კონფერენს ლიგის საერთო ეტაპის პირველ ტურში „იბერია 1999“ გასვლაზე „სენტ-ტრუიდენთან“ 0:2 დამარცხდა.

გუნდებს შორის კლასში სხვაობა თავიდანვე ნათელი შეიქნა, მასპინძლები დებიუტიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, იშივატარის გატანილი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, თუმცა მალე ვანვესემაელმა დალაშქრა მაკარიძის კარი. ისე, თითქოს იქამდე, ბაჟდარის გადაცემისას ბურთმა მოედნის ფარგლები დატოვა. შემდეგ ორჯერ მაკარიძემ იხსნა „იბერია 1999“, რომელსაც მეტოქე ყველა კომპონენტში, მეტადრე სისწრაფეში სჯაბნიდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მატჩის მეორე ნახევარში თამაშის სურათი მეტ-ნაკლებად შეიცვალა, კორღალიძის გუნდმა მოწინააღმდეგის ნახევარზე გადასვლა რამდენჯერმე მოახერხა, მაგრამ მომენტს ვერ ქმნიდა, მაკარიძის შეცდომის შედეგად კი მეორე გოლი გაუშვა - წინ გამოსულ მეკარეს ცენტრიდან სებაუიმ გაუტანა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.

მომდევნო შეხვედრას „იბერია 1999“ ტურნირზე 22 ოქტომბერს სახლში “მიალბისთან“ ჩაატარებს.

სენტ-ტრუიდენი. „დაიო ვასაბი სტაიენი“

სენტ-ტრუიდენი - იბერია 1999 2:0

გოლები: 1:0 ვანვესემაელი (11), 2:0 სებაუი (89)

იბერია 1999: მაკარიძე, ამისულაშვილი, ჩანჩარი (ქობულაძე 84), სელომოვიჩი, ჯინჯოლავა, ქარდავა, დადიანი (კუცია 84), სიხარულაშვილი, კაფე (ტიბუე 71), ნაჭყებია (ენდე 71), ძაგანია (ბართიშვილი 79)

უცხო
არქვის არ ეგონა რომ იბერია ვინმეს მოუგებდა მარა ცოტა სიცოცხლე ხომ უნდა ეტყობოდეს გუნდს. სწორი გადაწყვეტილება მიიღო დემჩენკომ რომ გადადგა.ჯგუფში გავიდა გუნდი და ახალი ფეხბურთელების დამატებაზე უარი უთხრეს
დანიელ ვან ბუიტენი
ვისაც გეგონათ რომ იბერია კონფერნს ლიგაზე 6-დან 4 თამაშს მოიგებდა და იბერიას აკრიტიკებთ ეს რა იყოო,თქვენ ბიძია დაანებეთ ფეხბურთის ყურებას თავი 😂
ნიკა
ფოტო ძაან სახალისოა,ყოჩაღ ფოტოგრაფს.
პეტუხი კრიშტიანუ
40 წლის ლორია,36 წლის მაკარიძე,მგონი კანკავა კიდევ არის რომელიღაც გუნდში,ბარემ კაშიამაც განაახლოს კარიერა!ჩვენი ჩემპიონატი იმ დონისაა მაქსიმუმ 21-22 წლის ფეხბურთელები უნდა თამაშობდნენ,მაგაზე მეტი ასაკის გადაზრდილები არიან და განვითარების მაგივრად უკლებენ,ჰოდა აქ რომ ლეგიონერი წამოვა ის რა დონის იქნება?!
თქვენ არ იპუტავდით ღერა-ღერა
1 ითამაშეს, 5 აქვთ სათამაშო. ეხლა უნდა დავუდგეთ გუნდს მხარში. ეს ხატოვანი ბოღმა საქმეს არ უშველის.
თემური
თამაში შეიძლება წააგო და ამაში არავინ დაგძრახავს, მაგრამ როცა ელემენტალურად არ იხარჯები და ბრძოლის სურვილსაც კი არ ვხედავ ამას უკვე სხვა სახელი ჰქვია. ისე, უცხოეთიდან ამდენი უხეიროს ჩამოყვანას და ფულის მათში გადახდას რა აზრი აქვს ესეც ვერ გამიგია. მაკარიძემაც სამარცხვინო ბურთი გაუშვა, მაგრამ რაც ვერ გაგვიტანეს მათი ნახევარიც კი იმდენი შეიძლება ყოფილიყო, რომ ვერც დაგვეთვალა. წადით ბიძია სახლში და მეზობლებს მაინც მიეხმარეთ ყანის თოხნაში.
Levani
ქართული გუნდი გვინდა ჯგუფშიო თქვენ არ იპუტავდით ღერა-ღერა? იქნება რომელიმემ მიალბიუს ფეხბურთელის ავტოგრაფსაც კი გამოჰკრათ ხელი. ბოლოს ნამდვილ ევრო- დონესთან მიახლოებული დინამო 1994-97 ან 2002-2004 საქართველოს ჩემპიონატში 5-0ებს უგებდა სხვა გუნდებს,ამაზე მაღალი დონის ჩემპიონატში. სპაერებს,მეშახტეებს და გაგრებს 3 ქულაზე და 1-0 შენარჩუნებაზე კი არ ეთამაშებოდა.რასაც ბოლო 3 წელია აკეთებენ ტორპედო და იბერია. გოლის გატანა არ იციან, საქართველოს დონეზე ვერ გააქვთ, საქართველოს დონეზე უშვებენ გოლებს და პენსიონერების დონეზე აქვთ ფიზიკა. ვინც დადიხართ ეროვნულ ჩემპიონატზე ყოჩაღ თქვენ გეკუთვნით მართლა ძეგლი -"იმედიანი გულშემატკივრის" მონუმენტი გააკეთებინეთ ვინმეს
Emgranti
ქულას თუ ავიღებთ მადლობა უთხრათ ბიჭებს , მეტი არ შეუძლიათ ფიზიკურად სუსტები ვართ სუსტები უკვე 36 წელი გავიდა ბავშთა ფეხბურთშია პრობლემა და რატომ არავინ ცვლის წესებს ბავშთა ფეხბურთში ნაადრევ ასაკში რომ ვაცლით ენერგიას ამ ნავშვებს პროფესიულ დონეზე უკვე ფიზიკურად სუსტები რატომ.არის 98% ...
ბუხუტი
რა ითამაშა? 0-2 ზე მეტი არ წააგო ხომ? ეგაა თავის მოტყუება. დამარცხდებიან ერთ ან ორ ბურთიანი სხვაობით და იწყება ლაპარაკი-ვიბრძოლეთ, მეტი რა გვექნაო?! სეირნობით მოგვიგო ბელგიის საშუალოზე დაბალი დონის გუნდმა. ესაა რეალობა. უშანსოდ! ესაა საწყენი, რომ იმათი მეკარე არც გადამხტარა.
ტრამპი @@@-ა
მომენტები რო შეექმნათ ის იქნებოდა გასაკვირი
კიეზა
საზიზღარ დღეშია ქართული საკლუბო ფეხბურთი.ისევე როგორც მთლიანად ყვეყანა..და მერე გვიკვირს რატომ ვერ ეღირა ნაკრები სტაბილურად თამაშს.თუ არ აიწია ეროვნულის დონემ..რამოდენიმე ქართველი ლეგიონერის თუნდაც მსოფლიო კლასის იყვეს ვივლით ასე ერთ წრეზე..არ მინდა გავცდე სპორტის თემას.მაგრამ ნებისმიერ სფეროში ნულიდან და სწორი გზით არის ყველაფერი დასაწყები..მინდა ადამიანები თუ არ დააბრუბეთ სტადიონებზე ამ სპორტის სახეობის სიყვარულით და პატივისცემით რაც ადრე იყო და რაც ფეხბურთს სჭირდება ..ეგრე ჩაჯ..ვიქნებით და წინ ვერ წავალთ

ნელ თამაშს არიან მიჩვეულები,საქართველოს ჩემპიონატში!რამდენჯერ მოხდა,რომ მცველმა ბურთი მიიღო და სანამ პასის გასაკეთებლად ფეხი მოიქნია,ბელგიელი,5-10 მეტრიდან გამოიქცა და კინაღამ ბურთზე მიასწრო.ნაკრების თამაშშიც,საქართველოს ჩემპიონატიდან ერთადერთმა მონაწილემ ითამაშა და სანამ პენალტს აიკიდებდა,სამჯერ ბეწვზე გადაურჩა ბურთის დაკარგვას.წამის მეათედებში დაასწრო,ბურთის მოშორება.სხვა სიჩქარეებზე არიან აწყობილები.რაგბშიც ასე ვართ.
ბუხუტი
ჯინჯო, არ გვაგინო ჯინჯოოო :) ჯერ იმ ტურნირს რა ვუთხარი,3 წაგებით 1 მოგებით და 2 ფრით რომ გახვალ, ისიც სოფლის გუნდთან. მერე მეორე, ეს რა ავიჩემეთ-ყველა ქართული გუნდი, ან ნაკრები, კლასით მაღალ გუნდთან რატომ ცდილობს ოღონდ ბევრი არ გაუშვას და საკუთარი საჯარიმოდან არ გადის?! ურჩევნია 0-1 ან 0-2 წააგოს, თუნდაც გარანტირებულად, ვიდრე გარისკოს და შეტევა სცადოს. რა გუნდია ასეთი სენტ ტრუიდენი, თუნდაც იბერიამ, 2 შეტევა ვერ მოახერხოს?! მარა თავის მოტყუება გვირჩევნია:ვიბრძოლეთ და მხოლოდ 2 ბურთით წავაგეთ.
დემჩენკოზე ამბობენ
გულშემატკივარს აინტერესებდა დემჩენკოზე. რავი ამბობენ ... იყოო და არ ვიცი მართალია თუ არა
Nika
ძალიან გამიკვირდა იბერიას ესეთი არაპროფესიონალიზმი. ევროტურნირების წინ ანთავისუფლებ მწვრთნელს რომელმაც გაგიყვანა ევროტურნირებზე. რა უნდა მოეთხოვა ესეთი დემჩენკოს, სწორია რომ გაძლიერება ჭირდებოდა გუნდს ეს ხომ ყველამ იცის? ისე საღოლ დემჩენკოს თუ მართლა ამის გამო წავიდა ესეიგი პრინციპული კაცი ყოფილა. კარგი მწვრთნელია და შეიძლება მისი გამოყენება ქართული ფეხბურთის სასიკეთოდ.
ქართველი
რაც შეეძლო იბერიას ის თამაში ითამაშა,ნაკრებისგან განსხვავებით იბრძოლა ბოლომდე თავდადებით(არ დაგვავიწყდეს რომ ბართიშვილი არაა ფორმაში და არც ბედოშვილი იყო)ამისთვის იმსახურებენ რომ საქართველოში შვედების წინააღმდეგ ხალხი მივიდეთ სტადიონზე და ვუქომაგოთ.
ნუ უბერავ გაოზა
" მთლიანად ნოლიდანაა დასაწყები ყველაფერი ქართულ ფეხბურთში " - ამის მთქმელი ნოლია ფეხბურთში. ვუყურე. ბევრი ნაკლია მაგრამ გამოსწორდება. ნოლი არც გუნდია და არც ქართული ფეხბურთი. ბოღმას მიხედე, დროზე იმკურნალე )
რაბუ
კორღალიძეს წელი ტკიოდა თუ სულ რატო იჯდა სკამზე?
გიგა23
კორღალიძეს ფეხი აქვს მოტეხილი, ყავარჯნებით იყო მისული.
მწარე
თანამედროვე ფეხბურთს ვერ თამაშობენ. თუმცა ნაკკრებისგან განსხვავებით სცადეს მაინც. ისიც ნახევარდაცვამ სცადა. ტავდასხმა ბურთს მიიღებდა თუ არა, ცდილობდა კორპუსით დაეფარა. ეტყობა დავალება ქონდათ იმატ ნახევარზე ბურთი გაეჩერებიათ/ეკონტროლებიათ. მაგრამ ფიზიკაში იმდენად სუსტები ვართ რომ, ყველა ბურთი აგვაცალეს. იმდენად სუსტი გუნდი იყო, რომ თუნდაც მესამედი ჩვენი დაცვის შეცდომები რომ გამოეყენებია, გაგვანადგურებდა.
ტოტტი
გუნდი რომელიც საქართველოში ჩემპიონობისთვის ბრძოლობს და სენტრუდენი ცენტრს არ აცელს აა ჩანს ჩვენი ჩემპიონატის დონე. კიდევ კარგი ევროპა ლიჰაზე არ გავიდნენ თორე მილანი და ატალანტა დბრაიტონი და ეგეთ გუნდებს არ შეხდნენ თორე შეიძლება რეკორდები დაემყარებინათ ყველაზე დიდი ანგარიშით წაგებებში .
100%
თუ ვინმემ იცის დემჩენკოს წასვლის ნამდვილი მიზეზი, გთხოვთ დაწერეთ.
საჩინო
აქ, ბევრი ლანძღავს და აკრიტიკებს ჩვენ ფეხბურთელებს: ბურთი ვერ ამოაქვთ,ორ პასს ვერ აკეთებენ ზედიზედ, კარში ვერ ურტყავენ და ა.შ. მიზეზი კი ერთ სიტყვაში ჯდება:ფიზიკა. მეათე კლასელები ,რომ მეხუთე კლასელებს შეაჯიბრო ,დაახლოებით ისეთი სხვაობაა ევროპულ და ჩვენ გუნდებს შორის სისწრაფეში ,ათლეტიზმში ,ამტანობაში და ან პასი როგორ უნდა გააკეთონ ან ორთაბრძოლები როგორ უნდა მოიგონ და ან კარში როგორ უნდა დაარტყან ? პირველი 15 წუთის შემდეგ გამოვრთე ტელევიზორი და რაოდენ გაოცებული დავრჩი ,როცა ამ დილით საბოლოო ანგარიში წავიკითხე. ველოდი გამანადგურებელ ციფრებს.
კონტეს მამა, შავი გაიოზა
სულ ამას არ ვამბობდი? რა გიხარიათ რო გავდივართ-მეთქი? ეხლა დაიწყება 2-ნიშნა წაგებები, თანაც ალბათ ყველა ნოლზე, გაგვიტანენ ცენტრიდან, მაკრატელებით, ქუსლით, ყურით, კისრით, შეიძლება მეკარემაც გაგვიტანოს საკუთარი საჯარიმოდან. ეს გინდოდათ? უყურეთ ბატონო და ისიამოვნეთ. კოსმონავტის გულები გქონიათ. კიდევ კარგი ზემოთა ლიგებში არ მოვხვდით, იქ ალბათ ბურთთან შეხების საშუალებასაც არ მოგვცემდნენ. ნაჭყებიაში შევცდი ძალიან, ისე მომეწონა, სანაკრებოდ მივიჩნიე. თურმე არაფრით გამორჩეული ყოფილა. მოკლედ, რომელიღაც აფრიკული ტომის განუვითარებელ ფეხბურთს ვთამაშობთ, მაგრამ იქ ალბათ დარბიან მაინც სწრაფად. და ამაში გადაიყარა 300 მილიონი? ან რომელი სპონსორი დაუდგება ქართულ გუნდებს გვერდით, ვინაა თავის თავის მტერი? მთლიანად ნოლიდანაა დასაწყები ყველაფერი ქართულ ფეხბურთში. თუ არა ვიტრიალებთ მუდამ ერთ წრეზე. იყო უკვე ერთხელ დინამო გასული და კი ვნახეთ რაც დაემართა. ეხლაც იგივე განმეორდება. ნეტა ვცდებოდე! უბრალოდ, გული ვეღარ უძლებს ამათი უსუსური თამაშის ყურებას. ან ეს უაზროდ მოხეტიალე შავტუხების ჩამოყვანა ვინ მიუსაჯა ქართულ ფეხბურთს....ფიზიკურად ყოველთვის გამორჩეულები არიან და ჩვენთან სირბილითაც ვერ დარბიან. აბა ის კაფე იყო თუ აბანო, ფეხბურთელია?
სკ
ძალიან ბევრი წუნი იყო ელემენტარულ ეპიზოდებში, ბევრი არასწორი პასი, ზედმეტი შეხება ბურთთან როცა სწრაფადაა მოქმედება საჭირო, მიღებისას ბურთი ვერ დაიმორჩილეს. იბერიას უცხოელი ფეხბურთელები კიდევ ძალიან უხარსიხოდ გამოიყურებოდნენ. მიუხედავად ამ ყველაფრისა, თითქმის ბოლომდე თამაშს ინტრიგა ჰქონდა შენარჩუნებული, რადგან მეტოქე ვერ გამოიყურებოდა შეტევაში კარგად. იბერიადან შედარებით ვინც ღირსეულად გამოიყურებოდა დადიანი იყო, თუმცა მასაც ჰქონდა რამდენიმე ცუდი შეცდომა. მთლიანობაში მაინც პოტენციალი ეტყობა ამ ბიჭს.
კახა
ასე მეგონა ნაკრები თამაშობდა. ცალკარა იყო. ცენტრამდე ვერ ადიან . საცოდაობაა რა.
ნაკრების ალი კვალი
როგოც ნაკრებს უაჭირს ცენტრამდე ასვლა ისეა იბერიას და ყველა ქართული გუნდი. სანამ პრესინგის წინააღმდეგ ვერ ვისწავლით თამაშს არაფერი გვეშველება
ელიასი
ამ მაროკოელებს ძალიან გაუტკბად ჩვენს კარში კოსმოსიდან გოლის გატანა. ჯერ იყო და ჰაკიმ ზიეჩმა ცენტრიდან და ცოტათი უფრო შორიდანაც კი გაუფორმა მამარდაშვილს, ახლა კი ამ ილიას სებაუიუმ მაკარიძეს თითქმის ცენტრიდან ასიამოვნა. რაც შეეხება იბერიას თამაშის ხარისხს, იგი, რა თქმა უნდა, ტელეტრანსლაციის ხარისხზე ოდნავ დაბალი იყო. შემდეგ თამაშში, ალბათ, 0-4 იქნება, მერე 0-6, 1-8, 2-12 და ა.შ. გაუმარჯოს სუვერენულ ბელოგრუზიას!

პირველად და უკანასკნელად,მატჩში,საბურთალომ,კერძოდ კი ჯინჯოლავამ,85წუთზე დაარტყა,მაშინაც ძალიან შორიდან,ზუსტად ცენტრში და იმ მომენტში,როცა შეიძლებოდა კართან დაახლოება,ან კიდევ გაქცეულ ფლანგელებზე გადაცემის გაკეთება.ამის შემდეგაც შეტევის გამწვავების სურვილიც კი არ იგრძნობოდა საბურთალოს ფეხბურთელებში,უბრალოდ წოტა ზევით აიწიეს და პრესინგის იმიტაციის გაკეთების დროს,მეორე გოლიც გაატანინეს.კომენტატორი კი ლაპარაკობდა ტექნიკურ და სწრაფ საბურთალოს ფეხბურთელებზე,მაგრამ სწორედ სისწრაფე და ბურთზე მუშაობის ტექნიკა არ ჩანდა ჩვენ ფეხბურთელებში.ვერც გამოზომილი პასი,ვერც ბურთის მიღება.პირველ ტაიმში კი,საერთოდაც გაჩერებულები თამაშობდნენ.კი,ვიცი,რომ რასაც მიაღწიეს,უკვე ესეც წარმატებაა,ჩვენი კლუბისათვის,მაგრამ ქულის აღება კი არა,გოლის გატანასაც ვერ მოვახერხებთ,ისეთ გუნდებს ვხვდებით.აქ უნდა გვეცადა და არ ვცადეთ.სხვა კლუბები,ჩვენზე ორი წონითი კატეგორიით მაღლა არიან და მათთან,ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა ითამაშონ,რომ რაღაცა მაინც ისწავლონ და ტემპს შეეჩვიონ.არ ვიცი,სენ ტრუიდენი საუკეთესო შემადგენლობით გვეთამაშა თუ არა,მაგრამ რაც ვნახე,ეგენიც კარგი ჩანჩურები ყოფილან.ჩვენი ფეხბურთელების ლანძღვას,აზრი არ აქვს.ეს არის,რაც შეუძლიათ,თავი არ დაუზოგიათ და რაც შეუძლია იმაზე მეტის მოთხოვნას,რა აზრი აქვს.ერთია,რომ საკუთარ თავზე გამოსცადეს,რამდენად სჯობნიან მეტოქეები და ამის შემდეგ,თავმოყვარე ფეხბურთელმა,გაორმაგებული უნდა იშრომოს,რომ ჩამორჩენა ამოქაჩოს.
დევი
დამაწყდა ნერვები! ასე ორ გადაცემას წინ გუნდი ვერ აკეთებდეს არაფერი მინახავს! ან რა შეშინებულები იყვნენ რამ დაამფრთხო ეს ხალხი?! კარგიი, ვერ აკეთებ ამ 3 პასს, აიღე რა შენს თავზე, თამამად ქენი რამე, დაარტყი! ის შემტევი ზანგი საერთოდ არ ვიცი ვინმე უდგება ატვიჩაიში რო ფეხბურთელია?! ბერიძე რო დაიმატეს სადაა ის ბიჭი, განაცხადშიც არ იყო? ნუ თამაშობთ ასე კანკალით, ნიჩიაზე და ცოტა ბურთით წაგებაზე, ითამაშეთ მართლა ლაზათით და ეშხით, ვერ იგებთ და ცოტა ფეხბურთის თამაშს მაინც ცდით! წარმატებები მომდევნო თამაშებში იმედია გაითვალისწინებთ რომ არავინ შეგჭამთ და უბრალოდ ადექით და ითამაშეთ!
ელიასი
ამ მაროკოელებს ძალიან გაუტკბად ჩვენს კარში კოსმოსიდან გოლის გატანა. ჯერ იყო და ჰაკიმ ზიეჩმა ცენტრიდან და ცოტათი უფრო შორიდანაც კი გაუფორმა მამარდაშვილს, ახლა კი ამ ილიას სებაუიუმ მაკარიძეს თითქმის ცენტრიდან ასიამოვნა. რაც შეეხება იბერიას თამაშის ხარისხს, იგი, რა თქმა უნდა, ტელეტრანსლაციის ხარისხზე ოდნავ დაბალი იყო. შემდეგ თამაშში, ალბათ, 0-4 იქნება, მერე 0-6, 1-8, 2-12 და ა.შ. გაუმარჯოს სუვერენულ ბელოგრუზიას!
გიორგი
როდის უნდა ვისწავლოთ ფეხბურთის თამაში? კორღალიძეს იმ სკამს გამოიტანენ საქართველოში ალბად,მთელი თამაში არ ამდგარა სკამიდან.არავითარი მოტივაცია არავითარი ჟინი ფეხბურთის გარდა ყველაფერი იყო, წინ სამი პასი ვერ გააკეთეს გადაბმულად სამი, არასწორი პასები შუა ცენტრი საერთოდ გვყავდა? მერე უკვირთ ხალხი რატო არ მოდისო? ნათესავები თუ დადიან ამათ საყურებლად ან რატო უნდა მიხვიდე ვინმე ამიხსნის? ნერვები რო მოგეშალოს და ჩაჯმული წამოხვიდე ისედაც არ გვაკლია ჩაჯმა.იმას აღარ ვამბობ როგორ მოხვდნენ ამ ტურნირზე ყველა საფეხურზე გამოვარდნენ და ბოლოს შეგვჩა ეს კონფერენს ლიგა. სამარცხვინოები ხართ ბიჭებო სამარცხვინოები.ნუთუ არ გაწუხებთ?
დდდ
ეს რათქმაუნდა, ვერაფრით გაამართლებს ჩვენების უნიათო თამაშს, მაგრამ რუსები იყვნენ და სისხლს გვიშრობდნენ ხელოვნურ საფარზე თამაშით... ეგ ოხრები თითქოს სპორტში მაინც მოვიცილეთ, მაგრამ რად გინდა, ევროპაშიც იგივე " სიამოვნება" გვერგო - თუ დინამოს, თუ იბერიას... მართალი უთქვამთ ძველ ბერძნებს - სანამ ევროკავშირს არ დააჭაშნიკებ, საბჭოთა კავშირს ნურც აქებ და ნურც აძაგებო...
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
"მადლობა! შენი გაკეთებული საქმე სამუდამოდ დარჩება!" - რონალდოს ნაკრებიდან წასვლას პორტუგალიის პრემიერ-მინისტრი ეხმაურება
თორნიკე შენგელიას ემოციური დაბრუნება ბოლონიაში — "ვირტუსი" საქართველოს ნაკრების კაპიტანს დიდების დარბაზში შეიყვანს
მარკის რიდის კარგი თამაში და "ბაჰჩეშეჰირის" გასვლითი გამარჯვება ევროთასზე
მერკვილაძის 17 ქულა ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში - "გრონინგენის" გამარჯვება ხორვატიაში
საქართველოს ნაკრები ჩინეთის გრან პრიზე სრული შემადგენლობით ისპარეზებს
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
კაცნაკლულმა თბილისის "დინამომ" "კოპენჰაგენს" პენალტების სერიაში მოუგო და მესამე ეტაპზე გავიდა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩებს განსჯიან
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - კანადა
ნიონში ქალთა ერთა ლიგის წილისყრა გაიმართა
რუსეთის საფეხბურთო კავშირის გენერალური მდივნის თქმით, FIFA-სა და UEFA-ს პრეზიდენტები რუსეთში ჩასვლის მზადყოფნას გამოთქვამენ
პსჟ-მა "ვილიარეალის" განადგურებით ჩემპიონთა ლიგაზე 2 რეკორდი დაამყარა
კვერნაძეს 5-ჯერ გაზრდილ ხელფასს სთავაზობენ - რას გადაწყვეტს ქართველი ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის წინ?
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის შემცვლელი კანავარო თანამდეობას ტოვებს
"ფენერბაჰჩეს" მწვრთნელად ემრე ბელოზოღლუ დანიშნეს
"არ შემიძლია შევეგუო იმას, რომ ქვეყანა ორ უკიდურესობას შორისაა გახლეჩილი" - სანიოლმა თავისი პოლიტიკური პოზიცია დააფიქსირა
[VIDEO] რა აზრი აქვს, ვინ ითამაშებსო... - პსჟ-მა "ვილიარეალს" კაპიტულაცია გამოაცხადებინა
"დიდ გუნდში სათამაშოდ მზად ვარ" - მიქაუტაძემ მის მიმართ "ბარსელონას" ინტერესზე ისაუბრა და გაამხილა, რომელ კლუბს ქომაგობს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ლიბანთან მატჩებისთვის ემზადება
"ვესტ ჰემმა" ესპირიტო სანტო მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლა
ტრავმირებული ბართიშვილი ამ სეზონში ვეღარ ითამაშებს
"სენტ-ტრუიდენთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"მიალბისთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] გამარჯვებასთან რა ახლოს ვიყავით - "იბერია 1999" "მიალბისთან" ფრეს დასჯერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
გიორგი "კვარას" გარეშე დარჩენილი პსჟ-ის წინააღმდეგ - ჩვენი მეტოქე "კოპენჰაგენი"
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-0 იბერია 1999. "მესამე ძალა" ისარგებლებს...