ბოლო დროს საქართველოს ნაკრების მუდმივი მეტოქე, რუმინეთის ნაკრები, ოდესღაც მსოფლიოს ელიტის სრულუფელებიანი წევრი
რუმინული რაგბი 2013 წელს ასი წლისთავს იზეიმებს. ბოლო დროს საქართველოს ნაკრების მუდმივი მეტოქე, რუმინეთის ნაკრები, ოდესღაც მსოფლიოს ელიტის სრულუფელებიანი წევრი იყო და ბობოლა სარაგბო ქვეყნების გუნდებს წარმატებით უმკლავდებოდა.

ოვალური ბურთით თამაში რუმინეთში პარიზიდან დაბრუნებულმა სტუდენტებმა შეიტანეს. პირველი კლუბი 1913 წელს დაარსდა და მალე, ბუქარესტში კლუბების სოკოებივით სწრაფად გამრავლდნენ. მომდევნო წელიწადს რუმინეთის დედაქალაქში ერთბაშად 17 გუნდი დაარსდა.

პირველი საერთაშორისო შხევედრა რუმინელებმა 1919 წელს ამერიკის შეერთებული შტატების ნაკრებთან გამართეს. მეტიც, 1924 წლის ოლიმპიადზე პარიზში, რაგბიში ერთმანეთს ოქროს მედლებისთვის სამი გუნდი ეჯიბრებოდა, მათაგნ ერთი რუმინეთის ეროვნული ნაკრები იყო. "სტეჟარიმ" მაშინ საფრანგეთის ნაკრებთან 3:59 წააგო, ხოლო მერე ამერიკელებთანაც დამარცხდა მშრალი ანგარიშით -0:39, თუმცა ბრინჯაოს მედლის მფლობელი მაინც გახდა.

ქვეყანაში კომუნსიტური რეჟიმის დამყარების შემდეგ, რუმინულმა რაგბიმ დიდი პროგრესი განიცადა.

კომუნისტებისთვის სპორტი იდეოლოგიური ბრძოლის იარაღი იყო. როცა სოცქვეყნები სპორტის სხვადასხვა სახეობებში წარმატებებს აღწევდნენ და "ლპობად კაპიტალისტურ" ქვეყნებს უგებდნენ, ეს იმის დამამატკიცებელი საბუთი იყო, რომ კომუნისტური იდეოლოგია კაპიტალისტურს სჯობდა. ამიტომ სოცქვეყნებში და მათ შორის რუმინეთშიც სპორტს დიდი ყურადღება ეთმობოდა.

თუმცა, რუმინული რაგბის წინსვლა პირდაპირ კავშირში მანც კაპიტალისტური სამყაროს წარმომადგენლებთანაა. გასული საუკუნის ორმოციან და ორმოცდაათიან წლებში რუმინელებმა ფრანგი სპეციალსტები მიიწვიეს და ოვალური ბურთის ბედი ამ ქვეყანაში მათ მიანდეს. არჩევანმა, ცხდია, გაუმართლათ. მალე "სტეჟარიმ" თვით საფრანგეთის ნაკრებსაც სძლია, რომელიც ევროპის ხუთი წამყვანი სარაგბო ერის ერთ-ერთი ლიდერი იყო.

პარადოქსია, მაგრამ ამდენი წლის მერე, რუმიენთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ფრანგი რობერ ანტონენია და, ცხადია, მწვრთნელთა შტაბის წევრთა უმრავლესობაც ამ ქვეყნიდანაა.

რუმინეთის ნაკრებმა ფრანგებს პირველად 1960 წელს მოუგეს, 1976 წელს კი "მუხის ფოთელბმა" ტურნე მოაწყვეს ახალ ზელანდიაში. ნელ-ნელა გუნდი ძალებს იკრებდა. 1979 წელს კარდიფში, "მილენიუმზე" "სტეჟარიმ" მხოლოდ ერთი ქულის სხვაობით დათმო მატჩი უელსის საკმაოდ ძლირ გუნდთან 12:13.

მომდევნო წელიწადს კი რუმინელებმა საფრანგეთის ნაკრები ბუქარესტში მშრალი ანაგარიშით 15:0 დაამარცხეს, ხოლო დუბლინში, ლეგენდარულ "ლენსდაუნ როუდზე" ირლანდიის ნაკრებთან მატჩში ფრეს მიაღწიეს - 13:13.

კიდევ უფრო დიდ წარმატებას მიაღწია რუმინეთის ეროვნულმა გუნდმა 1983 წელს. "სტეჟარიმ" ბუქარესტში უელსის ნაკრები საკმაოდ დამაჯერებლად 24:6 დაამარცხა, მომდევნო წელს კი პირველად სძლია შოტლანდიის ნაკრებსაც - 28:22.

"მუხის ფოთლებმა" აქამდე გამართულ მსოფლიოს თასის ყველა გათამაშებაში იასპარეზეს, თუმცა რაიმე მეტნაკლებად სერიოზული წარმატებისთვის არ მიუღწევიათ. გასული საუკუნის 90-იან წლებში კი სულაც კრიზისი დაეწყოთ და მის ნაცვლად ევროპელმა ბობოლებმა მეექვსე ერად იტალიის ნაკრები მიიღეს.

2000 წლიდან "სტეჟარი" ევროპის ერთა თასის გათამაშებაში, ანუ მეორე ექვს ერში თამაშობს. პირველივე ტურნირი მათ იოლად მოიგეს, თუმცა მომდევნო წელს ერთა თასი საქართველოს ნაკრებმა წაართვა, რომელიც იმ დროისთვის მზარდი, ახალი სარაგბო ქვეყანა იყო.

მას შემდეგ რუმნეთის ნაკრებთან ჩვენ გუნდს ყოველ წელიწადს უწევს ასპარეზობა. საქართველოს ნაკრებს "სტეჟარისთან" სულ თოთხმეტჯერ უთამაშია და მხოლოდ ექვსჯერ მოუგია.

რუმინეთის იმ ნაკრებში, რომელიც მსოფლიოს თასეზე იასპარეზებს, რამდენიმე გამოცდილი მოთამაშეა. მათ შორის ყველაზე მაღალი დონის და შესაბამისად ყველაზე საშიშნი, შერკინების კვაჭი მარიუს ტინკუ და მესამეხაზელი ოვიდიუ ტონიცა არიან.

საკმაოდ სერიოზულ ძალაა "მუხის ფოთლებისთვის" მეორეხაზელი კრისტიან პეტრე და ფულბეკი იულიან დუმიტრაში. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ რუმინელებს საგრძნობლად დაეტყობათ მესამეხაზელის, ალექსანდრუ მანტასა და მეორეხაზელის სორინ სოკოლის არყოფნა. მანტამ ნაკრებში თამაშზე უარი თქვა, სოკოლს კი კონფლიქტი აქვს ნაკრების მწვრთნელ რომეო გონტინიაკთან.

ახლახან ცნობილი გახდა, რომ ახალ ზელანდიაში გამგაზვრებაზე ბოლო მომენტში უარი განაცხადა გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, გარემარბმა კატალინ ფერკუმ, რის მიზეზადაც თვითმფრინავით ფრენისადმი შიშს შიში დაასახელა.

რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებების დაპირისპირება 28 სექტემბერს პალმერსტონში გაიმართება.

რუმინეთის ნაკრები

შერკინება: ნიკოლაე ნერე, მიჰაიტა ლაზარი, სილვიუ ფლორეა, დრაგოშ დიმა, პაულიკა იონი, მარიუს ტინკუ, ბოგდან ზებეგა, ანდრე რადოი, ვალენტინ ურსაკე, კრისტიან პეტრე, ვალენტინ პოპირლანი, კოსმინ რატიუ, ოვიდიუ ტონიცა, მიჰაი მაკოვეი, დანიელ კარპო, დანიელ იანუსი, სტელიან ბურეა.

უკანა ხაზი: ლუჩან სირბუ, ვალენტინ კალაფეტეანუ, დანიც დუმბრავა, იონუც დიმოფტე, ჩაბა გალი, კონსტანტინ გეარა, იონელ კაზანი, ადრიან აპოსტოლი, მადალინ ლემნარუ, სტეფან ჩუნტუ, ფლორინ ვლაიკუ, იულიან დუმიტრაში, კატალინ ნიკოლაე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

We Talk Rugby: საქართველოს ნაკრებს იტალიის დასამარცხებლად მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი ჩაუდგება სათავეში?
რიჩარდ ქოქრილმა ბორჯღალოსნებისა და "შავი ლომის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა - ვინ შეცვლის ინგლისელს?
რაგბის ფედერაცია ქოქრილის შეცვლას გეგმავს - კანდიდატი ცნობილია
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა