"კრასნოდარის" ქართველი ლეგიონერის თქმით, გუნდი "რუბინთან" მოგების შემდეგ, უფრო უკეთესად ითამაშებს
რუსეთის პრემიერლიგაში გამართულ შეხვედრაში, სადაც "კრასნოდარმა" ყაზანის "რუბინს" უმასპინძლა, ქართველმა ფეხბურთელმა ალექსანდრე ამისულაშვილმა მნიშვნელოვანი გოლი გაიტანა და "კრასნოდარს" სამი ქულა მოაპოვებინა.

რუსულმა გაზეთმა "სპორტ ექსპრესმა" ამისულაშვილთან მცირე ინტერვიუ გამოაქვეყნა.

- რას ნიშნავს თქვენთვის ეს გამარჯვება?

- პირველი სამ ქულას პრემიერლიგის წამყვანი ექვსეულის გუნდთან.

- "კრასნოდარის" ქომაგებმა ახლა უკვე შეიძლება ვიოცნებოთ იმაზე, რომ ჯერ არაფერი დაკარგულა და ამ ექვსეულში მოხვედრა შეგვიძლია?

- ამაზე არ ვფიქრობთ. ამბიციები კარგია. ამასთან დაკავშირებით ყველაფერი წესრიგში გვაქვს. გუნდი მხოლოდ ზამთარში შეიქმნა, ხოლო კლუბი პრემიერლიგის დებიუტანტია. დიდი საქმეები სწრაფად არ კეთდება.

- გუნდი ახალია, მაგრამ ფეხბურთელები გამოცდილები არიან.

- ამით რისი თქმა გინდათ? ყველა ერთად, მხოლოდ სეზონის დაწყებამდე ერთი კვირით ადრე შეგკვრიბეს. როცა ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში გამოვედი, გუნდის ყველა წევრს სახელებით არცკი ვიცნობდი.

- ძნელია იმის დაჯერება, რომ ისეთი ამბიციური ადამიანი, როგორიც თქვენი კლუბის პრეზიდენტი სერგეი გალიცკია, არ ფიქრობს იმაზე, თუ როგორ მოუგოს "ზენიტს", "რუბინს" და ცსკა-ს.

- ჯერჯერობით არავინ გვიყენებს ზეამოცანებს. მთავარი მიზანი გუნდის კარგი თამაშია.

- "ანჟი" უზარმაზარ ფულს ხარჯავს ფეხბურთელების შესაძენად, ბევრი ამას ცუდად უყურებს. თქვენ რა აზრის ხართ ამასთან დაკავშირებით?

- დრო გავა და ხალხი ამას მიეჩვევა. ეტო'ოს და ჟირკოვის მოსვლა ლიგას გაალამაზებს. არსებობს ფულზე მნიშვნელოვანი რაღაცეებიც. ადამიანები მთელ მსოფლიოში მახაჩყალაზე ლაპარაკობენ, რომ ეს არის ქალაქი, სადაც ეტო'ო და რობერტო კარლოსი თამაშობენ. არადა ერთი წლის წინ იძახდნენ, რომ დაღესტანში ყოველდღე ისვრიანო.

ახლა "ანჟის" მატჩს ყველა ელოდება. იქ ცხოვრება იცვლება.

- თქვენ რამოდენიმე წელი ნალჩიკის "სპარტაკში" გაატარეთ, გუნდში, რომელიც მცირე ბიუჯეტით, თავისი შედეგებით და თამაშით ყველას გაოცებულს ტოვებდა.

- მანდ ყველაფერი კარგად დალაგდა, რაც ძალიან იშვიათია. მთელ პერსონალს, მწვრთნელს, ფეხბურთელებს ჰქონდათ მუშაობისა და წარმატების მიღწევის სურვილი.

- ნალჩიკის მთავარი საიდუმლო კრასნოჟანი იყო?

- ის ყველას გვაერთიანებდა. კრასნოჟანს შეეძლო ადამიანები დაეკავშირა ერთმანეთთან და მათთვის იდეა მიეცა. მასთან ცუდი მუშაობა არ შეიძლება, უბრალოდ, უხერხულია.

- "კრასნოდარში" ასეთ ფიგურად ბევრი თქვენ გთვლით. როცა გაზაფხულზე ტრავმა გქონდათ, გუნდი ქულებს კარგავდა.

- დამიჯერეთ, საქმე ჩემში არ გახლავთ. მაშინ მოთამაშეებს ურთიერთგაგება აკლდათ, ახალი გუნდი იყო, ხოლო ქულები, სადღაც 7 თუ 8 დაგვაკლდა.

- "კრასნოდარამდე" თურქეთის "ქაისერისფორში" თამაშობდით, რომელსაც ჩემპიონთა ლიგაზე გასვლის ამბიცია ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ მე-6 ადგილზე გავიდა, ოღონდ თქვენს გარეშე. "კრასნოდარს" უფრო მიწიერი მიზნები გააჩნია.

- სამაგიეროდ, აქ თავს ბედნიერად ვგრძნობ. ჩემ ოჯახს ქალაქი ძალიან მოსწონს. ქაისერში მეუღლე და შვილი თავს ასე კომფორტულად ვერ გრძნობდნენ. ეს მნიშვნელოვანია, იცხოვრო იქ სადაც შენთვის კარგია. ოჯახის გარეშე ძნელია ბედნიერი იყო.

- "რუბინმა" არ გაგაკვირვათ?

- რით? ჩვენ მოვიგეთ. საუკეთესო მატჩები ჯერ წინ გვაქვს. ახლა უნდა მოვუმატოთ.

მომზადებულია fckrasnodar.ru-ს მიხედვით

Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა