საქართველოს ნაკრების თავკაცის თქმით, გუნდის სათამაშო სისტემა ზაზა ფაჩულიაზე იყო აწყობილი
მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე გამარჯვებული გუნდის მხრიდან მთავარ მწვრთნელ ჰენრიკ დეტმანთან ერთად 14 ქულის მიმთვლელი მიკო კოივისტო გამოცხადდა. საქართველოს ნაკრები კი ტრადიციულად იგორ კოკოშკოვით იყო წარმოდგენილი, ხოლო მოთამაშის ადგილი ვიქტორ სანიკიძემ დაიკავა.

ვიქტორ სანიკიძე:

"პირველ რიგში მივულოცავ ფინელებს, რომლებმაც ბოლომდე იბრძოლეს. სტატისტიკიდან ჩანს იმის მიზეზი, თუ რატომ წავაგეთ თამაში. თითქმის ყველა მაჩვენებელში თანაბარი შედეგები გვაქვს, მხოლოდ სამქულიანებშია ფინეთის დიდი უპირატესობა. ეს კალათბურთია, ხან ჩააგდებ სამქულიანებს, ხან - ვერა. რას ვიზავთ. ჩვენს ნაკრებს დიდი ძალა აკლდა 2 ტრავმირებული მოთამაშის სახით, რამაც მატჩის შედეგზე გავლენა იქონია".

მიკო კოივისტო:

"ეს მატჩი ძალიან დიდი მნიშვნელობის იყო ორივე გუნდისთვის. გამარჯვების მოპოვებით ჯგუფიდან გასვლის შანსები გადავირჩინეთ. რა თქმა უნდა, სამქულიანების ფაქტორი უმნიშვნელოვანესი იყო ამ თამაშში. კარგად ვესროდით და თავსაც კარგად ვიცავდით".

იგორ კოკოშკოვი:

"დავეთანხმები სანიკიძეს, რომელმაც ჩვენი ძირითადი ხუთეულის ორ ტრავმირებულ მოთამაშეზე ილაპარაკა. ზაზა ფაჩულია და გიორგი ცინცაძე ჩვენთვის დიდი დანაკლისია. ფაჩულიაზე გუნდის სათამაშო სისტემის უდიდესი ნაწილი გვქონდა აწყობილი. ჩვენმა გუნდმა მაინც გულიანად ითამაშა, რაც შეეძლო, გააკეთა, მაგრამ ეს არ აღმოჩნდა საკმარისი. ფინეთმა სწრაფი კალათბურთი ითამაშა და ამას ზუსტი შორი სროლებიც რომ დაემატა, ვეღარაფერს გავხდით. ჩვენმა ნაკრებმა ამ წაგებიდან დასკვნები უნდა გამოიტანოს. დებიუტანტები ვართ და ყოველი შეხვედრიდან გამოცდილება უნდა მივიღოთ.

ჰენრიკ დეტმანი:

ფინეთი და საქართველო დამეგობრებულები ვართ, უკვე იმდენჯერ მოგვიწია ამ ბოლო წლებში ერთმანეთთან თამაში. დღევანდელ მატჩში რაც დავგეგმეთ, გამოგვივიდა. გვინდოდა, მეტოქისთვის ჩვენი თამაშის სტილი მოგვეხვია და საშუალება არ მიგვეცა საკუთარი პლიუსების გამოსაყენებლად. ექვსმა კალათბურთელმა მიაღწია ქულათა ორციფრიან ნიშნულს, რაც გუნდურ თამაშზე მიუთითებს. ეს ჩვენი ნაკრების ფილოსოფიაა, რომ ყველამ უნდა შეიტანოს საკუთარი წვლილი გამარჯვებაში.

gbf.ge

ბაგატსკისი ამბობს, რომ საქართველოს ნაკრები ისევ უნდა დაამარცხონ
"მადლობა საქართველო, რომ მომეცი შესაძლებლობა, წარმომედგინა ქვეყანა სიამაყითა და სიხარულით" - მარკის რიდი
"უფალო, არავინ ვარ შენს გარეშე. საქართველო, გულში ხარ" - ალექსანდრე მერკვილაძემ გულშემატკივრებს მიმართა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა