საქართველოს ძიუდოისტ ვაჟთა და გოგონათა ახალგაზრდული გუნდები 16-18 სექტემბერს ბელგიურ ლომელში ევროპის თანატოლთა ჩემპიონატში გამოვლენ
გაირკვა ძიუდოისტთა ახალგაზრდული გუნდების შემადგენლობები ბიჭებშიც და გოგონებშიც, რომლებიც 16-18 სექტემბერს ბელგიურ ლომელში ევროპის თანატოლთა ჩემპიონატში გამოვლენ.

ბიჭების გუნდის მთავარმა მწვრთნელმა გია გუგავამ ამჯერად ყველა წონაში მაინც დააყენა ორ-ორი შემადგენლობა იმის მიუხედავად, რომ ადრე ამბობდა, იქნებ ყველა წონაში არ წავიყვანო ორი კაციო, თუმცა იქვე მკაცრადაც გააფრთხილა, რომ მსოფლიოს პირველობისთვის ეს ასე არ იქნება და ვინც ევროპაზე უნიათოდ იასპარეზებს, ნაკრებში მოხვედრის იმედი ნუ ექნება. ერთი სიტყვით, გუგავამ შეგირდებს ბოლო შანსი მისცა.

ლომელში ლერი ჭელიძე და გიორგი მესაბლიშვილი (ორივე - 55), ვაჟა მარგველაშვილი და გიორგი კაცია (ორივე - 60), ლაშა შავდათუაშვილი და ოთარ არჩუაძე (ორივე - 66), ფრიდონ გიგანი და მიხეილ ჩოხელი (ორივე - 73), შალვა ნინიძე და ბექა რატიანი (ორივე - 81), გიორგი მერმანიშვილი და გიორგი ქავთარაძე (ორივე - 90), ელგუჯა ბიბილაშვილი და გიორგი ცნობილაძე (ორივე - 100), უშანგი კოკაური და ლევან მატიაშვილი (+100) იჭიდავებენ.

ოთხი მონაწილე გვეყოლება გოგონებში და ყველა დებიუტანტი: ნონა მერაბიშვილი (52), სოფო ბერიძე (57), თეა სუხიტაშვილი (70) და ელენე ქებაძე (+78). ამათი უმეტესობა ასაკით ჯერ პატარაა, თუმცა გამოცდილების მისაღებად მაინც მიჰყავთ.

ბიჭების ნაკრები ამჟამად გორში გადის შეკრებას. დღეს იქვე გაიმართა საკონტროლო შეხვედრები, რომელიც ხვალ დასრულდება, შეკრებას კი ორშაბათს დილის ვარჯიშის შემდეგ დაასრულებენ და თბილისში დაბრუნდებიან. გუნდები ბელგიაში 14 სექტემბერს გამთენიისას გაფრინდებიან.

წლეულს ახალგაზრდებს კიდევ ორი მნიშვნელოვანი შეჯიბრება ელოდებათ - 3-6 ნოემბერს სამხრეთ აფრიკაში მსოფლიოს ჩემპიონატი ტარდება, 18-20 ნოემბერს კი ტიუმენი 23-წლამდელთა შორის ევროპის პირველობას უმასპინძლებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEOS] ორი ოქრო და ორი ბრინჯაო! - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ორი ოქროსა და სამი ბრინჯაოს შანსი - თბილისის გრანდ სლემის ბოლო საშეჯიბრო დღე
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა