"არსენალის" 21 წლის განაპირა მცველი იმედოვნებს, რომ ტრავმის მომუშების შემდეგ საჭირო კონდიციებში მალე ჩადგება
"არსენალისა" და ინგლისის ნაკრების 21 წლის განაპირა მცველი კირან გიბსი იმედოვნებს, რომ ტრავმის მომუშების შემდეგ საჭირო კონდიციებში მალე ჩადგება და არსენ ვენგერი ადგილს ძირითად შემადგენლობაში ისევ ანდობს.

"მეთოფეები" შაბათს "სუონისთან" დასაჭიდებლად ემზადებიან. ლონდონელებმა გამოჯანმრთელებულ გიბსს სერიოზული კონკურენტი დაახვედრეს, ბრაზილიის ნაკრების 28 წლის მარცხენა მცველი ანდრე სანტოსი.

ამ ფეხბურთელებს თანაბრად შეუძლიათ დაცვის ორივე ფლანგზე ასპარეზობა და შესაბამისად, შეიძლება ადგილი ძირითადში ორივემ დაიმკვიდროს, მართალია ცოტა საეჭვოა, ცაციებმა ნამდვილ მემარჯვენე ბაკარი სანიას აჯობონ, მაგრამ მაინც... დაცვის მარჯვენა ფლანგზე შეუძლია თამაში "მეთოფეთა" კიდევ ერთ ახალწვეულ კარლ ჯენკინსონსაც. გიბსი ფიქრობს, რომ გუნდის ახალწვეულებს ნამდვილად შეუძლიათ "არსენალის" გაძლიერება. აი რას აცხადებს ფეხბურთელი:

"მიყვარს გუნდის დახმარება, როცა ამის შანსი მაქვს. "არსენალს" შეუძლია ნებისმიერი მეტოქე დაამარცხოს, არ აქვს მნიშვნელობა, სანია იქნება ძირითადში თუ ვინმე სხვა. ჩვენ შეგვიძლია კარგი ფეხბურთის თამაში. იმედია, შედეგები გვექნება. პირადად რაც შემეხება, სასწავლი ჯერ კიდევ ძალიან ბევრი მაქვს. მესმის, რომ რაც უფრო მეტს ვითამაშებ, მით უფრო სწრაფად გავიზრდები. ვიცი, რომ თამაშებისას მეტი კონცენტრაცია მმართებს, განსაკუთრებით იმ სქემისას, რომლითაც "არსენალი" თამაშობს. ჩვენ ხომ შემტევ სტილის გუნდი ვართ. ასე რომ, მცველებს განსაკუთრებული ყურადღება გვმართებს".

გუნდში შექმნილ ვითარებაზე "არსენალის" ახალწვეულმა მიკელ არტეტამაც ილაპარაკა. ესპანელი მოუთმენლად ელის დებიუტს "მეთოფეთა" რიგებში. სპორტული ვებგვერდები წერენ, რომ ვენგერი მას აუცილებლად ძირითადში გაამწესებს:

"სუონსისთან" შეხვედრას მოუთმენლად ველოდები. "ემირიტსზე" მატჩის დაწყება ძალიან ამაღელვებელი მომენტი იქნება ჩემთვის. გარწმუნებთ, "არსენალის" მიმართ ყოველთვის მქონდა განსაკუთრებული სიმპათია, რადგან მისი თამაშის ყურება ყოველთვის დიდი სიამოვნება იყო. იმედია, გუნდთან ადაპტაცია განსაკუთრებული პრობლემების გარეშე ჩაივლის. პირადად ამისთვის ძალასა და ღონეს არ დავიშურებ".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

გადაწყვეტილება შეცვალეს - "სიტისთან" განადგურების შემდეგ, "ლივერპულის" ხელმძღვანელობამ სლოტის მომავალზე იმჯელა
ვან დეიკმა "სიტისთან" განადგურების პასუხისმგებელ პირებზე ისაუბრა და პსჟ-ისთან მატჩამდე "ლივერპულის" ფეხბურთელებს მიმართა
დადასტურდა - სილვა სეზონის დასრულების შემდეგ "სიტის" დატოვებს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა