10 სექტემბერს, სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი, ვიტალი კლიჩკო ტიტულს პოლონელი ტომაშ ადამეკის წინააღმდეგ დაიცავს
10 სექტემბერს, სუპერმძიმე წონაში WBC-ის ჩემპიონი, უკრაინელი ვიტალი კლიჩკო ტიტულს დაიცავს პოლონელი ტომაშ ადამეკის წინააღმდეგ. ბრძოლა პრეტენდენტი მოკრივის ტერიტორიაზე, ქალაქ ვროცლავში გაიმართება.

გუშინ კი იქ, საქალაქო მუნიციპალიტეტის შენობაში ბრძოლისწინა ფინალური პრესკონფერენცია გაიმართა.

ბრძოლის ჩატარების ადგილია "საქალაქო სტადიონი", რომელიც სპეციალურად ფეხბურთში ევროპის 2012 წლის ჩემპიონატისთვის აშენდა.

საერთოდ, პოლონეთში მეტად პასუხისმგებლობით მიუდგნენ საჩემპიონო ბრძოლას და ბევრს ელიან ადამეკისგან. ის, რომ პრესკონფერენცია მუნიციპალიტეტის შენობაში ჩატარდა, სადაც 200 რეპორტიორი შეიკრიბა, პოლონეთის მთავრობისთვის ამ მოვლენის მნიშვნელობას ადასტურებს.

"ვიცი ყველა იმ საფრთხის შესახებ, რაც ხანგრძლივ კარიერას ახლავს თან, - ასეთი სიტყვებით დაიწყო პრესკონფერენცია ყოველთვის საკუთარ თავში დარწმუნებულმა კლიჩკომ. - მაგრამ მე მყავს თანაგუნდელები, რომლებიც მეტყვიან, როდის უნდა გავჩერდე. მე მათ ვენდობი".

"მაგრამ 10 სექტემბერს, ტომაშ ადამეკთან ჩხუბში მე არანაირი საფრთხე არ მემუქრება, - აგრძელებს უკრაინელი ჩემპიონი. - შესანიშნავ ფორმაში ვიმყოფები, თავი ამაზე უკეთ არასოდეს მიგრძვნია, რადგან ზუსტად ვიცი, რას არ ვაკეთებდი სწორად წინა ბრძოლებში. ყველაფერი, რასაც ვაკეთებ, ერთი მიზნისკენ არის მიმართული. რინგზე თითოეული მოძრაობა გათვლილია - არაფერი კეთდება უაზროდ. ამის დადასტურება იქნება შაბათის საკრივო საღამო".

ადამეკმა, რომელსაც პროფესიულ რინგზე 45 ბრძოლიდან 44 აქვს მოგებული, პასუხი არ დაუგვიანა უკრაინელს.

"ვიცი როგორ უნდა მოვუგო ვიტალი კლიჩკოს, - ამბობს პრეტენდენტი. - ის ჩემპიონია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შაბათს საღამოს საჩემპიონო ქამარს მე გადმომცემენ. დამიჯერეთ, ეს ასე მოხდება. ნებისმიერი დიადი ისტორია, ოდესღაც მთავრდება. მისი საჩემპიონო ზღაპარი შაბათს დასრულდება".

ბრძოლაზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყიდულია, გარდა VIP-ადგილებისა, რომელთა ღირებულება 1000 დოლარს შეადგენს. სტადიონი 42 ათას მაყურებელს იტევს და პოლონელ მოკრივეს ადგილობრივი ფანების დიდი მხარდაჭერა გარანტირებული აქვს. სხვათა შორის ქომაგთა უმეტესი ნაწილი საფეხბურთო მატჩებზე გულშემატკივრობაში სპეციალიზდება, კერძოდ, ადგილობრივი კლუბის "შლიონსკის" ქომაგობაში.

"ჩვენ მზად ვართ. ყველაფერი იდეალურად იქნება, - აცადებს "საქალაქო სტადიონის" დირექტორი ენდი უოში. - უკვე დავაგეთ გაზონზე სპეციალური ხალიჩა, განათება და ხმაც მზად არის, რინგს კი პარასკევს აწონვის ტრადიციულ ცერემონიამდე ავაწყობთ. ბრწყინვალე სანახაობა გველის".

კლიჩკო და ადამეკი ცხოვრებაში საკმაოდ კარგად ეწყობიან ერთმანეთს, ამიტომაც პრესკონფერენციაზე სკანდალი გამორიცხული იყო. "რაღაცნაირად მომწონხარ კიდეც, ტომეკ, - ან წამოცდა ან სპეციალურად თქვა კლიჩკომ. - შესაძლოა, ბრძოლის შემდეგ მეგობრებიც კი გავხდეთ.

მაგრამ შაბათს ადამეკსა და კლიჩკოს შორის მეგობრობა არ იქნება, რადგან შენი გინდა წამართვა ის, რაც მე მეკუთვნის - WBC-ის ქამარი, რომელსაც მუჰამედ ალის წარწერა ამშვენებს. ეს არ მოხდება. სწრაფი ბრძოლის იმედი მაქვს, რადგან მესმის, რომ ნებისმიერ სხვა ბრძოლაში შეიძლება დავმარცხდე".

როცა კლიჩკოს ჰკითხეს, რას ფიქრობს იმაზე, რომ 2009 წლის შემდეგ პირველად სუპერმძიმე წონაში WBC-ის სატიტულო ბრძოლას ამერიკული ტელეარხი HBO გადასცემს, უკრაინელმა უპასუხა: "რა თქმა უნდა, ეს მნიშვნელოვანია. მაგრამ თავიდანვე HBO აყენებდა პირობას - ისინი აჩვენებდნენ ბრძოლას იმ შემთხვევაში, თუ ჩემი მეტოქე მხოლოდ ტომაშ ადამეკი იქნებოდა და სხვა არავინ".

ვიტალიმ ისიც დაამატა, რომ საკუთარ თავს დაუმარცხებელ მოკრივეს უწოდებს, ხოლო კარიერაში ორი მარცხი - კრის ბერდისგან და ლენოქს ლუისისგან იმის მიზეზია,რომ "ქულებით ვიგებდი, მაგრამ ბრძოლა ჩემი ტრავმის გამო შეწყდა".

ადამეკს ჰკითხეს, რას ფიქრობს ბუკმეიკერებზე, რომლებსაც საერთოდ არ სჯერათ მისი გამარჯვების. ამ მომენტისთვის კლიჩკოს მოგებაზე კოეფიციენტი მხოლოდ 1,15-ს უდრის, ადამეკზე ფსონმა კი, შესაძლოა, თქვენი კაპიტალი ხუთჯერ გაზარდოს.

"მე ყურადღებას არ ვაქცევ ბუკმეიკერთა აზრს, - განაცხადა პოლონელმა. - რა მნიშვნელობა აქვს ამას? რვა წლის წინ ერთ შანსსაც არავინ აძლევდა კორი სანდერსს, რომელმაც ნოკაუტში ჩააგდო ვლადიმერ კლიჩკო.

მაშინ მისი უფრო ნაკლებად სჯეროდათ, ვიდრე დღეს ჩემი. რატომ არ შეიძლება ისტორია განმეორდეს? დიდ პატივს ვცემ ვიტალის, რომელიც 37 წლის ასაკში რინგზე დაბრუნდა და ჩემპიონი გახდა. მაგრამ უკვე გითხარით, რომ ნებისმიერ ზღაპარს აქვს დასასრული. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ WBC-ის ქამარი პოლონეთში დავტოვო".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა