"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა სამირ ნასრიმ ექიმებისგან ნებართვა მიიღო, რომ მომავალ უქმეებზე "უიგანის" წინააღმდეგ ითამაშოს
ესპანეთის ნაკრების დამრიგებელმა ვისენტე დელ ბოსკემ გასაგებად აუხსნა ფერნანდო ტორესს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, იქამდე, ვიდრე ის "ჩელსიში" გოლების გატანას რეგულარულად არ დაიწყებს, ნაკრებში მისი ადგილი არ იქნება.

შეგახსენებთ, რომ ლიხტენშტაინთან მატჩისას "ფურია როხას" დამრიგებელმა შეგირდი მატჩის საყურებლად ტრიბუნებზე გაუშვა. მის ნაცვლად კი ძირითადში ალვარო ნეგრედო გაამწესა, ვინც თავი დუბლით ისახელა. ძირითადში იყო დავიდ ვილიაც, ვინც ასევე ორი გოლი გაიტანა. თავდამსხმელთაგან სკამზე ფერნანდო ლორენტე დარჩა.

დელ ბოსკეს პოზიცია გასაგებია, რადგან "ჩელსიში" გადასვლდან დიდი დრო გავიდა, "ელ ნინიომ" კი ერთადერთხელ, 23 აპრილს "ვესტ ჰემთან" შეხვედრაში მოახერხა თავის გამოჩენა. ის შეხვედრა მისმა გუნდმა 3:0 მოიგო, ასე რომ, იმ შეხვედრაში ფერნანდოს რამე განსაკუთრებულ ღვაწლზე უბრალოდ ვერ ვილაპარაკებთ.

ევერტონმა ანიჩებე დაკარგა

"ევერტონის" პრობლემებს ესღა აკლდა... ლივერპულელებმა 23 წლის შემტევი ვიქტორ ანიჩებე სამი თვით დაკარგეს. ნიგერიელმა ტრავმა სანაკრებო შეხვედრაში მიიღო. შეგახსენებთ, რომ 31 აგვისტოს კლუბმა ორი თავდამსხმელი გაუშვა - იაკუბუ აიგბენი "ბლექბერნში" გაყიდა, ჯერმეინ ბეკფორდი - "ლესტერში". დევიდ მოიესის განკაგულებაში სამი კვალიფიციური ფორვარდიღა რჩება ლუის საა, დენის სტრაკვალურსი და ჟოზე ბაქსტერი.

პირველი სამწვრთნელო დანაკარგი

პორტუგალიის ჩემპიონატის დაწყებიდან ჯერ სამი ტურია გასული და ლიგა საგრეშში პირველი სამწვრთნელო ცვლილება უკვე მოხდა - კარისკენ მიუთითეს "უნიაუ ლეირიას" დამრიგებელს, 40 წლის პედრო კახინიას. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ქულის აღებაც კი ვერ მოახერხა. ბურთების სხვაობა კი 4:9-ზეა. ამ მაჩვენებლით მარინიაგრანდელები ბოლო ადგილზე არიან.

არსადაც არ მიდის

"არსენალის" პრეზიდენტი პიტერ ჰილ-ვუდი გაკვირვებულია პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, თითქოს ის არსენ ვენგერის გუნდიდან გაშვებას აპირებდეს: "ვენგერი მუშაობას განაგრძობს. ხმები მისი შესაძლო გათავისუფლების შესახებ სისულელეა და მეტი არაფერი. სეზონის დაწყებამდე ჩვენ ახალი ფეხბურთელები შევიძინეთ და მიუხედავად იმისა, რომ ბევრ მათგანს კარგად არც კი ვიცნობ, დარწმუნებული ვარ, რომ ისინი გაგვაძლიერებენ".

ნასრი ითამაშებს

"მანჩესტერ სიტის" ახალწვეულმა სამირ ნასრიმ ექიმებისგან ნებართვა მიიღო, რომ მომავალ უქმეებზე "უიგანის" წინააღმდეგ პრემიერლიგის მე-4 ტურში ითამაშოს. შეგახსენებთ, რომ რუმინეთთან შეხვედრაში 24 წლის ფეხბურთელმა ხელის თითი მოიტეხა. ფრანგის არყოფნა "ქალაქელებისთვის" სერიოზული დანაკლისი იქნებოდა, მით უფრო ფანტასტიკური სადებიუტო შეხვედრის შემდეგ. შეგახსენებთ, რომ "ტოტენჰემთან" მატჩში "უაით ჰართ ლეინზე" სამირმა სამი საგოლე გადაცემა მიითვალა.

ცოტა პოლიტიკაც...

პოლიტიკურ თემატიკაზე წერა ჩვენი გაზეთის საქმე არ არის, მაგრამ ამ ინფორმაციას მაინც შემოგთავაზებთ, მით უფრო, რომ ის ფეხბურთსაც ეხება. ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწის დირკ ბრენგელმანის განცხადებით, ჩრდილოატლატიკური ალიანსის წარმომადგენლები უახლოეს პერიოდში უკრაინას ეწვევიან, რათა ერთად შეიმუშაონ დახმარების პაკეტი, რომელიც ამ ქვეყანას მომავალ წელს შეიძლება დასჭირდეს ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე უსაფრთხოების ზომების გასატარებლად.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ფუტსალი | საქართველოს ნაკრები სომხეთთან დამარცხდა
ხელფასის შემცირებაზე თანახმაა - ლევანდოვსკის მომდევნო სეზონშიც "ბარსელონაში" თამაში სურს
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
დეკემბერში პსჟ-ს საუკეთესო ფეხბურთელად საფონოვი დაასახელეს
"ბაიერნი" "რეალს" და "მანჩესტერ სიტის" ფეხბურთელს მხოლოდ სარეკორდო თანხად მიჰყიდის
ბასტონიმ შესაძლოა, "ინტერი" დატოვოს - იტალიელის გადასაბირებლად ორი გრანდი იბრძვის
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
ოფიციალურად - "ლიონმა" "რეალისგან" ენდრიკი ინათხოვრა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
პსჟ-ს ტრავმის გამო შემტევი გამოაკლდა
ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა
ტიკნიზიანი: სომხეთის დედაქალაქი მაიამია - ყოველ სომეხს აშშ-ს პასპორტი უნდა ჰქონდეს
პსჟ-ს და კვარაცხელიას უნიკალური მიღწევა - ამითაა ლუის ენრიკეს გუნდი გამორჩეული
18-წლამდელთა ნაკრები გიორგი ნემსაძემ ჩაიბარა
წლის საუკეთესო მებრძოლი - პოპულარულმა MMAJunkie-მ და ESPN-მა მერაბ დვალიშვილი აღიარეს
მეინუს აღარ გაუშვებენ - "მანჩესტერ იუნაიტედი" თავის აღზრდილს მინიმუმ ზაფხულამდე დაიტოვებს
"ბარსელონა" დაცვას გააძლიერებს - რა გეგმები აქვთ კატალონიელებს ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე
"მილანმა" ორიჯის კონტრაქტი გაუწყვიტა - თითქმის 2-წლის უთამაშებლობის მიუხედავად, ის 4 მილიონს გამოიმუშავებდა
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
გვარდიოლას გვარდიოლის დიდი ხნით შენარჩუნება უნდა - "სიტი" იოშკოსთან ახალ კონტრაქტზე მუშაობს
[PHOTO] მხოლოდ პირსახოცით - "შახტარის" ფეხბურთელის მეუღლის მიერ სააბაზანოდან გამოქვეყნებულ თამამ ფოტოებს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა
ზირკზე კვლავ სერია A-ში? - მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია
[VIDEO] ბითაძის 14 წუთი - "გოლდენ სტეიტმა" "ორლანდო მეჯიქი" დაამარცხა