ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ჯარჯი ზვიადაურიდან ილიას ილიადისობამდე

ჯარჯი ზვიადაურიდან ილიას ილიადისობამდე

მსოფლიოს პირველობის ფინალში გაბერძნებულმა ქართველმა ძიუდოისტმა ილიას ილიადისმა იაპონელი დაიკი ნიშიამა დაამარცხა
პარიზში, მსოფლიოს პირველობის ფინალში შეხვედრის მიწურულს გაბერძნებულმა ქართველმა ძიუდოისტმა ილიას ილიადისმა (90; ჯარჯი ზვიადაური) იაპონელ დაიკი ნიშიამას დრო უხელთა და უნაკლო მოგვერდით ისეთ იპონზე დაანარცხა, პირთამდე სავსე "ბერსის" საჭიდაო დარბაზი ოვაციისგან კინაღამ ჩამოინგრა.

ჯარჯი-ილიასმა სიხარული კი გამოხატა, მაგრამ არც მეტოქე დავიწყებია, ჩვეულებისამებრ მასთანაც მივიდა და ხელი აუწია, თუმცა ატირებულ ნიშიამას მისი დიდსულოვანი ჟესტისთვის ნამდვილად არ ეცალა - ზედიზედ მეორედ წააგო მსოფლიოს ფინალი ილიადისთან და გასაგებია, რა გუნებაზეც იქნებოდა. თუმცა იმ წუთებში დარბაზს მისთვის არ ეცალა და მხურვალე ოვაციას არ ანელებდა. არც ფრანგებს გაემტყუნებოდათ - ისინი ხომ მსოფლიოს ძიუდოს ახალ ლეგენდას ესალმებოდნენ.

ილიადისმა უკვე ყველა დიდი ტურნირი მოიგო და ახლა მეორე წრეზე წავიდა - პარიზული გამარჯვება მსოფლიოს ჩემპიონატებზე მისი ზედიზედ მეორე ზეობა იყო. წლეულს სულაც დუბლი შეასრულა - აპრილში ევროპის ჩემპიონიც გახდა, რაც ასევე მეორე ოქროა კონტინენტურ ასპარეზზე. ახლა ოლიმპიადის მეორედ მოგება დარჩა, თუმცა ის იმდენად იოლად და დამაჯერებლად იმარჯვებს ყველგან, ეს ამბავიც დროის საკითხი გვგონია.

ილიადისის უპირატესობა იმდენად აშკარაა ყველა შეჯიბრებაზე, თითქოს მისთვის მოუგებელი ტურნირი არ არსებობს და წლიდან წლამდე მართლაც იშვიათად თუ დამარცხდება. ის ჯერ 24 წლისაა და წინ კიდევ არაერთი სეზონი ელოდება. მით უფრო, არც შრომა ეზარება.

ილიადისის პარიზულ ტრიუმფს ქართულ ინტერნეტფორუმებზეც საინტერესო გამოხმაურება მოჰყვა: ილიადისი უკვე იმ დონის სპორტსმენია, რომელიც ყველგან უყვართ და ყველა ქვეყანაში ტაშს უკრავენო, წერდნენ ძიუდოს აქაური ქომაგები. "ბერსის" დარბაზი ამის სრული დასტური იყო, ასე კი მხოლოდ ლეგენდებს ექცევიან.

უზომო პოპულარობისა და სახალხო პატივისცემის გარდა, წარმატებებმა ილიადის-ზვიადაური მილიონერადაც აქცია, თუმცა ამას პიროვნულად არ შეუცვლია - ისევ ისეთივე ხალისიანი და ხუმარაა, სულ ხუმრობის და სიცილის ხასიათზეა, არც წაგებული მეტოქის დამშვიდება ავიწყდება და ან ხელს აუწევს იმის ნიშნად, შენც მაგარი მოწინააღმდეგე იყავიო, ან რაღაც სხვა ფორმით ანუგეშებს, ირგვლივაც ისევ ისე აფრქვევს დადებით აურას და იხვეჭს სიმპათიებს.

მედლებს არც მისი პროფესიონალიზმი გაუნელებია - კვლავაც ძველებური შემართებით ვარჯიშობს და საკუთარ თავს არანაირ შეღავათს არ აძლევს. მან მზადების რაღაც განსხვავებული სტილიც კი გამოიმუშავა და ეს მომქანცველი პროცესი სახალისო გასართობად აქცია - ხუმრობა, იუმორი და სიცილი არც ამ დროს ეკარგება სადმე. ალბათ, ამიტომაც არ იღლება ვარჯიშით და არც ბეზრდება ბევრისგან განსხვავებით.

ცხადია, ილიადისი ახლა მსოფლიოს მედიის ყურადღების ცენტრშია და ისიც არ აწბილებს ჟურნალისტებს. ამ დღეებში მასთან ინტერვიუ აზერბაიჯანულ საიტებზე გამოჩნდა, საიდანაც საინტერესო ამონარიდებს შემოგთავაზებთ. კითხვაზე, როგორ გრძნობდა თავს მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის რანგში, მან ასე უპასუხა:

"ეს ისეთი გრძნობაა, რომლის გადმოსაცემადაც სიტყვები უძლურია. მხოლოდ ერთი შემიძლია ვთქვა - მე ბედნიერი ვარ".

იქვე ჯარჯი-ილიასმა ოჯახში მოსალოდნელ სასიხარულო ცვლილებაზეც გააკეთა აქცენტი, რაც თურმე მისთვის დამატებითი სტიმული ყოფილა: "ახლა ჩემი მეუღლე ისეთ მდგომარეობაშია, ოჯახში მორიგ მატებას ველოდებით. ამან დამატებითი ძალები მომცა და შთამაგონა პარიზში გამოსვლისას. ახლა მზად ვარ, ოქტომბერში ისევ გავხდე მამა". როცა დარწმუნებული ხარ საკუთარ ძალებში, წარმატება აუცილებლად მოვა, ოღონდ უნდა იბრძოლო ამისთვისო, დასძინა მან. ილიადისმა დაიკი ნიშიამასთან ზედიზედ ორგზის წარმატების საიდუმლოზეც ილაპარაკა და ეს ასე ახსნა: "აზიელებთან ჭიდაობისას დაუშვებელია, ინიციატივა მათ დაუთმო და საშუალება მისცე, თავისი ჭიდაობა მოგახვიონ თავს. ნიშიამასთან ორივეჯერ ზედა ჩავლებას ვიღებდი, თუმცა ის, ულაპარაკოდ, ტალანტი სპორტსმენია".

ხსენებულ ინტერვიუში ყველაზე საინტერესოდ მაინც ის ადგილი მომეჩვენა, სადაც ილიადისი იმ შემართების მიზეზებზე ლაპარაკობს, ტურნირიდან ტურნირამდე, ტიტულიდან ტიტულამდე რომ ავლენს. ვარჯიშები რომ არ ეზარება, ზევითაც გითხარით. არადა, წარმატებას ყოველთვის თან სდევს დაღმავალი პერიოდი. თუმცა, ეტყობა, ყოველთვის არა, რადგან ილიადისის კარიერაში მსგასი არაფერი ყოფილა.

აქ იყო ჩავარდნები, საკმაოდ ხანგრძლივიც, თუმცა ეს წელის ტრავმამ გამოიწვია, მწვერვალზე ასვლით გამოწვეული მოდუნება, ფსიქოლოგიური დაღმასვლა კი მას არ ჰქონია. როგორც ირკვევა, ამის მიზეზი ის გამოწვევაა, რასაც ტიტულის დაცვა ჰქვია. "არსებობს გამოთქმა, ტიტულის მოპოვება უფრო ადვილია, ვიდრე - მისი დაცვაო.

როცა მოიპოვებ ტიტულს, მერე იწყება მთავარი გამოცდა, რადგან მეტოქეები შენს წინააღმდეგ სულ სხვა განწყობით გამოდიან - ყველას უნდა, მსოფლიოს ჩემპიონს მოუგოს. ასეა ახლაც, ჩემს შემთხვევაშიც" - თქვა ილიადისმა და იცავს კიდეც მთელი მონდომებით მონაპოვარ სახელსა და ავტორიტეტს.

ვარჯიშობს ლაღად, თავისუფლად, ძალდაუტანებლად, მერე გადის ტატამზე და ასევე ჭიდაობს, რითაც თვითონაც იღებს სიამოვნებას და ქომაგსაც ახარებს. ასე თამაშ-თამაშ და სიცილ-სიცილით მიიწევს ოლიმპიადისკენ, თუმცა თავს არ იტვირთავს იმაზე ფიქრით, მოვიგებ თუ არა იქო. "ამ წუთებში ოლიმპიადაზე არ ვფქირობ. არ მინდა, თავი გადავიღალო ამაზე ფიქრით. ღმერთმა ქნას, ჯანმრთელობა იყოს და ყველაფერი კვლავაც ნორმალურად იქნება", - ამბობს ილიადის-ზვიადაური.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დავითი (საბერძნეთი)

ვერაფერს ვერ შეცვლის ვერავინ,რომც ჩამოვიდეს საქართველოს სახელით ვეღარ იასპარეზებს,მორჩა

• pipinia lortkipanidze

ქართულ ფეხბურთს გაბელიას ან ქეცბაიას გადადგომა ვერ უშველის.გაცილებით დიდი და ღრმა პრობლემის წინაშე ვდგევართ და ეს ნაკრებში არაერთხელ ჩამოყვანილი მაღალკვალიფიციური მწვრთვნელების უსარგებლობამ ძალიან კარგად დაგვანახა.თუმც ჯოხს ყოველთვის მწვრთნელებსა თუ ფეხბურთელებზე ვტეხავთ,რეალურ მიზეზებზე კი არავის სიტყვა ერთხელაც არ დასცდენია,მეტწილად ვისაც ეხება და ვალდებულიცაა სიმართლე ილაპარაკოს და ამ კოშმარის დასრულებაში თავისი სავალდებულო წვლილი შეიტანოს.არახალია რომ სიჭინავამ ვერ გამოავლინა ხასიათის სიმტკიცე და ვერ მოახერხა ფედერაციაში თავისი გუნდით მოსვლა,ეხლა კი მავანთათვის მისაღები ფიგურაა,რომელიც სათამაშო ფიგურების ტომარაშია მოქცეული.ზოგადად და გვერდის ავლით წერა და ლაპარაკი საქმეს ვერ წაადგება,ხოლო პირდაპირი და სამართლიანი სამწუხაროდ არავინ აღმოჩნდა.

• Geo-4ever***

სპორტსმენებ ჩვენ იმიტომ ვქომაგობთ ,რომ ჩევნი ერი ასახელონ,თორემ არც ცირეკიძე და სხვა ვინმე ჩემი არავინ არ არის,ჩვენ მათ ვგულშემატკივრობთ იმის გამო რომ ,აიწიოს ჩვენი დროშა,ჩვენი ჰიმნი დაუკრან და მთელი დარბაზი ჩვენს ჰიმნს უსმენდეს,საქართველოს სახელით ზიმბაბველს უნდა უგულშემატკივრო და ამისთანა უსინდისოს არა,რადგან ეს თუ გაიმარჯვებს აჟღერდება ბერძნული ჰიმნი,ხოლო ის ჩვენი სახელით მოასპერეზე ზიმბაბველიან მოზამბკილი თუ გაიმარჯვებს აჟღერდება ჩვენი ჰიმნი,და ჩვენი დროშა აიწევა .

• Geo-4ever***

როდესაც ქართველი კაცი თავის ნიჭს და გენიას ,შეალევს არა თავის სამშობლოს არამედ სხვა ერს ,ის არ არის კაცი , როდესაც არცისე ნიჭიერი ხარ და სხვისი სახელით გამოდიხარ რადგან შენს ნაკრებში არ გიძახებენ ,ეგ მესმი მე მაგ ქართველებს ვქომაგობ(გამონაკლისი თუ საქართველოს სახელით მოასპარეზეს ხვდება). კაი თავიდან წავიდა მაგრა შემდეგ ან ეხლა ხომ შეუძლია ჩამოსვლა არა.

• დავითი (საბერძნეთი)

ერთი სიტყვით მას ასარჩევად არ ჰქონია საქმე,ჯერ ბავშვი იყო რაც უბრძანეს ის გააკეთა და ფული ვინც აიღო ისინი თბილისში არიან,ჯარჯიმ ყველაფერი თავისი ოფლით მოიპივა

• დავითი (საბერძნეთი)

ჯარჯის ბევრი არაფერი ჰკითხეს ისეთ დონეზე ჩააწყეს ეგ ამბავი მაშინ,პირადათ ვიცნობ იმ ხალხს ვინც ამ საქმეში იყო გარეული,ასე რომ ჯარჯიმ ის გააკეთა რაც უთხრეს ვერ იზავდა სხვანაერად

• sasha

მოღალატეები და ქვეყნის და რჯულის გამყიდველები ნაცმოძრაობაში ეძებეთ! :) ადამიანმა თავის შრომით მსოფლიო პირველობა მოიპოვა,მე მას როგორ პიროვნებას ისე ულოცავ და მახარებს რომ ჩვენებური კაცური კაცია!ყველა მოქმედებაში თავის ადამიანობას და ვაჟკაცობას ამჟღავნებს,მასეთი პატრიოტი ბევრი გყავდეს შენ საწყალო

• kopala

elene ის მოღალატე არაა,საქართველოში ფულზე დახარბებული სპორტსმენები ბევრი გყავს საქართველოში და არაფრის გამკეთებელი სპორტსმენი,თანაც ტიტულიანი და ეს ბიჭი კი შრომობს,აკეთებს იმას რაც ყველაზე კარგად აქაც გამოსდიოდა საქართველოში მარა არ დაუფასდა და კიდევ ისაა ღამურაა?კაცი მსოფლიოს დასნახად ტურნირს ტურნირზე იგებს დღისით,მზისით

• დევიდ აირონს

კი, ელენე, სადღაც მართალს ამბობ, მაგრამ მე ამას "ღალატს" ნამდვილად ვერ ვუწოდებ...მე არ ვიცი თქვენი ასაკი, მაგრამ უახლოეს წარსულში როგორ "აფასებდნენ" საქართველოში სპორტსმენებს ალბათ გემახსოვრებათ...თუმცა არც ახლა აფასებენ მაინცდამაინც, თუნდაც თედიაშვილის მაგალითიც კმარა.

• b. ch.

ამით სამშობლოს რაა?

• elene

კაცი რომელიც ქარტველობაზე უარს იტყვის და გამურას დაემსგავსება ნამდვილად ვერ მივულოცავ...მარტლაც და რაც ადრე ცარმოუდგენელი იყო ვისაც როგორ ჰეუზლია ისე უგალატა სამჰობლოს საკუტარი კეტილდგეობის გამო ...

• როსტომ გაფრინდაშვილი

ღმერთმა სულ გამარჯვებული და გახარებული ამყოფოს თავის ოჯახთან ერთად!

• როსტომ

ღმერთმა გამარჯვება ნუ მოუშალოს და აბედნიეროს თავის ოჯახთან ერთად!

ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა

"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე

"ყვე­ლა­ნი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, ქალს რა უნდა ძი­უ­დო­ში, ეს კა­ცე­ბის სპორ­ტია და თავი და­ა­ნე­ბეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია