გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა და ლაშა სალუქვაძე ნიჟნინოვგოროდული გუნდის ძირითადიდან მოკვეთეს
"ვოლგას" სამწვრთნელო შტაბმა სამი ქართველი ფეხბურთელი - გოგიტა გოგუა, გოჩა ხოჯავა და ლაშა სალუქვაძე ძირითადი შემადგენლობიდან მოკვეთა. თუმცა რუსული გაზეთი მომხდარის მიზეზს არ აკონკრეტებს. ამდენად, "ვოლგას" ქართველთა სამეული რუსეთის პრემიერლიგის 23-ე ტურში სტუმრად მახაჩყალის "ანჟისთან" ვერ ითამაშებს და ღმერთმა უწყის, საერთოდ ეს რამ გამოიწვია.

ჩვენთვის უცნობია რა მოხდა, თუმცა, ვფიქრობთ, საყურადღებო უნდა იყოს ამ კონტექსტში ინტერვიუ, რომელიც მცირე ხნის წინ თბილისში მყოფ ნიჟნი ნოვგოროდის "ვოლგას" ყოფილ მთავარ მწვრთნელ ომარ თეთრაძეს ჩამოვართვით.

- თქვენი წამოსვლის შემდეგ "ვოლგას" მდგომარეობა გაუარესდა. რა გახდა თქვენი გაშვების მიზეზი?

- გუნდში იყო უამრავი პრობლემა, რომელიც ჩემი წამოსვლით ვერ მოგვარდებოდა, რადგან ის თეთრაძის ბრალი არ იყო. ასეც მოხდა, როგორც ვიცი, დღემდე იგივე ვითარებაა, თუმცა დაკონკრეტება არ მსურს. ეგაა, რომ ეს ჩემი ჩამოყალიბებული გუნდი იყო და გული მწყდება, ვითარება რომ აირია.

- "ვოლგას" პრემიერლიგის პოტენციალი არ ჰქონდა?

- როგორ არ ჰქონდა. დარწმუნებულიც ვარ, რომ ჩემი შეკრებილი გუნდით ბევრის მიღწევა შეგვეძლო. ჩვენი მიზანი კი მხოლოდ პრემიერლიგაში დარჩენა იყო და ამას რამენაირად მოვახერხებდით.

- და მაინც, რატომ გაგიშვეს?

- ეს პრეზიდენტის გადაწყვეტილება იყო და ასე ამჯობინა. ეგონა, ეს გუნდისთვის უკეთესი იქნებოდა. საბოლოოდ, "ვოლგას" დატოვება თავადაც მოუხდა. მერწმუნეთ, გოიხმანზე ("ვოლგას" ყოფილი პრეზიდენტი) მე წყენა არ დამრჩენია; უბრალოდ, ბიჭების გამო ვწუხვარ, გუნდი ასეთ სავალალო მდგომარეობაში რომ აღმოჩნდა.

- რუსეთში კარგად გიცნობენ და არსად გიწვევენ?

- მიწვევები რუსეთის პირველი დივიზიონის კლუბებიდან მაქვს, მაგრამ ჯერ ვფიქრობ.

- მიწვევებს პრემიერლიგიდან ელით?

- რა თქმა უნდა, უკეთესი იქნება.

- საქართველოში მუშაობა არავის შემოუთავაზებია?

- აქ მხოლოდ დასასვენებლად ჩამოვედი, ეს იყო და ეს. მოლაპარაკება კი არავისთან მქონია.

- თქვენი წამოსვლის შემდეგ ქართველ გულშემატკივარს საფიქრალი მოემატა, "ვოლგაში" ამდენ ქართველ მოთამაშეს დატოვებენ?

- თუ "ვოლგაში" მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდით, პროცესი უკვე დაწყებულია და ჩემი შეკრებილი გუნდის დაშლა დაიწყეს. წავიდა მარცვალაძე, მერე გოგუაც ტრანსფერზე იყო დაყენებული და მხოლოდ გაჭირვების გამო გახდნენ იძულებულები, დაებრუნებინათ. რას იზამ, ახალი მწვრთნელი შემადგენლობას თავისი გემოვნებით აკომპლექტებს.

- ქართული კლუბების ევროთამაშები თუ ნახეთ?

-"დინამო"-აეკ-ი ვნახე და ძალიან გამიკვირდა.

- რა გაგიკვირდათ?

- ჩემთვის მოულოდნელი იყო, რომ ქართული კლუბი ძლიერ ბერძნულ აეკ-ს თამამად რომ ეთამაშა. ჩემი აზრით, "დინამოს" ამ თაობას ასეთი დონის მატჩების გამოცდილება დააკლდა და ამიტომაც ვერ მოახერხეს მომენტების რეალიზაცია. იცით, ბერძნებმა რის ხარჯზე გაიმარჯვეს? მეორე ტაიმში ოდნავ უკეთესი კლასისა და რაც მთავარია, გამოცდილების ხარჯზე თამამად ითამაშეს და ნერვების ბრძოლაში გაიმარჯვეს. ასეთ მატჩებში კი ნერვების სიმტკიცე ძალიან ბევრს ნიშნავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

jibzu
daubrundes es kaci momakvdav qartul fexburts, ra iqneba? ki aketebda qartul saqmesac, magram kidev ufro metad da sigrmiseulad
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა