვითარდა ზემოდან დახედეთ თბილისს და მიხვდებით რა ქვეყანაცაა, ქაოსური, ყველანაირ სისტემურობასა და წესრიგს მოწყვეტილი.ენცო ფერნანდესის და პედრის წერილები წაიკითხეთ საკუთარ ბავშვობაზე, ფეხბურთისა და თავისი ქალაქებისა და ქვეყნის სიყვარულზე, იმ ემოციებზე რასაც დღემდე განიცდიან. ჩვენთან მასეთი ბავშვები გულმოკლულები ანებებენ თამაშს თავს ცხიმში გაჟღენთილი ფულის ტომრების შვილების გამო და მაგას ვერცერთი ბავშვთა მწვრთნელი ვერ დაუდგება წინ, ქეცბაია უნდა იყო ეგ რომ გააკეთო. კიდევ ბევრია მიზეზი რაც აისახება იმ შედეგებზე რაც გვაქვს, თუმცა თავი და თავი სამართლიანი თამაშის პრინციპებია, მაგის გარეშე არაფერი არ გამოვა.
ehhh
თუ კალათბურთში ბოლო წლებია სკამი არ გვაქვს, ანუ შემცვლელები არ გვყავს, ფეხბურთში 11 კაცი არ გვყავს. ის, რომ ბოლო წლებში 3-4 ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელი გამოჩნდა, ბევრს ატყუებს? ვითომ ბავშვთა ფეხბურთი ნორმალურ დონეზეა. სინამდვილეში ერე არ არის. 3-4 ნიშნავს ნიჭიერი ბავშვები გვყავს. ბავშვთა ფეხბურთი რომ გვივარგოდეს, ხორვატიასავით ჩრდ ირლანდიის მომგები 3-4 გუნდის გამოყვანა უნდა შეგვეძლოს, ჩვენ კიდევ მგონი საშუალო ევროპული დონის 1 მცველიც არ გვყავს.
გეოს
გეო,რამდენი ჯარიმა დაარტყი მაგ თამაშში?ზივზივაძე და კვარაცხელია,თავის საჯარიმოში ჩამოდიოდნენ და ბურთის მიღება მაინც უჭირდათ.ცენტრში დამდგარი არაბიძე,რაში დაგეხმარებოდა,ბურთს თუ ვერ მიიღებდა,როგორ ფიქრობ?
zura222
ჩვენი ნაკრები გუნდს რომ დაემსგავსოს სულ ცოტა 6 ახალი ფეხბურთელი გვინდა --შეტევაში გუცაევი ნახევარდაცვაში ყიფიანი სულაქველიძე დარასელია დაცვაში ჩივაძე კეტაშვილი ! ხოო და რა თქმა უნდა ისეთი მწვრთნელი ბიჭებს პრესინგს და სირბილს რომ ასწავლის!
pepe
კარგია ქეცბა ქეცბა ჯიგარიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
kaka
ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა ქეცბა
მირო
ყველა მეტოქე ერთნაირი ტაქტიკით გვეთამაშება,კვარაცხელიას ნეიტრალიზება და მაღალი პრესინგი.ამ დროს მწვრთნელმა უნდა დაამუშაოს კონტრზომები ევროპული გუნდების გამოცდილების გათვალისწინებით.სწრაფი ტემპი,წინ პასები,გახსნები სხვადასხვა პოზიციებზე,გამჭოლი პასები წინ.რა ვიცი,მწვრთნელმა უნდა იცოდეს.ბუდუ,ლომინაძე,რომელმაც ორჯერ კინაღამ ჩვენს კარში გაატანინა,მექვაბიშვილი,მამაგეიშვილი,აშკარად არ იყვნენ საჭირო ამ თამაშში.კვერნაძე კი აუცილებლად უნდა გამოეყვანა.კვარას გავიყვანდი,კვერნაძეს შემოვიყვანდი,როცა ხედავ რომ აშკარად არ გამოსდის.ავტორიტეტებსაც უნდა შევეხოთ,როცა თამაშის მოგება დევს სასწორზე.
ჟორა
ამ ირლანდიელებს მართლა ამდენი პელე და გარინჩა ჰყავთ თუ ჩვენი ფეხბურთელების სისუსტის ფონზე ჩანდნენ ასე ძლიერები?
T.q
მეც მინდა ავღნიშნო რომ მიუხედავად იმ ორი უდიდესი შეცდომისა მის შემოსვლაში ამ შეცდომებამდე მეც პოზიტივი დავინახე და რომ არა ეს ორი შეცდომა მატჩის შემდეგ ვაპირებდი კომენტარის ასეთი ფორმით დაწერას საზანოვი vs გოჩოლეიშვილი ლომინაძე vs მექვაბიშვილი. პირველ შემთხვევაში სხვაობა აშკარაა საზანოვი უფრო მეტად დინჯად გააზრებულად თამაშობდა და ასევე წარმატებით პოზიციონირებდა სხვა დროს მასაც სჩვეოდა სიუხეშე და საჯარიმოში მის სიახლოვეს შეცდომები თუმცა ეხლა სასიამოვნოდ გავირვებული დავრჩი იმედი კომეცა და რაც აშკარად გამოჩნდა კიდევ გოგლიჩიძეზე სწრაფიც არის და პასის ძალიან შესამჩნევად უჯეთესი კულტურა აქვს მოედანს ხედავს და აკონტროლებს ფაქტიურად მთელი შეხვედრა უშეცდომოდ ჩაატარა მომეწონა ფლანგზე დავითაშვილის რომ დიაგონალი გაუკეთა მანამდე ლოჩომ ძალიან კარგი შეტევა გაანიავა დავითაშვილზე პასის არ გაკეთებით უკან მოტრიალდა და დვალს მისცა ბურთი რის შემდეგაც საზანოვთან მივიდა პასი და ზუტად აი ა დდოს იმ ჩქგდებული მომენტის გამოსწორება სცადა და დავითაშვილს 40 მეტრიანი პასი გაუჭიმა უზუსტესად ეს ძლიან კარგია. რაც შეეხება ლომინაძეს დაბნეუოება უფრო ეტყობოდა ან წნეხის გამო შიში მაგრამ მიუხედავად შეცდომებისა აშკარად გამოჩნდა მექვაბიშვილზე უკეთესი კლასის არის და ტანმაღალია შორიდან დარტყმა აქვს სერიოზული მექვაბიშვილი თუ ლომინაძე მე ლომინაძეს დავუჭერდი მხარს ვფიქრობ ცოტა მეტი დრო უნდა მიეცეს მექვაბიშვილის ოდენობის მაინც ბოლო ბოლო თუ ანზორა რატომ არა ლომინაძე ხო?! და ისიც გამოჩნდა რომ სანიოლს აზაროვი ათვალწუნებული ყავდა და კაშიას გვატენიდა ამ ხნის განმავლობაში სანამ ლანძღვაზე არ გადავედით ეხლა სამწვრთნელო შტაბში მიიძურწა და ეხლა იქ უნდა გვალანძღინოს თავი!!!
დარტყმა! არის! არის!
კარში თუ არ დაარტყი, გოლს როგორ გაიტან?

აფსუს 70-80-იანი წლების თბილის "დინამო",რა ნაკრები გვეყოლებოდა.გუნდის ხერხემალი:კარებში-ოთარ გაბელია,დაცვაში-ალექსანდრე ჩივაძე,ნახევარდაცვაში-დავით ყიფიანი,თავდასხმაში-ვლადიმერ გუცაევი.ასეთივე დიდებული იყო თბილისის "დინამო" 60-იან წლებში.უცხოურ გუნდებში თამაშის უფლება არ ქონდათ და მაინც ცნობილები და პოპულარულები იყვნენ მსოფლიოში.დღევანდელი ფეხბურთელები ვეტერანებს მხოლოდ შრომის ანაზღაურებით ჯობნიან,სხვა ვერაფრით.

მხოლოდ ამ თამაშზე არ ვიტყვი.საერთოდ „გულშემატკივრების“საქართველოს ნაკრებისადმი დამოკიდებულებას რომ ვუყურებ,ვრწმუნდები,რომ სააკაშვილი მართალი ყოფილა.ყველა სტადიონი უნდა დაენგრია და ფეხბურთი მოესპო,საქართველოში.საერთოდ სპორტი არ სჭირდება საქართველოს!იაპონიაში,საქარმოებში ერთი ოთახი აქვთ გამოყოფილი,სადაც სამსახურის უფროსის სურათი გაკრული,გაბრაზებული თანამშრომელი,შედის იმ ოთახში და თუ რაიმე გულისწყრომა აქვს დაგროვილი,უფროსის მიმართ,მის სურათზე იოხებს გულს.აქაც ასეთი გაბრაზებული ხალხი შემოდის და თავისი პრობლემებით გულგასიებული ხალხი,მათზე იყრის ჯავრს!თქვენ იყრით,მაგრამ ვისზეც იყრით,ის რა მდგომარეობაში ვარდება,ჭკვიანი კაცი,მაგაზეც ხომ უნდა დაფიქრდეს?ვიღაცამ რომ გადაბრუნებულად რაიმე გითხრათ,ყელს გამოღადრავთ,მთელი დღე ვერ დაწყნარდებით რისხვისაგან და ეგ ბიჭები,თქვენ უცხოტომელები ხომ არ გგონიათ?ეგენიც ისეთივე ქართველები არიან,როგორც თქვენ და როცა რაღაცას ცდილობ,მაგრამ არ გამოგდის და ვიღაცა გაგინებს,ან როცა გამოგდის,მაგრამ მაინც გაგინებს,შენ კი ხმის ამოღების საშუალებაც არ გაქვს,ისეთი სტრესი შეიძლება მიიღო,საერთოდ გამოხვიდე მწყობრიდან და ყველაფერი ხელიდან გვარდებოდეს.აჰა,შემოიყვანა უახლოესი რეზერვი და რა?ახლა ამათ გინებაზე გადახვედით!ესენი გვყავს ქვეყანაში,ამათზე უკეთესი არავინ და რაც გვყავს,ამათით უნდა გავიდეთ იოლას.ამათ უნდა დავუდგეთ გვერდით და დავეხმაროთ,რაც შეუძლიათ ის და იმაზე ცოტა მეტი გააკეთონ,მოედანზე.ჩვენ სიძულვილი ვაფრქვიოთ მათ თავზე და იმათ სასწაულები აკეთონ,ასე არ ხდება.ქვეყანა მაშინ აღწევს წარმატებას,როცა მიზნის მისაღწევად ყველა ერთიანდება და სანამ საქართველოს წარუმატებლობა, მოსახლეობის რაღაცა ნაწილის კმაყოფილებას იწვევს,მანამდე,წარუმატებლობა,ჩვენი თანამდევი იქნება.თამაშს შეგნებულად არ შევეხე და შევეცადე,ჩვენი მისადმი დამოკიდებულებაზე დამეფიქრებინეთ.მე ზუსტად ვიცი,რომ ასე არაფერი გამოვა და თქვენც თუ დაფიქრდებით ამაზე,იქნებ რაღაცა დაიძრეს,უკეთესობისაკენ,თორემ ამ თამაშშიც დავინახე,რომ ფეხბურთელებს,თამაშის თავზე აღებისა ეშინოდათ,თქვენგან შეურაცხყოფისა ეშინოდათ.რამდენიმე წარუმატებლობის შემდეგ,საკუთარი თავის რწმენა იკარგება და რაც უფრო მეტად გინდა,მით უფრო უარესად გამოგდის.ეს არის,რაც დღეს ჩვენ გვჭირს.
დემნა
გასაყიდია ლომინაძე, ტორპედოში კი არ აპირებს კარიერის დამთავრებას! ხოდა ფედერაციაში თუ გყავს ვინმეგეხმარებიან რა!!! აბა ნაკრებში თუ არ ხარ ისე ასეთ ფეხბურთელს გაყიდვის შანსი აქვს 0
ოკოჩა
ნაკრების ამ თამაშებმა რაც აჩვენა, არის ის რომ რაც ვიცით და გამოგვდის ეს არის უკან პასი, ამას ვერ წაართმევ. გუშინდელ თამაშში გამოჩნდა კიდევ ერთი კომპონენტი რომელსაც ხვეწს ნაკრები, ეს არის მოწინააღმდეგის მაისურზე მოქაჩვა და ხელის კვრა ან მოგვერდი, ამიტომ რაღაც პოზიტიურიც უნდა შევამჩნიოთ.
ერთს დავამატებ მხოლოდ
ძალიან მოკლედ მაგრამ ყველაფერს არსებითად და ზუსტად შეეხეთ, მხოლოდ ერთი რამე გამოგრჩათ. კაპიტანი როგორც კაპიტანი და არა მოთამაშე როგორ მოგწონთ? არ არის კვარა ლიდერი, არაა! არ ვიცი გასახდელში რა ხდება მარა ზურიკოს ასარჩევი არ უნდა იყოს კაპიტანი, არ დაუმსახურებია ზურიკელას მაგის უფლება არაფრით. რახან მის მიერ კაპიტნის არჩევაზე ვთქვი მარემ დავამატებ რომ არც 9 ნომერი მაისური ეკუთვნის ზურიკოს არანაირად. ნამდვილი ლიდერი არ არის გასახდელში სხვადასხვა მიზეზების გამო, არ გავაგრძეკლბ ახლა ამ მიზეზების განხილვას, (საქმეში ჩახედულმა ჟურნალისტებმა მშვენივრად იციან ეს ამბავი და განავრცონ თუ გული შეტკივათ) და მერე არც მოედანზე არ არის გუნდის ,,კაპიტანი".
geo
ჯერ ერთი სვანაძის თანაშემწეებს კაშიას და კვეკვესკირს, აგერ ახლა დაამთავრეს ფეხბურთის თამაში რა გამოცდილება აქვთ მწვრთნელობის და ეხლა რაც შეეხება ფეხბურთელებს, ამ მექვაბიშვილს ათასჯერ ჯობდა არაბიძე თამაშსაც გაამწვავებდა ჯარიმასაც კარგად ურტყამს და შორიდან დარტყმებშიც მაგარია. ამათ მაინც გამოეძახათ
ირაკლი-ს
გარინჩას, პელეს ან თუნდაც რონალდინიოს დროს, ყველას ჰქონდათ შუქი და გაზი? პირიქით, ფეხბურთი ღარიბების სპორტია.
არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა
მხოლოთ ორი მიზეზი საკმარისია ითქვას რატო ვართ ასეთი სუსტი ნაკრები. გამძლეობა და სისწრაფე. პრესინგის თამაში ჩვენ არ შეგვიძლია და სწრაფათ თამაში. ესაა ყველაფრის მიზეზი ჩემო ქართველებო.
ირაკლი
საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი რომ ითამაშოს, მინიმუმ მეორე კვარა ჭირდება წინ და თითო უმაღლესი დონის ჩამშლელი და ბურთის ამომტანი, რომლებიც სამწუხაროდ არ გვყავს. ჩლუნგი უნდა იყო რომ თქვა, რომ ან გუშინ ან წინა თამაშებში ჩვენები თავს უფრთხილდებოდნენ და არ იბრძოლეს. თუ შენად მიგაჩნია ნაკრები და გიყვარს, ბოღმა კი არ უნდა ანთხიო, შენი ოჯახის წევრი უნდა წარმოიდგინო მათ ადგილზე და ისე დაუჭირო მხარი, როგორც საკუთარს. თუ არა და უნდა მოკეტო, როცა მითუმეტეს აზრზე არ ხარ ბურთის. პატარა ვიყავი და მაგრად მახსოვს, ცხონებულ ყიფიანს უსტვინეს - ინგლისთან როგორ წააგეო, არადა იმათ ბექჰემი, შირერი და შერინგემი ყავდათ და ჩვენთან შუქი და წყალი არ იყო...
jorj
ნუ ნერვიულობთ გულშემატკივრებო ც ჯგუფიდან გავალთ....
"ლომინძემ კი ფეხი თავში კელის გაარტყა"
ddd
ქორ-პარიკმახერი
100 პროცენტით გეთახმებით ყველა წინადადებაში.
Givi
ასეთ დროს წინ რომ არაფერი გამოგდის, უნდა გყავდეს არაბიძისნსირი რომ გაისროლოს 30 მეტრიდან, ეხლა გამოხტებიან და დაიწყებენ დაცვაში არ იცის თამაშიო...დაცვაში ვინც გვყავს იმათაც დაავიწყდათ და არაბიძემ რაღა უნდა ისწავლოს აწინ...
mamuka
ფეხბურთელებს შეეშვით ეს დებილი ტრენერი ისევ ფეხბურთელებმა გადაარჩინეს აგერ მამარდა ეს ტრენერია არა ამათი დონე და ამათ ხარჯზე უნდა კარიერა აიწყოს
უტა
ხო რახან შენ იტყვი
უტა
განსაკითრებით უკრაინაა დალაგებული. ბელფასტში ახლა კიდე სხვა ტიპის არეულობებია და რაც თავი მახსოვს მანდ სულ ხარახუზუმია, ზოგს უნდა ბრიტანეთო ზოგი წინააღმდეგია, მიდის ტერაქტები და ბრძოლები
საოცარია
რა საფეხბურთო ინფრასტრუქტურა უნდა ერთ მარტივ ჭეშმარიტება, პასი მიეცი და ბურთზე გაეხსენი. ირლანდია ძირითადად ამას აკეთებდა.
ეეჰ
კაცს რომ ლომინაძე ფეხბურთელი ეგონება, იქ მოთავდა ყველაფერი.
ილიას
შენი ლოგიკით აფრიკელი ფეხბურთელები საერთოდ ვერ უნდა თამაშობდნენ ფეხბურთს.ზუსტად შენი მენტალიტეტის ფეხბურთელები გვყავს. აბა ბექაური როგორ უგებს მურაოს? სიღარიბეში გაზრდილი ბიჭი ფუფუნებაში და დალაგებულ ქვეყანაში გაზრდილ მურაოს ათი წელია სადაც შეხვდა იქ დაამარცხა და იცი რატო???? მგელი მშიერი ნადირობს და სანამ ფეხბურთი არ გახდება მშიერი მგლების და იქნება შენნაირი ხალხის სულ ამ დღეში იქნება ფეხბურთი საქართველოში
Patr.
დიადი გოლეადორებით ვიწონებთ თავს და უკვე ოთხი მატჩია მშრალზე ვართ. რა ვიცი, რა ვიცი...
ილია
ამ ბიჭებმა რასაც მიაღწიეს მხოლოდ თავისით და თავიანთი ოჯახების თანადგომით,ჩვენ ვეჯიბრებით ჩვენზე გაცილებით დალაგებულ ქვეყნებს,შესაბამისად საფეხბურთო ინფრასტრუქტურით რამდენიმე საფეხურით წინ მდგომს,ნახეთ მათი ფიზიკური მომზადება და ჩვენების ტრავმიანობა.სხვა საკითხია ემოციური მომზადება,სადაც ხარვეზები გვაქვს,როცა ფეხბურთელმა თავისი შედარებით მაღალი საბაზრო ღირებულება სასწაულ ბრძოლაში უნდა დაამტკიცოს.
დემბელეს დედა თამთა ქორბუდაშვილი
ერთი წუთის წინ შემოსული ჟორჟი ეგრევე დადგა:) მამარდას გაუმარჯოს. მაგრად გადაგვარჩინა.
სანიოლი
არანაირი სიკეთის მომცემი არ არის ასეთი ბოღმიანი, მაზოხისტური კომენტარები, ვითომ და ჯანსაღი კრიტიკის საფარველქვეშ!! მიუხედავად ყველაფრისა, მე პირადად ეჭვი არ მეპარება, რომ ამ ჩავარდნას და სირცხვილს, აუცილებლად მოჰყვება აღორძინება..!!!
ვაჟა
სან-მარინო, ლიხტენშტეინი და საწართველო, ვისაც ბურთი არ გაუტანია, პაზორ
გოგი
მიუხედავად იმისა , რომ ლომინაძე მამარდაშვილის საუკეთესო უნარების გამოვლენაში დაეხმარა იმ ორ ნახევარფაბრიკატს მაინც მირჩევნია. რა სპორტიშია ქოჩორაშვილმა თუ იცის? სად დასრიალებდა, ან რა ილეთებს ატარებდა, მექვაბიშვილზე რა უნდა ვთქვა ახალი ვიღაც აწვალებს ზემოდან და ათამაშებს და ათამაშებს. კაკაბაძე არ ვაკრიტიკებდი მაგრამ გუშინ ოთარამ გვიჩვენა მასტერკლასი როგორ არ უნდა ითამაშოს მარჯვენა მცველმა, ზურიკო ხო ზურიკოა და ვერასდროს გახდება თუნდაც ზურა ან მითუმეტეს ზურაბი. ბუდუ ჯიგარია მაგრამ სამწუხაროდ ფეხბურთს გაცილებით მეტი სჭირდება ვიდრე ყაურმას! კვარას ეტყობა გაცილებით მეტი საფიქრალები გაუჩნდა ვიდრე ფეხბურთია მაგრამ პსჟს სკამი ან მოიყვანს აზრზე ან არადა ქართული მენტალიტეტის ამბავი ჩაერთო, იშოვა მილიონები და მოტივაცია აღარ აქვს! ეგოიანზე ჯერ ადრეა რამის თქმა მარა ძაან სუსტად შემოვიდა! მამაგეიშვილი ძაან სუსტად, მიქაუტაძეს გუნდი ჭირდება რომ რამე შექმნას მაგრამ გუნდი ახალი, და ბოლოს სვანაძეზე რა ვთქვათ, სთხოვეს ზემოდან არიქა შენ უნდა გვიშველო თორემ გვეძლევა ოჯახიო, არაა ეს კაცი მთავარი ნაკრების დონე! მამარდას ყოჩაღ და ჩაკვეტაძეს !
ჰა კიკუ თუმანი და გეიხადე
კარგია ბიჭებო ფულები
gio-goli
იცი რაა სირცხვილია და თვალებში ნაცრის შეყრაა მოსაგები თამაში გაქვს იძახი რო იქ მოსაგებად მივდივართ და ა.შ. და ძირითადში მექვაბიშვილს აყენებ ისევ მარცხენა მცველად სანიოლის გამოგონილ უაზრობას აკეთებ და ლოჩოს აყენებ ეს კვარა არაა შკარად ფორმაში და არ ცვლი რანაირად უნდა მოიგო თამაში ამიხსენით ვინმემ. ანზორა არაა საერთოდ ნაკრებში გამოსაძახებელი ყოველშემთხვევაში ამ ეტაპზე მაინც
გაკვირვებული ვარ აქ კომენტარებით
რეალობას თუ მივყვებით ჯგუფის ლიდერი საკუთარ მოედანზე ხვდებოდა ბოლო ადგილოსან. ჯგუფის ლიდერს არც წაგება ქონდა და არც გოლი გაშვებული, წინა თამაში გასვლაზე მოუგო დიდი ანგარიშით ჯგუფში ყველაზე მაღალი რეიტინგის გუნდს და ფრთაშესხმული ელოდა გამარჯვებას ჯგუფის ბოლო ადგილოსანთან. ნაკრები რომელსაც წაგების შემდეგ მწვრთნელი შეუცვალეს მე- 4 დღეს არ წააგო ლიდერთან, არც გოლი გაუშვა. რამე ხომ არ შემეშალა? ვინმე რეალურად გამარჯვებას ელოდით ჩვენი ნაკრებისაგან? მე სურვილზე არ გეკითხებით. ეს შედეგი, დანარჩენი შედეგებიდან შედარებით უკეთესია ლოგიკიდან გამომდინარე. ფრე ჯგუფის ლიდერთან. ჩემთვის კი ამ თამაში საუკეთესო იყო ახალი სახეების გამოჩენა. საზონოვიც და ლომინაძეც უნდა შეეჩვივნე ძირითადს, გამოცდილება ზუსტად დარჩენილ თამაშებში უნდა მიიღონ, რომ შემდეგში ნაკრები გააძლიერონ. ორივე ფიზიკურად ძლიერი და ტანადი ბიჭები არიან, რომლებსაც ფიზიკურად ადვილად ვერ დაჩაგრიან. ვიღაცეები წერენ რაღაც სისულელეებს რომ ნაკრების დონე არაა თურმე იმიტომ რომ შეცდომა დაუშვა. იქნებ ვინმემ რომელიმე ნაკრების წევრი დამისახელოთ უშეცდომო? ყოჩაღ სვანაძეს რომ თუნდაც ეს ორი ახალი ფეხბურთელი ათამაშა და იმედია შემდეგშიც მისცემს შანს გამოცდილება მიიღონ ამ ბიჭებმა. მე ლომინაძე უფრო მომწონს და მჯერა უკეთესი იქნება ბევრჯერ ვიდრე მექვაბიშვილი და თუნდაც ქოჩორა, რომელმაც ძალიან მოუკლო. დასაკარგი არავინ გვყავსო სულ მაგას იძახით და ეს ძლოერი ტანადი ბიჭები როგორ უნდა გავიმეტოდ დასაკარგავად? მადლობა სვანაძეს ჩემი და ჩემნაირების ხმა რომ გაიგო.
ბევრი ფული ბაბა
კვარა სწორია არ იბრძოლო ფეხი არ იტკინო თორემ ლამბორჯინების და პორშეების კოლექციას ვეღარ შეაგროვებ
Berzena
Svanazes carmatebebi .bihebma klubebhi unda itamahon.tu kvara pormahi araa mteli nakrebuc veraa .amito xvelam unda moumatos. Mainc uketesis imedit vart.
ეეჰ
აბა თუ გახსოვთ როდის მერე აირია ყველაფერი ? როდის და აი იმ უხსენებლებისგან ფული რომ აიღეს. ხო, ზუსტად იმ 30 მილიონზე მაქვს ლაპარაკი, ვითომ ევროზე წარმატებული გამოსვლისთვის რომ ჩაუკუჭეს ბიჭებს. იმ ბოროტმა კაცმა ყველაფერი ფულით აუღია ამ ქვეყანაში.
galdabi
ჩემი აზრით ყველაზე კარგი ვარიანტი იქნება მწვრთნელის შეცვლამდე შევცვალოთ საქართველოს სახელწოდება და ახალი სახელწოდება მოვიქროთ,ასევე შევცვალოთ ყველა კუღხის სახელწოდებები,მიზეზი ამ მოსაზრების ისაა რო ვერ ვქაჩავთ ან სახელწოდებები არ ვარგა ან ჩვენ არ ვარგივართ.
Levani
საჩინოს კომენტარს ვეთანხმები. მამარდამ რო გადაგვარჩინა ლომინაძემ ვითომ აკოცა,მაგრამ მგონი უფრო ის ჩაუჩურჩულა არ გამოვიდა ჩაჯმა და სხვა რამეს მოვიფიქრებ და პენლითაც ვერ გატანის და მერე შეეშვა. ესაა შეფასება, მაგრამ ამის მიუხედავად ლომინაძე მირჩევნია მექვაბას და ქოჩორაშვილს ორივეს. ქოჩორაშვილი ვერ თამაშობს უკვე,მარტო ჯარიმას იკიდებს,გადავეჩით რო არ გააგდეს პირველივე ტაიმში.ლომინაძე კიდე მანდრაჟისტი არ არის,კი გასაგებია ტემპი ვერ იგრძნო უთამაშებელმა,მაგრამ ტიპს ძალა აქვს,პასი იცის მაღალია კერიკივით ტიპია ცენტრში და მაგას უნდა მიეცეს მეტი დრო. ქოჩორაშვილის იმედზე ვერ ვიქნებით აწი უკვე,მატარებელი ჩქარა მიდის და ზოგი უკვე ჩამორჩა. აქ რომ წერთ კლუბებში მოემზადნონო- აწი უკვე გვიანია. და კიდე-მე არა მგონია რომ ამ რესურსით ეს შედეგი უნდა დამდგარიყო. მშიშარა ტაქტიკამ მოიტანა ეს შედეგი-პრესინგი 0 დავსდევთ მეტოქეებს ჩვენს ნახევარზე და მაგაში ვიღლებით. წინ რო აიტანო არავინაა წინ,უკან პასით ვერ ამოვდივართ და თუ გაძვრა კაკაბაძე ან ხვიჩა გაგრძელება არ აქვს შეტევას. ამას არ ჯობდა წაართვა იქვე ბურთი,იქვე ეთამაშო მის ნახევარზე უგორაო ბურთი? ცაიშის გუნდი ახერხებდა მაგას ჯაბა-კვეკვესკირით და ახლა მეტი რესურსი არ გვაქვს? ჯაბა და კვეკვე ტობოლში თამაშობდნენ ისე მაგ დროს ერთად.
ჯარჯი
ეს უკვე ზედმეტია.ეს ქართველი ხალხის აბუჩად აგდება და სამშობლოს ღალატია.გრცხვენოდეთ.თქვენ მხოლოდ ფული გაინტერესებთ და საქართველო ფეხებზე გკიდიათ.ნათქვამია თევზი სათავიდან ყროლდებაო
ტიგრან ტერ შტეგენი
სვანაძემ ვერ გაბედა კვარაცხელიას შეცვლა.ეგ ვეღარ დაიჭერს სიტუაციას. რომ შეეცვალა ქონდა შანსი რაღაც შეეცვალა. Მკაცრი ხელი უნდა.
Galaqto
Ქარიქრისქარიქრისქარიქრის Ისევწვიმსისევწვიმსისევწვიმს Უგოლოდუგულოდუგოლოდ Უგულოდუგოლოდუგულოდ
რაგბის ფანი
სვანაძე, მატჩის დროს ბიჭებს რამე რომ უკარნახო, ყელი დაგეღლება?! თუ 11-ვე მოთამაშე ისე იდეალურად ასრულებს შენს გენიალურ ტაქტიკურ ჩანაფიქრს, რომ არანაირი კორექტირება არ არის საჭირო? გაგვეცი პასუხი 🙏
Willy Sagnol
გული მატკინეეეეთ მაგრამ მაინიიინც მსურს გაპატიოოოთ ;( <3
გიორგი
ამ გუნდს ეშინია ფეხბურთის თამაში დაკომპლექსებულები არიაან ესენი თამაშობენ არ წავაგოოთ
Andoni Iraola
ასნავნოი ჩემზე იყოს <3
Lautaro Martinez
ეხლა არგენტინიდან გიყურეთ ბიჭებმა რაღაცა პატარა ლუდი რამე შევკლასეთ და ვუყუროთო ბიჭებმა გაგვისწორდებაო მესიც აქ არის და ეს რა ქენით მთელი არგენტინა გამ....დით ბიჭოოოო საააღოლ ძმაო მაგრა გაგვიტყდა ყველას ფხა გამეჩხირა ყელში ბლდ ვაა...
Luis Enrique
შენ დარჩი აღარ ცამოხვიდე ბიჭო!
ედემი კორძაია
რა სამწუხარო ფაქტიც არ უნდა იყოს ნაკრებმა ჩააგდო ეს ჯგუფი. უსამართლობაა ჯგუფში ყველაზე კარგი შემადგენლობა გვყავს და ვერ მოვიგეთ. კვარა მეცოდება პასის მომცემი არ ყავს მაპატიე სვანაძე მაგრამ ეა გამოკლევბული მექვაბიშვილი არ უნდა გამოიძახო და შენ სასტავში დააყენე. წავიდეს ამერიკაში ფული გააკეთეოა რა უნდა ნაკრებში. მაპატიეთ აღელვებილი ვარ
მამუკა სვანი
ამ უიღბლობას რა ვუთხარი რა გიზი რა მექვაბა, ჯიბეში ჩაისვავენ ამათ ნინუა და არაბიძე
ლადო, ისევ წვიმს, თუ მხოლოდ ცრის?))
გავიგეთ, რომ სანიოლამ არაფერი გვითხრა. იქნებ სვანაძემ მაინც გვითხრას ვინ მოგვისაჯა ანზორას და კაკაბას ყურება 100 წლით?)) ვავა საქართველო, ვავა. ნახევარი გუნდი ვერ დარბის. ირლანდია ბოლო წუთამდე გვეთამაშა პრესინგს.
ზაზა
ძაან შემეცოდა ლომინაძე, სამწუხაროდ არაა სანაკრებო დონის, არ მეგონა თუ მის ადგილას მექვაბიშვილს ვინატრებდი. კაკაბაძეს მაქსიმუმი ესაა და რა ქნას ამ კაცმა, შემცვლელიც ვერ ვიპოვეთ. ზურიკოსგან ნამდვილად მეტს ველოდი, არა მარტო დღეს ზოგადად. ხვიჩა ძალიან, ძალიან დაღლილი და ცოტა არ იყოს იმედგაცრუებულიც ჩანდა. დვალი და ლოჩო ნუ ღონე არ დაუშურებიათ მაგრამ რაც არის ეგ არის. საბა საზონოვი კარგად გაისარჯა, ქონდა რაღაც ეპიზოდებში ერთი ორი შეცდომა, თუმცა დიდი ხნის უთამაშებლის კვალობაზე კარგად გაართვა თავი. ქოჩორა აშკარად აჭრილი იყო. ჩაკვეც გადაღლილი ჩანდა და ცოტა უმოტივაციოც. ეგოიანი არ ჩანს ცუდი ბიჭი, მაგრამ ჯერ ჯერობით ვერ დაგვამახსოვრა თავი. გიზოც ვერ იყო მოწოდების სიმაღლეზე. წიტაიშვილიც რიგ მომენტებში ნორმალურად ირჯებოდა მაგრამ ეგეც თითქოს დაღლილი იყო, მიუხედავად ენთუზიაზმისა. ბუდუ გაისარჯა მაგრამ მარტო ვერაფერს გახდა. მადლობა მამარდას რომ გადაგვარჩინა. სვანაძეზე დიდი წარმოდგენა არ მაქვს მაგრამ იმედი არ მინდა გადავიწურო, ეგებ რაიმე შეცვალოს ნოემბრისთვის. ნუ მოკლედ როგორი პოსტიც დავწერე აი ესეთი უღიმღამო ნაკრები გვყავს სამწუხაროდ ამ ეტაპისთვის. სანამ პრესინგს, უბურთოდ სირბილს, ბურთიან კაცზე ალტერნატივად სულ მცირე ორი კაცის გახსნას, ასევე კუთხურ, აუტების და ჯარიმების ნორმალურად გათამაშებას თუ ვერ ვისწავლით, სულ ასეთ საცოდავ დღეში ვიქნებით. წარმატებები.
ევკრიტე
იხენიეთ ახლაც სანიოლის დედა/მამა, მაიკლ ოლისეზე რომ თქვა, „ოქროს ბურთი“ ეკუთვნისო - აგერ, ტიპმა დღესაც ჰეთ-თრიკი შეუსრულა ბელგიას და სეზონის დასაწყისიდან 15-მდე გოლი აქვს უკვე გატანილი, ნაკრებშია, თუ „ბავარიაში“! აბა, სადაა ახლა ხვიჩა და სადაა ოლისე?!
იკა
აბსოლუტურად ყველაფერი მოშალეს ამ ქვეყანაში სპეციალურად. ხალხს არაფერი არ უნდა უხაროდეს. რა ქვეყანაც შექმნეს, ის გუნდი და მწვრთნელია. არჩევნებზეც იყენებენ ზოგს უვარგისს. მოკლედ ტელევიზიას ბევრი წელია არ ვუყურებ და აწი აღარც ფეხბურთისკენ გავიხედავ. მოკლეს რა ბოლომდე საქართველო
საჩინო
საშინელი დონე ჩვენი გუნდის თამაშის.განსაკუთრებით პირველი ტაიმი სვარკაზე უარესი იყო.მეორეში თითქოს ცოტა მოუმატეს,თუმცა სწორედ მეორე ტაიმში ვღებულობდით გოლს,რომ პენალტი მეტოქეს კარგად დაერტყა.მამარდამაც იყოჩაღა. მეორე ტაიმში შემოსულებმაც თითქოს უკეთესად წარმოაჩინეს თავი.ლომინაძემ ბევრი შეცდომა დაუშვა განსაკუთრებით ბურთის ფლობისას,თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო,რამეთუ ფორს-მაჟორის დროს შემოსული სრულიად უთამაშებელი მოთამაშე ,ბუნებრივია მეტოქის მჭიდრო პრესინგთან დაიბნეოდა,თუმცა მე მასში დავინახე პოტენციალი და კარგი სათამაშო პრაქტიკის შემთხვევაში ის უფრო გამოადგება გუნდს ვიდრე სხვები. პენალტი კი მსაჟის სინდისზეა(ამათ კიდევ წაჩაგვრა უნდათ?).სასჯელი დანაშაულის შესაბამისი უდა იყოს.
დავით 67
მგონი მოიხსნა პრობლემა ბევრისთვის, იმის მაგივრად ეს უნდა დაეყენებინას პოლიტიკა! მარტო მექვაბიშვილზე დარჩა აგრესია.ფაქტი ისაა რომ გუნდი არ ვარგა და აქ სვანაძე არ იმსახურებს იმდენ კრიტიკას ,რასაც ზოგიერთი გულშემატკივარი პოსტავს. დაშინებული გამოდიან მინდორზე. ფრეზე თამაშობენ, მიზნად დასახული აქვთ ოღონდ არ წავაგოთო, მოგებაზე არც ფიქრობენ. ც ჯგუფი გარანტირებულად ჩვენია!
კრიმანჭო
ტყუილად ნერვიულობთ,გოლების გატანის ლიმიტი სომხეთთან ამოიწურა.ახალ წლამდე ტყუილად ელოდებით,პროსტო არ გვიმხელენ!)
ბოროტი ბეჰემოტი
"მიდით ახლა და თავ-კვასურად დაუარეეეეთ... ჰა-ჰა-ჰა... ახლა კი წავააალ, საქეიფოდ" - სპექტაკლი "ჯერ დაიხოცნენ, მერე იქორწილეს"
Lelo
ᲗავიანᲗ კლუბებᲨი უნდა გახდნენ ᲫირიᲗადის უცვლელი წევრები და ნაკრებსაც დაეტყობა მერე, ᲩაკვეტაᲫე უდინეზეᲨი, საზონოვი ხეტაფეᲨი, ᲗავიანᲗ კლუბებᲨი მეტი უნდა იᲨრომონ და იᲗამაᲨონ ნაკრებსაც მერე მოუვა Შედეგები, სვანაᲫეს დრო Ჭირდება კარგ გუნდს აუცილებლად გააკეᲗებს, იმავე ბიᲭებს ევროპაზე ტაᲨს უკრავდნენ და ადიდებდნენ, დᲦეს კი მიწასᲗან ასწორებენ, გუნდს და ვიᲗუმეტეს ახალ მწვრᲗნელს Თანადგომა Ჭირდება. ახალი გუნდის კეᲗდებას სვანაᲫე აუცილებლად ᲨეᲫლებს.
Geo
რა ტაკტიკით ათამაშე გუნდი სვანაძე? რა საცოდაობა იყო ეს? ან ეს 8 ნომერი სად მოძებნეთ-არაა შენი საქმე ფეხბურთი, ერთი ერთზე გაიყვანა ირლანდიელი , მერე პენალტი აჩუქა! მამარდა 10-ან 10!ქომაგებს ბრავო, კარგად დაუჭირეთ მხარი, ისმოდა თქვენი ხმა! არ ვუყურებ მეტს ამათ თამაშს! არაა ფეღბურთი ჩვენი! თუმცა რაა ჩვენი? გამახსენფა , ბლატაობა და ღორმუცელობა, კაი პონტში გაჩითვა, და მიშასა და ბოძინას სპეკტაკლები!!! ყველაფერში როგორ უნდა იყო 30 წელი ტრ**ში??
rermbo))
lominadze dadgeba normaluri centraluri mcveli. dges kinagam dagvgupa, magram wkuis saswavlebeli iqneba . xdeba xolme ase, vis ar mosvlia uaresi ? . dvali dzalian uklasoa , vegar ganvitardwba iseve , rogorc meqvabishvili . kakabadze dziritadshi agar unda ikos , shemcvlelia mosadzebni . witaishvili kvaracxelias flangze unda idges . shetevis sqmebia shesaqmneli .ar sheidzleba ase uazrod , uwkuod vitom sheteva .azarovi araa gadasagdebi biwi -gamamwvavebelia .mivcemdi shanss Kirkitadzes me gdes Budus madlobas- tavi ar dauzogavs ,rac sheedzlo ibrdzola .es shesarchevi katasrofaa kochorashvili . mokled , svanadze ver gaqachavs me ase mgonia .
დათა
ისე ჩანს, რომ სამწუხაროდ, მეტი არ შეუძლიათ. რას იზამ, სხვა ფეხბურთელები არ გვყავს. ეგ არი რეალობა. სვანაძეს ცოტა დრო უნდა მიეცეს იქნებ გამოასწოროს რამე, თუმცა ლუის ენრიკეც რომ მოიყვანო ამათ არაფერი ეშველება ასეთი მენტალობით. ის შემთხვევაა როცა ნიჭით დაჯილდოებულები არიან, მაგრამ მისი გამოყენების უნარი არ გააჩნიათ.
გიო
კვარა ორ სკამზე უნდა დაჯდეს და დაჯდება აუცილებლად. ერთი პსჟ და მეორე ნაკრები. დაჯდეს მერე როლსიზე და აკატავოს ჩანთებიანი..........
მეიცა, არი ვინმე ცოცხალი აქანა?
არალი?? ნახევარდაცვა ქვტარია?? თუ ახალი.. რა უნდა თქვა კაცმა ვერ გევიგე ((( ვაი თქვენს პატრონს.. როგორც ამბობდა..
ლუარასაბი
ყველა ყველა, მაგრამა ის სუდია/მსაჯი დიდი *როჭ* ვინმე კი იყო
თემო
კარგათ ითამაშა ნაკრებმა. რა ქვეყანაც გვაქვს ის ფეხბურთიცა. მეტს ტყუილად ითხოვთ ნაკრებიდან. ატმის ხეზე ვზივართ და ბლის ჭამა გვინდა. ასე რომ ყოჩაღ ფეხბურთელებო. ის მაინც ვიცით რა შეგვუძლია.
912
საზონოვი მოსაკვეთია ნაკრებიდან
პაატა
სვანაძე თავისი შტაბით სანიოლსა მის შტაბზე მძიმე ამბავი ჩანს… ასეთი სამწრთნელო შტაბი კარგა ხანია არ ყოლია ნაკრებს… ჯერ სვანაძე რა დონის მწვრთნელია და თანაშემწეებად კვეკვესკირს და კაშიას რომ მიუსვავ… ფედერაციას მგონი ამ ნაკრების წარმატება არ უნდა…
nelsona
კვარაცხელიას ხავსი მოედო და მთელი ჩვენი წყალწაღებული ნაკრები ამ ხავსზეა ჩამოკიდული, მოვიდა დრო ხვიჩა დაჯდეს სკამზე რომ რაღაცნაირად გუნდი განთავისუფლდეს, თავისი ძალების ირწმუნოს. ამას თუ სვანაძე დაალაგებს მაშინ იქნება ეს კაცი გუნდის მწვრთნელი და არა ვიღაცის პაშკა, როგორც აწ უკვე პორტუგალიის მუხრუჭი კრიშტიანუ დასვეს სათადარიგოზე (თან ხვიჩასთვის ეს ხომ კუმირია და პირიქით გაუსწორდება)
ფედერაცია კატორღაში
მოაშორეთ ეს ვაი მწვრთნელი და ბოლო კაცამდე ფეხბურთელად წოდებული მარიაჟი ნაკრებს. რვა ტაიმში გოლი ვერ გაიტანეს ლეშებმა. პრესინგი ამათმა არ იციან. გოლი ვერ გააქვთ. მეტი რა არის ფეხბურთი. ვერც პენალი გააქვთ კიდევ................
გიორგი
წვიმა იყო თორე მოვიგებდით. სამარცხვინოა 4 თამაში ითამაშეს და გოლი ვერ გაიტანეს. რას ვერჩიდით სანიოლის? ყოფილიყო რამე შეიცვალა? საზანოვი კარგი იყო ზოგადად დაცვის შუა ხაზი მამარდამ ხო საერთოდ იფრინა რომ არა ის კიდე ამოგვდებდენ. არ არის სვანაძე ის კატეგორია რო ნაკრებს წაუძღვეს მკვდარი ვენოკზეა არანაირი რეაქცია კაცი მწვრთნელია თუ პანაშვიდზე თავი კაცი რო დადის დამწუხრებული სახით. დიდი მადლობა ბიჭებო კიდევ ერთხელ რომ გაგვაბედნიერეთ
გიორგი
ყველას გილოცავთ! კოშმარი სახელად "სექტემბერ - ოტომბრის სანაკრებო ციკლი" დამთავრდა!
მადლიერი
მადლობა ბიჭებს! ოთხ თამაშში გარანტირებულ ბოლო ადგილზე ვერც ვიოცნებებდით. ასეთივე წარმატებები თქვენს კლუბებში...
lisandro
რაღაც თავისი სტილი იპოვა მგონი ამ ნაკრებმა, გინდ სვანაძე დაუნიშნე გინდ კლოპი სტრატეგიას არ ღალატობენ. ეს კვარაცხელიაც ამ ოქროს ბურთის გათამაშების დროს სულ გაშტერდა, ერთი კი დაიბარა ყველაფერი ღვთის ნებითაოო და გაქრა რადარებიდან, არადა კონკურენტებს გადახედეთ რეებს შვებიან და ამას კარშიც არ დაურტყამს გოლს ვინ ჩივის. კვარაცხელია კვარადონადან გარდაიქმნა აგული ერისთავად, გახსოვთ ფილმში თავისი მოსწავლე რომ ეხვეწება იქ მას ყველას მკვდარი ღონიხართ და უდეპეშეთ ცოცხალი რომ ხართო, მასეა მაგის საქმეც ფიფაში მაგაზე ფიქრობენ წინა სეზონის მერე დაამთავრა კარიერაო, ან წითელი აიკიდოს, ან იჩხუბოს და დისკვალიფიკაცია მიიღოს( მაინც აღარაა მაგისგან ხეირი), ან ფედერაციიდან ან ნაკრებიდან ცოტა შეანჯღრიეთ მაგი, ე ბიჯო ცოტა უჯიკეთ მაგას! ვაი თქვენს პატრონს თქვენ ვის უნდა უჯიკოთ იქეთ ხართ საჯიკებელი
ესეა ეს
უვარგისი მოთამაშეები უვარგისი მწვრთნელი. ესაა შეფასება
aleko
es ras tamashoben 4 tamashia evropis chempionatis cilisyra ro iqneba amati imedi gaqvt es mcvrtneli moashoret tavisi dekanosidzian lmominadzianad
Ღმერთო მიშველე
Ბავშვებს ვერ უგებენ, პოდიუმზე ხართ თუ დაფნის დიადემა შემოგავლოთ
დონ ვიტო
მენთეშაშვილს არ დააბრუნებდეს ნაკრებში ეს ზაურაა თუ რამაზა და ))))))))))) აბრეზიჩი კიდე ცალკე თემაა, ტიპი ღამის პეპელასავით დაფაფხურებს ხანდახან მგონია რო ექსტაზი აქვს დალეული და უაზროდ უნდა იმოძრაოს
გიო
სანამ ეს უვარგისი ფედერაცია იქნება, არაფერი გვეშველება. ახაი გუნდია შესაქმნელი პატარა ბიჭებისგან როგორც ირლანდიაა
ლევანი
სირცხვილი! ეს გუნდი, ქვეყნის სირცხვილია. რაც ითამაშეს, ისიც იმ დროს, როცა ისინი გაჩერდნენ, თორემ როცა ის ბავშვები თამაშობდნენ, მხოლოდ ისინი თამაშობდნენ, ესენი ან უკან დასდევენ, შტერებივით, ან ერთმანეთს უყურებენ და ფიქრობენ რა ქნან, მოკლედ, ეს არის ჩემთვის სირცხვილი, ეს ფეხბურთი ნამდვილად არ არის.
ლუი
ამ ციკლში გოლი, მარტო ჩვენ, სან მარინომ და ლიხენშტეინმა ვერ გაიტანეს. გილოცავთ. მივედით....
T.q
ბიჭო მინდა რო ვიგლოვო და ნუ მაცინებთ რა :D :D
ზურა
სვანაძე არ არის ნაკრებია დონის მწრთვნელი ჯერ ჯერობით
gio
ეს გუნდი თავისი ვითომ მწვრთნელიანად უნდა დაიშალოს. რა სვანაძე და რა ფეხბურთელები. ახალგაზრდული გუნდი უნდა შეიქმნას მშიერი ბიჭებით
achi
kargi is ari ro mamarda martla avarjishes
Tornike
არიან მასეთი ნაკრებები ოხრად. დ ლიგა სავსეა მასეთი გუნდებით. აგერ არც სან მარინოს გაუტანია ჯერ. ასე, რომ სულ მთლად წყალწაღებულები არ ვართ. ლომინაძე სვანაძეს ხელში ნოემბერში უკვე კაპიტანი იქნება.
დიტო
გამოვაკლოთ კვარაცხელიას და მიქაუტაძეს ღირებულება და გამოვა ყველაზე იაფი. :)
იკა
რომელმა დურაკმა ურჩია ლომინაძე ნაკრებში და ამანაც გამოიყვანა. საერთოდ ფეხბურთელია ?????
gzp
კი, მამარდაშვილი შეიყვანეს ფორმაში
იკა
სვანაძეს დრო სჭირდება, ვგულისხმობ იმას, რომ დღეს ისეთი ფეხბურთელები ათამაშა, რომლებსაც დიდი დრო არ ეძლევათ ხოლმე..., მწვრთნელია და უნდა მოსინჯოს ვის რა შეუძლია. ეს თამაში მამარდაშვილის თამაში იყო, იქნებ ლივერპულში თვალები გაახილონ. ეგოიანი ვირივით მშრომელია, ჯორივით დარბის და კარგად დარბის. სხვა მეტ კომენტარს ამ თამაშზე ვერ გავაკეთებ
:D
როგორ არ უნდა გაგეცინოს კაცს, რომ ამ ნაკრების საუკეთესო მხარედ შეტევა ითვლება )) არადა, ევროპის ჩემპიონატიდან მოყოლებული ამ ნაკრების მთავარი კოზირი მამარდაშვილია, თუმცა ისიც არასტაბილურია და როცა თამაში არ მისდის, წაგება გარანტირებულია. აქვე, "კაპიტანი" უკომენტაროდ დდ
ვაჟა მასწავლებელი
ჩვენ ნაკრებს დინამოს სტადიონის შესასვლელთან 5 ნოლისგან შემდგარი ვარსკვლავი უნდა გავუხსნათ კვარას "ოქროს ბურთზე" ოცნების ფონზე!
ზაზა
სვანაძე არ ხარ შენ ის კაცი და დაგვანებე თავი, ნუ დაგვაგლიჯე ნერვები! რა ცვილებებს აკეთებს ან როდის, ან რა სასტავია უკვე საკუთარ ხორცებს ვიგლიჯავ ამათი შემყურე! ეს ანზორა რატო გადაგვკიდე, გინდა დავხვდეთ სადმე და ფეხი მოვტეხოთ თუ რას გვერჩი?! ლომინაძე და მამუჩაშვილი ტორპედოიანად ჩაძირულები რო არიან ნაკრებში რა უნდათ?! ეგოიანს ერთი თამაში არ მიეცი ისე, რომ ტავისუფლად ემოქმედა, უნგრეთთან 2 ტაიმში გამოიყვანე, ახლაც გიზო რო არ დამტვრეულიყო არ შეცვლიდი და უკრებთან ხო საერთოდ საოცრება ქენი! და როცა მოგება გინდა, როცა შედეგი არ გაწყობს და არ მიგდის თავდასხმაში თამაში, ამ დროს მიქაუტაძის მსგავსი კაცი გიზის სკამზე, 5 წუთით ადრე კი არა მინიმუმ 25 წუთით ადრე მაინც უნდა შემოიყვანო! არაა მწვრთნელობა შენი საქმე და რატო გვაგიჟებთ რა ჯანდაბა გინდათ?!
T.q

gzp
წაგებას ისევ ეს ჯობდა. რას იზამ? თავს ზემოთ ძალა არ არის. ასეთ თამაშებში შეიძლება ჩამოყალიბდეს/გამოიწრთოს რამე შემადგენლობა.
გიორგი
თან როგორი კონკურენტი ამოაგდებს სასტავიდან უეჭველი:)))
ირაკლი
სვარკა
გია
ეს ის შემთხვევაა როცა უგოლო ფრემ ვერაფერი შესძინა ნაკრებს. თამაშის ხარისხი და კლასი კვლავ ვერ უძლებს კრიტიკას.
Anzori
Mekvabishvils konkurenti gamouchda, Lominadze))
Levan1
რამდენიმე დღის წინ დავწერე ჩვენ ფეხბურთელებზე , მიუხედავად იმისა რომ დაბალი დონე გვაქვს ბევრ პოზიციაზე შეგვეძლო თამაში ამ დონის გუნდებთან , კატასტროფაა, 4 თამაშში გოლს რო ვერ გაიტან... მწვრთნელი და კარგი ფსიქოლოგი უნდათ ამ ბიჭებს . სულ მეკარე ვერ გადაარჩენს თამაშს.
ჯემალი
ლომინაძეს ადგილი არაა ნაკრებში. ტორპედოში რამდენი შეცდომები აქვს და ეს რა ქნა.
სტატისტიკა
ჯგუფში ყველაზე ძვირადღირებული ნაკრები და თან ყველაზე უშედეგო და უგოლო ნაკრები. შედეგი სახეზეა
გგ
ერთადერთი, რაც პოზიტივში შეგვიძლია გავატაროთ, - მამარდაშვილი ფორმაში შევიდა. ამისთვის მთელმა ნაკრებმა ყველაფერი გააკეთა 4 მატჩის განმავლობაში, საქმე არ გამოულიეს. უბრალოდ სასწაულია, რომ მხოლოდ 2 გოლი გაუშვა.
მსოფლიო რეკორდი
მსოფლიო რეკორდი დამყარებულია. ჯერ არ არსებობს ნაკრები რო ოთხ თამაშში ზედიზედ გოლი ვერ გაეტანა.
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
[VIDEO] როგორ აღნიშნავს ხვიჩა გოლს, თუ ის უნგრეთის კარს აიღებს - კვარაცხელიამ IShowSpeed-ს პირობა მისცა, სტრიმერი კი საქართველოში მოდის
იეგოიანის "ექსელსიორმა" მორიგი მარცხი განიცადა
ინგლისური გრანდები "ბაიერნის" ვუნდერკინდისთვის იბრძოლებენ
კსუ კავკასიამ ბათუმში იმარჯვა, თელავმა თბილისში ბლექ ფორტრესი დაამარცხა
"საუკეთესო ხუთეულში აუცილებლად უნდა მოხვდეს. მისი თამაშის ყურება ძალიან მიყვარს" - "ბარსელონას" ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
17-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
გუბანოვას და დევისი - სმოლკინის წყვილის ვერცხლი საფრანგეთის გრან-პრიზე - მეტელკინასა და ბერულავას წყვილი მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზეა
"ერთადერთი რამაც გამაკვირვა, ეს ჩემი თავი იყო" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" დაძაბულ მატჩში "ნანტს" სძლია
[VIDEO] კლასია, კლასი - მიქაუტაძემ "ვილიარეალს" "ვალენსიასთან" გამარჯვება მოუპოვა!
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 3-0 სამგურალი. მაურიდესის საოცრება და არამარტო...
გულიაშვილი არ ათამაშეს - "რასინგმა" "ესპანიოლს" მოუგო
ლუის ენრიკე: კვარაცხელია პსჟ-სთვის წარმოუდგენლად საკვანძო მოთამაშეა - უფრო ძლიერი დაბრუნდება, ამაში ეჭვი არ მეპარება
ლოჩოშვილი მაღალი შეფასებები და მცირე ტრავმა - "კიოლნი" "შალკეს" ფრედ ეთამაშა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-1 დილა. გარდამტეხი მეორე ტაიმი
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ელჩესთან" განადგურდა
ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმმა" "კოტბუსთან" ქულები გაიყო
ციციპასი დამარცხებულია - ნიკოლოზ ბასილაშვილი ალმათის ტურნირის ფინალშია!
"ჩემი ნება რომ იყოს, "რეალს" ამ ორ ფეხბურთელს ჩამოვაშორებდი" - ფერმინ ლოპესი "ელ კლასიკოს" წინ
"ვიმეგობებთ თუ არა მე და დვალიშვილი?" - იანმა შეკითხვას უპასუხა
ახალციხემ სუპერლიგაში პირველი გამარჯვება გორის ივერიონთან მოიპოვა
[VIDEO] უნგრეთმა უკრაინას მოუგო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა
გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩში?
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
რამაზ სვანაძე: დრო უნდა გამოვიყენოთ, რომ თვისობრივად სხვა გუნდი გავხდეთ
"ნოემბერში ნაკრებში სხვანაირი სიტუაცია იქნება" - რა თქვეს ფეხბურთელებმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან ნამატჩევს
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება