კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის მეორე ტურში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „მიალბისთან“ გამარჯვება ხელიდან გაუშვა - 1:1.

პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, უფრო სახიფათო მომენტები სტუმრებმა შექმნეს, თუმცა გოლი ვერცერთმა გუნდმა ვერ გაიტანა. შესვენების შემდეგ საჯარიმოში შეჭრილი სიხარულაშვილი გრანატმა წააქცია და მასპინძლები პენალტით ჯინჯოლავამ დააწინაურა. მეტოქემ სახიფათო შეტევებით გვიპასუხა, გუსტაფსონის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა, სამუელსონს მაკარიძემ არ გაატანინა, პეტერსონმა კი ანგარიში გაათანაბრა და საბოლოო შედეგი დააფიქსირა.

„იბერია 1999“-მა ტურნირზე პირველი ქულა მოიპოვა და მომდევნო მატჩს 6 ნოემბერს, გასვლაზე „კოპენჰაგენთან“ ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 - მიალბი 1:1

გოლები: 1:0 ჯინჯოლავა (55, პენ), 1:1 პეტერსონი (89)

იბერია 1999: მაკარიძე, ქობულაძე, ამისულაშვილი, სელიმოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (ბართიშვილი 80), სიხარულაშვილი, კაფე (ტიბუე 61), ნაჭყებია (კუცია 72), ძაგანია (ალჰასანი 80)

კახა ბრძენს
ჩვენ ვსაუბრობთ ,კონკრეტულ მომენტში, კონკრეტული გუნდების მდგომარეობაზე საკუთარ ჩემპიონატებში და შესაბამისად მათ სათამაშო ფორმაზე და არა წარსულ რეგალიებზე და დამსახურებებზე.გაიგე რამე? მეტი არაა ჩემი მტერი!
კახა
ვიდრე ახალი სეზონი არ დამთავრდება ტიტულით ამ წუთას მალმიო ითვლება მოქმედ ჩემპიონად.ბრძენო!
QT
არ არის ეგრე-ს. სწორედსც რომა ეგრეა, 4 მილიონის ფეხბურთელებზსი დახარჯვას არავინ ითხოვს. 6 თვით ნორმალური 4-5 ფეზბურთელის ჩამოყვანას მაქსიმუმ ნახევარი მილიონი ეყოფოდა და სათადარიგო სკამი რომ ძლიერი გაქვს დს გუნდში კონკურენციაა არავისთვისაა საწყენი, მითუმეტეს გუნდში არსებული ფეხბურთელებისთვის.
იდეა
მაქვს ასეთი იდეა, იქნებ იბერიამ მომდევნო სახლის თამაში ბათუმში ჩაატაროს ( ტექნიკურად თუ არის ამის შესაძლებლობა) და ნახავთ რამდენი მაყურებელი მივა სტადიონზე და გაამხნევებს ჩვენს ფეხბურთელებს.
ამბაკო
წარმოვიდგინოთ ასეთი რამ: ახლად მოსული ერის პატრიოტი თავკაცი დაესწრო გუშინდელ თამაშს. დამთავრების შემდეგ რა გადაწყვეტილებას მიიღებდა? 1) ან აკრძალავდა ფეხბურთს საქართველოში და გამოაცხადებდა ერისთვის საშიშ და დამღუპველ ბოროტებად , 2)ან დაავალებდა მავანს ,ფუნდამენტურ ,საბაზისო ცვლილებების განხორციელებას, მიდგომების შეცვლას ,რათა დავდგომოდით იმ გზას ,რომელიც ნამდვილ ფეხბურთამდე მიგვიყვანდა.
guga-ს
თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ სოფელზე და მის ფეხბურთზე,რა თქმა უნდა ადრინდელზე(ახლა სოფლებში ხალხი აღარ ცხოვრობს ,მითუმეტეს ახალგაზრდობისგან მთლად დაცლილია).ესენი ,ჩემ ფეხებს მოუგებდნენ იმ ბიჭებს და სწორედაც ,რომ ფიზიკურად გადაურბენდნენ.ისინი 90 წუთის განმავლობაში შეუჩერებლად დარბოდნენ ქარაშოტებივით.მინახავს და ჩემ თავზეც გამომიცდია.
ჰ
თუ ფეხბურთს არ უყურებ, რას კოენტატორობ ბიჭო, რა უფლება გაქვს
კახა-ს
ის გუნდი შვედეთის ჩემპიონი შარშან იყო,ახლა კი გასავარდნ ზონასთან ტრიალებს.იბერიაც ჩემპიონია და ახლაც ჩემპიონობისთვის იბრძვის. ხედავ განსხვავებას? _____ უმადურობა ის კიარ არის ,რომ სტადიონზე არ მივედით (რომ მივსულიყავი საკუთარ თავს ვერ ვაპატიებდი) ,არამედ ვინც მივიდა ფეხბურთის ნაცვლად "სვარკა" ,რომ აყურებიეს.
guga
ასეთი ფიზიკური მომზადებით სოფლის პირველობას გაქაჩავთ კიბატონო.
GOAT-ს
ხალხი ფეხბურთზე დადის შეჯიბრისა და სანახაობისათვის .შენ თუ დადიხარ საქ.ჩემპიონატის თამაშებზე და ამ სვარკებს უყურებ ,ჩემი სიდედრის დონეზეც ვერ ყოფილხარ(ის სვარკას არ უყურებდა).
თბილისი საერთოდ კატასტრფაა
ჩვენი ფეხბურთის კვარაცხელიას სექტად გადაიქცა, ეს დღეები კი გლოვის დღეებათ აქვთ გამოცხადებული, რა ეფეხბურთებოდათ დდდ
ზვიადი
ბართიშვილს არავინ თხოვდა თამაშის მოგებას და ლიდერობას, 17 წლის ბიჭი 10 მეტრს რომ ვერ დარბის ესაა პრობლემა! ტალანტი არ ვიცი და არაბიძის ისე რა შემცვლელი კი იზრდება (არაბიძე ჯარიმებს მაინც იტანს). იმედია ვცდები და მართლა დადგება ისეთი ფეხბურთელი როგორიც ყველას გვინდა!
ჰ-ს
თავისი სამშობლო და ქალაქი ვისაც ბოსელად ეჩვენება, თვითონ იქნება ბოსელში გაზრდილი.

ანდრია ბართიშვილი საქართველოს ნაკრების წევრია და როდესაც შეცდომას უშვებს,ვიღაცამ რომ მიუთითოს,სრულიად ბუნებრივია.თვითონაც მიხვდებოდა,რომ შეცდა და მეც ცალკე გამოვყავი,რომ მას შეეშალა,მაგრამ სხვებმა რაც გააკეთეს,ქართველი კომენტატორების ჩათვლით,მაგას სხვა რამე ჰქვია.ეტყობა ამას ყურადღება არ მიაქციეთ.ანდრია 18 წლისა რომ გახდება,ინგლისში წავა და პირდაპირ არსენალში,ძირითადში რომ არ დააყენებენ,მგონი ყველასთვის ცხადია.გუნდთან ერთად ავარჯიშებენ,შეხედავენ და მერე ან აკადემიაში გააგრძელებს,იმ ნაკლოვანებების გამოსწორებას,რაც აქვს,ან კიდევ უფრო სუსტ გუნდში გაუშვებენ,სათამაშო პრაქტიკის მისაღებად და ინგლისთან შესაგუებლად.ბრიტანულ ფეხბურთში განსაკუთრებული ფიზიკური მომზადება და კუნთური მასა უნდა გქონდეს,რომ ძლიერ გუნდში მოხვდე.სიმართლე ვთქვა,ძალიან მეშინია,რომ აქაურ დატვირთვებზე მიჩვეული სხეული,იქაურ დატვირთვებს ტრავმით უპასუხებს.იმედი ვიქონიოთ,რომ ნელნელა შეაჩვევენ დატვირთვებს და შეგუების პროცესი უმტკივნეულოდ ჩაივლის.ისიც ცხადია,რომ იქ განსაკუთრებულად ფერობას არავინ დაუწყებს და თვითონვე თუ არ მოსთხოვა საკუთარ თავს მაქსიმალური ინტენსიურობა,გზას ვერ გაიკვალავს.ძლიერი კლუბები მრავალ ნიჭიერ ფეხბურთელს ყიდულობენ იაფად და გზადაგზა გაცხრილვის გზით იტოვებენ საუკეთესოებს,სხვები კი,უფრო სუსტ გუნდებში გაიყიდებიან.არც თქვენ,არც მე არც სხვებს,არავის უნდა 18 წლის ბიჭები უცხოეთში გარბოდნენ,მაგრამ 20 წლამდე საქართველოში თუ დარჩა,მერე უკვე დაგვიანებული შეიძლება აღმოჩნდეს წასვლა,რადგან ვინც უფრო გვიან მიდის,დატვირთვებს მიუჩვეველი ორგანიზმი,იქაურ მოთხოვნებს ვეღარ უძლებს და თითქმის ყველას ტრავმიანობა ეწყება.20 წლის ბიჭი ხომ უკვე ჩამოყალიბებულ ფეხბურთელად აღიქმება და თავიდანვე თუ ვერ ითამაშა,მერე,ფაქტობრივად ძირითადის კარი ეკეტება და გუნდიდან უშვებენ.დღევანდელი რეალობა ასეთია,ამაშიც და დანარჩენშიც,რასაც თქვენ შეეხეთ,მოგვწონს ეს თუ არა.
ვოოტ
რუსოფობი არ გახლავართ, პატივცემულო, თუნდაც იმიტომ, რომ ნებისმიერი სახის ფობიებისთვის უკვე საკმაოდ ბებერი ვარ... ის ფაქტი, რომ ქართულმა სულმა რუსულ წიაღში გამოიზამთრა 200 წლის განმავლობაში, სულაც არ უარყოფს იმას, რომ ყელზე რუსული ჩექმა გვედგა, პირიქით, მე თუ მკითხავ, სწორედ იმიტომაც " გადავრჩით, გავძლიერდით და განვვითარდით, რომ ის წყეული ჩექმა ზედ საძილე არტერიაზე გვქონდა დაბჯენილი და ზედმეტად გასაქანს არ გვაძლევდა... შენს მიერ ხსენებული ბოლო 35 წლიანი დამოუკიდებლობაც, რომელიც მხოლოდ ქვეყნის ნგრევასა და ერთმანეთთან ბრძოლას შევალიეთ და რასაც ჯერ დასასრული არ უჩანს, სწორედ ემაგ ჩექმის მართებულობაზე მეტყველებს... მეორეს მხრივ კი, შევარცხვინე ყველა ჩექმისთვის დაბადებული ერი, თუ დამოუკიდებლად გადარჩენა არ გვიწერია, მაშინ არც დამოუკიდებლად არსებობას ვიმსახურებთ და არც ერად ყოფნას...
არაფერი გეშველებათ
სექტანტი, ნომრით 566, გამოვლინდა
გიზოგ
ფეხბურთი უპირველესად სანახაობაა და ამიტომ დადის მაყურებელი. ამათი თამაში არც სპორტია და არც სანახაობა. პერსონალურად ფებურთელზე საუბარი არ მსიამოვნებს და ამიტომ თავს შევიკავებ, მაგრამ დავწერ, რომ ამ შემადგენლობით გუნდმა როგორ უნდა ითამაშოს?
გიზოგ
საინტერესოა ეს ე. წ. ფეხბურთელები, თავიანთ თამაშს არუყურებენ. და თუ უყურებენ არ სცხვენიათ. იქნებ წაიყვანონ 10-12 წლის ბიჭების თამაშის სანახავად, რომ დაფიქრდნენ სადამდე არიან დასულები. კაცის აყვანა ვერ უნდა ისწავლონ, ჯგუფად, რომ დადიან და როცა თავისუფალი მეტოქე ბურთს მიიღებს და მერე მირბიან მასთან. ელემენტარული ტექნიკა ხომ უნდა გააჩნდეთ. ან იქნებ გააჩნიათ კიდეც და ვარჯიშიდან თამაშზე ვერ გადმოაქვთ. თუმცა ნაკრებმაც მასე ითამაშა და ამათ რაღა მოეთხოვებათ.
გიზოგ
„23 წელი ველოდით ამ დღეს როცა ქართული გუნდი ევროტურნირებზე მოხვდებოდა და თამაშის სანახავადაც არ მივედით“, არ მივედით რამოდენიმე საბაბით: ასეთი ფეხბურთის სანახავად მაყურებელი სტადიონზე არ დადის, 2. ყველასთვის ცნობილია, რომ სტადიონი გვაქვს ძნელად მისასვლელ და ძნელად დასაბრუნებელ ადგილზე, მხედველობაში არ მაქვს ვაკე და საბურთალო. 3. ვინც ნიშნავს მატჩის დაწყების დროს, გულშემატკივარზე კი არა ტელევიზიებიდან შემოსავალზე ფიქრობს და ეს გასაგები,მაგრამ ქომაგების მდგომარეობას, რომ არ ითვალისწინებენ, პროპორციულ შედეგს იღებენ. და ეს უმადორობა იმის პასუხია, როგორც გვექცევიან.
GOAT
შიდა ჩემპიონატზე არავინ დადის..ევროტურნირზე ძლივს ქართული გუნდი გავიდა და ცარიელია სტადიონი..რა გააკეთოს ფეხბურთელებმა? სირცხვილია..მხოლოდ ნაკრების თამაშზე სიარული არაა ფეხბურთის სიყვარული..ქცეყნის ჩემპიონია როგორიც არ უნდა იყო..მილიონ ნახევრიანი ქალაქი გავედით დიდ ტურნირზე და მაინც ცარიელია..მგონი ვიღაც უკანასკნელი მომღერალი რომ ჩამოსულიყო უფრო გაივსებოდა..ეს სირცხვილია..აბრალებთ ჩემპიონატის დაბალ დონეს მაგრამ პრობლემა სხვა რამეშია
არ არის ეგრე
ბევრი მიზეზია რატომ არ დაიმატეს ხალხი 1. 4 მილიონად ისეთ ხალხს ვერ დაიმატებ ჯგუფიდან გახვიდე. 2. ჯგუფში ვინც გავიდა, იმ ბიჭებს უნდა დაუფასო და მისცე თამაშის საშუალება და არა სკამზე გადასვა 3. გრძელვადიანად უნდა უყურო გუნდის შენებას. 1-2 კაცი რომ ტურნირისთვის მოიყვანო და მერე ისევ წავიდნენ, შენებიც განაწყენებული გყავს. გუნდი დაგეშლება და ჩემპიონატშიც ვეღარ დადებ შედეგს
ჰ
ბართიშვილს რატომ ლანძღავთ?! სწორედ აკეთებს აბა ტრამვა რომ მიიღოს ამ სიკეთის ჟამს, ვინ მიხედავს? ვინ უმკურნალებს ამ ბოსელში? დინამოს .... ექიმი? ვერ ხედავთ კვარაცხელიას მაგალითი, ნაკრებში ოთხი თამაში გადაბმულად ჩაატარა, გადაიტვირთა და ყველამ ვნახეთ რაც მოხდა
QT
გუნდი ევროტურნირზე მიხვდა, გარანტირებულად ლამის 4 მილიონი ევრო მიიღო და გუნდის მესვეურებმა კაპიკი არ დახარჯეს გუნდის გასაძლიერებლად, ერთი ფეხბურთელიც კი არ დაიმატეს , არადა ევროტურნირის სათამაშოდ წამოვიდოდა ბევრი. ამიტომაც იყო სტადიონი ცარიელი, კლუბის მეპატრონეს კიდია და ხალხს ხომ მითუმეტეს. ამაშია საქმე.
თემო
სირცხვილია, და ეს გუნდი საქართველოს ჩემპიონია.იმიტომ ვართ ევროპის 55 ჩემპიონატში , 53 -ე.ძველი ფეხბურთელები რომ გააცოცხლოს ამათი შემყურე სულ გადაირევოდენ.
ალექსანდრე
სუსტი გუნდი გვყავს! ძალიან ბევრი უნდა ივარჯიშონ და იმუშაონ! მეკარეს უფრო გაბედულად რომ ეთამაშა, გამარჯვებას მივაღწევდით.
სტალინი
მორიგი ანტიფეხბურთით, საბურთალოს რაიონის მშრომელებმა, რომლებიც ისტორიული სახელით გამოდიან, პაკისტანელი კრიკეტის სუპერვარსკვლავით გაძლიერებულ მეტოქესთან ქართული ფლაგმანის 22 წლის წინანდელი შედეგი გააუმჯობესეს. თუმცა მაშინ დინამო რანგით მაღალ უეფას თასზე(დღეს ევროპა ლიგა) ასპარეზობდა
მოყვარული
ამიხსენით მცოდნეებმა.... ძაგანიას თავდამსხმელი რატომ ქვია?...ნაჭყებიას ფეხბურთელი რატომ ქვია? ჯინჯოლავა რატომ თამაშობს მარცხნივ? დადიანს რატომ ტანჯავთ?...და ასე შემდეგ!!!
გოგა
შეხედავ და შენგელაიას ფილმის გმირის არ იყოს ცხვირი გავს გავს ტუჩი გავს გავს მარა ეს მაინც არ არის ჩემი სიდედრიო ისეა ქართული ფეხბურთის საქმე ბურთიც აქვთ საფეხბურთო ფორმებიც აცვიათ მინდორზეც გადიან მაგრამ რა სახეობას თამაშობენ ამას თუ თამაში ქვია ნეტავ თვითონ მაინც თუ იციან
კახა
ვულოცაბ იბერია ამ ფრეს, შვედეთის ჩემპიონი არის ეს გუნდი ცნობისთვის. ასევე მინდა ვთქვა გულშემატკივრებზე რომ არ ვართ ღირსები არაფრის,იმიტომ რომ 23 წელი ველოდით ამ დღეს როცა ქართული გუნდი ევროტურნირებზე მოხვდებოდა და თამაშის სანახავადაც არ მივედით,ძალიან დიდი უმადურობაა ეს საქციელი. თურმე იმიტომ არ მივედით რომ ბელგიის კლუბი ვერ დავამარცხეთ გასვლაზე,რომლის ჩემპიონატიც მეშვიდეა ეხლა უეფას რეიტინგში. მოკლედ ასე ფეხბურთი არ ვერ განვითარდება ჩვენში,არაა ეს მართებული მაბიჩი ფეხბურთის მოყვარულებისგან. უნდა მივიდეთ მომდევნო მატჩზე და გავავსოთ სტადიონი სხვა გზა არააა.
მწარე
ის გუნდი გვჯობდა. ხოლო გოლის მერე რასაც ჩვენ ვაკეთებთ, საერთოდ ყველა ქართული გუნდი ნაკრების ჩათვლით, არის კატასტროფა. იწყება ბრძოლა გამარჯვების "შენარჩუნებისთვის' და ამ ბრძოლას ქვია ბურთის აუტში მოგერიება. მეტი არაფერი. მხოლოდ უტვინოდ ბურთის მოგერიება.. პ.ს. გოლამდე ჩვენებმა რამდენჯერმე სწორად სცადეს ჩვენი საჯარიმოდან ბურთის ორგანიზებულად ამოტანა, მაგრამ შეტევა ვეღარ გრძელდებოდა მარტივი მიზეზის გამო. ერთი ჩვენიანი გამოჩნდება ვინც ბურტს აყოვნებს და ეს საკმარისია რომ მოწინააღმდეგემ ზონები გადაკეტოს. აბა სხვა თამაშში დააკვირდით, თუ ვცდები. ჩვენებს ბურთის დაჭერა გონიათ, მოედნის ცენტრში მატაობა.
სოსელო
ეჰ,რა დროს არ ჰყავდა ხეჩიკაშვილს ეროვნული ლიგის ჯიბის მსაჯები?? ხომ აიღებდა ისტორიულ 3 ქულას??
ვოოტ-ს
გეთანხმებით ბართიშვილის ნაწილში.17 წლის ბიჭს რა უნდა გაეკეთებინა(თანაც შემტევს) იმ დროს ,როცა გუნდს აბსოლიტურად დაკარგული ქონდა ინციატივა თავის ბურთიან მოედნიანად ? თუმცა რამდენჯერაც შეეხო ბურთს ,კარგი თვალი შეამცნევდა ,რომ მას რაღაც აქვს სხვებისგან განსხვავებით უკეთესი. ვერ დაგეთანხმებით ____ლეკიანობამ თურქულ -ირანულ და მერე რუსული ჩექმის ქვეშ ყოფნამდე ,რომ მიგვიყვანა.შენი რუსოფობობით სწორად გამოთქმულ მოსაზრებებსაც ეჭვქვეშ აყენებ და აუფასურებ. რუსეთის ჩექმის ქვეშ კიარ მოვექეცით,-----რუსეთთან შეერთებით ფიზიკურად გადავრჩით,თანდათან მოვღონიერდით,გავმრავლდით , განვვითარდით და საბჭოთა პერიოდში მწვერვალებსაც შევუტიეთ. არამგონია შენ უფრო ჭკვიანი იყო ვიდრე ერეკლე მეორე,ვახტანგ მეექვსე და ილია ჭავჭავაძე ,რომლებიც რუსეთთან კავშირში ხედავდნენ საქართველოს განვითარების და წინსვლის გზას, რაც 35 წლიანმა ე,წ. დამოუკიდებლობამ თვალნათლივ დაგვანახა .
Lasha
პენალტი დაგვინიშნეს და გოლი გავიტანეთ, რომელიც თამაშით არ დაგვიმსახურებია. მანამდეც და ამის მერეც, ჭ კლასის გუნდი, რომლის ფეხბურთელებს ბურთის მიღება და დამუშავება არ შეუძლიათ, დაგვაჯდა და გოლი გაგვიტანა. მაკარიძესაც კი ჰქონდა კარგი მომენტები, მაგრამ ზედიზედ 2 თამაშია მის შეცდომებს მოჰყვება გოლები. ჯინჯოლავა რაც მეტს ილაპარაკებს მაგ ტონით, მით ნაკლები ხალხი მოვა სტადიონზე.
ვოოტ
საინტერესოდ საოცარი ხალხი ვართ მაინც და ხედვებიც საინტერესოზე მეტად საოცარი უფრო გვაქვს შესაბამისად... ბართიშვილს ვაკრიტიკებთ თავგამოდებით ( ბატონი წერტილისგან ნამდვილად გამიკვირდა) და ნეტა რას ვითხოვთ მისგან?!... არ დავმალავ, ამ თამაშსაც მისი გულისთვის ვუყურე, თორემ ამათ ყურებას რომ შედუღების ყურება სჯობს,მაგაში, მგონი ვთანხმდებით... ნუ დამიჯერებთ, გადაახვიეთ და თავად დარწმუნდით, - ბიჭი სულ ათიოდე წუთით შემოვიდა ( ამისთვისაც მადლობა იბერიას თუ არსენალის შეფებს), ათიოდეჯერ შეეხო ბურთს და ყველა, დიახ ყველა შემთხვევაში ძალიან კარგად გაისარჯა, მაშინაც, როცა ნილსენს ფეხებშუა გაუტარა ბურთი და ამ უკანასკნელმა აშკარად ხელით გააჩერა, მაშინაც როცა შეტევაში წასულ იმავე ნილსენს მუხლი ძალიან კარგად ჩაუდგა და ბურთდაკარგულმა შვედმა ყვითელი აიკიდა, მაშინაც, როცა უკვე 1:1-ზე ქარდავას ჩაჭრილი ბურთი კარგად და სახიფათოდ წაიღო მოედნის ცენტრიდან, მაგრამ თვითონ ქარდავამვე " მოახერხა" ამ უიშვიათესი შეტევის ჩაშლა თავისი სულელური ბარათით და საერთოდ, ბართიშვილი ერთადერთი იყო, ვისაც პრესინგის მცდელობა მაინც ჰქონდა, მათ შორის მეტოქის ნახევარზეც... სხვა საქმეა, რომ 17 წლის ფეხბურთელებს ასე ჰაიჰარად არ უნდა ვყიდდეთ - მაშინ ბევრად უფრო მონდომებულ ბართიშვილს ვნახავდით ბევრად უფრო მეტი სათამაშო დროით და ბართიშვილებს, სალიებს და ხარებაშვილებს ( ხვიჩაზე აღარაფერს ვამბობ) რომ 20 წლამდე მაინც ვიტოვებდეთ, აღარც კონფერენსლიგებზე უსუსური და უსახური მონაწილეობები მოგვეჩვენებოდა ღვთის წყალობად... ვიცი, ბევრს გადამეტებულად მოგეჩვენებათ, მაგრამ პირადად მე, ეს თამომწონე ტრანსფერები იმ ავადსახსენებელ ლეკიანობას მაგონებს, ჯერ ირანულ-თურქული და მერე რუსული ჩექმის ქვეშ ყოფნამდე რომ მიგვიყვანა... ტყვედ გაყიდული ათი ქართველიდან სამს თუ ლეკი და ოსმალო იტაცებდა, შვიდს ქართველი ყიდდა... ყიდდა ჩინიანიც და უჩინოც, ყიდდა თავადიც და ეპისკოპოსიც, ყიდდა აზნაურიც და გლეხიც, ყიდდა შარაგზის ყაჩაღიც და ორღობეში ჩასაფრებული მეზობელიც და ... მცრეწლოვან შვილს ჰყიდდა თავად მშობელიც, შვილის გაზრდაზე გასაწევი ხარჯის ეკონომიას აკეთებდა დღევანდელი კვერცხის პრინციპით... თუ არქანჯელო ლამბერტს დავუჯერებთ ( არადა, ჩვენი ისტორიის მკვლევარები უაღრესად სარწმუნოდ მიიჩნევენ მის 30 წლიან მატიანეს), სწორედ ხსენებული ეკონომიის მიზნით, ოდიშის სამთავროში ბევრად უფრო სულისშემძვრელი და დაუჯერებელიც ხდებოდა - ბოდიში მეგრელებთან, ეს ჩვენი საერთო და საამაყო ისტორიის წყვდიადით მოცული ის წიაღებია, რომლის არც გახსენება და არც დაჯერება არავის გვინდა, - უბრალოდ, იტალიელი მისიონერის ჩანაწერები შემორჩა ისტორიას და ჩვენი საკუთარის უდიდესი ნაწილი კი, კარგიცა და ცუდიც, ერთნაირად გულარხეინი დაუდევრობით გვაქვს დაკარგულ-დავიწყებული... ახლა ფეხბურთი იქით იყოს და დანარჩენში ვითომ უკეთესად გვაქვს?!... თუ ვინმე შვილს განათლებას აძლევს, იმისთვის, რომ ეს განათლება უცხოეთში გამოიყენოს, თუ ხელობას ასწავლის, იმისთვის, რომ "იქ" დაასაქმოს, თუ ვინმეს ჯანი ერჩის, "იქ" უნდა ღვაროს ოფლი და ჩვენ კიდევ გვინდა, ეს ჩვენით გაბედრანგებული ქვეყანა 17 წლის ბიჭებს წამოვკიდოთ ზურგზე, საქებარი სიტყვის ნაცვლად მათრახები ვუტყლაშუნოთ, - აქაოდა, ნუ გეზარება და უკეთ გაისარჯე, მე რას მიყურებ, მე რთული და შავბნელი ბავშვობა მქონდა და მეტი არ მომეთხოვებაო... ეჰ, მაინც ამემღვრა გონება, არაა ჩემი საშველი, თქვენ იყავით, ჩემო ბატონო, საღად და სვებედნიერად...
ვავა
ბართიშვილი კიევის არსენალშიც ვერ გაქაჩავს არათუ ლონდონის.
Rrr
მეტი გაბედულება, რომ გამოეჩინა მაკარიძეს, ეს გოლი არ გავიდოდა.
Gio
მესი 17 წლის უკვე ბარსელონას ძირითად შემადგენლობაში თამაშობდა, ბართიშვილის ტალანტობა არ გაიშვას.
Pepo
ოხ საჩინო ბატონო შენც “კაი ხელა” ხარ :))))))))))))
A
წაგებებით გასული ტურნირის ისტორიული ქულა სკოლებში უნდა ვასწავლოთ და ისტორიული პენალტი კიდევ
ლევანი

ქობულეთიდან
ეს არის ისტორიული ფრე და რასაკვირველია ვულოცავ იბერიას, თან ამ ფრეზე ქულებიც დაეწერება ქვეყანას.ჯგუფურ ეტაპზე ეს არის ქართული კლუბის პირველი ქულა, არადა მართლა რა ახლოს ვიყავით მოგებასთან. თითქოს უჭირთ იმის დაჯერება რომ მატჩს მოიგებენ თუ რა ხდება არ ვიცი, მერამდენედ ხდება რომ ქართული გუნდები თითქმის დამთავრებულ მატჩებში უშვებენ გოლებს.
საჩინო
დავბერდი კაცი და ასეთი ფეხბურთი ,იბერია და სხვა ჩვენი ,ახლანდელი გუნდები ,რომ თამაშობენ ,არ მინახავს. უმდაბლესი დონის ,უმდაბლესი რანგის შეჯიბრებები ____საქ. აკლასი,საქართველოს ბ კლასი ,საქ. ჭ კლასი,უბნების პირველობა ,ინსტიტუტების ,ფაკულტეტების ჩემპიონატების თამაშები მინახავს და ასეთი ფეხბურთი ,იბერია .რომ თამაშობს(არადა ჩემპიონია) არ მინახავს. ადამიანს ,რომ 10 მეტრის გარბენა არ შეუძლია სწრაფად,მას ფეხბურთელი უნდა ეწოდებოდეს? რომ დაწინაურდნენ ,დროს შევხედე და გავიფიქრე__ ძალიან ბევრია დარჩენილი და ვერ გადავრჩებით მეთქი. თითქოს გადავრჩით კიდეც.... მაგრამ ,ბოლოს ,სამართალმა მაინც ჭამა პური. ჩვენს საჯარიმოში ყოველ წუთს დაუბრკოლებლად კეთდებოდა ჩაწოდებები.საჯარიმოში ჩაგდებული ბურთი კი 50 % გოლია .ერთ შეხებაზეა ___ მცველი დაასწრებს გამოიტანს, მეტოქის თავდამსხმელი დაასწრებს გოლია. რატომ,რატომ ვერ უშლიდნენ ხელს ამ ჩაწოდებებს? იმიტომ ,რომ ესენი ფეხბურთელები არ არიან და ამიტომაც არ არიან ფეხბურთის გარტყმაში.შვედეთის აუტსაიდერი ,რომ საკუთარ მოედანზე გადაგივლის ,ამით ყველაფერია ნათქვამი.

პირველი ქულა ჯგუფურ ეტაპზე - რაღაც მინიმალური პოზიტივი არის და რაღაც პლიუსს მაინც მოქვცემს ეს მორალურად
პატრიოტი1994
ბართიშვილს თავი დიდი ვინმე გონია , მასე არ ქნა ბაბაია თავში აგივარდება

გადავრჩით წაგებას,პირველი ქულა აიღო ქართულმა გუნდმა,ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე და ამას ვულოცავ,იბერიას.ქულასთან ერთად,კლუბი რაღაც თანხასაც მიიღებს,ფრედ დამთავრებული მატჩისათვის და ჩვენი ჯიბეგაფხეკილი კლუბებისათვის,ეგეც ძალიან მნიშვნელოვანია,მაგრამ რამდენი ელემენტარული რამეა,რაც არ უნდა გაგვეკეთებინა,პროფესიონალი ფეხბურთელი რომ გვქვია და მაინც გავაკეთეთ.ამის გამოა,მოსაგები თამაში,ძლივს რომ მივათრიეთ,ფრემდე.არ იბრძოლეს და ვიღაცამ თავი დაზოგაო,ეგ რომ ვინმემ თქვას,უნამუსობა იქნება,მაგრამ 5 გაფრთხილება მივიღეთ და აქედან სულ ცოტა სამი,სულ ტყუილად ავიკიდეთ.აქედან ორი,განაპირა მცველებმა,ბურთის გადაგდებისათვის და ამის შემდეგ,ორივე ძალიან შეზღუდული იყო,თამაშის დროს.მესამე ქარდავა იყო,ვინც სულ ტყუილად აიკიდა,ყვითელი.ბართიშვილმა ბურთი ფეხებს შორს გაუტარა შვედ ფეხბურთელს და მეტოქეს მიაწოდა.იქ ქართველი არავინ იდგა და ბურთის დაჭერის,ან შეტევის განვითარების ნაცვლად,კონტრშეტევა მივიღეთ,რომელსაც ჩვენ კარში გოლი მოჰყვა,ამ დროს კი,ჩვენი გიჟვრაცუა კომენტატორები აღტაცებით აღნიშნავენ 17 წლის ფეხბურთელის ბრწყინვალე მოქმედებას(ფეხებს შორის ბურთის გატარებას და დაკარგვას),რომელსაც ჩვენ კარში გატანილი გოლი მოჰყვა.გოლის დროს ჩვენი მცველების და მეკარის მოქმედება კიდევ სხვა თემაა,მაგრამ მაგას მაინც საფეხბურთო შეცდომები ჰქვია,ჩემს მიერ აღწერილ შემთხვევებს კი,უჭკუობა.ანდრია ჯერ ისევ ბავშვია და შეეშალა,მაგრამ კაპიტანმა და გუნდის ამ მატჩში საუკეთესო ფეხბურთელმა,გაბრაზებულმა რომ დაჰკრა წიხლი,ბურთს და მსაჯს ყვითელი ბარათის ამოღება აიძულა,მაგას რა ჰქვია?თან ეს პირველი შემთხვევა არ არის,პლეი ოფის მატჩშიც მსგავსი უდისციპლინობის გამო აიკიდა ყვითელი და მის გარეშე როგორ გაუჭირდება გუნდს იმ თამაშში,როლის სავარაუდოდ გამოტოვებაც მას მოუწევს,უკვე მომდევნო ყვითელზე,ამაზე ალბათ არც ფიქრობს.ვხედავთ,რომ გუნდს ძალიან შეზღუდული საკადრო რესურსი ჰყავს და 5 შეცვლასაც კი ვერ ვახერხებთ.ამ დროს უაზროდ რომ ჩალიჩობ ყვითელ ბარათს,მაგას უპასუხისმგებლობა ჰქვია,თუმცა უფრო მკაცრი შეფასებაც შეიძლება.ვიცი,ყველა ფეხბურთლს სურს,უცხოურ კლუბში წასვლა და უკეთესი შემოსავლის მიღება,მაგრამ სკაუტები არა მხოლოდ საფეხბურთო ელემენტებს,არამედ ყველაფერს უწევენ ვარაუდს და ფეხბურთელის სრულ პორტრეტს ქმნიან.გგონიათ ეგ ძალად აკიდებული ყვითელი ბარათები,ქულებს მოგიმატებთ?პროფესიონალები ასე არ თამაშობენ! ამის შემდეგ,გაცილებით მძიმე თამაშები მოგვიწევს და რა თქმა უნდა ქულების აღების კიდევ უფრო მცირე შანსები გვაქვს,მაგრამ დასაკარგიც არაფერი გვაქვს და შეშინებული კი არა,ნამდვილი ფეხბურთი ვითამაშოთ.ბოლო 15 წუთი,თვითონ ვთქვით უარი შეტევაზე და როგორც ყოველთვის გოლი საკუთარ კარში წარმატებით მოვიპოვეთ.ნამდვილი ფეხბურთიც ვცადოთ,იქნებ ის უფრო უკეთესად გამოგვივიდეს.რთულად მოსალოდნელია,მაგრამ მაინც.
Levani
აი ხო არის ეროვნული ლიგა, ზოგჯერ დინამოს თამაშზე,ან ბათუმის თამაშზე შეიძლება შეხედო.იქ ნინუა ჯარიმას დაარტყავს,პატარა კვარა კაცს მოატყუებს,ბათუმი რაღაცას იფაფხურებს ან ტორპედოში არაბიძეს გაახსენდება ბავშვობაში როგორ თამაშობდა და რაღაცას შემოგთავაზებს რო შეხედო. აი იბერია,გორი,მეშახტე,გაგრა და სპაერი სრული ელ-შედუღებაა. ანტიფეხბურთის ყველაზე ცუდი ვარიანტია რასაც თამაშობენ.
100%
კარგები ხართ, ოღონდ ფიზიკა 0! ბოლოს ვეღარ სუნთქავთ.
A
იბერიას ფეხბურთელებმა პროფესიათ რატო აირჩიეს, ნებისმიერი უდონოა
ჯემალ ჯობავა
ჯიგრები ხართ
მაიცა რა
ფრეა ფრეეეეეე.... 23 წლის მერე მოგებაც იქნება!!!
ჯორჯო ბიძია
ბართიშვილი ვაბშე ფეხბურთელი თუ არის?? დადის დაძუნძულობს, ერთ კაცს არ გამოეკიდება.. არსენალი არა კვატი..გორის დილაში თუ გაანთხოვრებს მადლობელი იყოს
[VIDEO] ულაზათოდ და უმომენტოდ - "იბერია 1999" "სენტ-ტრუიდენთან" დამარცხდა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
U17 | საქართველო 0:0 ავსტრია
40 წლის ნოიერი კარიერას ჯერ არ დაასრულებს
უკრაინელი ფეხბურთელი შეიძლება "ბრენტფორდიდან" "ტრაპზონსპორში" გადავიდეს
ქართველი მსაჯები და კომისარი FIBA-ს მორიგ სანაკრებო მატჩებზე
არ გაჩერების კულტურა კალათბურთში - საქართველოს ბანკი კალათბურთის ეროვნული ნაკრების გენერალური სპონსორია
"ამჟამად "რეალი" უფრო ძლიერია, ვიდრე პსჟ" - მარკ კუკურელია
პიერ-ანრი ბრონკანი: ვფიქრობ, სწორი მიმართულებით მივდივართ
ნაკრები ერთა ლიგის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს - დებიუტანტებმა კომენტარები გააკეთეს
18 წ. | ნიდერლანდებს ბრძოლაში ვძლიეთ, ფინალს ზედიზედ მე-11-ედ ვითამაშებთ
ბოლო წუთს გადაწყდება - უნგრელთა ვარსკვლავი თბილისში მოდის, მაგრამ...
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - ტონგა
17-წლამდე ნაკრები შესარჩევ ციკლს ავსტრიასთან მატჩით დაიწყებს
3×3 FALL 2026-ის სერიების პირველი ტურნირი გუნდმა არგომ მოიგო
კერიკის დღეები დათვლილია - პოჩეტინომ "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე თანხმობა განაცხადა
რა უნდა იყოს სვანაძის მიზანი? - უკეთესი ნაკრებისთვის!..
სკანდალი "გალათასარაიში" - ლეროი სანეს პარტნიორი ამტკიცებს, რომ ფეხბურთელს თანაგუნდელის მეუღლე სწერდა
ინფანტინოს ვენგერი შეცვლის? - ფრანგი FIFA-ს პრეზიდენტობაზე ფიქრობს
[VIDEO] "მამუს" საუკეთესო მატჩი "ლეიკერსის" მაისურით და გამარჯვება "ატლანტა ჰოუქსთან"
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
უნგრეთამდე: თანამედროვე ფეხბურთის თამაში და სიყვარულის გაფრთხილება
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
შვედეთის ჩემპიონი სოფლის გუნდი გახდა, სადაც 1500 ადამიანი ცხოვრობს
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...
[VIDEO] იყო თუ არა მაკარიძის კარში დასანიშნი პენალტი და გასაუქმებელი ტიბუეს გატანილი? - "იბერია 1999"-მა "კოპენჰაგენთან" მატჩი მინიმალური ანგარიშით წააგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-0 გაგრა. გეგმა ძაგანიამ ჩაშალა!