2026/27 წლების სეზონის ჩელენჯ თასის პირველ მატჩში, გაერთიანებული რაგბის ჩემპიონატის უელსურმა გუნდმა ‘ოსფრიზმა’, “ავჭალაზე” ‘შავ ლომს’ ორის წილ შვიდი ლელო გაუტანა და 39:14 გაიმარჯვა.

სტუმრები ფაქტობრივად ყველა კომპონენტში უპირატესობას ფლობდნენ. ისინი მაღალ ტემპში ბურთაობდნენ, სივრცეებს პოულობდნენ და საკუთარ შესაძლებლობებს კარგად იყენებდნენ. მასპინძლებმა ტაიმში თითო ლელო გაიტანეს, რომელთაგან პირველი განსაკუთრებით კარგი სანახავი იყო, მაგრამ გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.

უელსელებმა საწყის 12 წუთში სტატიკური ფაზებიდან ორი ლელო გაგვიტანეს. მათ ჯერ 5-მეტრიანი დერეფნიდან კარგად გათამაშებული კომბინაციის შემდეგ მოლი დააყენეს და მიზანს გვილიმ ევანსმა უწია, მერე კი 5-მეტრიანი შერკინებიდან მორგან მორსმა შეუტია და მისი შეჩერება ვერ მოვახერხეთ.

ტაიმის შუაში ჩვენი გუნდის ჰავბეკმა გიორგი სპანდერაშვილმა გაიბრწყინა. მან შერკინებიდან გამოსული ბურთი მიიღო, ცრუმოძრაობებით გვერდი რამდენიმე მცველს აუარა, დაახლოებით 25 მეტრი დაფარა და ძელებსშუა შეფრინდა. ლუკა ცირეკიძემ გარდასახვით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა. შესვენებამდე ‘ოსფრიზმა’ კიდევ ორი ლელო მიითვალა, ერთი გარდასახვა გამოიყენა და ტაიმი 22:7 დასრულდა.

მეორე ტაიმის დასაწყისში თავისუფალი ჯარიმის სწრაფად გათამაშების შემდეგ ლელო ალამთან მივიღეთ, 50-ე წუთზე კი ხაზის გაჭრის შემდეგ სტუმართა კვაჭმა ლუის ჰლოიდმა ხაზი გაჭრა და ლელომდე ირბინა. ტაიმის შუაში ხაზის გაჭრას სტუმართა მეშვიდე ლელო მოყვა, რაზეც მატჩის მიწურულს ოთარ გიორგაძემ უპასუხა. ის მოლს დროულად მოწყდა და ფიზიკური მონაცემების გამოყენებით მიზანს უწია, ცირეკიძეს გარდასახვამ კი საბოლოო შედეგი დააფიქსირა - 14:39.

‘შავი ლომი’ ჩელენჯ თასის მეორე ტურის შეხვედრას 13 დეკემბერს საფრანგეთში გამართავს. ის “სტად ფელიქს მაიოლიზე” ტოპ 14-ის ერთ-ერთ გრანდ ‘ტულონს’ ეწვევა.

თბილისი. „ავჭალა“

შავი ლომი (საქართველო) - ოსფრიზი (უელსი) 14:39 (7:22)

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. ლუკა ტაბატაძე, 12. დათა ახვლედიანი, 11. რომა მახათაძე, 10. გიორგი ბაბუნაშვილი, 9. გიორგი სპანდერაშვილი;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. ირაკლი ქვათაძე, 3. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი (კაპ.), 5. მაიკლ ქარი, 6. ლუკა ნარსია, 7. ლაშა ციხისთავი, 8. ლეავასე პოტუ.

მარქაფა: 16. ვახტანგ ჯინჭარაძე, 17. გიორგი მამაიაშვილი, 18. გიორგი ჩხარტიშვილი, 19 ლადო ჩაჩანიძე, 20. სანდრო მამამთავრიშვილი, 21. ოთარ გიორგაძე; 22. თემურ ძოძუაშვილი, 23. ოთარ მეტრეველი.

Rugby.ge

შიშველი სიმართლე
ქართული რაგბი დოპინგ-სკანდალის შემდეგ დასრულდა!

რაგბი არასოდეს მითამაშია და საპნიან ბურთზე ვერაფერს ვიტყვი,მხოლოდ ხელზე წებოს წასმაზე წამიკითხია,მაგრამ ტაბუცაძის თამაშზე ყურადღების გამახვილება,ძალიან მომწონს.ორჯერ პირადად გვიხსნა ლელოსაგან.სხვა საქმეა,რომ რაც ეს მწვრთნელები მოვიდნენ,მსოფლიოს ერთერთ საუკეთესო მელელოვეს,ფაქტობრივად მელელოვის ფუნქცია დაეკარგა და თავის ანგარიშს ვერაფერი შემატა.ტრავმაც ჰქონდა,მაგრამ მხოლოდ ტრავმა არ უნდა იყოს მიზეზი.ეტყობა მწვრთნელები დაცვაში მისი თამაშის გაუმჯობესებაზე აკეთებენ აქცენტს,მაგრამ მისი მთავარი კოზირი,სისწრაფე და შეტევის დაგვირგვინება იყო,რაც ძალიან გაიშვიათდა.მის ამ უნარს ვეღარ,ან აღარ ვიყენებთ!
გიორგი
უღიმღამო თამაშს რომ შევეშვათ, მწვრთნელმა არაფერი უნდა გვითხრას გულშემატკივრებს? გრძელდება ეს იდიოტური პოზა "რაგბის თემმა უკეთ ვიცითო", ანუ თქვენი საქმე არ არის რას ვჩალიჩობთო. მგონი ქართული რაგბი ერთადერთია, სადაც ყველაფერი გასაიდუმლოებულია. მარტო შედეგია თვალნათელი და სავალალო.
პაატა
კაი ხოშიანი მაყუთი იჭრება ამ კლუბით, შედეგი ვის რაში ადარდებს?

ცალკეული მორაგბეები ცდილობდნენ,გუნდი არც ამჯერად იყო.ასეთი უსუსური დაცვა და უიდეო შეტევა,ალბათ არასოდეს გვყოლია.ჯერ ასისტენტი ხელმძღვანელობდა გუნდს,მერე ბრონკანიც მოვიდა და ამასობაში რამდენი ხანი გავიდა.სასიკეთო რა გამოჩნდა?ამდენი მოსამზადებელი თამაში ვითამაშეთ და ისევ საქართველოს ჩემპიონატის სისწრაფეები,უაღრესად სუსტი ტექნიკა და ნელი აზროვნება,პასიური დაცვა და შეტევა.რაც მთავარია,გუნდში საბრძოლო სულისკვეთება აღარ იგრძნობა და ვერც შესაძლებლობებს ვიყენებთ.ამდენი ხანია გუნდს ეს ხალხი ხელმძღვანელობს და უკვე რაღაცა უბ~ნდა შესტყობოდათ.ჯერ ჯერობით მხოლოდ უარესობა გვეტყობა და არც გაუმჯობესების რაიმე ნიშანი ჩანს.ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვხედავ.ვფიქრობ,გუნდმა ვერ მიიღო ხელმძღვანელობა,არ ესმის მათი იდეების და ამიტომ,მათი თამაშიც სულ უფრო გულგრილი და უნებისყოფო ხდება.ვფიქრობ მათი დატოვება,მხოლოდ დროის დაკარგვა და უკუსვლის გაღრმავება იქნება.თუ მორაგბეებს მწვრთნელების არ სჯერათ,მორაგბეებს ვერავინ შეგვიცვლის და ისევ მწვრთნელები უნდა შეიცვალონ. სახარე ხბოს,სასკორავში შეეტყობაო!ესენი სახარეები არ არიან.
გიორგი
სასიამოვნოდ გამაკვირვა ტაბუცაძის ბოჭვებმა. ძალიან მომატებული აქვს დაცვაში, ყოჩაღ! გასაპნული ბურთით ვარჯიში ძალიან მოეხმარება მას შეტევაში მომატებაში. ხშირად ბოლო მომენტში უვარდება ხოლმე ბურთი რაც საწყენია. კარგ მორაგბეს ბურთი ხელზე მიწეპებულივით უნდა ჰქობდეს
გიორგი
ის ზელანდიელი ავარჯიშებდა გასაპნული ბურთის დაჭერაში და შედეგიც იყო. სასწაფოდ უნდა დაუბრუნდნენ ამგვარ ვარჯიშებს. რამდენი ლელო გავუშვით ცუდად მიღებული პასის შემდეგ, უფრო სწორად - ვერ დაჭერილი პასის შედეგად? მოკლედ, ინდივიდუალური ოსტატობა კარგა გვარიანად აკლიათ ბიჭებს.
რეზო
სპანდერაშვილი ჰაფბეკია თუ სქრავჰაფი? 9 არ არის? მშვენიერი 9აა. იყო კომპონენტი რომელშიც ვაჯობეთ და თან მაგრა-დანიშნული შერკინება. დანარჩენში უშანსოდ ვიყავით. ამდენი კარგი მოსამზადებელი თამაშიც მერე მეტს ველოდი, მაგრამ არა უშავს. რაც თამაშები გვქონდა ჩელენჯზე მოგებული, არცერთი არ გვქონია გუნდთან რომელიც ძირითადი გუნდით გვეთამაშა, ასე რომ პატივისცემა უკვე დავიმსახურეთ. ხაზის გადახალისება აუცილებელია. ვნახოთ რა შედეგებს მოიყანს ბრონკანის ლაბორატორია. ერთადერთი რაც ვერ გავიგე- ამ ლეგიონერების დანიშბულება. ორივე ძალიან დაბალი დონისაა
რაგბის კავშირმა და მაისაშვილმა თანამშრომლობა დაასრულეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ნიკა ამაშუკელი - ტოკიო, ლონდონი და გენუა
საშობაო საჩუქარი - კარდინალე თავის ერთ-ერთ საყვარელ ფეხბურთელს კონტრაქტს უხანგლძრივებს და გაუმჯობესებულ გასამრჯელოსაც დაუნიშნავს
"ვიბრძვით იმისთვის, რომ გადავრჩეთ" - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" მდგომარეობაზე ისაუბრა
"მისი მომავალი მნიშვნელოვანია, თუმცა..." - "ბაიერნის" დირექტორმა ახალგაზრდა ფეხბურთელზე ისაუბრა
ვართანოვი და თვაური სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიისა და კვიპროსის მატჩს მოემსახურებიან
[VIDEOS] ბითაძის ჩხუბი NBA-ის ყოფილ ჩემპიონთან და "ორლანდოს" მარცხი "ვაშინგტონთან"
"ეს ამბავი ზედმეტად გაბუქდა. დაღესტანში ყოველდღე ჩხუბობენ. საქართველოში კი მერაბი სამარცხვინოდ მოიქცა" - ისლამ მახაჩევი
"ბრძოლის პირველივე წუთებში ჩემმა ძმამ მხარი ამოიგდო" - ილია თოფურია ალექსანდრეს მარცხს გამოეხმაურა
თბილისში გამომგზავრებამდე "ხეტაფე" საზონოვის გარეშე "ატლეტიკოსთან" დამარცხდა
ათენში ჩასულ საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ლეგიონერები შეუერთდნენ
[VIDEO] კვერნაძის 62 წუთი - "ფროზინონე" "მილანთან" განადგურდა
[VIDEO] პოჩეტინოს კოშმარული დებიუტი - რა ეშველება "მანჩესტერ იუნაიტედს"?
ზაბირის ძალისხმევით "რასინგმა" "სოსიედადს" მოუგო - გულიაშვილი სათადარიგო იყო
სათადარიგო ჩაკვეტაძე და "უდინეზეს" ფრე "ბოლონიასთან"
[VIDEO] ნუ გააბრაზებთ "ბარსელონას" - კატალონიურმა გრანდმა მიქაუტაძის "ვილიარეალს" თამაში 0:2-დან შემოუტრიალა
ყველაზე უარესი დადასტურდა - დუეს მხარდაჭერა კვარაცხელიამ გამოუცხადა
პსჟ მზადაა შევალიე ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაასხვისოს
ფლიკმა "ბარსელონას" ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე ორი ფეხბურთელის დამატება სთხოვა
"ეს კლუბისთვის შეუფერებელია" - ფერდინანდმა "ბაიერნი" გააკრიტიკა და მუსიალა დაიცვა
[VIDEO] ასეთ მესის ხშირად ვერ ნახავთ - არგენტინელი ძალიან გააბრაზეს
"თუ ისინი გაიფიცებიან, ნახავთ როგორ გაათავისუფლებენ ინფანტინოს" - როტენმა მესის, რონალდოსა და მბაპეს მიმართა
"შავი ლომი" | 42 მორაგბით ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ლუკა ცირეკიძე მოსამზადებელ ეტაპსა და მომავალ შეხვედრაზე
"შავმა ლომმა" სამხრეთ აფრიკის ვიცე-ჩემპიონს სძლია
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
"შავი ლომი" | ბრონკანის სადებიუტო რაზმი ჩელენჯ თასზე
"შავი ლომი" | ახალი სახეებით "ჩიტასთან"