სენაკში მუნიციპალიტეტის გამგეობის თაოსნობით ლელობურთის ფედერაცია დაფუძნდა, რომლის პრეზიდენტად გურამ მისაბაშვილი აირჩიეს
საყოველთაოდ ცნობილია, რომ სპორტის ხალხური სახეობებისა და თამაშობების მასობრიობა, აადვილებს ინტეგრაციას სპორტის საერთაშორისო სახეობებში. ისიც კარგადაა ცნობილი თუ რაოდენ დიდ ინტერესს იჩენდა ოდიდგანვე ქართველი კაცი სპორტის ძირძველი სახეობების მიმართ.

ცხენოსნობა, ჭიდაობა, ლელობურთი მათი ცხოვრების სულიერი საზრდო და ყოფის მუდმივი თანამდევი იყო. სწორედ ამიტომ, განსაკუთრებით დასაფასებელია ბოლო დროს რამდენიმე რაიონის ხელმძღვანელთა დაინტერესება ჩვენი ეროვნული საუნჯისადმი.

სენაკში მუნიციპალიტეტის გამგეობის თაოსნობით დაფუძნდა ლელობურთის ფედერაცია. შეგახსენებთ, რომ საქართველოში ლელობურთს 2500 წლიანი ისტორია აქვს.

დამფუძნებელ სხდომას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმართველობის, სასწავლო დაწესებულებების, ლელობურთის გუნდების, საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები. ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მისაბაშვილი, ვიცე- პრეზიდენტად სამეგრელოს რეგიონის რაგბის კავშირის თავჯდომარე დავით კილასონია. ჩამოყალიბდა გუნდები, რომლის წევრებიც დავით კილასონიას მეთვალყურეობით დგამენ პირველ ნაბიჯებს.

ამ ღირსეული საქმით საფუძველ ჩაეყარა ტრადიციული სახეობებისადმი ზრუნვას და ახალგაზრდებაში სასკოლო ასაკიდან ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას.

როგორც ფედერაციის დამფუძნებლებმა განაცხადეს, უახლოეს მომავალში რამოდენიმე ღონისძიების ჩატარება იგეგმება. დევიზი: "სპორტის ეროვნული სახეობები ქართული სპორტის სამსახურში!" უკვე რეალურად ამოქმედდება.

კარგი იქნება თუ ტრადიციულ სახეობებს სხვა რეგიონებში, ქალაქებსა რაიონებშიც მიექცევა ყურადღება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ეროვნული სულისკვეთების გაძლიერებას და ქართული სპორტის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ბესიკ გვაზავა სენაკიდან

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა