იტალიაში, ბიელას 100-ათასიან ტურნირის მერვედფინალში 28 წლის ქართველმა ჩოგბურთელმა ფრანგ ალიზ კორნეს იოლად - 6:0, 7:5 სძლია
ბოლო დროს, საქართველოს ყოფილი პირველი ჩოგანი მაკა ჩახნაშვილი (214) კარგად ათამაშდა. ამის დასტურია ბიელას ტურნირი იტალიაში (100 ათასი დოლარი), სადაც 28 წლის ქართველი საკვალიფიკაციო ბატალიებიდან თამაშობს.

ორი მატჩის მოგების შემდეგ, მაკამ ძირითად ბადეში პირველი შეხვედრა მოუგო სლოვენიელ ნასტია კოლარს (252) - 7:6 (5), 7:6 (4). ქალთა ჩოგბურთი, მოგეხსენებათ, ლოგიკას ნაკლებად ემორჩილება - ამიტომაც სულ არ გაგვიკვირდა, როცა მაკამ გაცილებით ძლიერ მეტოქეს, ფრანგ ალიზ კორნეს (95) იოლად მოუგო - 6:0, 7:5.

21 წლის კორნე ბიელაში მე-4 ნომრად იყო განთესილი, სულ ახლახან (2009 წელს) ის მსოფლიოს მე-11 ჩოგანი იყო. მეოთხედფინალში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე კანადელი შერონ ფიჩმენია (177). ფიჩმენისთვის ჩახნაშვილს ერთხელ უკვე მოუგია, ოღონდ ეს 6 წლის წინათ იყო, როცა კანადელი მხოლოდ 15 წლის იყო.

წყვილთა ბადეში მაკას და სოფიო ქვაცაბაიას (458) დუეტმა პირველ წრეში იტალიურთან (ბალდუჩი, კნაპი) დათმო - 3:6, 0:6.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
ბასილაშვილის მორიგი შესანიშნავი მატჩი - ნიკა მაიამის მასტერსის ძირითად ბადეშია
მეტოქეს მხოლოდ 4 გეიმი დაუთმო - ბასილაშვილი ნელ-ნელა ფორმას უბრუნდება და მაიამის მასტერსის ძირითადი ბადისთვის იბრძვის
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა