ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში (Primera FEB) მე-3 ტურის შეხვედრები გაიმართა, სადაც საქართველოს ეროვნული ნაკრების კალათბურთელებმა, გიორგი კორსანტიამ და ალექსანდრე ფევაძემ იასპარეზეს. ტური ორგვარი შედეგით დასრულდა ქართველი ლეგიონერებისთვის - კორსანტიას გუნდმა დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა, ხოლო ფევაძის კლუბი დაძაბულ გასვლით შეხვედრაში დამარცხდა.

ტურის ცენტრალურ ფიგურად „ალიკანტეს“ ქართველი ფორვარდი გიორგი კორსანტია იქცა, რომელმაც „გრან კანარიას“ წინააღმდეგ მოპოვებულ გამარჯვებაში (84:74) გადამწყვეტი როლი ითამაშა და მატჩის საუკეთესო მოთამაშის (MVP) ტიტულიც დამსახურებულად მოიპოვა. პარკეტზე გატარებულ 26 წუთში კორსანტიამ ბრწყინვალე პროდუქტიულობა და ეფექტიანობა (28 მარგი ქმედების კოეფიციენტი) გამოავლინა. მან 20 ქულა, 8 მოხსნა (3 შეტევაში), და 1 ჩაჭრა მიითვალა. ქართველმა კალათბურთელმა 12-დან 7 ორქულიანი (58%), ერთადერთი ნასროლი სამქულიანი (100%) და 3-ივე საჯარიმო (100%) ზუსტად გამოიყენა, რითაც საკუთარ გუნდს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.

დაძაბული გამოდგა „ტიზონა ბურგოსის“ გასვლითი შეხვედრა „გრანადასთან“, სადაც ალექსანდრე ფევაძის გუნდი ბოლო წამებზე, 88:91 დამარცხდა. ქართველმა ფორვარდმა მოედანზე საკმაო დრო, 27 წუთი დაჰყო, რის განმავლობაშიც გუნდს 4 ქულა, 7 მოხსნა (4 შეტევაში), 1 პასი და 1 ჩაჭრა შესძინა. ფევაძემ 3-დან 2 ორქულიანი (67%) ჩააგდო, 2 სამქულიანი კი ააცილა.

სატურნირო მდგომარეობის მიხედვით, სამი ტურის შემდეგ გიორგი კორსანტიას „ალიკანტე“ ასპროცენტიანი შედეგითა და 3 გამარჯვებით სატურნირო ცხრილის ლიდერთა შორის, მე-3 ადგილზე იმყოფება. ხოლო ალექსანდრე ფევაძის „ტიზონა ბურგოსი“ ჯერჯერობით მოგების გარეშეა და 3 მარცხით მე-17 პოზიციას იკავებს.

მომდევნო, მე-4 ტურის შეხვედრებს ქართველი ლეგიონერების გუნდები 18 ოქტომბერს გამართავენ — გიორგი კორსანტიას „ალიკანტე“ სტუმრად „ოურენსეს“ დაუპირისპირდება, ხოლო ალექსანდრე ფევაძის „ტიზონა ბურგოსი“ საკუთარ მოედანზე „ოვიედოს“ უმასპინძლებს და სეზონში პირველი გამარჯვების მოპოვებას შეეცდება.

GBF.GE

ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ლუქსემბურგი 1:0 საქართველო
17-წლამდე ნაკრების შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მატჩებისთვის
16-წლამდე ნაკრები რუმინეთს უმასპინძლებს
წელს ვეღარ ითამაშებს - ლაკრუას ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა
სარფიანი კონტრაქტი შესთავაზეს - "ფენერბაჰჩე" მენდილიბარს იწვევს
მოლაპარაკებების პოზიტიური დასაწყისი - "იუვენტუსი" ნაგელსმანის კანდიდატურას განიხილავს
კვერნაძე და კიდევ 2 სხვა - "რომა" ზაფხულში არჩევანს 3 ფეხბურთელს შორის გააკეთებს
პსჟ-სთან მატჩამდე - მიქაუტაძის და "ვილიარეალის" გამოუყენებელი შანსები და მარცხი "ესპანიოლთან"
[VIDEO] ჰაკიმი მთელი ბრწყინვალებით და პსჟ-ს ზედიზედ მეცხრე გამარჯვება
ქართული ხელბურთის 70 წლის იუბილე და საანგარიშო-საარჩევნო ყრილობა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
კვერნაძის დასამატებლად ნადირობა იწყება - ქართველს ახალი მსურველები ჰყავს
[VIDEO] "მასზე ყველაფერი არასწორი აღმოჩნდა" - მამარდაშვილის ხუმრობა "ჩელსისთან" მატჩის შემდეგ, რასაც დიდი მხიარულება მოჰყვა
კომპანიმ საავადმყოფოდან გამოწერეს, მაგრამ ჯერჯერობით სამუშაოს ვერ დაუბრუნდება
"არარაობა სლუცკი და ბეჰემოთი ღურწკაია" - საფეხბურთო აგენტმა სლუცკის დასცინა და კითხვა დაუსვა, როგორ მოახერხა ქვედა ლიგაში გავარდნა, როდესაც გუნდში ხვიჩა ჰყავდა?
"ტორპედომ" და არაბიძემ კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყვიტეს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრების წევრი კარიერას ესპანეთში განაგრძობს
ფევაძის 17 ქულა და "ლაგუნას" მორიგი მარცხი რუმინეთში
ალექსანდრე ფევაძის დებიუტი ესპანურ "გრან კანარიაში"
ფევაძის საუკეთესო მატჩი და კორსანტიას ზედიზედ მე-4 გამარჯვება ესპანეთის Primera Feb-ში
კორსანტიას 19 ქულა და 13 მოხსნა "გოსტივარს" სტუმრად გასამარჯვებლად არ ეყო
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
ფევაძის 19 ქულა, 9 მოხსნა და საშინაო მარცხი "ტიმიშოარასთან"
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში