თვითმფრინავმა, რომლითაც ჰოკეისტთა გუნდი იაროსლავის "ლოკომოტივი" მინსკში მიემგზავრებოდა, აფრენიდან რამდენიმე წუთში კატასტროფა განიცადა
გუშინ, 7 სექტემბერს სტარტი აიღო ჰოკეის კონტინენტალური ლიგის ახალმა სეზონმა, მაგრამ გახსნის მატჩი "სალავატ იულიაევსა" და "ატლანტს" შორის მეორე პერიოდის დროს შეწყდა.

საქმე ისაა, რომ გუშინ რუსეთში საშინელი ავიაკატასტროფა მოხდა - ლიგის ერთ-კლუბი საუკეთესო კლუბი, რუსეთის სამგზის ჩემპიონი იაროსლავის "ლოკომოტივი" მინსკში პირველი ტურის ჩასატარებლად მიემგზავრებოდა, მაგრამ თვითმფრინავმა აფრენიდან 500 მეტრის შემდეგ კატასტროფა განიცადა.

როგორც იაროსლავის აეროპორტის თანამშრომლები ჰყვებიან, თვითმფრინავმა საკმარისი სიმაღლე ვერ აკრიფა, შუქურას ანტენას წამოედო და შუაში გადატყდა - ნახევარი მიწაზე დაენარცხა, მეორე ნახევარი მდინარე ვოლგაში ჩავარდა, რასაც მაშინვე ხანძარი მოჰყვა. სალონში "ლოკომოტივის" 37 წევრი იმყოფებოდა - მოთამაშეები და მწვრთნელთა შტაბი.

ბოლო ინფორმაციით, კატასტროფას ერთადერთი ჰოკეისტი გადაურჩა - რუსეთის ნაკრების წევრი ალექსანდრ გალიმოვი, მაგრამ ის კრიტიკულ მდგომარეობაშია. მოთამაშე სხეულის 80-პროცენტიანი დამწვრობით რეანიმაციაშია მოთავსებული.

"ლოკომოტივში" ბევრი სახელოვანი ჰოკეისტი თამაშობდა. მათგან ყველაზე გამორჩეული იყო სლოვაკი პავოლ დემიტრა. ასევე უნდა დავასახელოთ შვედი მეკარე სტეფან ლივი, ჩეხები - იოზეფ ვაშიჩეკი და კარელ რახუნეკი, ცნობილი ლატვიელი მცველი კარლის სკრასტინში, რომელიც ცოტა ხნის წინ გადავიდა "დალას სტარზიდან" იაროსლავში.

თავდაპირველი ინფორმაციით, დაღუპვას გადაურჩა ცნობილი ბელარუსი მცველი რუსლან სალეი, რომელიც ამ ზაფხულს "დეტროიტ რედ უინგზიდან" აღმოჩნდა "ლოკომოტივში". ის თითქოს მინსკში ელოდებოდა გუნდს, მაგრამ შემდეგ ეს ჰოკეისტიც შეიყვანეს დაღუპულთა რიგებში. აქ ჩამოთვლილი მოთამაშეები თავიანთი ქვეყნების ნაკრებთა წევრები იყვნენ. გუნდის მწვრთნელი კანადელი ბრედ მაკრიმონი იყო.

თვითმფრინავი - "იაკ-42", რომლითაც "ლოკომოტივი" ბელარუსის დედაქალაქში მიფრინავდა, 1993 წელს იქნა ჩაშვებული ექსპლუატაციაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა
მეორე ლიგის "სპაერმა" თბილისის "დინამოს" მოუგო და თასის მფლობელი გახდა [VIDEO]
საქართველოს თასის ნახევარფინალური ეტაპის წილისყრა
შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება
პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს