ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კარო სერენაზე გავიდა

კარო სერენაზე გავიდა

ჩოგბურთი. აშშ-ის ღია პირველობის ნახევარფინალურ ეტაპზე ერთი სუპერწყვილი მივიღეთ: კაროლინ ვოზნიაცკი სერენა უილიამსს დაუპირისპირდება
ქალებს შორის გუშინ სრულად ჩატარდა მეოთხედფინალური ეტაპი და მამაკაცების მსგავსად, აქაც ნახევარფინალურ ეტაპზე ერთი სუპერწყვილი მივიღეთ: კაროლინ ვოზნიაცკი სერენა უილიამსის წინააღმდეგ.

მსოფლიოს პირველი ჩოგანი გერმანელ ანდრეა პეტკოვიჩს ხვდებოდა. მეტოქეებმა ორი განსხვავებული სეტი ჩაატარეს. პირველში დანიელმა მხოლოდ ერთი გეიმი დაუთმო პეტკოვიჩს და 27 წუთში მოამთავრა საქმე, სამაგიეროდ, მეორე სეტი საათი და 31 წუთი გაიწელა.

მეორე სეტში გერმანელმა ძალიან კარგი თამაში აჩვენა, ბევრს უტევდა, რასაც ვოზნიაცკის შეცდომებიც დაემატა. თუმცა პეტკოვიჩმა, რომელსაც წელს კაროლინი მაიამის ტურნირზე ჰყავს დამარცხებული, გადამწყვეტი უპირატესობა მაინც ვერ მოიპოვა. სეტის ბოლოს ორივე ჩოგბურთელმა გაუშვა პარტიის მოგების შანსი - ვოზნიაცკიმ მატჩზე ვერ ჩააწოდა, პეტკოვიჩმა - სეტზე. ასე რომ, დაინიშნა ტაი-ბრეიკი, სადაც რამდენიმე შეცდომა გერმანელს ძვირად დაუჯდა. შემდეგ ეტაპზე დანიელი ჩოგბურთელი გავიდა.

არადა, პეტკოვიჩს ამ მატჩში 24 "ვინერსი" ჰქონდა, ვოზნიაცკის - მხოლოდ ცხრა, გარდა ამისა, გერმანელმა 81-პროცენტის სიზუსტით შეასრულა პირველი მოწოდება, მაგრამ ეს დადებითი სტატისტიკა 25-მა უნებლიე შეცდომამ გადაწონა.

სერენა უილიამსისა და ანასტასია პავლიუჩენკოვას მატჩშიც ორი განსხვავებული პარტია ვიხილეთ. პირველ სეტში ამერიკელი ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა ბექჰენდის დროს, გარდა ამისა, მოწოდებაც ვერ მუშაობდა კარგად, ამასთან, რუს ჩოგბურთელს შესანიშნავი გათამაშებები გამოსდიოდა, მაგრამ არც მისი თამაში იყო სტაბილური. ამის გამო ჩოგბურთელებმა ზედიზედ ექვსი ბრეიკი გააკეთეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაალაგეს მოქმედება საკუთარ მოწოდებაზე. მაგრამ პარტიის ბოლოს თანდათან გამოიკვეთა უილიამსის სათამაშო უპირატესობა, რომელმაც კიდევ ერთხელ აიღო პავლიუჩენკოვას მოწოდება - 7:5. მეორე სეტში ბრძოლა თითქმის არ ყოფილა - სერენა ისე ათამაშდა, რომ მისმა მეტოქემ მხოლოდ ერთი გეიმის აღება მოასწრო. მასპინძელი მეექვსედ გავიდა ამერიკის ღია პირველობის ნახევარფინალში.

პავლიუჩენკოვამ მატჩი ცხრა ორმაგი შეცდომით დაასრულა, უილიამსმა კი პირველი მოწოდებით ქულების 83 პროცენტი აიღო.

უმცროსი უილიამსი და ვოზნიაცკი აქამდე მხოლოდ ორჯერ შეხვდნენ ერთმანეთს. მათი ბოლო დუელი 2009 წელს სეზონის შემაჯამებელ ტურნირზე შედგა - სერენა 6:4, 0:1-ს იგებდა, როცა ვოზნიაცკიმ ტრავმის გამო შეწყვიტა შეხვედრა.

ტურნირს გამოეთიშა მსოფლიოს მეორე ჩოგანი ვერა ზვონარევა. კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ ტურში რუსის ყველაზე უხერხული მეტოქე ავსტრალიელი სამანტა სტოსურია, რომელთანაც ზვონარევას ზედიზედ შვიდი თამაში ჰქონდა წაგებული. ახლა ეს სერია უკვე რვა მატჩს უტოლდება.

თანაც ამ მატჩში რუსს საერთოდ არაფერი გამოსდიოდა, რაც შეხვედრის შემდეგ თავად აღიარა. სამანტამ თავიდანვე მოიპოვა ინიციატივა გათამაშებების დროს და თან ძალიან კარგად აწვდიდა. მეტოქის სწრაფი ტემპის გამო ზვონარევა ბურთთან მისვლას ვერ ასწრებდა და ამას ბევრი შეცდომა მოყვებოდა. რა თქმა უნდა, ავსტრალიელიც არ ყოფილა იდეალური და ისიც უშვებდა შეცდომებს, მაგრამ იმდენს არა, რომ მეტოქისთვის მატჩის გადარჩენის შანსი მიეცა - ზვონარევამ ისე დაასრულა შეხვედრა, რომ ერთი ბრეიკ-პოინტიც არ ჰქონია, ასეთი რამ კი ქალთა ჩოგბურთში იშვიათად ხდება.

ამ წაგების შემდეგ რუსი მეოთხე ადგილამდე ჩამოქვეითდება კლასიფიკაციაში და წინ გაუშვებს მარია შარაპოვასა და ვიქტორია აზარენკას.

რაც შეეხება სტოსურის მეტოქეს ნახევარფინალში, ეს გახლავთ წლევანდელი ტურნირის მთავარი სენსაცია ანჟელიკ კერბერი. გერმანელმა, რომელიც აქამდე "დიდი სლემის" ტურნირებზე მესამე წრეზე შორს არ გასულა, სამ სეტში დაამარცხა იტალიელი ფლავია პენეტა.

1/4 ფინალი

კაროლინ ვოზნიაცკი (დან,1)-ანდრეა პეტკოვიჩი (გერ, 10) 6:1, 7:6(5); სერენა უილიამსი (აშშ, 28)-ანასტასია პავლიუჩენკოვა (რუს, 17) 7:5, 6:1; ანჟელიკ კერბერი (გერ)-ფლავია პენეტა (იტა, 26) 6:4, 4:6, 6:4; სამანტა სტოსური (ავსტრა, 9)-ვერა ზვონარევა (რუს, 2) 6:3, 6:3.

1/2 ფინალი

ვოზნიაცკი (1)-ს. უილიამსი (28); კერბერი-სტოსური (9).

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს

ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია

მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის

ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს

ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა

"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება

კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება

ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა

[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა

ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო

სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა

პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს

[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა

[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა

პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა

ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა

ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა

U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო

[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!

დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა