ესპანეთის რანგით მეორე დივიზიონის (Primera FEB) მორიგი ტური ქართველი ლეგიონერებისთვის ემოციებითა და დაძაბული მატჩებით დატვირთული გამოდგა. ალექსანდრე ფევაძის „ტიზონა ბურგოსმა“ საკუთარ მოედანზე, „ელ პლანტიოს“ სპორტულ ცენტრში, უაღრესად დრამატულ და ბოლო წუთამდე დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით, 100:101 დათმო შეხვედრა „ალიმერკა ოვიედოსთან“. მიუხედავად გუნდის სამწუხარო მარცხისა, ეს მატჩი გამორჩეული და საუკეთესო იყო თავად ალექსანდრე ფევაძისთვის, რომელმაც „ტიზონის“ მაისურით თავისი საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. ქართველმა ფორვარდმა პარკეტზე 17 წუთი გაატარა და გუნდს 13 ქულა შესძინა (5/7 ორქულიანი, 5/8 საჯარიმო), რასაც 2 მოხსნა და 1 ჩაჭრა მოაყოლა.

წარმატებით იასპარეზა მეორე ქართველმა ლეგიონერმაც - გიორგი კორსანტიამ, რომლის „ალიკანტემ“ სტუმრად, „ურენსეს“ წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 83:79. გიორგიმ პარკეტზე 18 წუთი ითამაშა და გუნდის გამარჯვებაში სოლიდური წვლილი შეიტანა: მან 9 ქულა (3/6 ორქულიანი, 3/5 საჯარიმო), 7 მოხსნა (მათ შორის 2 შეტევაში) და 1 შედეგიანი გადაცემა მიითვალა, რითაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა თავისი სტაბილურობა და საიმედოობა.

რაც შეეხება სატურნირო მდგომარეობას, პრიმერა ფებ-ის მიმდინარე გათამაშებაში გიორგი კორსანტიას „ალიკანტე“ ბრწყინვალე ფორმაშია - გუნდმა 4 მატჩი ჩაატარა, 4-ვე მოიგო (4 მოგება, 0 წაგება) და დამაჯერებლად ლიდერობს სატურნირო ცხრილს. სრულიად საპირისპირო მდგომარეობაა ალექსანდრე ფევაძის „ტიზონა ბურგოსში“, რომელიც სეზონის რთული სტარტის შემდეგ (0 მოგება, 4 წაგება) მე-17 ადგილზე იმყოფება და ცხრილის ბოლო პოზიციებზე იბრძვის. გუნდის მთავარ მიზნად, ამ ეტაპზე, სამწუხაროდ, გასავარდნი ზონისთვის დავის დაღწევა რჩება.

GBF.GE

ეს იტალიის ნაკრებში თამაშობდა?
8-დან (მხოლოდ!) 5 საჯარიმო ?
საჯარიმოს ჩაგდების პროცენტი დაახლოებით 60. მხოლოდ 60% - ძალიან ცუდი. არ ვარგა ! კარგით რა ! საჯარიმოს სროლებზე მეტი ივარჯიშე(თ) რა ბოლოსდაბოლოს, ამის სწავლა, გაუმჯობესება შეიძლება ...
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
[VIDEOS] სანდროს ორმაგ დუბლამდე ცოტა დააკლდა - "ლეიკერსმა" "საკრამენტო", "ორლანდომ" კი "ბრუკლინი" დაამარცხა
დუბაის დიდი ქამბექი ლიმასოლში | შენგელიას გუნდმა ბოლდუინის მაკაბი დაამარცხა
"ხეტაფესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ოქროს ბურთი"? საერთოდ არ მაინტერესებს" - ჯუდ ბელინგემი
"ჩემი ფეხბურთელებით ვამაყობ" - "საბაჰის" მწვრთნელი "ბარსელონასთან" 1:4 მარცხის შემდეგ
საქართველოს ეროვნული ნაკრების ვარჯიში OAKA არენაზე
[VIDEO] ისაკის დუბლი, ალისონის საგოლე პასი - "ლივერპულმა" "ბრიუგეს" დიდი ანგარიშით მოუგო
[VIDEOS] მიქაუტაძეს "სლავიასთან" 15+ წუთი აკმარეს - "ბარსელონამ" ბაქოში ადვილად გაიმარჯვა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-1 მეშახტე. ბრძოლა გრძელდება, ბრძოლა დასრულდა...
[VIDEO] კარგი მეორე ტაიმი, ადუაშვილის ლამაზი გოლი და თბილისის "დინამოს" ფრე "ფიორენტინასთან"
სანიოლი გამოირიცხა - პოლონეთის ნაკრების მწვრთნელი გადაყენებას გადაურჩა
შევჩენკოს შვილმა ინგლისის მეშვიდე დივიზიონში გუნდი გამოიცვალა
ამაშუკელი ლონდონში იმსაჯებს
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 0-1 ტორპედო. ისევ ტორპედოელი, ისევ ლეგიონერი...
"ბაიერნმა" მუსიალას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა
რონალდოს გაასწრო და ბეილთან ერთ ნაბიჯშია - მბაპე უკვე "რეალის" ტოპ 20-შია
"საბაჰს" ესპანური გუნდის ფილოსოფია აქვს" - რა თქვა ფლიკმა აზერბაიჯანული მატჩის წინ
კვარაცხელიას და დუეს შემცვლელი სკანდალურად ცნობილი ფეხბურთელი იქნება? - პსჟ-ის ახალი ვარიანტი აქვს
"თავი უხერხულად ვიგრძენი, მაგრამ იტალიის ნაკრების გაწვრთნაზე უარი ამიტომ ვთქვი" - გვარდიოლამ "სკუადრა აძურას" შესაძლო ჩაბარებაზე ისაუბრა
"ფროზინონეს" სტადიონს იტალიაში საქართველოს ელჩი ესტუმრა
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად სენეგალი გამოცხადდა
მატჩის დღე! ხვიჩასა და დუეს გარეშე - ესპანური გუნდი საქართველოში
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
საქართველოს ნაკრების წევრი კარიერას ესპანეთში განაგრძობს
ფევაძის 17 ქულა და "ლაგუნას" მორიგი მარცხი რუმინეთში
ალექსანდრე ფევაძის დებიუტი ესპანურ "გრან კანარიაში"
ფევაძის სარეკორდო 23 მოხსნა და გამარჯვების ბურთი "მგზავრების" კალათში
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
შენგელიას 14 ქულა და იოლი გამარჯვება | კორსანტიას და სანაძის მოგებ-წაგება
ფევაძის 19 ქულა, 9 მოხსნა და საშინაო მარცხი "ტიმიშოარასთან"
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
კორსანტიას 15-ქულიანი დებიუტი ესპანეთში
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია