"ლევერკუზენის" თავდამსხმელი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად და თანაც მწარედ აკრიტიკებენ
"ლევერკუზენის" თავდამსხმელი შტეფან კისლინგი უკმაყოფილოა იმის გამო, რომ ბოლო დროს ძალიან ხშირად და თანაც მწარედ აკრიტიკებენ.

კრიტიკის მთავარი მიზეზი კი, რა თქმა უნდა, ის არის, რომ ბუნდესლიგის პირველ ოთხ ტურში მან არაერთი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.

"არა მგონია, კრიტიკა თავდამსხმელს შველოდეს, პირიქით, ეს უარესია. ვერ ვხვდები, რას მერჩიან ჟურნალისტები ან გულშემატკივრები? ბუნდესლიგაში 200-ზე მეტი მატჩი მაქვს ჩატარებული და სტატისტიკის მიხედვით, საშუალოდ სამ თამაშში ერთი გოლი გამაქვს, რაც ჩემი აზრით ნორმალური შედეგია.

ჩემი სტილის თავდამსხმელისთვის ეს ნამდვილად არ არის ცუდი მაჩვენებელი და მიუხედავად ამისა, მაინც მაკრიტიკებენ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ სხვების მოსაზრებები ფეხებზე მკიდია," - აი, ასეთი განცხადება გააკეთა კისლინგმა "სქაისთვის" მიცემულ ინტერვიუში, "აუგსბურგთან" მეხუთე ტურის მატჩის წინ, რომელიც დღეს საღამოს უნდა გაიმართოს.

შტეფანის აზრით, თავდამსხმელის შეფასების მთავარი კრიტერიუმი გატანილი გოლების რაოდენობა არ უნდა იყოს. "ჟურნალისტები ჩემზე წერენ ხოლმე, ისევ იბრძოლა, ბევრი ირბინა, მაგრამ გოლი კი ვერ გაიტანაო, რის გამოც ნერვები მეშლება. თუ ვიბრძოლე და ბოლომდე დავიხარჯე, ესე იგი ცუდად არ მითამაშია. მე ასე მწამს," - ამბობს თავდამსხმელი, რომელსაც ბუნდესლიგის 215 მატჩში 71 გოლი აქვს გატანილი, მიმდინარე სეზონში კი, ოთხ შეხვედრაში ორჯერ იხეირა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] 2 წითელი ბარათი და 3 გაუქმებული გოლი - "ლევერკუზენმა" 9-კაციანი "ბაიერნი" ვერ დაამარცხა
თუ კეინი წავა - "ბაიერნი" ოსიმენის დამატებას შეეცდება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა