ხაშურის ჭიდაობის სკოლიდან ამ ეტაპზე თავისუფალ სტილში ლაშა ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მოჭიდავეა

საქართველოს არაერთგზის ჩემპიონი და პრიზიორი, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატების ვერცხლის და ბრინჯაოს პრიზიორი ლაშა ტალახაძე (50 კგ), ხაშურის სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციის აღზრდილია.

ამ სკოლაში მწვრთნელი გია კვინიკაძე დაახლოებით ოცი წელიწადია რაც საქმიანობს და სასიამოვნოა, რომ ბოლო წლებში მისმა შეგირდებმა არა მხოლოდ სამშობლოში, უცხოეთშიც არაერთხელ იასპარეზეს წარმატებით. თავის მხრივ ჭიდაობის ქართველ ქომაგებს ამ სპეციალისტის მიღწევები იმიტომაც ახარებთ, რომ საქართველოს კიდევ ერთ ქალაქში თანდათან ყალიბდება მოჭიდავეთა სამჭედლო.

ხაშურის ჭიდაობის სკოლიდან ამ ეტაპზე ლაშა ყველაზე წარმატებული და პერსპექტიული მოჭიდავეა. მან ჯერ კიდევ ჭაბუკთა შორის გამოსვლისას მიიპყრო სპეციალისტების ყურადღება. თავის ასაკში იგი ქვეყნის ჩემპიონი და პრიზიორი გახდა, წარმატებით იასპარეზა რამდენიმე საერთაშორისო შეჯიბრებაზე.

" ტყუპისცალ ძმასთან, გიორგისთან ერთად ლაშამ თავისუფალ ჭიდაობაში ვარჯიში ჩვენთან ხუთი წლის წინათ დაიწყო. მიზანდასახულობა და ბრძოლის ჟინი თავიდანვე ეტყობოდა. სხვათა შორის, მასთან ერთად საკმაოდ პერსპექტიული ბიჭები გამოჩნდნენ - მოწონელიძე, ქელეხსაშვილი, ბუზიაშვილი. მათ მიერ საქართველოს ჩემპიონატებზე მოპოვებული წარმატებები სამომავლოდ შრომის ხალისს გვიათმაგებს ადგილობრივ მწვრთნელებს" - ამბობს გია კვინიკაძე.

შარშან, როდესაც ტალახაძემ ახალგაზრდებს შორისაც მოიპოვა საქართველოს ჩემპიონობა, თბილისში ოლიმპიური მომზადების ცენტრში ჯონი ლორიასთან გადაიყვანეს. ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელმა ნუგზარ სხირელმა კი 50 კგ-ში ადგილი მას ანდო გუნდში და არც შემცდარა.

ლაშა ჯერ რიგაში საერთაშორისო ტურნირის ფინალისტი გახდა, შემდეგ კი ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატებზე შესაბამისად მესამე და მეორე საპრიზო ადგილებზე გავიდა. ორივეჯერ ახლოს იყო საბოლოო გამარჯვებასთან, თუმცა, როგორც თავად მიიჩნევს, გადამწყვეტ მომენტში პირველად გამოუცდელობამ, მეორედ კი პრინციპული მეტოქის ძლევის შემდეგ მოდუნებამ შეუშალა ხელი. ეს პრინციპული მეტოქე კი მოლდოველი ანდრეი ბურუიანი იყო.

"მას ნახევარფინალში შევხვდი, თავდაპირველად ვუგებდი კიდეც, მაგრამ გამოცდილმა სპორტსმენმა ტაქტიკურად მაჯობა და მე საბოლოოდ მესამე ადგილს დავჯერდი, თვითონ კი ჩემპიონი გახდა" - იხსენებს ლაშა.

ერთ თვეში მსოფლიოს ჩემპიონატზეც (ბუდაპეშტში) კვლავ გადაეყარა ბურუიანს და... ისევ ნახევარფინალში. ამჯერად ქართველმა რევანში აიღო - 6 : 0, 5 : 2 და ახლა უკვე ის დატოვა კვარცხლბეკის მესამე საფეხურზე.

"წონის უმთავრეს ფავორიტთან მოგების მერე თავი ჩემპიონი მეგონა, ფინალში რუს დადაევთან ასეთ თავდაჯერებულობისთვის დავისაჯე და დავმარცხდი" - გვითხრა მან. ტალახაძეზე საუბრისას შეუძლებელია არ ითქვას, რომ 50 კგ-ში საჭიდაოდ იგი ბევრისთვის წარმოუდგენელ წონას - შვიდ-რვა კილოგრამს იკლებდა.

შარშანდელ მსოფლიოს ჩემპიონატზე, მაგალითად, პირადმა მწვრთნელმა აეროპორტში დააწია გასაფრენად გამზადებულ გუნდს - წონის დაკლებით თავს გამოფიტულად გრძნობდა და ფიქრობდა ნაკრებს აღარ გაჰყოლოდა ჩემპიონატზე. თუმცა, როგორც ვთქვით, ბუდაპეშტიდან ის ვერცხლის მედლით დაბრუნდა.

ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის წინ კიდევ უფრო კოშმარული პერიოდი გადაიტანა. ცხრა კილოგრამამდე წონის დასაკლებად ღვარა ოფლი და V ადგილზე მეტის დაკვება ვეღარ შეძლო. წლეულს უკვე ნათელი იყო, რომ მზარდი ფიზიკური მონაცემების სპორტსმენი 50 კგ-ში ვეღარ გაჩერდებოდა, მაგრამ ვინაიდან 55 კგ-ში ახალგაზრდულ ნაკრებში ფავორიტი ლადო ხინჩეგაშვილი იყო, რომელსაც მის ასაკში კი არა, დიდების ნაკრებში არ ჰყოლია კონკურენტი, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის სხირელმა ტალახაძის სულაც დასვენება არჩია.

"არადა, მე აბსოლიტურად დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ ლაშა მოახერხებდა ბუქარესტში (მსოფლიოს ჩემპიონატზე) 50 კგ-ში ასპარეზობას, უმედლოდ არ დარჩებოდა. მაგრამ იმავე დროს ძალიან მეცოდებოდა ეს ბიჭი მორიგი, ამჯერად ფაქტობრივად აუტანელი შრომისთვის საჭირო წონის ჩასაბარებლად და პლანეტის უმთვარეს შეჯიბრებაზე აღარ შევიყვანე გუნდში.

ახლა, სექტემბრიდან, ხინჩეგაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებს მთლიანად დატოვებს და ტალახაძესაც უთუოდ მიეცემა ასპარეზი საერთაშორისო ტურნირებზე თავის გამოსაჩენად" - ამბობს ნუგზარ სხირელი. ახალგაზრდული ნაკრები ამ შემოდგომაზე უკრაინასა და თურქეთში საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზებს, სადაც გუნდში მის შეყვანას სხირელი უთუოდ გეგმავს. სპორტსმენიც თავის მხრივ უმაღლესი შედეგისთვის აპირებს ბრძოლას.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] მარცხი RAF-ის სადებიუტო შეხვედრაში - ხინჩეგაშვილმა 19 წლის ამერიკელთან წააგო
[თავისუფალი ჭიდაობა] სამი ბრინჯაოს მედალი ევროპის ჩემპიონატზე!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა