ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე მრგვალ სტენდზე სროლაში მაია 68 მონაწილეს შორის ბოლოსწინა ადგილზეა
მაია გუბიევა წარუმატებლად გამოვიდა ბელგრადში მიმდინარე მსოფლიოს პირველობაზე მრგვალ სტენდზე სროლაში - სამ სერიაში მხოლოდ 47 ქულა დააგროვა და 68 მონაწილეს შორის ბოლოსწინა ადგილზეა, მარტო ერთ მსროლელს, ფილიპინელ პაულა დიილვანას აჯობა. მან ყველზაე უკეთ პირველ სერიაში ისროლა - 18 ქულა 25 შესაძლებლიდან, დანარჩენებში კი უფრო მოუკლო - 14 და 15 დააგროვა.

ამ დისტანციაზე პირველობა არავის დაუთმო ჩინელმა იუნგზი ლიუმ და მეორედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი. ფინალში ის მეორე შედეგით შევიდა. შესარჩევში ძალიან კარგად ისროლა რუსმა ელენე ტკაჩმა - პირველ ორ სერიაში მხოლოდ თითო სამიზნეს ააცილა (24-24 ქულა), მესამეში კი ასპროცენტიანი შედეგი აჩვენა და 73 ქულა დააგროვა.

ფინალური ექვსეულის დანარჩენმა ხუთმა მონაწილემ 72-72 ქულა დააგროვეს, თუმცა მათ შორის ჩინელი და ავსტრალიელი - კატერინე სკინერი მაინც გამოირჩეოდნენ - სხვებმა თუ 23-იანი სერიებიც გამოურიეს ანუ ორი სამიზნე გააფუჭეს, ამათ მხოლოდ თითო გაუშვეს დაუზიანებელი და სამივე სერიაში სტაბილურად დააგროვეს 24-24 ქულა. თუმცა ფინალურმა სერიამ ყველაფერი შეცვალა - იქ მხოლოდ ჩინელმა ისროლა სტაბილურად და 3-ქულიანი ფორა მიიღო, რამაც გადაწყვიტა კიდეც ჩემპიონობის ბედი. მან ფინალში ადრინდელ მონაგარს 23 ქულა დაუმატა და ჯამში 95 დაუგროვდა. ვერცხლი სლოვაკ სუსანა სტეფეცეკოვას ერგო, რომელმაც ფინალში 20 ქულა მოაგროვა (ჯამში - 92), ტკაჩი კი მესამეზე გადავარდა - 90 ქულა.

ჩვენი ვაჟები - გივი შენგელია, დავით ქვათაძე და პავლე ლაკია სასანგრე სტენდზე 12 სექტემბერს ისვრიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლის მედალი მოიპოვა
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
"მამარდაშვილი მთავარი დამნაშავე არ არის" - ინგლისური მედია
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა