ბელგრადში დაიწყო მსოფლიოს პირველობა სასტენდო სროლაში, რომელშიც ოთხი ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს
ბელგრადში დაიწყო მსოფლიოს პირველობა სასტენდო სროლაში, რომელშიც ოთხი ჩვენებურიც იასპარეზებს. ვაჟთა შორის სასანგრე სტენდზე ტრადიციულად სრული გუნდით გამოვალთ და ასევე ტრადიციულად უცვლელი სამეულით, რადგან მეტი სპორტსმენი ფიზიკურად არ გვყავს.

ესენი არიან დავით ქვათაძე, გივი შენგელია და მოსკოვში მცხოვრები პავლე ლაკია. ისინი ცეცხლის ხაზზე 12 აგვისტოს დადგებიან, ხვალ კი მრგვალ სტენდზე მაია გუბიევა ისვრის. ბელგრადში ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიებიც გაიცემა, თუმცა ჩვენებისგან ამ ეტაპზე მისი მოპოვება არარეალური გვეჩვენება.

ვიდრე მესტენდურები მსოფლიოზე იბრძვიან, ტყვიის სროლაში ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონი ნინო სალუქვაძე თბილისში ვარჯიშობს და მსოფლიოს სუპერთასისთვის ემზადება.

თავდაპირველი გეგმით ეს შეჯიბრება ოქტომბრის ბოლოს მიუნხენში უნდა გამართულიყო, მაგრამ სექტემბერში გადმოიტანეს და ჩატარების ადგილიც შეუცვალეს - 18-დან 24-ის ჩათვლით პოლონურ ვროცლავში გაიმართება.

სალუქვაძე ორივე დისციპლინაშია მიწვეული - სპორტულშიც და პნევმატურშიც. სუპერთასზე მონაწილეობა მან მარტში სიდნეიში, მსოფლიოს თასის რიგით პირველსავე ტურნირში გაინაღდა, სადაც პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში გაიმარჯვა.

ამით ლონდონის ოლიმპიადის ლიცენზიაც მოიპოვა და კარიერაში მეშვიდედ გამოვა თამაშებზე, რაც მსოფლიოს რეკორდია. მართალია, მაშინ სპორტულში წააგო, მაგრამ მსოფლიოს სუპერთასზე ამ დისციპლინაშიც მიიწვიეს, როგორც წარმატებული მსროლელი, თუმცა თავისი უნიკალური შედეგით ის უკვე ამ წოდებაზეც ამაღლდა და თამამად შეიძლება ლეგენდა ეწოდოს.

მით უფრო, ოლიმპიადებსა თუ სხვა რანგის ტურნირებზე მხოლოდ მონაწილეობისთვის არ მიდის და ზურგს მედლების იმდენად მდიდარი კოლექცია უმაგრებს, ბარე ათს არ მოუგროვდება - არის სამივე სინჯის ოლიმპიური და მსოფლიოს პირველობების მედლის მფლობელი, ევროპის სამგზის ჩემპიონი, 9-ჯერ მოუგია მსოფლიოს სუპერთასი (ამ ნომინაციაში უახლოესი მდევრები 3-3 ჯილდოთი ჩამორჩებიან), 17-ჯერ მოუგია მსოფლიოს თასის სხვადასხვა ეტაპები, 19-ჯერ დაუმყარებია მსოფლიოს რეკორდი... ასეთი სპორტსმენი მსოფლიოს სპორტს ბევრი მართლაც არ მოეპოვება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა