‘შავი ლომი’ ორიოდე დღეში 2026/27 წლების სეზონის პირველ ოფიციალურ თამაშს ჩაატარებს. 17 ოქტომბერს 16 საათზე, “ავჭალაზე”, ჩვენი გუნდი ჩელენჯ თასის პირველ ტურში უელსურ ‘ოსფრიზს’ უმასპინძლებს.

ჩელენჯ თასის ახალ სეზონს ‘შავი ლომი’ განსაკუთრებული მზადებით შეხვდა. სექტემბერ-ოქტომბერში, პიერ-ანრი ბრონკანის შეგირდებს ხუთი მაღალი დონის გასახურებელი თამაში ჰქონდა - გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის იტალიურ გუნდ ‘ბენეტონთან’, ინგლისის პრემიერშიფის ჩემპიონ ‘ნორთჰემპტონთან’, სამხრეთ აფრიკის ქარი ქაფის ჩემპიონ ‘სუზუკი გრიქასთან’, ამავე ტურნირის ვიცე-ჩემპიონ ‘აირლინკ პუმასთან’ და მესამეადგილოსან ‘ტოიოტა ჩიტასთან’.

‘შავი ლომის’ 22 წლის უკანახაზელი ლუკა ცირეკიძე, რომელიც მგეზავისა და ფულბეკის პოზიციას ფარავს და გუნდთან ერთად უკვე მესამე სეზონს ატარებს, მზადებით კმაყოფილია და იმედოვნებს, რომ წელს ტურნირს გამარჯვებით დაიწყებს:

“სამშაბათის მთავარმა ვარჯიშმა ნაყოფიერად ჩაიარა. ვიმუშავეთ იმ ხარვეზების გამოსწორებაზე, რაც მოსამზადებელმა თამაშებმა დაგვანახა. ხუთშაბათს გენერალური რეპატიცია გვექნება და ვფიქრობ, ‘ოსფრიზთან’ თამაშს მზადყოფნაში შევხვდებით”.

“გასული წლის შემდეგ, შემადგენლობაში მრავლად განხორციელდა ცვლილებები. ფაქტობრივად ახალი, ახალგაზრდული გუნდი ვართ და შეთამაშება იყო საჭირო. ამ კუთხით ძალიან დაგვეხმარა ხუთი განვლილი შეხვედრა. გარდა შეთამაშებისა, ამ მატჩებმა ბევრი რამ გვასწავლა, როგორც საკუთარი, ასევე მოწინააღმდეგის თამაშიდან. ვფიქრობ, ეს გამოცდილება ჩელენჯ თასზე ძალიან წაგვადგება. ვეცდებით დაშვებული შეცდომები აღარ გავიმეოროთ და მაყურებელს სანახაობრივი და რაც მთავარია წარმატებული თამაში შევთავაზოთ”.

“ჩელენჯ თასამდე ამდენი გასახურებელი თამაში აქამდე არასდროს გვქონია და კარგია განვითარების შანსი რომ მოგვეცა. პირადად ჩემთვის გამორჩეული იყო ‘ნორთჰემპტონთან’ შეხვედრა. მართალია დიდი ანგარიშით დავმარცხდით, მაგრამ მეტოქისგან ბევრი სასარგებლო რამ წამოვიღეთ. ეს ყველაფერი გადავიტანეთ აფრიკულ გუნდებთან და შედეგად, ბოლო ორი შეხვედრა მოვიგეთ, რაც ფსიქოლოგიური თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანი იყო”.

ახალი სტილით და ახალი მოთამაშეებით

ჩელენჯ თასზე ‘შავი ლომი’ პირველად ითამაშებს ბრონკანის ხელმძღვანელობით. ტურნირზე რამდენიმე ახალბედა მოთამაშის დებიუტიც შედგება. ზაფხულის პერიოდში გუნდს მრავლად დაემატნენ ახალგაზრდა მოთამაშეები, რომლებმაც თავი მსოფლიო რაგბის ახალგაზრდულ ჩემპიონატში გამოიჩინეს.

ცირეკიძე ამბობს, რომ ახალმა მწვრთნელმა ჩვენი გუნდის სათამაშო სტილში მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანა:

“აქამდე ჩვენი სტილი შეტევითი თამაში არ ყოფილა. ძალიან ბევრ დროს ვატარებდით დაცვაში და ბევრი ბოჭვა გვიგროვდებოდა. ახლა ეს ყველაფერი შეიცვალა და ვცდილობთ შეტევაში მეტი დრო გავატაროთ, მოწინააღმდეგე წნეხში ვამყოფოთ. სჯობს შეტევაში დაიხარჯო, ვიდრე დაცვაში ორმაგად, რადგან დაცვას ბევრი ენერგია მიაქვს. ამასთან, აქცენტი სწრაფ თამაშზე კეთდება და გნებავთ ოფლოუდებზე, ანაც ფეხით თამაშზე, არანაირი შეზღუდვა არ გვაქვს”.

„რაც შეეხება ახალგაზრდა მოთამაშეებს, ისინი გუნდს კარგად შეეწყვნენ და მარტივად აუღეს ალღო ვარჯიშებს. ცდილობენ ლაღად ითამაშონ და გუნდისათვის სასარგებლო მოთამაშეები იყვნენ. მათი ჩართულობა ძალიან გვეხმარება, განსაკუთრებით ტრავმების ფონზე და ყველა მათგანს ეტყობა უდიდესი მოტივაცია“.

‘ოსფრიზთან’ მოლოდინები

‘ოსფრიზი’ საქართველოში კარგ ხასიათზე მოდის. რაგბის გაერთიანებულ ჩემპიონატში მან უკვე მოასწრო სამი შეხვედრის ჩატარება და სამხრეთ აფრიკაში განცდილი ორი მარცხის შემდეგ, ბოლო ტურში უელსურ დერბიში ‘დრაგონსი’ სტუმრად 38:31 დაამარცხა.

“მეტოქის შესწავლა მიმდინარეობს და ვცდილობთ არცერთი დეტალი არ გამოგვრჩეს. ის სწრაფი და ძლიერი მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, რომლებიც მუდამ ცდილობენ წნეხი მეტოქეზე გადაიტანონ - ასრულებენ საბრძოლო დარტყმებს და აქტიურობენ რაქში ღლეტვაზე” - ამბობს ცირეკიძე და აგრძელებს:

“მაგრამ ჩვენი გუნდის თითოეულ მოთამაშეს, ორშაბათიდან თავში მხოლოდ ის უტრიალებს, რომ შაბათის შეხვედრა უნდა მოვიგოთ. ყველა ვარჯიშზე სულ უფრო ვრწმუნდებით, რომ ეს შეგვიძლია! ამ კუთხით ძალიან დიდ როლს თამაშობს გულშემატკივარი. მათი ოვაციები და მხარდაჭერა, მოედანზე მყოფებს მოტივაციას და სტიმულს გვმატებს და იმედია, შაბათს სავსე “ავჭალაზე” მოგვიწევს თამაში”.

Rugby.ge

რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
"ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მხარი ამოიგდო" - ილია თოფურია ალექსანდრეს მარცხს გამოეხმაურა
თბილისში გამომგზავრებამდე "ხეტაფე" საზონოვის გარეშე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
[VIDEO] ნუ გააბრაზებთ "ბარსელონას" - კატალონიურმა გრანდმა მიქაუტაძის "ვილიარეალს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"შავი ლომი" | ჩელენჯ თასის პირველ ტურში "ოსფრიზმა" გვაჯობა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"